Home Blog Page 3

“თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები – იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყნის წინაშე დანაშაულია არ ლაპარაკის გაგრძელება ან იმ ხარისხის დისკუსიების გაგრძელება, რაც შეიძლება მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრში.

“ზოგადად ადეკვატური როგორ შეიძლება იყოს პარლამენტის ავსება სპეცრაზმით და იმის გამო, რომ იქ სპეცრაზმია, დეპუტატების არშეშვება? აი, აქედან დავიწყოთ. გასაგებია, გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი მე არ მომწონდა და მათ შორის, ეს უაზრო კარებთან ჯაჯგური, მაგრამ ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, იმასთან დაკავშირებით მინიმუმ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები. იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, ახალგაზრდები დარბიან – ხან რას ამტვრევენ, ხან რას. საბოლოოდ ჯამში, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და არავინ პასუხისმგებელი რომ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს პირისპირ მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს და მათ შორის, მედიასაშუალებებს, რომ მოდით გავხსნათ დისკუსია პოლიტიკურ პარტიებში, იმ პარტიებს შორის, ვინც ბუნებრივი ბარიერი გადალახა წინა არჩევნებზე, თუ როგორ ვუყურებთ ზოგადად მიტინგების განვითარებას და როგორ ვუყურებთ “ქართული ოცნების” შემდეგ ამ ქვეყნის განვითარებას.

აქციას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა. ჩემი რწმენით ეს მოთხოვნა უნდა იყოს – “ არა რუსულ კანონს”, რაც არის და დაკავებული ხალხის დაუყოვნებლივ გამოშვება. მანამ სანამ ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, აქცია ამ მოთხოვნით უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც “რუსულ კანონს” მიიღებენ, ნებისმიერი მოთხოვნა შეიძლება ლეგიტიმური იყოს.

მე მგონი, გუშინდელ ამბავზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია კავშირების ამ ხალხის და ოპოზიციონერების. პირველ რიგში, ჯაჯგურის წინააღმდეგი კი არ ვარ, მართლა უნდა ჯაჯგურობდე, თუ ჯაჯგურზე მიდის საქმე და გადაწყვეტილებაა, რომ უნდა ვიჯაჯგუროთ, პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთ, მარტო ერთ კარს რატომ ეჯაჯგურები? ნახეთ, რამდენი კარი და ფანჯარა არის, თუ პარლამენტში შესვლა გინდა. თუ ზოგადად ჯაჯგურზე მივდივართ, რატომ ერთ შენობას? მოდი გადანაწილდეს ამდენი ხალხი და 10 შენობას დაეჯაჯგუროს. თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ. იქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ეტაპებია გასავლელი და ჩვენ ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს. მასე ჯაჯგურით პირდაპირ არ გამოვა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ჩაერთე და გაყევი “ნიკორა სუპერმარკეტს” ევრო 2024-ზე!- რეალური შანსი საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად!

ჩაერთე და გაყევი „ნიკორა სუპერმარკეტს“ ევრო 2024-ზე!- რეალური შანსი საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად!

ნიკორაში დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელებაა: 1-დან  31 მაისის ჩათვლით თამაშდება 33 სრული საგზური გერმანიაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად. ტური 4-დღიანია და მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში ინდივიდუალურ განთავსებასა და თამაშის ბილეთს.

გათამაშების წესები კი ასეთია: „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 10-ლარიან შენაძენზე ამოგივათ ჩეკზე QR კოდი, დასკანერებით გადადიხართ საიტზე და იწყებთ თამაშს, სადაც დაგხვდებათ 3 სტადიონი (რომლებზეც საქართველოს ნაკრების მატჩები გაიმართება), თქვენ კი ირჩევთ სასურველ სტადიონს, იმის მიხედვით, თუ რომელ მატჩზე გსურთ დასწრება.

ყოველი 10-ლარიანი ჩეკით ხსნით სტადიონზე ფეხბურთელს, გამარჯვებულია ის, ვინც შეაგროვებს 11 განსხვავებულ ფეხბურთელს.

თითეულ მატჩზე თამაშდება 11 საგზური, სულ გერმანიაში მიემგზავრება 33 იღბლიანი გამარჯვებული.

33 პრიზი და რეალური მოგების შანსი – ჩაერთე და გაყევი ნიკორას ევროპაზე.

იხილეთ ვიდეო და გაიგეთ როგორ ჩერთო გათამაშებაში.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოვკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

კითხვაზე – აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.

„ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ“, – განაცხადა კხა კალაძემ.

ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას – კახა კალაძე

ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება მიუთითებს, რომ წახალისებულია ძალადობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, ვინც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, იმაზე მიანიშნებს, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, რის შედეგადაც 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულმა გრიგორიადისმა ციხე დატოვა.

“საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა” – აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“.

„ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ – თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – მათ საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „შეშინებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, დღეს, პარლამენტის შენობის გახსნას საერთოდ ვერ ბედავს“.

„ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის, შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქცია მშვიდობიანი არ არის და ეს ხალხმა კარგად დაინახა.

„როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე, რომ კამერებთან დგანან, კადრში, უკან ცეცხლწაკიდებული კარი ჩანს, მომიტინგეები ქვებს იღებენ და ხან ერთმანეთს ესვრიან, ხან – კარს, საბოტაჟს აწყობენ, ხან ერთმანეთს აგინებენ და ხან – პოლიციას და ამას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. ხალხმა პირდაპირ ეთერში დაინახა პოლიტიკოსები, რომლებიც თეთრზე შავს ამბობენ. ასე სცადეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზებაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი – სალომე სამადაშვილი

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს.

„ილია დარჩიაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში ვერ მოდის. როცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ და წარმოადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, ცხადია, პარლამენტში მინისტრი ვერ მოვიდა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი მთავარი საყრდენი აქვს. ერთია – ქართული ჯარი და მეორეა – ქართული დიპლომატია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ორივე სჭირდება. ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და გადადექი, რადგან ეს ხელისუფლება საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს ითვლის და ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებით, მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

„მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი“, – აცხადებენ მერიაში.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა.

საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში აქციაზე დაშავებული 15 პირი გადაიყვანეს, რომელთა შორისაც სამართალდამცველებიც არიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს. მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. „1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო

პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.