Home Blog Page 3

ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!-გიორგი ვაშაძე

ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! – ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, საქართველო არის არჩევანის წინაშე – „დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!“

„საქართველო არჩევანის წინაშეა – დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!

ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი! ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ! ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია! ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას! ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის!“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +17 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +11 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა

თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა თიბისი, ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში, ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად.

IMD უკვე 50 წელზე მეტია, სხვადასხვა ცნობილი, საერთაშორისო ბრენდის შესახებ აქვეყნებს  casy study-ს. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ანალიტიკური ინფორმაცია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ  უნივერსიტეტში ასწავლიან. წლების განმავლობაში, IMD-ის case study ისეთ  კომპანიებსა და ბრენდებზე აქვს გამოქვეყნებული, როგორებიცაა: Apple, Amazon, Mastercard, ING, GE, Philips, adidas და სხვა, რისთვისაც შვეიცარიულ ინსტიტუტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

IMD-ის მიერ თიბისის წარმატებაზე გამოქვეყნებულ case study-ში აღწერილია კომპანიის წარმატება  ჯერ, ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში  და შემდეგ უკვე, საერთაშორისო მასშტაბით, უზბეკეთში, სადაც  წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა შექმნა. Case study-ში ასევე, განხილულია თიბისის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია და ის რეკორდული შედეგი, რასაც ბანკმა უზბეკეთში, რამდენიმე წელიწადში მიაღწია. თიბისი ამ დროისთვის, უზბეკეთში, 18 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია და ეს შედეგი წლიდან წლამდე იზრდება.

„მოხარული ვართ, რომ IMD-მ თიბისის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და დეტალური კვლევა მოამზადა კომპანიის განვლილ გზაზე, ადგილობრივი ქართული ბანკიდან ლიდერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტამდე. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ვრჩებით ჩვენი სტრატეგიის  ერთგულნი – მუდმივად ვეძებთ ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის საინტერესო ბაზრის ათვისების მიმართულებით. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიაა და იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია IMD-ის სტუდენტებისთვის ინსპირაციად იქცევა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

IMD-ის მიერ თიბისის წარმატების შესახებ გამოქვეყნებული case study ინსტიტუტის ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია: IMD case study about TBC

(R)

“გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის ნაწილი აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” დაელოდება გარედან მითითებებს”- ლადო ბოჟაძე

“ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ოპოზიციამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, უკავშირდება იმას, რომ ოთხ ოქტომბერს გამოჩნდება, ვის რა ძალა და მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიან”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გარე მითითების შესაბამისად მიიღებს.

“ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” ვეძახით, დაელოდება გარედან მითითებებს.

როგორც წესი, წარმატება იზომება კენჭისყრის დღეს – არჩევნებზე და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ დასრულდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ოპოზიციამ არ მიღოს არჩევნებში მონაწილეობა, უკავშირდება იმას, რომ ოთხ ოქტომბერს გამოჩნდება, ვის რა ძალა და მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიან”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

24 მარტს საქართველოში ტემპერატურა ისევ მოიმატებს

საქართველოს უმეტეს ნაწილში 24 მარტს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში, გასული დღეებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად დათბება.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +12 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +15 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +17 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +7 – უმეტესად მზიანი

ფოთი +17 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +18 – უმეტესად მზიანი

ოზურგეთი +18 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +16 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +16 – უმეტესად მზიანი

ახალციხე +11 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +8 – მზიანი

ბაკურიანი +5 – მზიანი

გორი +14 – მზიანი

ცხინვალი +11 – მზიანი

სტეფანწმინდა +3 – უმეტესად მზიანი

გუდაური +1 – მზიანი

თელავი +13 – მზიანი

რუსთავი +18 – მზიანი

თბილისი +16 – მზიანი

ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია „გელაპთან“ პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე.
ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევარებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოვლინეს.

შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

ანგარიშში ვკითხულობთ, „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და რუმინეთი“ (გვ. 20).

მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორიცაა თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრს ყურდღეობის მიღმა არც 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესი დაუტოვებია. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთაგანია. 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზე გავიდა.

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღემ შეიძლება თქვენგან გადამჭრელი და სწრაფი მოქმედება მოითხოვოს, რაც ყურადღების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. გირჩევთ, ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომლის დასრულებაც გაგიჭირდებათ. ემოციური ფონი არასტაბილურია, ამიტომ ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ და კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის – ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ენდეთ ინტუიციას, მაგრამ ლოგიკაც არ დაივიწყოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეძლოთ.

კურო

თქვენი ამბიციები შეიძლება მოულოდნელ დაბრკოლებებს შეეჯახოს, მაგრამ ეს ხანმოკლე სირთულეებია. სამსახურში ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება მალე გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ. გარდა ამისა, თქვენი ფიზიკური მდგომარეობა ასევე ყურადღებას მოითხოვს – იზრუნეთ კვებაზე და ეცადეთ, რაციონი ახალი ბოსტნეულით გაამდიდროთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და დაღლილობის სიგნალები არ უგულებელყოთ.

ტყუპები

ეს დღე იდეალურია ინფორმაციის გაცვლისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პირად ურთიერთობებში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ და ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

რჩევა: ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ. ეს დღე ხელსაყრელია ახალი კავშირების დამყარებისთვის.

კირჩხიბი

ეს დღე იდეალურია ძველი საქმეების დასრულებისა და წარსული შეცდომების ანალიზისთვის. პროფესიულ სფეროში ახალი პროექტების დაწყება არ იჩქაროთ – ახლა მთავარი დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანაა. მოსალოდნელია მცირე ფინანსური სირთულეები, მაგრამ ისინი დროებითია, მთავარია პანიკას არ აჰყვეთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება და მზრუნველობა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით, თუ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ.

რჩევა: ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს გამადიდებელი შუშით უნდა შეხედოთ. ნუ აჩქარდებით. თუ მომხდარის სრული სურათის დანახვა გსურთ, ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოთ.

ლომი

მოვლენებით დატვირთული, აქტიური დღეა. სამსახურში შესაძლოა ახალი გამოწვევები გაჩნდეს, მაგრამ თქვენი გამჭრიახობა და სწრაფი რეაგირების უნარი ყველა ამოცანას გაუმკლავდება. მთავარია, კოლეგების პროვოკაციებზე არ აჰყვეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პარტნიორს ყურადღება არ მოაკლოთ, თორემ შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს.

რჩევა: აკონტროლეთ ემოციები და გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და საბოლოო დასკვნის მისაღებად შეუფერებელია.

ქალწული

ეს დღე თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. სიტუაციის ანალიზის უნარი რთულ სამუშაო ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხელმძღვანელობამ შეიძლება თქვენი მონდომება შეამჩნიოს, რაც მომავალში სასიამოვნო პერსპექტივებს მოიტანს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დამატებითი ხარჯებისგან მაინც თავი უნდა შეიკავოთ. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის – მათი უმეტესობა სასიამოვნო იქნება.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე თვითგანვითარებისთვის. თქვენი ძალისხმევა მალე შესანიშნავ შედეგებს გამოიღებს.

სასწორი

ეს დღე თქვენგან დიპლომატიურობასა და მოქნილობას მოითხოვს. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება, მაგრამ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ და ყველა წვრილმანი ყურადღებით შეამოწმოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებლობა გექნებათ ძველი პრობლემების მოაგვაროთ. ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას.

რჩევა: კომპრომისების ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ საკუთარ ინტერესებსაც ნუ დათმობთ. დღეს მნიშვნელოვანია პირად და სამუშაო ვალდებულებებს შორის ბალანსის პოვნა.

მორიელი

ეს დღე შეიძლება საკმაოდ დატვირთული და ცოტათი დამღლელი აღმოჩნდეს. მოსალოდნელია ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბოლო წუთს მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად ან ვალდებულებების ასაღებად, რაც სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. პირად ცხოვრებაში უმჯობესია ახლოს იყოთ მათთან, ვისაც თქვენი ესმის. გულწრფელი საუბარი გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ.

რჩევა: თქვენი გამჭრიახობა გადაწყვეტილებების მიღებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

მშვილდოსანი

ეს დღე ახალ იდეებსა და განვითარების შესაძლებლობებს მოგიტანთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ხელმძღვანელობა თქვენს მცდელობებს სათანადოდ დააფასებს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ თუ შემოსავლების გაზრდა გსურთ, გრძელვადიან სტრატეგიებზე უნდა იფიქროთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული – ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს დღე ხელსაყრელია სწავლისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოცდილი ადამიანების აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. ახალი ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

დღეს განმავლობაში შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, რომლებიც მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. პროფესიულ სფეროში თავი შეიკავეთ რისკიანი გადაწყვეტილებებისგან და ზედმეტად არ დაიტვირთოთ. შეეცადეთ პრიორიტეტები მკაფიოდ განსაზღვროთ და ეტაპობრივად იმოქმედოთ. პირად ურთიერთობებში ყურადღება გაამახვილეთ პარტნიორის სურვილებზე და მის გრძნობებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

რჩევა: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყველა შესაძლებლობა კარგად გააანალიზეთ.

მერწყული

იდეალური დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. თქვენი პროფესიული უნარები და ორიგინალური ხედვა შესაძლოა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს. კოლეგების მხარდაჭერა სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ან შემოქმედებითი სამუშაო შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და უმნიშვნელო წვრილმანის გამო გული არ ატკინოთ.

თევზები

ნუ მისცემთ ნეგატიურ ფიქრებს უფლებას, რომ ეს დღე გაგიფუჭოთ. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და თქვენი საქმეები მოაწესრიგოთ. ახლა ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნებას კი არა, ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ.

რჩევა: მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მიჰყვეთ. განსაკუთრებით მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას.

,,B დივიზიონში დარჩენა გვსურდა, რადგან ამ დონეზე თამაში ნაკრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”- ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ერთა ლიგაზე „დინამო არენაზე“ სომხეთთან მოგებული ორმატჩიანი დაპირისპირება (3:0, 6:1) შეაფასა.

„დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრებაა და გვსურს, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე B დივიზიონში დარჩენა გვსურდა, რადგან ამ დონეზე თამაში ნაკრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსიობის შენარჩუნება რთული იყო. მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი ვარ, მათ შორის შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.

არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა. მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია – გამარჯვებულია და მიღწეულით არასოდეს კამყოფილდება.

რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და 4 მცველზე გადასვლას – როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგევმატა. მეორე მატჩში დაგვიბრუნდა

ახლა მთავარია, შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა, ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, რომ მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ.“

ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან დამაჯერებლად (9:1) გაიმარჯვა და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.

,,პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით”- ნიკა მელია 

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მელიას თქმით, პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით.

„ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არის დრო და დრო შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში. მე ხშირად არ დავდივარ აქ, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს აქ ვარ და ეს საკითხები აქტუალური არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს განვითარებას. ვფიქრობ, ნორმალური პროცესია, რომელიც აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება და არადემოკრატიულის ამოშანთვა საერთოდ ყოველდღიური ცხოვრებიდან ამ ქვეყანაში. ყოველი დღე არის 31 მარტი, ყოველი დღე არის პროტესტი, ყოველი დღე არის ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რაც არ უნდა საწინააღმდეგო აზრს გიპირისპირებდეს ხელისუფლება, ამ პროტესტში არის ხალხი თვეების განმავლობაში და 31 მარტიც ვერ იქნება გამონაკლისი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დავიწყეთ ერ-რიადში ამერიკულ გუნდთან შეხვედრა. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის ამოცანას, რათა მოვაახლოვოთ სამართლიანი მშვიდობა და გავაძლიეროთ უსაფრთხოება. დღის წესრიგი მოიცავს წინადადებებს ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს ვიმუშავებთ რიგ რთულ ტექნიკურ საკითხებზე. ჩვენს დელეგაციაში არიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები“, – წერს უმეროვი.

ბადრი ჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამასთან დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგი ვიზიტები ზურაბიშვილთან ერთად იქნება ერთობლივი, კოალიციის წარმომადგენლები იქნებიან. შევთანხმდით და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება და იმუშავებენ, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მჭიდრო კოორდინაცია იქნება“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი – კანადას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის მოგება შეუძლია

კანადას შეუძლია, აშშ-თან სავაჭრო ომის მოგება, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს.

კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კანადას შეუძლია იმ სავაჭრო ომის მოგება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად დაიწყო.

„ჩვენ ვართ აშშ-ის უდიდესი მომხმარებელი. ჩვენ ამერიკელებისგან უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ჩინეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ერთად“, – განაცხადა ჯოლიმ.

მისივე თქმით, ტარიფებისგან ტკივილს არა მხოლოდ კანადელები იგრძნობენ, არამედ „მშრომელი ამერიკელებიც“.

ამასთან, ჯოლიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, სწორედ ამერიკელებმა მოითხოვონ სავაჭრო ომის დასრულება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დაგვეხმარონ ამ ომის მოგებაში, არიან თავად ამერიკელები, რადგან ისინი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეტყობინება გაუგზავნონ თავიანთ კანონმდებლებს. ჩვენ შეგვიძლია, მოვიგოთ ამერიკელების გულები და გონება, რადგან საბოლოოდ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც იხდიან ამისთვის“, – აღნიშნა ჯოლიმ.

ჯოლის თქმით, როგორც ამერიკული, ასევე კანადური სამუშაო ადგილები ტარიფების გამო საფრთხის ქვეშაა.