Home Blog Page 3

2011 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს -არჩილ გორდულაძე

2011 წლიდან მოყოლებული დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე, ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებს თავის მართლებას სთხოვენ.

„ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც „დიფ სთეითის“ წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად თავდასხმის ობიექტი ხდება და მასზე, „დიფ სთეითის“ დავალებით, რუსულის და რუსეთუმეს იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე. იგივე იყო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე არათუ რუსულ საკითხს და გადაწყვეტილებას, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიხსენებს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიღებული იყო პარლამენტში მიმდინარე სესიის განმავლობაში. არა მხოლოდ საქართველოა თავდასხმის ობიექტი, არამედ ასეთი კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე, ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებს თავის მართლებას სთხოვენ. ჩვენ ვხედავთ, რომ, „დიფ სთეითის“ დავალებით, ამ ყველაფერს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ყოფილი პრეზიდენტი აღასრულებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სკანდალია, სადაც უნდა გამოიკითხოს ყოფილი პრეზიდენტი და შესაძლებელია, სხვადასხვა პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც რუსეთთან დაპირისპირება ჰქვია-გია ვოლსკი

ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც რუსეთთან დაპირისპირება ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს მომავლისთვის საფრთხის შემცველია.

„რევოლუციური პროცესის განვითარება როცა იგეგმება რომელიმე ქვეყანაში – და ამ შემთხვევაში საქართველოში – რამდენიმე საკითხია, რომლებიც კონკრეტული სამოქმედო გეგმითაა გაწერილი. ეს მზაკვრული სამოქმედო გეგმაა, რადგან ქართული საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. რუსული პოლიტიკის გატარების თემა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც ამ მზაკვრულ სცენარშია გაწერილი. ის 2012 წლიდან გამოიყენება და ამ თემით საკუთარი ქვეყნის შერყევა ვერანაირად ვერ მოახერხეს. ახლა ამას დაემატა არჩევნების გაყალბების თემა, რომელიც ასევე არათუ არ დასტურდება, არამედ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა შექმნილი. ახლა კიდევ გაწირეს თავიანთი მარიონეტები იმისთვის, რომ სახელმწიფოში შეიქმნას არასტაბილური ვითარების განცდა. გაწირეს იმ თვალსაზრისით, რომ კანონს დააპირისპირეს, რომელიც არა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არამედ დიდი ხანია, საქართველოში არსებობს და რამდენიმე ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სასჯელს ციხეში მოიხდის. ამ ვითარებიდან უნდათ ამ სცენარის განვითარება, რასაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს უკრაინიზაცია უნდა მოჰყვეს. ეს სურათი იმდენად ნათელია, რომ ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ ეპარება არც ოპოზიციას და არც იმ ხალხს, ვინც უმრავლესობას მხარს უჭერს, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკა ჩამოყალიბდა. ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ ჩვენს ოპონენტებს სურთ საქართველოს ნგრევა და მონაწილეობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია რუსეთთან დაპირისპირება. არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს საქართველოს მომავლისა და ჩვენი ოჯახებისთვის საფრთხის შემცველია. არჩევნები მოდის, ეს არჩევნები კიდევ ერთხელ იქნება სერიოზული ინდიკატორი იმისა, დავასკვნათ, რომელია მართალი მხარე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ავსტრალიის ფედერალური არჩევნების ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქეთევან ქარენაშვილმა და ქეთევან სობონმა ავსტრალიის ფედერალური არჩევნების შესახებ ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ონლაინ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იყო ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები, ასევე, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მიმართულებები ავსტრალიის მაგალითზე. ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

მიღწევებს შორის ხაზი გაესვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გამოყენებას და მონაცემთა ციფრული გადაცემის სისტემის დანერგვას.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმის შესახებაც თუ რა მექანიზმების გამოყენებით ებრძვის ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო საკითხების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, როგორც ტრადიციულ ასევე სოციალურ მედიაში.

სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია პრეფერენციული ხმის მიცემის სისტემის შესახებ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა, ვინაიდან ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაბამისად, ხმების დათვლას უფრო გრძელვადიანს და ტექნიკურად რთულ პროცესად ხდის.

აღნიშნულიდან გამომდინარე 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციამ 12 ივნისს გამოაცხადა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს როგორც საარჩევნო პროცესების, ისე ადმინისტრაციული მმართველობის უწყვეტ განვითარებას. ამას გარდა, ვირტუალურ ვიზიტორთა პროგრამებში მონაწილეობა საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, მუდმივად იყოს ჩართული გლობალურ დისკუსიებში და გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას.

მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციამ წარადგინოს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა, რითაც ის განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აქტიური და პროფესიული იმიჯის გამყარებას.

ამასთანავე, ამგვარი ინტერაქცია და ცოდნის გაცვლა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის მუდმივ დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ვიზიტორთა ვირტუალური პროგრამა, რომელშიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის (AEC) მოწვევით მიიღეს მონაწილეობა, 29 ივლისს გაიმართა.

პროგრამა 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7070 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7070 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1344 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0239 ლარი შეადგინა.

გამოვლინდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული პროექტები

გამოცხადდა  2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის  საბოლოო შედეგები.

კონკურსის მიზანია  საქართველოსა და საფრანგეთს შორის   სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება  და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივი  ჩართულობის ხელშეწყობა; ასევე,  საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირების  წახალისება   და  ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების კარიერული  განვითარების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/9pLtX

(R)

პირველად საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთი ელექტროსადგური მიუერთდება, ჯამური სიმძლავრით – 10 მგვტ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, ჯამური სიმძლავრით – 10 მგვტ. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე სოხაძის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში, მის კუთვნილ 5 ქვესადგურში  („ჯუგაანი 110“, „ხირსა 110“„ გამარჯვება 110“, „ქისტაური 35“, „ქედი 35“)  6/10 კვ ძაბვის, თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა.

„გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე ენერგეტიკული თვითკმარობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმდინარე ჰიდროპროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით დასკვნით ეტაპზეა ჯამურად 10 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტები“, – აღნიშნა ალექსანდრე სოხაძემ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთების მიმართულებით – განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, გაზრდის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
ამჟამად სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები (ჯამური ინვესტიციით 195 მლნ.აშშ.დოლარი) რომელთა ეტაპობრივი ამოქმედება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას. ასევე დაახლოებით 200 მეგავატზე (ჯამური  ინვესტიცია დაახლოებით 240 მლნ. აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების გადაყვანა სამშენებლო ეტაპზე. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, გარდა ნეტო-სადგურებისა, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბანკების თანამონაწილეობით, მათი ჯამური ინვესტიცია 4.75 მლნ. დოლარია, ხოლო დაახლოებით 150 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია 88.45 მლნ აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების  სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა.

„განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება გრძელვადიან პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყანაში გენერაციის მომატებას, რაც საერთო ჯამში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ წლებში ნეტ-ექსპორტიორი გავხდეთ“, – აცხადებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

ამასთან, ალექსანდრე სოხაძე ხაზგასმით აღნიშნავს ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს წლებში საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს დააკავშირებს. პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მწვანე ენერგიის პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გატანა. ეს თავის მხრივ, გააჩენს რეალურ შესაძლებლობას, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიების განვითარებით უზრუნველყოს როგორც საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე წვლილი შეიტანოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

ზაფხულის ცხელ დღეებში თიბისი კონცეპტმა და Visa-მ მომხმარებლებს თბილისის საცურაო აუზებზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადეს.

1, 2 და 3 აგვისტოს შერჩეულ აუზებზე სტუმრობისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტრალურად დაუბრუნდებათ.

აუზების ჩამონათვალი, სადაც შეთავაზებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:

  • ვაკის საცურაო აუზი
  • ოკტოპუსი (მხოლოდ ლისის ფილიალი)
  • ნეპტუნი
  • რედისონის აუზი
  • ქინგ დევიდის საცურაო აუზი
  • Axis Towers-ის აუზი

შეთავაზეა იმოქმედებს, როგორც ერთჯერად ვიზიტებზე, ისე აბონემენტებზე. შეთავაზებაში არ შედის პერსონალური ტრენერის მომსახურება.

ვაკის აუზის შემთხვევაში, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ საცურაო და ჯგუფური ვარჯიშების აბონემენტებზე.

Axis Towers-ში კი, შეთავაზებით მხოლოდ საცურაო აუზის აბონემენტით ისარგებლებთ.

შეთავაზება იმოქმედებს თიბისი კონცეპტის, როგორც ძველ, ისე ახალ Visa სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, სასურველი მომსახურება უნდა შეიძინოთ ფიზიკურ სივრცეში, თიბისის POS ტერმინალზე.

(R)

პუტინის დრო მალე დასრულდება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმი რუსი ლიდერის საომარ სტრატეგიას ანგრევს – The Daily telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily telegraph) აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ვლადიმერ პუტინისათვის დრო, როგორც იქნა, მალე დასრულდება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმი რუსი ლიდერის საომარ სტრატეგიას ანგრევს“ (ავტორი – სემიუელ რამანი). პუბლიკაციაში ოპტიმიზმია გამოხატული, რომ ამერიკის პრეზიდენტის ახალი მკაცრი ულტიმატუმი თავისი აგრესიული რუსი კოლეგის მიმართ საბოლოოდ რეალურ შედეგს მოიტანს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს ახალი ულტიმატუმი წაუყენა: ეჭვი შეიტანა რა ვლადიმერ პუტინის მზადყოფნაში უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადრე გამოცხადებულ 50-დღიან ულტიმატუმს 10-12 დღემდე შეამცირებს. თუ რუსეთი მშვიდობისაკენ არ შემობრუნდება, ძალაში შევა ახალი სადამსჯელო სანქციები და ტარიფები.

რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტმა გაბედული ნაბჯი გადადგა, მაგრამ დაეთანხმება თუ არა თავის ამერიკელ კოლეგას რუსეთის პრეზიდენტი?

კრემლის ბოლოდროინდელი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, არ დაეთანხმება. გასულ შაბათს მოსკოვმა განაცხადა, რომ მისმა არმიამ ორი სოფლის ოკუპირება მოახდინა უკვე დონეცკის ოლქის მიღმა – დნეპროპეტროვსკის ოლქში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი მხოლოდ დონბასის დაკავებით არ იფარგლება და კიევისაკენ მიიწევს, პარალელურად ინტენსიურად ბომბავს დასავლეთ უკრაინის ქალაქებს, თვით პოლონეთის საზღვრებამადეც კი. სიტუაცია იმდენად საგანგაშოა, რომ პოლონეთმა თავისი სამხედრო ავიაციის მზადყოფნა გამოაცხადა – იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული დრონები და რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევდნენ.

რუსეთის ოფიციალური რიტორიკა ძველებურად აგრესიული რჩება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმის საპასუხოდ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთთან ომის დაწყებისაკენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი დასავლეთთან მარტოდმარტო ომობს“. რაც შეეხება სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ახალი შეხვედრები დაგეგმილი არ არის, სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკება კი ისტორიულად სწრაფად დასრულდა – მხარეებმა ერთმანეთთან ერთი საათითაც კი არ ისაუბრეს.

მაგრამ ის, რომ ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს დონალდ ტრამპის გაბედულება ბოლომდე გამოსცადოს, ანუ აჩვენოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბლეფობს, ძალზე სახიფათო და მცდარ მოქმედებას წარმოადგენს. ალბათ, რუს ლიდერს ეგონა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა უკრაინის დახმარებას ინაუგურაციის შემდეგ შეწყვეტდა და რუსეთს „კარტ-ბლანშს“ მისცემდა აგრესიის გასაგრძელებლად, მაგრამ მისი ვარაუდები არასწორი აღმოჩნდა. დღეს დონალდ ტრამპი რუსეთს ერთადერთ დაბრკოლებად თვლის უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე და შესაბამის ხისტ შეკავების პოლიტიკას ახორციელებს.

ისევე როგორც მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, დღეს დონალდ ტრამპიც მხარს უჭერს უკრაინისათვის ამერიკული იარაღის მიწოდებას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდებას პირდაპირი ხასიათი არ ექნება – ის ჯერ ნატოს არსენალში დაგროვდება, შემდეგ კი იქიდან უკრაინას გადაეცემა. ამერიკული იარაღის შესყიდვას უკრაინისათვის აპირებენ გერმანია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, კანადა… აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სერიოზულად გამოცოცხლდა, როცა ჰააგის სამიტზე სამხედრო ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა გამოაცხადა – მართალია, დროში გაჭიანურებული – 2035 წლამდე, მაგრამ მაინც.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ნატოს წინააღმდეგ ალიანსს გაძლიერებისაკენ უბიძგა. ეს პროცესი ჯერ კიდევ ყირიმის ოკუპაციიდან დაიწყო, როცა ნატომ აღმოსავლეთის ფლანგზე სამხედრო ძალების თავმოყრა გადაწყვიტა, ხოლო 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთი და შვედეთი აიძულა ნატოს წევრები გამხდარიყვნენ. ამ ტენდენციას დონალდ ტრამპის რიტორიკა საკმაოდ აჩქარებს და უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.

რუსეთზე აშშ-ის ეკონომიკურ ზეწოლასაც ნეგატიური შედეგი ექნება ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანისათვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ „ჩრდილოვან საზღვაო ფლოტს“ – ტანკერებს, რომლებსაც რუსეთის ნავთობი სხვადასხვა ქვეყნებში გადააქვთ. და თუ ამერიკა საიმედოდ ჩაკეტავს იმ ხვრელებს, რომლითაც კრემლი სარგებლობს და ამის გამო მას ნავთობით შემოსავალი ისევ აქვს, მაშინ რუსეთის ეკონომიკური დაცემა გარდაუვალი იქნება.

დონალდ ტრამპმა მოთმინება დაკარგა ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებისა და ობსტრუქციონისტული ტაქტიკის გამო. ამერიკელი ლიდერის პოზიციის შეცვლა საქმეს იქამდე მიიყვანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრაპთან თამაშს ინანებს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, 2025 წლის 2-9 აგვისტოს კი მას პეკინი უმასპინძლებს.

ეროვნული ოლიმპიადაში წარმატების შემდეგ, ნაკრების წევრები ოლიმპიადისთვის უკვე ინტენსიურად ემზადებიან. ნაკრების მწვრთნელები თიბისის და საქართველოს სხვა წამყვანი AI პროფესიონალები არიან. ოლიმპიელები ასევე ხვდებიან ქართველებს, რომლებიც ისეთ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, როგორიც Google-ის DeepMind და OpenAI-ია. მოსამზადებელი ეტაპი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 1 აგვისტოს კი ნაკრები და მწვრთნელები პეკინში გაემგზავრებიან.

პეკინში მონაწილეები ღონისძიებას შეუერთდებიან სხვა AI ენთუზიასტებთან ერთად და ქვეყნის სახელით პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამის გარდა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეწვიონ წამყვან AI კომპანიებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ კულტურულ აქტივობებში, იმუშავონ ახალ იდეებზე და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ოლიმპიადის ორგანიზატორი: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA).

მხარდამჭერები: თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

„საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი“ – ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”.

კაკაბაძის თქმით, მხეიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია.

ადვოკატმა მხეიძის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ამასთან, განმარტა, რომ თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, ისინი აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენენ. ამასთან, კაკაბაძემ დამატებით ნებისმიერი სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

ცნობისთვის, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებას გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები – თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა

ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულით მან მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში ციხე დაბომბა – დაღუპულია 16 ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ციხე დაბომბა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დანგრეულია პენიტენციური დაწესებულება და სახლები. ციხის გარდა რუსებმა სამოქალაქო ობიექტებიც დაბომბეს.

დაშავდა 35 ადამიანი. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.