Home Blog Page 3

,,არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას” – თბილისის მერი

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისს და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6 მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში – თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

უეფა-მ, შესაძლოა, სამშაბათს ისრაელი ყველა ევროპულ ტურნირს ჩამოაშოროს

ისრაელის საფეხბურთო და სპორტულ წრეებში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სამშაბათს, 23 სექტემბერს, უეფა თავის მორიგ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ევროპული საფეხბურთო ტურნირებიდან ისრაელის ჩამოშორების შესახებ. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტ-გამოცემა Israelhayom.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იმ 20 ქვეყნიდან, რომლებსაც ხმის უფლება გააჩნიათ, უმრავლესობა ისრაელის გარიცხვას უჭერს მხარს, მხოლოდ ორი ან სამი ქვეყანაა წინააღმდეგი.

აღნიშნავენ, რომ ისრაელის საფეხბურთო ასოციაცია (IFA) დიდი ძალისხმევით ცდილობს არ დაუშვას დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა. ისრელის მთავრობა აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ხმის მიცემამდე მივა, ევროპულ ფეხბურთში ადგილობრივი გუნდების გამოსვლა შეწყდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ეს შეეხება როგორც კლუბებს, ასევე ნაკრებებს.

2025 წლის მაისში პალესტინის საფეხბურთო ასოციაციამ მიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) დააჩქაროს ისრაელის საკითხის განხილვა. უფრო ადრე, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა ისრაელის გუნდების ჩამოშორება საერთაშორისო ტურნირებიდან.

2025 წლის მარტში ისრაელმა განაახლა საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში, რითაც დაარღვია 2025 წლის იანვარში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება.

შსს – სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 2004 წელს დაბადებული თ.თ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, ათ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, ორი პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქინიანთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ირანმა ეს გადაწყვეტილება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა კონსულტაციების გაგრძელება ეროვნული ინტერესების დასაცავად საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე უარი თქვა და შეზღუდვები განაახლა ისეთივე პირობებით, როგორც ეს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე არსებობდა. შედეგად, ირანის წინააღმდეგ განახლდება ისეთი სანქციები, როგორებიცაა ემბარგო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, ბირთვული საქმიანობის შეზღუდვა, ფინანსური და საბანკო აკრძალვები, შეზღუდვები ავიაციასა და ტრანსპორტირებაზე, რაც ირანული პროდუქციის გადაზიდვებთანაა კავშირში, ასევე ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციები.

გვსურს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ბაზის დაბრუნება რაც შეიძლება მალე – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს. ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, გააგზავნის თუ არა სამხედროებს ბაგრამის ბაზის დასაბრუნებლად?

“ჩვენ ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ამის [ბაგრამის ბაზის] დაბრუნება რაც შეიძლება მალე და თუ ისინი არ დააბრუნებენ, თქვენ გაიგებთ, რას ვიზამ მე“, – განაცხადა ტრამპმა.

იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავღანეთმა ეს ბაზა უნდა დაუბრუნოს ამერიკას.

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ ყუ­რა­დღე­ბა მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ – რაც უფრო თა­მა­მი და ამ­ბი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა ისი­ნი, მით უკე­თე­სი, ამი­ტომ ნუ შე­ი­ზღუ­დავთ თავს თქვენს ოც­ნე­ბებ­ში.

კურო

სა­სურ­ვე­ლია დღეს თავი აა­რი­დოთ სე­რი­ო­ზულ საქ­მი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ გა­ნი­ხი­ლოთ მიმ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და და­სა­ხოთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი.

ტყუ­პი

გო­ნი­ე­რე­ბა დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში არ და­გეხ­მა­რე­ბათ – ის ყვე­ლა­ფერს კი­დევ უფრო ჩახ­ლარ­თავს. ამი­ტომ აზრი აქვს მო­უს­მი­ნოთ თქვენს ინ­ტუ­ი­ცი­ას – ის ერ­თა­დერთ სწორ გზა­ზე და­გა­ყე­ნებთ.

კირჩხი­ბი

მო­ე­რი­დეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას, მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა. ამის ნაც­ვლად, უმ­ჯო­ბე­სია და­ა­ლა­გოთ თქვე­ნი სა­მუ­შაო მა­გი­და, ციფ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიც სა­ჭი­რო­ებს და­ლა­გე­ბას.

ლომი

კარ­გი დღეა იმ ადა­მი­ან­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის გამო და­შორ­დით – ახლა გექ­ნე­ბათ შან­სი, იპო­ვოთ სა­ერ­თო ენა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­წო­ნე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

მცი­რე ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხოდ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ მსხვილ ტრან­ზაქ­ცი­ებს, რო­გო­რი­ცაა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა.

სას­წო­რი

ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც, გან­ზრახ თუ უნებ­ლი­ეთ, ცოტა ხნის წინ აწყე­ნი­ნეთ. ახლა შე­რი­გე­ბის დროა, არას­დროს არის გვი­ან იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ცდე­ბო­დით.

მო­რი­ე­ლი

დღეს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის­გან უნდა და­ის­ვე­ნოთ და დრო მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ. შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის, კარ­გი გან­წყო­ბი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის მო­ზღვა­ვე­ბა დიდ­ხანს გაგ­ყვე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი

ნუ გა­და­იტ­ვირ­თე­ბით სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე, არ გაქვთ იმ­დე­ნი ენერ­გია, რამ­დე­ნიც გსურთ, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია და­ზო­გოთ ის, ან კი­დევ უკე­თე­სი, ჰო­ბი­ზე ფო­კუ­სირ­დეთ.

თხის რქა

შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხავთ. ასე­თი შეხ­ვედ­რა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ნა­ახ­ლოთ თქვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა და გა­უ­ზი­ა­როთ ამ პე­რი­ოდ­ში დაგ­რო­ვი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.

მერ­წყუ­ლი

დღეს თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის მი­მართ მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ: ნუ და­გამ­შვი­დებთ ის ფაქ­ტი, რომ ფული არ გაკ­ლი­ათ – ფულს და­ზოგ­ვა არ და­ა­ზა­რა­ლებს.

თევ­ზე­ბი

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ წინა ღა­მით თქვენს სიზ­მარს – შე­საძ­ლოა, მას­ში პა­სუ­ხი იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გა­წუ­ხებთ. ძი­ლის წინ კი ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ კვი­რა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ოთხ პირს, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ასევე, პირადი დაცვის წევრს პატიმრობა შეეფარდა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ოთხ პირს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.

მისი გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ კომპანიის დირექტორს – მარიამ არჩემაშვილს, ასევე ნუგზარ ცაბაურაშვილს და ვიქტორ აბაიმოვს. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული მაქვს.

მხეიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ ოქმში იყო ნათქვამი, ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს ინახავდნენ, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.

მათ ბრალდება ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს „დროის ფუჭად კარგვაში“ ადანაშაულებს – The Guardian

უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება და პარალელურად, ამერიკელ კოლეგას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

„შეწყვიტეთ დროის ფუჭად კარგვა“, – აცხადებს ზელენსკი და დასძენს, რომ „თუ პუტინი უარს იტყვის ჩემთან პირისპირ შეხვედრაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ომი გაგრძელდება და მშვიდობისკენ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ჩვენ სანქციებს ველით“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუმცა ჯერჯერობით, პირობის შესრულებას ვერ ახერხებს. „აშშ მზადაა „მსხვილი სანქციებისთვის“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი ყველა ქვეყანა დათანხმდება, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და ჩინეთისთვის, კიდევ ერთი „მსხვილი იმპორტიორისთვის“ ტარიფების დაწესებას“, – თქვა ტრამპმა გასულ კვირას. 

კიევში, ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა მოვლენების განვითარების ტემპისადმი. მისი განცხადებით, „პუტინზე ზეწოლის აშკარა შენელება შეინიშნება“.

„პრეზიდენტი ტრამპი ევროპისგან ძლიერ ქმედებებს ელის. ვფიქრობ, ჩვენ დროს ვკარგავთ, თუ სანქციები არ დაწესდება ან პრეზიდენტი ტრამპი რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

აშშ-ის სამუშაო ვიზის მიღების პირობები შეიძლება შეიცვალოს – ტრამპი ახალი განკარგულების გამოცემას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში H-1B სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებლის 100 000 დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვიზის მოსაკრებელი 215 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა ის, შესაძლოა, უფრო მაღალიც იყოს გარემოებების გათვალისწინებით.

მსხვილი კონტრიბუტორები კი ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები არიან, რომლებიც ძირითადად კვალიფიციურ კადრებს ჩინეთიდან და ინდოეთიდან იწვევენ. კომპანია ამაზონმა 2025 წლის პირველ ნახევარში 10 ათასამდე სავიზო მოწვევა გააკეთა, კომპანია „მეტამ“ და „მაიკროსოფტმა“ კი – დაახლოებით 5 000-5 000.

როგორც საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, H-1B სამუშაო ვიზაზე განაცხადები 2026 ფისკალური წლისთვის 359 000-მდე შემცირდა, რაც ბოლო ოთხი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რადიკალური ოპოზიცია დედაქალაქებში დავალებების მისაღებად დადის, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება -ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნება“ როდესაც მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით ხვდება, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია, წინა წლის მსგავსად, გარე პატრონებისგან იღებს ინტრუქციებს, როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარმწუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება.

„გრძელდება ზუსტად იგივე სერიალი, რაც წინა წელს ვიხილეთ. „ქართული ოცნება“ როდესაც ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, რომ ინსტრუქციები, დავალებები მიიღონ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ, არჩევნებამდე რა უნდა გააკეთონ; და მეორე, პოსტსაარჩევნო პერიოდში რა უნდა გააკეთონ. ჩვენს მოქალაქეებს ეს ყველაფერი არ ეპარებათ, უჩნდებათ ბევრი კითხვის ნიშანი და უკვე ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ეკითხებიან გარე უფროსებს, როგორ იმოქმედონ და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

“ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის”- ჯონდი ბაღათურია

„ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის და, მადლობა ღმერთს, არანაირი რეპუტაციული რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზული სახალხო მღელვარება გამოიწვიოს“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ქართული დასისლიდერი ჯონდი ბაღათურია.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ჯორჯიან თაიმსი“    ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? თქვენი აზრით, რა არის ქვეყნის შიგნით არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს?

ძველი მსოფლიო წესრიგი ჩამოიშალა და ახალი ჯერ არ შექმნილა. ამის გამო მთელი მსოფლიო და, რა თქმა უნდა, საქართველოც „ტურბულენტობის“ ზონაში იმყოფება. ვითარებას ამძაფრებს ჩვენი გეოპოლიტიკური უპირატესობით მაღალი ხარისხის დაინტერესება სუპერსახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ საქართველო გზაგასაყარზეა, არჩევანის წინაშე დგას: ერთის მხრივ ძველი, მომაკვდავი ლიბერალური იდეოლოგიური ფანატიზმით შეპყრობილი ევროკავშირი, ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ – „შეჩვეული ჭირი“, რომლის გადარჩენაც თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არ ჰყავს ლიდერი, რომელსაც ამის გაკეთების გონება და გამბედაობა აქვს. მეორეს მხრივ – ახალი სამყარო, „გლობალური უმრავლესობა“, კონსერვატიული, მზარდი ეკონომიკით და უახლესი ტექნოლოგიებით, თუმცა ახალია და ყველასთვის გასაგები შესაძლოა ჯერ არ ჩანს. აი ასეთ საინტერესო, რთულ, მაგრამ დიდი პერსპექტივების წინაშე ვართ.“

რა გავლენას ახდენს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება ქვეყნის განვითარებაზე?არის თუ არა შესაძლებელი კონსტრუქციული კომპრომისი?

„ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის და, მადლობა ღმერთს, არანაირი რეპუტაციული რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზული სახალხო მღელვარება გამოიწვიოს.“

ეკონომიკური გამოწვევები – ინფლაცია, ფასების ზრდა და მზარდი ემიგრაცია – რა პოლიტიკურ და სტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს ქვეყანა ამ პრობლემების გადასაჭრელად?

„ფასების ზრდას იწვევს „მოთხოვნის“, ანუ მომხმარებლის ზრდა, როცა „მიწოდების“, ანუ წარმოების ზრდა არ ხდება. მოთხოვნის ზრდა განაპირობა ვიზიტორების მატებამ, რაც კარგია, და უკანონო მიგრაციამ, რაც უკვე სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება და შეგვიძლია ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, რომლის ხერხემალი სოფლის მეურნეობა უნდა იყოს.

როგორ ხედავთ საქართველოს საგარეო კურსს – ევროკავშირი და დასავლეთი, რეგიონული თანამშრომლობა თუ მრავალმხრივი ბალანსის შენარჩუნება?

„ევროკავშირმა ამ ფორმით თავისი თავი ამოწურა და ახლა თვითგანადგურებით არის დაკავებული. ჩვენს წინაშეა უზარმაზარი პერსპექტივები, გრანდიოზული რეგიონული პროექტები და ამის განხორციელებისთვის გვექნება ხელშეწყობა ამ პროექტებით დაინტერესებული სახელმწიფოებისგან. მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ჩვენი ნეიტრალური, არა მილიტარიზებული პოზიცია. აი ასეთი არჩევანის წინაშე ვართ.“

როგორ აფასებთ რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებს? რა საფრთხეები და შესაძლებლობები იკვეთება ამ კონტექსტში?

„აუცილებლად მიმაჩნია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ამისთვის ახლა უაღრესად ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, ამიტომ დროულად უნდა ვისარგებლოთ. დღეს რუსეთი დაინტერესებულია ამ ტიპის დიალოგით და თანამშრომლობით. ასევე რუსეთი, თავის პარტნიორ ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, უფრო ხელსაყრელ ურთიერთობებს გვთავაზობს – თანაც ცხოვრების წესის კარნახისა და ჭკუის სწავლების გარეშე.“

 რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ პოლიტიკაში?

საქართველოს საკვანძო ფუნქცია ექნება ორი სამყაროს ეკონომიკურ დაკავშირებაში. ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ ურთიერთობების ერთგვარ „ხაბად“ გადავიქცეთ. ამის არგამოყენება ისტორიული დანაშაული იქნება და აშკარად ჩანს, რომ საქართველო ახლა ამას ცდილობს”.

ესაუბრა ნინო მდივანი

როგორი ამინდი იქნება 20 სექტემბერს საქართველოში

20 სექტემბერს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმაა. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმს. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმა იქნება, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +18 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმა იქნება. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც ღრუბლიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.