Home Blog Page 3

აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია -ჯიმ რიში

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯონ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, კარგად ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ქართველ ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს დაწესდა დაგვიანებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“,-განაცხადა რიშმა.

https://x.com/SenateForeign/status/1873534186335654389

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბევრი ვერძი კი მთელ დღეს მუშაობაში გაატარებს. გირჩევთ, საღამოს მშობლებს დაურეკოთ ან მათთან წახვიდეთ და დრო ერთად გაატაროთ. სამსახურში ან სახლში ახალი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. თუ დიდი აღმოჩენებისთვის მზად არ ხართ, მცირედით დაიწყეთ – უცნობ ქუჩაზე გაისეირნეთ, ახალი ადამიანები გაიცანით ან ახალი კერძი დააგემოვნეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად. სახლში ნუ იჯდებით. საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად სადღესასწაულო წვეულებაზე წადით. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. თუ სახლი საახალწლოდ არ მოგირთავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ეცადეთ, არ დაიბნეთ და ცვლილებებს მომზადებული დახვდეთ. დაფიქრდით, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და დიდი ხნის წინ უნდა მოგეცილებინათ. არა უშავს – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება აღარ გადადოთ. შესაძლოა, ოჯახს საკმარის ყურადღებას არ აქცევთ. ეცადეთ, ეს ვითარება გამოასწოროთ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობა საინტერესო და სასარგებლო იქნება

კირჩხიბი

ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად დაასრულოთ. ხელსაყრელი დროა ერთად მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების მიღების და დღესასწაულის მომზადებისთვის. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ლიდერის როლს თავს მშვენივრად გაართმევთ. შესაძლოა, საქმიან წვეულებაზე მიპატიჟება მიიღოთ და უარს ნუ იტყვით, რადგან საინტერესო შეხვედრა გელით.

ლომი

ამ დღეეს უამრავი საქმე გელით. ცდილობთ სახლი სადღესასწაულოდ მოამზადოთ და კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები მოიმარაგოთ. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის მეგობრების ან გავლენიანი მფარველების დახმარება დაგჭირდებათ. დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყველაფერს თავად გაუმკლავდებით.

ქალწული

მშვენიერი დღეა სიყვარულის, გაცნობისა და გართობისთვის. მთელი წლის მუხლჩაუხრელი მუშაობის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო ბავშვებთან ერთად გასართობ ცენტრში ვიზიტისთვის. აუცილებლად იყიდეთ საჩუქრები შვილებისა და საყვარელი ადამიანებისთვის. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ოპტიმიზმი, მოთმინება და სწორი სტრატეგია გჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს სასწორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი და ოჯახია. გაფრთხილებთ – ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უმჯობესია, ის ნამცხვრები და კერძები მოამზადოთ, რომლებიც ყველაზე კარგად გამოგდით. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სიკეთეს სიკეთით არ პასუხობენ, ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა – შეიძლება დიდი ხნის უნახავი მეგობრები ნახოთ ან გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მალე თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. თუ, ბოლოს და ბოლოს, მოახერხეთ და საახალწლო მოგზაურობისთვის ემზადებით, იცოდეთ, რომ წინ საოცარი თავგადასავალი გელით, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, პროდუქტების სია შეადგინოთ, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და ბოლო წუთს მაღაზიაში სირბილმა არ მოგიწიოთ. ერიდეთ ექსპერიმენტს, რისკენაც გიბიძგებენ და ძველი, ნაცადი გზებით იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. მცირე ოჯახური კამათი ნერვიულობის და დეპრესიის მიზეზი არ უნდა გახდეს. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და მოთმინება გამოიჩინოთ.

თხის რქა

კარგი დღეა საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ფიქრისთვის. იქნებ დროა, მიზნისკენ კიდევ ერთი, დიდი ნაბიჯი გადადგათ და გარშემო მყოფები თქვენი გამჭრიახობით გააოცოთ? ზოგჯერ ის, რაც ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი ჩანს, ადვილი მისაღწევია. მთავარია, წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ეს დღე საუკეთესოა იმიჯის შესაცვლელად, ამიტომ სასურველია, სილამაზის სალონისთვის მოიცალით.

მერწყული

წლის ბოლო დღეებმა ისე დაგღალათ, რომ ამ აურზაურისგან გაქცევა და სიწყნარეში განმარტოება გსურთ. იქნებ საახალწლოდ ქალაქიდან გასვლა და ზამთრის კურორტზე დასვენება დაგეგმოთ? თუ სანტას არსებობის კიდევ გჯერათ, შეგიძლიათ საახალწლო სურვილების სია გაუგზავნოთ. რა იცით, იქნებ წლის ყველაზე ჯადოსნურმა ღამემ თქვენი ოცნება აასრულოს?

თევზები

ამ დღეს სახლში ჯდომა დანაშაული იქნება, რადგან შესაძლოა ბევრი საინტერესო რამ გამოგრჩეთ. გირჩევთ, დილიდან მეგობრებთან შეხვედრები ან სტუმრად წასვლა დაგეგმოთ. თქვენი ემოციური მოქნილობა და გარშემომყოფთა მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა ფინანსური წარმატების ან კარიერული წინსვლის შესანიშნავ საფუძველს შექმნის.

ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბიზნესმენებთან შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც შეერთებულია განცხადებას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„მე მქონდა მათთან დიალოგი უშუალოდ ამ შეხვედრის ფორმატში და მათ ასევე შევთავაზე ღია დისკუსიის გამართვა სატელევიზიო ფორმატში, პირდაპირ ეთერში, თუმცა მათ ამაზე თქვეს უარი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირები რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით, რაც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი. დახურული შეხვედრა მათთვის არის კომფორტული, რადგან შეიძლება, იქ რაღაცაში უსაყვედურო და ეს გარეთ არ გამოდის, მაგრამ მათთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი კრიტიკის მოსმენა საზოგადოების წინაშე. იქ პირდაპირ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში მათი ორმაგი სტანდარტის უკან არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უერთდებიან არა გულწრფელად, არა საკუთარი გულწრფელი მოსაზრებები გამო, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიკერძოების გამო, რის უკანაც ხშირად შეიძლება, იდგეს ერთგვარი მერკანტილური გათვლები და ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს მზაობა, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტული გზამკვლევით, გარკვეული დრო დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს, მათ შორის „დიფ სთეითის“ დასამარცხებლად” – პრემიერი

გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დაფიქსირებული აქვს მზაობა, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული პარტნიორობა.

„ოპოზიციას ერჩივნა არსებული ადმინისტრაციის დარჩენა, თუმცა, მათ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც წააგეს არჩევნები და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება და მათ შორის, პირველ რიგში შეიცვლება ის, რომ იქნება მეტი სამართლიანობა აშშ-სგან. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი მზაობა, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რისკები ძალაში რჩება და მათ შორის იმის გამოც, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს ვითარების გადასალაგებლად, მათ შორის „დიფ სთეითის“ დასამარცხებლად, რომელიც არის მისი გაცხადებული მიზანი. აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ სანქციებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის”- ბენ ჰოჯესი

ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს – აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სურვილია გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო, შეაჩეროს საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ ვერ შეძლო ჰქონოდა ნათელი სრატეგია ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტრატეგიულად რომ მივდგომოდით, საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან- მთელ რეგიონთან, გაცილებით მეტს ვიფიქრებდით ჩვენს ურთიერთობებზე.

ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. უნდა ჩაგვედო გაცილებით მეტი ინვესტიცია საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა ქართველების ნიჭის განვითარებაში, დემოკრატიული მცდელობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ძალიან კარგი ელჩები გვყავდა წარგზავნილი, ჩვენმა [ამერიკის] მთავრობამ სტრატეგიულად არ იფიქრა საქართველოზე, რამაც რუსეთს და “ქართული ოცნებაში” კრემლისადმი სიმპათიით, თუ შიშით განწყობილებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მისცა.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს – გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა”, – აღნიშნა გენერალმა ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი ფიქრობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

„უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშაოს მას.

ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრტაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლის საშუალებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის გაძლიერებას და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას უკავშირდება.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და დასახული მიზნების მიღწევაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში სრულად ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქართველი დიპლომატების ყველა კითხვას უპასუხეს.

“ვერ ვჯდებით… უკანასკნელი სიტყვები უნდა დავტოვო?” – ვრცელდება ავიაკატასტროფისას დაღუპული ერთ-ერთი მგზავრის უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც მეგობარს გაუგზავნა

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 179 ადამიანი დაიღუპა. CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მგზავრის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე წერს.

“ერთი წუთით… ჩვენ ვერ ვჯდებით, რადგან ჩიტი თუ ჩიტები გაიჭედნენ თვითმფრინავის ფრთაში”, – ამბობს მგზავრი აპლიკაცია KakaoTalk-ით გაგზავნილ შეტყობინებაში.

“როდის”, – კითხულობს მეგობარი, რაზეც მგზავრი პასუხობს:

“სულ ახლახან… ჩემი უკანასკნელი სიტყვები უნდა დაგიტოვო?”.

ამის შემდეგ მგზავრთან კონტაქტი გაწყდა.

ინტერნეტსივრცეში ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

ბორტზე 181 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია ორი ადამიანი – ეკიპაჟის წევრი და მგზავრი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

მოლდოვაში უკრაინელი წვევამდელების უკანონო მიგრაციის ქსელი აღმოაჩინეს

მოლდოვაში უკრაინელი წვევამდელების უკანონო მიგრაციის ქსელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები უკრაინელ წვევამდელებს მოლდოვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ 10 000 დოლარს ითხოვდნენ, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებში გადაჰყავდათ.

სასაზღვრო პოლიციამ განმარტა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა მოლდოვა-უკრაინის საზღვრის დნესტრისპირეთის ნაწილში, უკრაინის ქალაქ კოდიმასა და მოლდოვის სოფელ პლოპში.

„ოპერაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, რომელიც ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო მიგრაციის კანონმდებლობას. ხელისუფლება აგრძელებს ამ საქმის გამოძიებას, რათა გამოავლინოს ყველა მონაწილე და პასუხისგებაში მისცეს ისინი“, – აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.

სოფო ხუნწარია და „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა

სოფო ხუნწარიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, სოფო ხუნწარია და გადაცემა „მე-17 სართული“ მაყურებელს დაემშვიდობა. როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, გადაცემა „მე-17 სართული“ იხურება, მაგრამ ტელეკომპანია „ფორმულა“ აგრძელებს მაუწყებლობას.

მისივე თქმით, ტელეეთერის მიღმა დარჩენილი გადაცემის წამყვანები სოციალურ ქსელში გააგრძელებენ აქტიურობას და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.

„დადგა დრო ჩვენი დამშვიდობების. პირველი, რომ უნდა გისურვოთ გამარჯვება და ბრძოლის ჟინი. ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს 31-ში ღამით. ჩვენ დროებით ვეღარ მოგესალმებით „მე-17 სართულიდან“, თუმცა იქამდე სანამ შევძლებთ ტელეეთერით ვიყოთ თქვენთან ერთად, ისევ გპირდებით, რომ ჩვენ სოციალურ ქსელში „ფეისბუქზე“ ვიქნებით ძალიან აქტიურები და ისევ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ ერთად იმ თემებზე რაც თქვენთვის და ჩვენთვის სულერთი არ არის. ბუნებრივია „ფორმულა“ მაუწყებლობას გააგრძელებს და არ გეგონოთ, რომ „ფორმულა“ ტელეეკრანებიდან გაქრება, მაგრამ ცოტახანს ჩვენ გვექნება წყვეტა „მე-17 სართულს“ და ამიტომ მინდა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გულით მიყვარხართ. ეს ჩემგან სათქმელი და აუცილებლად ისევ შევხვდებით“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.  

“ჩვენ ვართ თანმიმდევრულები დელეგიტიმაციის პროცესში, ჩვენ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე და ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც განისაზღვრება არჩევნების შედეგების თანახმად” – ნიკა მელია

გაურკვევლობაა ოპოზიციაში. მიზეზი სახელმწიფო დაფინანსებაა, რომელიც, არჩევნების შედეგების მიხედვით, 7-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და, მათ შორის, 4-მა ბარიერგადალახულმა სუბიექტმა მოიპოვა.

დაფინანსებაზე უარს ამბობს მხოლოდ ერთი, “კოალიცია ცვლილებისთვის”, სადაც შეკითხვები ოპოზიციური პარტიებთან აქვთ.

გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს “ძლიერი საქართველო”, ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის პარტიები. სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულია, საბიუჯეტო თანხის აღებით კი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას აღიარებს.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ მათი კოალიცია დელეგიტიმაციის პროცესში თანმიმდევრულია და არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ უფრო სწორ პოზიციაზე იყო.

“ჩვენ ვართ თანმიმდევრულები დელეგიტიმაციის პროცესში. “კოალიცია ცვლილებები” ვარ თანმიმდევრულები. ჩვენ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე და ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც განისაზღვრება არჩევნების შედეგების თანახმად. შესაბამისად, ვთქვით უარი დაფინანსებაზე, ცესკოში წარმომადგენლის წარდგენაზე. არ არის აუცილებელი გვქონდეს ერთი პოზიცია. არჩევნები ჩაინიშნება ამ ქვეყანაში და ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იყო უფრო სწორ პოზიციაზე”, – განაცხადა ნიკა მელია. 

,,სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით”- ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით,ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.