Home Blog Page 3

ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს – ირაკლი კირცხალია

ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ირაკლი კუპრაძის და ბერდია სიჭინავას გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

„ეს არის მათი შიდა დეტალები, კონსპირაცია, რომელიც უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ღიმილის მომგვრელია ერთი მარტივი ფაქტის გამო – კარგით, განვაცალკეოთ ეს ორი დანაყოფი „ლელო” და გახარია. წამყვანი ფიგურების თითოეული სახელი და გვარი ყველამ, საზოგადოებამ კარგად იცის მათი პოლიტიკური წარსული, აწმყო და ძალიან ადვილად განსაჭვრეტია მათი პოლიტიკური მომავალიც, ხომ? ყველამ ვიცით ის ადამიანები რომლებიც არიან, წამყვან და ცნობად სახეებზე ვსაუბრობ, ვიცით მათი პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს“,- განაცხადა კირცხალიამ.

არსებული ინფორმაციით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამავე ინფორმაციით ისინი გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. „ლელოში“ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა კუპრაძესთან არ უსაუბრია.

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება. სწორედ ასე დაიწყო კომპანია „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია: პერიოდით, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქა​​რთული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო, იმპორტულ პროდუქტზე გადართულიყო. ამგვარმა მოცემულობამ დავით მეფარიშვილი მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას სჭირდება.

„შპს გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ოფიციალურად 2016 წელს დაფუძნდა, ხოლო უკვე 2017 წლიდან კომპანიის პირველი სათბურების ფუნქციონირება დაიწყო — სოფელ მუხრანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პირველივე მოსავალი მიანიშნებდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გათვალისწინებული: სალათის ფოთოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომაც, მალევე დაიწყეს პროდუქციის რესტორნებსა და მაღაზიებში გავრცელება.

შემდეგი ნაბიჯი უკვე მასშტაბის ზრდა იყო. იმისთვის, რომ პროდუქცია დიდ ქსელებს მიწოდებოდა, აუცილებელი გახდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა: სამაცივრე ფართი, პროდუქტის შესაფუთი საწარმო, ახალი სათბურები და დისტრიბუციის მანქანები.

„ამ ეტაპზე მივმართე თიბისის და გავაცანით ჩვენი მცირე წარმოებისა თუ მომავალი დიდი გეგმების შესახებ. სესხის მიღებიდან მალევე დავასრულეთ საწარმოს შენობის სამაცივრე სივრცისა და ახალი სათბურის მშენებლობა. ასევე, თიბისი ლიზინგით სადისტრიბუციო მანქანები შევიძინე. შემდეგ კი, დავიწყეთ პროდუქტის შეფუთვა ბრენდით „მწვანე მოსავალი“ და ქსელის მომარაგება.  შემიძლია გითხრათ, რომ თიბისი კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვერდში გვიდგას. პერსპექტივაში დიდი გეგმებია და, რა თქმა უნდა, ამ განვითარებას თიბისისთან ერთად გავაგრძელებთ“, — ამბობს დავით მეფარიშვილი.

ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ერთი კომპანიის საქმე. „გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი ფერმერებისათვის. კომპანია აქტიურად დაინტერესდა ფერმერების ჩართულობით — მათ ატრენინგებდა, აცნობდა ტექნოლოგიებს, ჯიშებსა და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ფერმერს საშუალებას აძლევდა, თავადაც წარმატებით ეწარმოებინათ პროდუქცია და მიწოდების ჯაჭვში ჩართულიყვნენ. სწორედ ეს გზა გახდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი — თანაც, საკმაოდ ეფექტიანი.

კომპანიის ძირითადი მისია დღემდე უცვლელია — ახალი, იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის „გაქართულება“, მათი ხელმისაწვდომობა და მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო საკრებულოსთვის თითო პარტიული სია.

„პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 45-ზე მეტი, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის 50-ზე ნაკლები და 100-ზე მეტი. რეგისტრირებულმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო თბილისის საკრებულოსთვის ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი). დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიის წარდგენისას უნდა დაურთოს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაც არის წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი.

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თანამდებობა (საქმიანობა); ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში – ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თანამდებობა (საქმიანობა); საქართველოში 6 თვის ცხოვრების ფაქტი; თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე; თანხმობა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე (წარდგენის შემთხვევაში); სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა სამეწარმეო EXPO 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, 13-14 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეოთხედ გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 200 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან დევნილი ქალები უკრაინიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ.

ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, თიბისის ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე მწვანე და საკვები სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ ექსპოში მონაწილე მეწარმე ქალები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს წამყვანი კომპანიების ტრენერებთან, ისარგებლებენ მენტორობის პროგრამით, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან.

გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში 2026 წლის გაზაფხულზე. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებასა და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.

გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, ხოლო ღონისძიებას დაესწრო 4 000-მდე ვიზიტორი, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ბიზნესკავშირების გასაფართოებლად და პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ მეწარმე ქალი ან ქალის მიერ დაფუძნებული ბიზნესის მფლობელი.

შემოუერთდი ქალთა სამეწარმეო ექსპო 2025-.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 25 აგვისტო

დარეგისტრირდი: http://unwo.men/X4Sc50Wv5eu

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე შემდეგ ბმულს: https://youtu.be/clKTmeNDMc0

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და კერძო სექტორთან – თიბისი ბანკთან, მიკრობანკ კრისტალთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან – პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118

R

საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა, შეავიწროვა, „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა, ან აღჭურვილობა დაუზიანა.

„7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად.

ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

„მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს „რევერანსებით საუბრის“ ხასიათზე არ ხართ და გსურთ, ადამიანებს სახეში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პირდაპირობა კონფლიქტის მიზეზად იქცეს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. საქმეში, რომელსაც დამოუკიდებლად დაიწყებთ და დაასრულებთ, შეიძლება შეუძლებელი შეძლოთ.

კურო

ეცადეთ, ამ დღეს უფროსს თვალში არ მოხვდეთ, თორემ მის რისხვას ვერ გადაურჩებით. თუმცა, ეს მხოლოდ უფროსს კი არა, ყველა იმ ადამიანს ეხება, ვისზეც დამოკიდებული ხართ ან თქვენზე გავლენას ახდენს: მშობლები, საყვარელი ადამიანი, მეგობრები. შესაძლოა, ვიღაცისთვის განტევების ვაცი აღმოჩნდეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მოემზადოთ. საქმე შეიძლება ფულთან დაკავშირებულ დავას ან უსამართლო ბრალდებებს ეხებოდეს. ხელთ უტყუარი მტკიცებულებებიც რომ გქონდეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავაში საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოითმინოთ და თქვენი არგუმენტები იმ დროს გამოაჩინოთ, როდესაც გამარჯვების მეტი შანსი გექნებათ.

კირჩხიბი

მომავლის დაგეგმვის დრო დასრულდა, მოქმედება უნდა დაიწყოთ. თუ დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყებაზე, გრძნობების გამჟღავნებაზე ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, დროა, აისრულოთ. თუნდაც წინ გრძელი გზა გედოთ, არ უნდა შეშინდეთ: ყოველი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

ლომი

ამ დღეს შეიძლება შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცეთ. ეს შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებს, სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ახლობლებთან ურთიერთობებს ეხებოდეს. საკუთარი შეცდომების აღიარება რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შეცდომებს ყველა ადამიანმა უშვებს. მიეცით საკუთარ თავს ამის შანსი და სანაცვლოდ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიხსნება.

ქალწული

ამ დღეს მთელი ძალით ეწინააღმდეგებით მათ, ვინც გაბედავს და გზაზე გადაგეღობებათ. ასეთივე გულმოდგინებით მზად ხართ საკუთარი მეგობრები და ყველა უსამართლოდ განაწყენებული ადამიანი დაიცვათ. ერთი მხრივ, ასეთი კატეგორიულობა საშუალებას მოგცემთ, მოწინააღმდეგე ბოლომდე დაამარცხოთ, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ახალი მტერი შეიძინოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, არ იაროთ შემოვლითი გზით იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლე გზაა. ამ დღეს წარმატების სტრატეგია ძალიან მარტივია – არავითარი ტყუილი ან რაიმეს დამალვის მცდელობა. ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ პირდაპირობა და გულწრფელობა დაგეხმარებათ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

მორიელი

ამ დღეს თქვენს თვალში შეიძლება ბუზი სპილოდ იქცეს. ამის გამო პრიორიტეტების სწორად დალაგება გაგიჭირდებათ. შედეგად, შეიძლება ყველა საქმის ერთდროულად კეთება სცადოთ და საბოლოოდ არაფერი გამოგივიდეთ. იმისთვის, რომ მთელი დღე უშედეგო სირბილში არ გავიდეს, საქმეში მეტი დისციპლინა გმართებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება შემთხვევით ვიღაცას აწყენინოთ – დაუფიქრებლად სხვისი საიდუმლო გასცეთ ან თანამოსაუბრეს უსიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. იმისათვის, რომ ამ დღემ უსიამოვნო ინციდენტების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემო მყოფებს შორის მაღალი და ფართო „კედელი“ უნდა აღმართოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ კრიტიკულად ხართ განწყობილი და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავთ. იმისათვის, რომ ახლობელთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მტკივნეულ და დელიკატურ თემებს არ შეეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ, მაგრამ მისი გამწვავება ძალიან ადვილად შეიძლება.

მერწყული

გარშემომყოფებმა შეიძლება უსარგებლო დავაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. შესაძლოა, იგრძნოთ კიდეც, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით იკვებება და თქვენი ენერგეტიკული ვამპირია. ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გვერდით გადგეთ და ყასიდად დაეთანხმოთ, ვიდრე პოლემიკაში ჩაერთოთ და მერე ძალის გამოცლამდე იყვიროთ. ნუ მოუშვებთ ვამპირს ახლოს და ამით ძალას გამოაცლით.

თევზები

ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება. შეიძლება თამამი ნაბიჯის გადადგმა გაბედოთ, მთავარი პირობაა, რომ ეს ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. თუ გაქვთ გეგმა, რომლის განხორციელებისთვის აქამდე სიმამაცე არ გყოფნიდათ, ახლა დროა, იმოქმედოთ. მთავარია, ემოციის გავლენით არაფერი წამოიწყებთ – მოულოდნელმა იმპულსებმა შეიძლება ავანტიურისტული, ნაჩქარევი ნაბიჯები გადაგადგმევინონ.

პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა და აქედან არაფერი გამოვიდა – ის ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე უნდა მოუსმინოს მას, შეაფასოს – ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა – მარკო რუბიო

პრეზიდენტი ტრამპი პუტინს სამჯერ თუ ოთხჯერ ესაუბრა ტელეფონით და აქედან არაფერი არ გამოვიდა, ახლა პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეფასებითი შეხვედრაა. ასე აღვწერდი ამას. პრეზიდენტმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა. კარგი. და აქედან არაფერი არ გამოვიდა – ან, როგორც მინიმუმ, იქამდე არ მივედით, სადამდეც გვინდოდა მისვლა. ასე რომ, პრეზიდენტი ფიქრობს: “ეს ადამიანი [პუტინი] მაგიდასთან უნდა ვნახო”. პირისპირ უნდა ვნახო ის. ერთი-ერთზე უნდა მოვუსმინო მას. შეფასება უნდა გავაკეთო მისი დანახვით. და ადამიანებმა უნდა გაიგონ – პრეზიდენტ ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა… შეხვედრას იმისთვის მართავ, რომ რაღაცნაირად გაერკვე და შენი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ყველა ფაქტი მქონდეს. მინდა ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო. და პრეზიდენტს ამის გაკეთება სურს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის დაწყებიდან ძალიან მალევე გვეცოდინება ამ რაღაცას აქვს თუ არა წარმატების შანსი.

და პრეზიდენტი შესანიშნავი შეთანხმებების მიმღწევია… საოცარი მომლაპარაკებელია. უბრალოდ არ ვამბობ ამას – ის ნამდვილად არის. ადამიანური ბუნების გაშიფვრის უზარმაზარი ინსტინქტი აქვს. ასე რომ, მას ესმის როგორ ხდება ასეთ რაღაცებში ნავიგაცია… ასე რომ, მგონი პარასკევის შეხვედრა ასეთი ხასიათის იქნება და უკეთესი წარმოდგენა გვექნება ამაზე. მარტივი არ იქნება. ეს ომი ბევრს ნიშნავს პუტინისთვის. გასულ თვეს, რუსებმა ივლისში 60,000 ადამიანი დაკარგეს – არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები – მკვდრები”, – განაცხადა რუბიომ.

საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისათვის რეგიონში და რეგიონს მიღმა – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც მიხელ ყაველაშვილთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება.

“ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეა, რომელიც არის ხერხემალი შუა კორიდორის და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს. საქართველო გახლავთ სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან 1944 წლის ნოემბერში.

ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენს ურთიერთობას მყარი საფუძველი აქვს. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – 3 მლრდ დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მლრდ დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთ ინვესტიცია.

იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში – ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში, თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული, გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ერთობლივ პროექტებზე. თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ურთიერთობა და თანამშრომლობა სამხედრო-თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა – ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.

ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.

შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე კავკასიაში და აგრეთვე, ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში, ამ საკითხებზე ვისაუბრე პრეზიდენტ ყაველაშვილთან და საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც.

მე აგრეთვე, გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს.

საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია – ვიმსჯელეთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად – მიხეილ ყაველაშვილი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

„მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება შუა დერეფნის კონცეფციაზე და ჩვენი ქვეყნებისათვის მის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენ აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში – მიხეილ ყაველაშვილი

მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით რეგიონულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გამახვილდა ყურადღება.

„ უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე, ყაველაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, სადაც აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას.

შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

ასევე, სირაძის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების, მათი არსებობის შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი – გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – აღნიშნა სირაძემ.

რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი – საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა სპეცოპერაცია რუსებთან ერთად – ლევან ხაბეიშვილი

კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები , – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.

ხაბეიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ კალაძის განცხადებით, რადგან მისივე თქმით, თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ „ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”.

“მდინარაძის და კალაძის „კლანი“, ანუ ოხანაშვილი და მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოსცდა – ჩამოვიყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვაა, ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილის ვერსია. სპეცოპერაცია ჩაატარა “გრუმ”, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. აქ ამ ოპერაციის ჩამტარებელი, მდინარაძე და ეს უწყება, რომ რაღაცას ატარებენ, ცხადია ეს ანეკდოტია. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს კალაძემ ფაქტობრივად ეს გასცა. შესაბამისად, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისათვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]“,-აღნიშნა კალაძემ.