“საქართველო კრიზისშია, ის აღარ არის ევროპული ქვეყანა” -მეთიუ ბრაიზა
რუჯი და დეჰიდრატაცია – ზაფხულის საფრთხეები კანისა და ორგანიზმისთვის
უსაფრთხო რუჯი არ არსებობს – ამ თემაზე არაერთი საინფორმაციო კამპანიაა დაწყებული სოციალურ სივრცეში. თუმცა, ზაფხულში კანის ოქროსფერი შეფერილობა კვლავ სასურველ მიზანს წარმოადგენს და ამისთვის არ ვიშურებთ არც დროს, არც ენერგიას.
მაინც, რატომ ვესწრაფვით რუჯს ასე მონდომებით? ხშირად ამას მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან კავშირი არ აქვს. რუჯი თავს უფრო თავდაჯერებულად გვაგრძნობინებს, კანი თითქოს უფრო გლუვად გამოიყურება, სხეული – ტონუსშია, ხოლო პრობლემური ზონები, მათ შორის ცელულიტით განპირობებული, მზის სხივებით შეფერილ სხეულზე თითქოს ქრება ან ნაკლებად თვალშისაცემია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულად რთული ხდება ზედმიწევნით გავითვალისწინოთ დერმატოლოგთა რჩევები და დავიცვათ კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, ძირითადი ყურადღება ყოველთვის კანის დაცვას ეთმობა. მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი საშუალებები, მათი დროული განახლება, კანის დატენიანება და რუჯის შემდგომი მოვლა – ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დერმატოლოგებიც მუდმივად მოგვიწოდებენ რეკომენდაციების დაცვისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია საუბარი SPF-ის გამოყენების აუცილებლობაზე სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასაცილებლად ან რისკის შესამცირებლად, იშვიათად განიხილავენ იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას ვითარდება, განსაკუთრებით კი დეჰიდრატაციის (გაუწყლოება) კუთხით.
მზის სხივების ზემოქმედებისას ჩვენს ორგანიზმში რთული პროცესები იწყება, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ კანის ზედაპირული ფენების დაზიანებით. სხეული აქტიურად ცდილობს ტემპერატურის რეგულირებას და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებს – ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება კი ოფლიანობაა. თუმცა, ოფლთან ერთად ვკარგავთ არა მხოლოდ წყალს, არამედ ისეთ აუცილებელ ელექტროლიტებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი და სხვა. ეს ნივთიერებები გადამწყვეტია უჯრედების ფუნქციონირებისთვის, კუნთების გამართული მუშაობისთვის და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის.
სითხისა და მინერალების დანაკარგს ხშირად დროულად ვერ ვამჩნევთ. გაუწყლოების პირველი ნიშნებია პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, სისუსტე, გაღიზიანება, კანის სიმშრალე და დაღლილობა. ეს ყველაფერი სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმი სერიოზულ დეჰიდრატაციას განიცდის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მხოლოდ სუფთა წყლის მიღება ხშირად საკმარისი არ არის. წყალი სრულად ვერ ავსებს ელექტროლიტების დეფიციტს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ამიტომ, რუჯის პარალელურად, ადეკვატური რაოდენობით სითხეებთან ერთად, ელექტროლიტებიც უნდა მივიღოთ, რათა ორგანიზმი წყლისა და მინერალების დეფიციტისგან დავიცვათ.
ასეთ დროს ყველაზე ეფექტური და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა ჰიდრო-ბალანსი – გერმანული წარმოების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც ელექტროლიტების, C ვიტამინისა და დექსტროზის უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. ჰიდრო-ბალანსი სწრაფად აღადგენს ორგანიზმში წყლისა და მინერალების ბალანსს და ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას. მასში შემავალი ელექტროლიტები (კალიუმი და ნატრიუმი) უზრუნველყოფს ნერვული სისტემის, კუნთების, გულის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. C ვიტამინი მოქმედებს როგორც ძლიერი იმუნომოდულატორი და ანტიოქსიდანტი, ის ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ელასტიკურობასა და აძლიერებს მის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციებს. ხოლო დექსტროზა ენერგიის მთავარი წყაროს წარმოადგენს, თუმცა, ამავე დროს, აჩქარებს სითხისა და მინერალების შეწოვას ნაწლავებიდან. ჩამოთვლილი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, არამედ კანის ელასტიკურობისა და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებასაც.
მზისგან დამცავ საშუალებებთან ერთად, ჰიდრო-ბალანსი ის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც ზაფხულის რუტინას სრულყოფილს ხდის. ჰიდრო-ბალანსის ერთი შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა (დაახლოებით 200 მლ) გრილ წყალში. მიღებული ხსნარი უნდა მიიღოთ მომზადებისთანავე. ხსნარი, ჩვეულებრივ სასმელ წყალთან შედარებით, შეიცავს 10-ჯერ უფრო დიდი რაოდენობით მინერალებს და შესაბამისად ერთი ჭიქა (200 მლ) ჰიდრო-ბალანსით ვიღებთ მინერალების იმ რაოდენობას, რისი მიღებისთვისაც მინიმუმ 2 ლიტრი წყალია საჭირო.
ჰიდრო-ბალანსი გამოირჩევა ფორთოხლის სასიამოვნო გემოთი, რაც რეჰიდრატაციის პროცესს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის.
პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის.
რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა – 3 ტაბლეტი.
ჰიდრო-ბალანსი – როცა მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის!
(R)
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
25 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +32 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში უნალექო ამინდია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21.
ბათუმშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო ამინდია, +28 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა. დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +25, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
წვიმს ლაგოდეხშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით, დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი იქნება. რთული საკითხების მოგვარებაში ლოგიკა და საღი აზრი დაგეხმარებათ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარი საზრუნავით სავსე იქნება, თუმცა ოჯახის წევრების დახმარებით საქმეს თავს გაართმევთ.
კურო
ამ დღეს გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანები თქვენს წარმატებებს ვერ ამჩნევენ, ხოლო წარუმატებლობას მუდმივად გახსენებენ და გსაყვედურობენ. სინამდვილეში საქმე, ალბათ, ასე სერიოზულად არ არის, უბრალოდ, ზედმეტად ეჭვიანი ხართ და ბოლო დროს არავის ენდობით. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სწრაფად და საინტერესოდ განვითარდება.
ტყუპები
გირჩევთ, დილას არცერთი წუთი უქმად არ დაკარგოთ — სწორედ ეს დროა საუკეთესო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება თავში შესანიშნავი იდეები მოგივიდეთ ან საინტერესო და სარფიანი წინადადებები მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ დახმარების თხოვნა მოგიწიოთ ადამიანისთვის, ვისთანაც ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გქონდათ.
კირჩხიბი
ყველა საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებთ, სერიოზულად ეკიდებით და წარმატების მიღწევაში სწორედ ეს გეხმარებათ. ეცადეთ, ადრე მიცემული ყველა დაპირება შეასრულოთ. მნიშვნელოვანია, იმედი არ გაუცრუოთ პარტნიორებს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან. საქმის საბოლოო წარმატება იმაზეა დამოკიდებული, ურთიერთობას როგორ ააწყობთ.
ლომი
კარგი დღეა უჩვეულო საქმეებისთვის, რომლებიც ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს, თუმცა, ბევრი ლომი იძულებული იქნება, მთელი დღე რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმოს. თუ გრძნობთ, რომ ერთფეროვნება გაღიზიანებთ, აუცილებლად ეცადეთ, ბრაზი მოთოკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი აგრესიის სამიზნეები ყველაზე ახლობელი ადამიანები გახდებიან და ეს მოწმენდილ ცაზე კონფლიქტს გამოიწვევს.
ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ საქმე არც ისე კარგადაა, როგორც გეგმავდით, ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებთ, რაც გარშემომყოფებს ძალიან იზიდავს. დღის პირველ ნახევარში მუშაობა გაგიჭირდებათ და შესაძლოა, კოლეგებს დახმარება სთხოვოთ. შესაძლებელია, შემთხვევით ვიღაცის საიდუმლოს ფარდა ახადოთ. სასურველია საღამოს კოსმეტოლოგთან ან მასაჟზე წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრებია მოსალოდნელი. ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება და საკუთარი იდეების სწორად წარმოჩენა რთული იქნება. დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებები თქვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, ამიტომ მოემზადეთ იმპროვიზაციისთვის. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვინც ადრე თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყო. შესაძლოა, მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძოს, თუმცა ურთიერთობის აღდგენის შანსი არ გექნებათ.
მორიელი
ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ — ასე იმედგაცრუებასა და დროის კარგვას თავიდან აიცილებთ. უმჯობესია, დახმარება არ ითხოვოთ. უფრო მეტიც – ეცადეთ ურთიერთობები საერთოდ აიცილოთ თავიდან და განსაკუთრებით, უცნობ ადამიანებთან. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საღი აზრით იხელმძღვანელეთ – ამ დღეს ინტუიცია არასწორ რჩევას მოგცემთ. საღამოს ბევრ ცდუნებასა და გამაღიზიანებელ ფაქტორს შეხვდებით, მაგრამ მათთან გამკლავებას შეძლებთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა როგორც საქმიანი, ისე პირადი საუბრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. გსურთ თუ არა, ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. მათთვის, ვინც მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, დღე მარტივი არ იქნება — ბევრი რამ ყურადღებას გაგიფანტავთ და შეიძლება თქვენმა დაბნეულობამ შეცდომებიც გამოიწვიოს. ზოგჯერ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს, ამიტომ გეგმის შეცვლა მოგიწევთ.
თხის რქა
არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები და სერიოზული შეხვედრები არ დანიშნოთ. რაც მეტად ცდილობთ ყურადღების მოკრებას, მით უფრო მალე იღლებით. ჯობია, ცოტა მოიცადოთ — მალე ყველაფერი შეიცვლება. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
მერწყული
საკმაოდ დაძაბული დილა გელით. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი შეხვედრები ან საქმიანი მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. დიდი ალბათობით, შეთანხმებას ვერ მიაღწევთ და ერთიან გადაწყვეტილებამდეც ვერ მიხვალთ. დღის მეორე ნახევარი კი ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნო იქნება. მოსალოდნელია კარგი ამბები და ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც აუცილებლად გამოიყენებთ.
თევზები
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ სასარგებლო და საინტერესო საქმეებით დაკავდეთ. მოსალოდნელია წარმატებული მგზავრობა. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური საკითხებიც მოაგვაროთ, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ამ დღეს მთავარია, ოთხ კედელში არ იჯდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ – ზოგიერთი მათგანი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაასრულა
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაასრულა.
ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული.
„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა.
ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითიც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება.
დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას. ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები.
საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს“, – აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი დააკავა
ხალხი, ვინც გვლანძღავდა, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით სადგურის მოედანზე მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, დანაშაულია – კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.
მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.
„მინდა კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.
„ავარიულ კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელისშეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ხელმოწერებით, ასევე ტყუილია, თითქოს მერია ხალხს სამი თვით ქირის გადახდას სთავაზობს -კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არც მუნიციპალიტეტის და არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები დეზინფორმაციის საშუალებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ვიდეომიმართვა იქიდან გამომდინარე, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოყავთ ადამიანები, რომლებიც შეჭრილები არიან აღნიშნულ შენობაში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ცრუ კამპანია, ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიაა დამნაშავე იმაში, რაც ხდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია – „ნახეთ, კალაძე, მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან““, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა, მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა, საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს.
„რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია – პირველ რიგში, ესაა ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა. იყო უარი ამასთან დაკავშირებით. მათ, ასევე, შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. თბილისში რეგისტრირებული იყო ცხრა ოჯახი, მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, სამგორის გამგეობისგან მიეღოთ შეთავაზება ქირით უზრუნველყოფაზე. სამი ოჯახიდან ორი დათანხმდა და ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაცია, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში. წარმოგიდგენთ ოქმებს, სადაც დაფიქსირებულია ქირაზე უარი, მათივე ხელმოწერებით. ასევე, სრულიად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, თითქოს მერია სთავაზობს ხალხს სამი თვით ქირის გადახდას. არ მინდოდა, ამ დეტალებში შევსულიყავი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუოს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ტერიტორიაზე აღრიცხულია უკანონოდ შეჭრილი 200-ზე მეტი პირი. მათგან 58 მოქალაქეს გააჩნია დევნილის სტატუსი და უმეტესობა უკვე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, დანაჩენებზე კი მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ უსახლკაროს სტატუსის მოპოვების შემდეგ, ყველა მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანი ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელს.
„შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნციპალიტეტს გააჩნია უსახლკაროთა პროგრამა, ყველა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 2021 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დავპირდი, რომ არცერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანი არ დარჩებოდა ბინით უზრუნველყოფის გარეშე. 400-მდე ასეთი ოჯახი იყო და შემოდგომისთვის ყველა იქნება დაკმაყოფილებული. რაც შეეხება უსახლკაროს სტატუსის მიღებას, ამას აქვს თავისი წესები და რა თქმა უნდა, მოქალაქე, რომელიც აკეთებს განაცხადს, უნდა აკმაყოფილებდეს იმ ყველა წესს, რაც კანონითაა გაწერილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მედიის მთავარი გმირი გახდა მოქალაქე, რომელიც სინამდვილეში ფლობს მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ხუთ ავტომობილსა და სკუტერს -კახა კალაძე
წარმოუდგენელია, რომ რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო სახლის აშენების მიზნით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას, სადაც ის თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში გამოსახლების საკითხს შეეხო და კიდევ ერთხელ განმარტა დეტალები.
„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით, დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც მაგალითად ფიქსირდება დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ფართი და ის გაყიდა.
ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.
„გახსოვთ ალბათ, რა აგრესიული კამპანია მიდიოდა, როდესაც თბილისის მერიამ გაამკაცრა ზომები მიტაცებულ მიწებზე უკანონო მშენებლობებთან მიმართებით. უზარმაზარი ძალა უპირისპირდებოდა კანონს და სახელმწიფო ქონების დაცვას. ისიც გახსოვთ, როგორ ვამხილეთ ამ მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ და ძალადობრივი გზით ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდებას. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, მაგალითად, მე რომ რეგიონში ვფლობდე საცხოვრებელ სახლს, ნაკვეთს და გადავწყვიტო ჩამოვიდე დედაქალაქში და მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ რაღაც ავაშენო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია. მე არავის ვუპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროკომისია 18 წევრ ქვეყანას ორ თვეს აძლევს სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ კანონმდებლობის სრულად დანერგვისთვის
ევროკომისია 18 წევრ ქვეყანას ორ თვეს აძლევს სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ კანონმდებლობის სრულად დანერგვისთვის.
როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას გაუგზავნეს გამაფრთხილებელი წერილი, რომელშიც მათ სთხოვენ სრულად შეასრულონ დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის კრიმინალიზაციის შესახებ.
წერილი გაეგზავნა ბელგიას, ბულგარეთს, ჩეხეთს, გერმანიას, ირლანდიას, საბერძნეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, ხორვატიას, იტალიას, კვიპროსს, უნგრეთს, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთსა და სლოვენიას.წერილში საუბარია იმ დირექტივის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომების დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადებას გულისხმობს და ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთო წესებს ადგენს.
ეს დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთასა და ამ კუთხით წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. წევრ სახელმწიფოებს ეს დირექტივა უნდა შეესრულებინათ 2025 წელის მაისამდე. დღეის მდგომარეობით, 18 ქვეყანას ახალი წესების იმპლემენტაციის შესახებ კომისიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ახლა ამ ქვეყნებს აქვთ ორი თვე, რათა პასუხი გასცენ ევროკომისიის გამაფრთხილებელ წერილს და დაასრულონსმიღებული ზომების იმპლემენტაცია. ისინი თუ ამას არ გააკეთებენ, კომისიას უფლება აქვს, წევრ სახელმწიფოებს პასუხისმგებლობა დააკისროს.