Home Blog Page 294

ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ცვლილების შედეგად დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.

100%-ით ფინანსდება ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST, ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი), ელექტროლიტები (Ka, Na, Ca), ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT, ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი;

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST.

ასევე ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

“აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times

აშშ წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ტრადიციულ განცხადებაში რუსეთს „აგრესორი“ ეწოდოს“, – წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების თვალსაზრისები, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მოსკოვის პასუხისმგებლობის შეფასებისას, ერთმანეთს დაშორდა.

აშშ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავს უკავშირდება, რუსეთი აგრესორად იქნას მოხსენიებული. როგორც მთავრობის წრეებთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ასეთი მიდგომით ვაშინგტონს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი ის ტრადიციული ერთიანობა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავლენდნენ ხოლმე. მათივე თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ვირტუალურ სამიტშიც, რომელიც ორშაბათს უნდა გაიმართოს.

აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის „არავისგან არჩეული დიქტატორი“ უწოდა, ხოლო რუსეთის ლიდერი „დიდ შვიდეულში“ ისევ მიიწვია („დიდი რვიანის“ აღდგენის მიზნით).  ამერიკის წარმომდგენელმა შენიშვნა გამოთქვა ფრაზის „რუსეთის აგრესიისა“ და სხვა ანალოგიური ფორმულირებების გამო, რომლითაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან სარგებლობენ.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები 24 თებერვალს ტრადიციულად აქვეყნებენ ხოლმე ერთობლივ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის აღსანიშნავად – სწორედ ამ დღეს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გადაჭრით მოვითხოვთ, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მიდგომები რუსეთისა და უკრაინის მიმართ. რუსეთისა და უკრაინის მოქმედების ხასიათი ერთნაირი არ არის“, – უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ინფორმირებულმა ჩინოვნიკმა, – „ამერიკელებმა დაბლოკეს ფორმულირება „რუსეთის აგრესია“, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით“.

აშშ-ის საელჩომ კიევში „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.

გასულ წელს „შვიდეულის“ ლიდერთა განცხადებაში „რუსეთის აგრესია“ ხუთჯერ იყო მოხსენიებული: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი, აგრეთვე სრულად და უსიტყვოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – ნათქვამია 2024 წლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნა G7-ის განცხადების ფორმულირების შერბილების მიზნით წარმოადგენს იმას, თუ როგორ არის შეცვლილი აშშ-ის პოლიტიკა: დღეს თეთრი სახლის აზრით, მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის „ომი“ კი არ არის, არამედ უკრაინაში „მიმდინარე კონფლიქტი“.

სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც თავის ბოლოდროინდელ შეტყობინებებში  ანალოგიურ გამოთქმებს იყენებს: ასე, მაგალითად, ერ-რიადში გამართული მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ორჯერ ნახსენებია არა „რუსეთ-უკრაინის ომი“, არამედ „კონფლიქტი უკრაინაში“.

ეს ფორმულირება არსებითად განსხვავდება  იმ გამოთქმებისაგან, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებდა ხოლმე. ექს-პრეზიდენტის გუნდის ჩინოვნიკები ხშირად სარგებლობდნენ ფრაზებით „რუსეთის აგრესია“, „აგრესიული რუსეთი“, როცა საქმე ეხებოდა ევროპაში ყველაზე უდიდეს სამხედრო დაპირისპირებას მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროიდან.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებასთან დაკავშირებული დავა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს პირფერულად ასიამოვნა და კრემლის ბევრ მოთხოვნაზე დათანხმდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით.

დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა რუსეთისათვის სასიამოვნო  მონაცემი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი თითქოსდა მხოლოდ 4%-ს შეადგენს. არადა, ამ კვირაში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს მხარ უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 57%.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც თბილ რეაქციას გამოხატავს აშშ-ის ადმინისტრაციის შემრიგებლური ნაბიჯების მიმართ: „დღეს ამერიკის მხრიდან სრულიად სხვა ადამიანები მონაწილეობენ ჩვენთან შეხვედრებში, რომლებიც ყოველგვარი მიკერძოებისა და წარსულში გაკეთებულის „დაგმობების“ გარეშე მუშაობენ… ისინი ერთობლივი მიზნის შესასრულებლად არიან განწყობილნი“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ცივი ომის პერიოდშიც ჰქონდათ კომუნიკაცია, მოგვწონს თუ არა, რუსეთი არის გლობალური ძალა, ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან კომუნიკაცია-მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსკოვთან რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა.

„ცივი ომის პერიოდშიც კი, მის ყველაზე მძიმე დღეებშიც შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ კომუნიკაცია“, – აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მოქმედებების უმეტესობას არ ეთანხმება, თუ კომუნიკაცია არ ექნებათ, სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით არარელევანტურია.

„საბოლოოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქტიკური ბირთვული არსენალი და მეორე თუ არა, ყველაზე დიდი სტრატეგიული ბირთვული არსენალი აქვს. მოგვწონს თუ არა, რუსეთი არის ძალა, გლობალური ძალა. ისინი ჩართულები არიან სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი და, რა თქმა უნდა, ევროპაში. ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან კომუნიკაცია“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს.

„მას უნდა იცოდეს, სერიოზულად არიან თუ არა რუსები განწყობილი ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი გზა არის მათი გამოცდა და მათთვის კითხვა – სერიოზულად ხართ განწყობილი ომის დასასრულებლად? თუ ასეა, რა არის თქვენი მოთხოვნები? განსხვავდება თუ არა თქვენი საჯარო და პირადი მოთხოვნები? უნდა გვქონდეს რაღაც პროცესი, რომლის მეშვეობითაც ამ საუბარში ჩავერთვებით. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. არ ვიცი. გავიგებთ, მაგრამ უნდა გვქონდეს პროცესი ამის დასადგენად“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს განმარტებით, მოსკოვში აშშ-ის საელჩო ძლივს ფუნქციონირებს, რადგან მას საბანკო სისტემაზე წვდომა შეზღუდული აქვს.

„ეს უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა რუბიომ.

საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ – ტატა ხვედელიანი

„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან.

ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ.

„გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ 1 თვის კომპენსაცია, 3 თვის კომპენსაციის ნაცვლად. იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები.

ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. თბილისის მერიაში 1-ელი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა. რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია, იზაბელა კობიაშვილი 60-წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი. ასევე, ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად, დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ასზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული. მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე, მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად. დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.ტ., 2001 წელს დაბადებული ა.ღ., 1994 წელს დაბადებული დ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული კ.ჭ., 1998 წელს დაბადებული შ.ა. და 1998 წელს დაბადებული კ.ჭ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ა.შ., 1982 წელს დაბადებული ზ.პ., 2001 წელს დაბადებული ო.ს., 2000 წელს დაბადებული მ.გ. და 1999 წელს დაბადებული ი.ო.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული ლ.ლ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1994 წელს დაბადებული ა.ზ., 1991 წელს დაბადებული ნ.გ., 1980 წელს დაბადებული რ.ბ. და 1985 წელს დაბადებული ა.ვ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული გ.ს., 2004 წელს დაბადებული ს.ს., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1997 წელს დაბადებული მ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ო.ფ.“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორ პირს ბრალდება წარუდგინა

x

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

“ბრიქსის” რომელიმე ქვეყანამ დოლარის განადგურება რომ ახსენოს, 150%-ანი ტარიფი დაეკისრება -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს, შესაძლოა, აშშ-ისგან 150%-იანი ტარიფები დაეკისროთ „დოლარის განადგურების მცდელობისთვის“.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების პირობა დადო.

„„ბრიქსის“ ქვეყნებს დაახლოებით ექვსი ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი დოლარის განადგურებას. იცით, ახალი ვალუტის შექმნას აპირებდნენ. სავარაუდოდ, უნდოდათ ჩინური იუანის გამოყენება. და ბაიდენმა თქვა: „კარგი, ეს რთული სიტუაციაა. ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ. ამას ვერ ვუშველით“. მე ვთქვი: „შეგვიძლია, ვუშველოთ“. როცა მოვედი, პირველი რაც ვთქვი, იყო, რომ „ბრიქსის“ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თუნდაც ახსენებს დოლარის განადგურებას, 150%-იანი ტარიფი დაეკისრება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა

19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა.  აღნიშნული პრიზი მან ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება კომპანიის მიერ წარდგენილმა განვითარების გრძელვადიანმა სტრატეგიამ დაიმსახურა, რაც ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შედგა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ლიზინგი, თავისი არსით „მწვანე“ ინიციატივაა, რადგან საშუალებას აძლევს ბიზნესებს ინვესტიცია განახორციელონ უფრო ახალ და ეფექტიან აღჭურვილობაში, რომელიც ნაკლებ რესურსს მოიხმარს.

თიბისი ლიზინგის დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიაზე – როგორიცაა მზის პანელები და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანია ხელს უწყობს ენერგოეფექტური სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო აქტივების დაფინანსებას. 2024 წლის მდგომარეობით მისი მწვანე პორტფელის მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყვეთ ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი მწვანე საქმიანობის გაფართოებას. ჩვენი, როგორც საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია შევქმნათ პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებით, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა“, – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

(R)

 სერიოზული პანიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას მაკკეინის ინსტიტუტი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, დესტაბილიზაცია არ შედგა და ახლა ახალი ინსტრუქცია გამოსცეს -გიორგი ვოლსკი

დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე, ახალი ინსტრუქცია გამოსცეს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ლორა თორნტონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.

„სერიოზული პანიკა, გაწბილება, ისტერიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას მაკკეინის ინსტიტუტი ქვეყანას მოუწოდებდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ ჩართულიყვნენ ისეთ პროტესტში, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა საქართველოს მეიდნის სცენარამდე. დღემდე გრძელდება სერიოზული ზეწოლა საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არ ემთხვევა იმ პოლიტიკას რომელსაც ატარებდა და გეგმავდა თუნდაც მაკკეინის ინსტიტუტი. დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე ახალი ინსტრუქცია გამოსცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.

მემარცხენე რადიკალები ვაშინგტონზე შეიარაღებულ მარშს გეგმავენ -მარიო ნავფალი

ბლოგერმა მარიო ნავფალმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მემარცხენე რადიკალები ვაშინგტონზე შეიარაღებული მარშის მოწყობას გეგმავენ.

მისი თქმით, ამ გეგმას ექსტრემისტები სოციალურ ქსელ Reddit-ში განიხილავენ და არ მალავენ.

„მემარცხენე ექსტრემისტები Reddit-ზე ახლა ღიად საუბრობენ იარაღის მომარჯვებაზე და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე, რასაც ისინი „კლასობრივ ომს“ უწოდებენ. ერთმა მომხმარებელმა საერთოდ დაწერა, რომ ისინი შეიარაღებულები ვაშინგტონზე მარშს გეგმავენ. და ამას იმით ამართლებს, რომ მას, როგორც ამერიკელს ამის უფლება აქვს“, – დაწერა მან.

სოციალური ქსელის Reddit-ის კიდევ ერთი მომხმარებელი წერს, რომ შეიარაღებული მარშის საჯაროდ გამოცხადება არასწორია, თუმცა მის თხოვნას არ ითვალისწინებენ.

„ეს იგივე ხალხია, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემიზმზე“ ყვირის და ქსელში ღიად გეგმავს ძალადობრივ მოქმედებებს. გააშუქებს თუა რა ამას მედია? თუ შეიარაღებული რადიკალიზმი მაშინ ხდება პრობლემა, როცა ის მათ დღის წესრიგს არ ემთხვევა?“, – დასძინა მარიო ნავფალმა.

https://x.com/MarioNawfal/status/1892639500901192129

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 21 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.

ქუთაისში დღისით +1 და ღამით -3 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თოვას ვარაუდობენ.

თოვლს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 ითოვებს ბათუმშიც, დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. ითოვებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +3, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.

ითოვებს სოხუმშიც. +2 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი -3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვს ჭიათურაშიც, დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეში, დღისით ჰაერი -3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 14 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, -3 იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -19 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს გორში, სადაც დღისით -3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსი იქნება. ომალოშიც ითოვებს, დღისით -5, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვს დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც თოვს. დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც თოვლიანი დღეა, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

 შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში -მაკრონი

შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპელებმა, ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთი, რომ არ დაბრუნდეს და ხელახალა არ დაიპყროს. ამგვარი შეკავების გარეშე რუსეთი თავის სიტყვას არ დაიცავს. ეს ჩვენ უკვე გამოვცადეთ. 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში პირველი ომის შემდეგ გვქონდა ის, რასაც მინსკის პირველი, შემდეგ კი მეორე შეთანხმება ეწოდა. ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში. ეს არის ის, რასაც ვხედავთ ყველგან, სადაც რუსეთი არის. ამიტომ ჩემი მიზანია სწორედ ასეთი მსხვერპლის თავიდან აცილება, აქტიური ჩართულობის გზით ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკრონმა.