Home Blog Page 29

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2007 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2099 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა.

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას -მიხეილ სააკაშვილი

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ეს ორივე ივანიშვილის თამაშია.

„ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: „დილით არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის“.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის ოთხ სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკო-ს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი – ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი, რომ უზრუნველვყოთ  მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“, -აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

თიბისი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ ჯილდო ნომინაციაში „ჩემპიონი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს თიბისის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკას, ადამიანის უფლებების პოლიტიკას და შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც:

  • შეიქმნა სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად ბანკის სხვადასხვა მიმართულებებში;
  • შეფასდა რამდენად მორგებულია თიბისის მობაილ ბანკი შშმ პირების საჭიროებებზე;
  • ჩატარდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აუდიტი;
  • UX კვლევის გუნდმა შეისწავლა თიბისის შშმ პირი მომხმარებლების გამოცდილებები და შეიმუშავა რეკომენდაციები.

თიბისიში პროექტის განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა შერჩეულ მიმართულებაზე. შშმ პირთა ჩართულობა გახდა კომპანიის 2025–2027 წლების ESG სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისიმ მიიღო ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და პარტნიორთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების ჩართულობის გაძლიერებას ყველა ძირითადი მიმართულებით ბანკში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანასწორი, მრავალფეროვანი და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის“ – მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.

(R)

რევოლუციის სცენარი ვერ გათამაშდება, ფრთხილად იყვნენ, ნუ გადააბიჯებენ კანონს, თორემ „ფეისბუქზე“ პოსტი, საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება ვერ უშველით-ირაკლი ქადაგიშვილი

რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, პროვოკაციაში არავინ უნდა ჩაერთოს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ის ადამიანები გავაფრთხილო, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება პროვოკაციაში ჩართონ. კანონის წინაშე როდესაც წარდგებიან, „ფეისბუქზე“ ტირილი გვიან იქნება, ამიტომ, პროვოკაციაში არავინ ჩაერთოს. რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, ამის უფლება საქართველოში ყველას აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. რამდენად ეთიკურია დღე-ღამე იმის ძახილი, სახელმწიფოში გადატრიალებას და დამხობას მოვახდენთო? – ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და „ფეისბუქზე“ პოსტი, საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება ვეღარ უშველით. იმ საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, საქართველოც ქვეყანა და ერია, აქაც კონსტიტუციაა, აქაც ხალხია და აქაც არჩევნებია. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს, შიგნით და გარეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს, გაკეთებული გააფუჭო და მომავალშიც არაფერი გააკეთო – კახა კალაძე

ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ „გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვის ორგანიზება დაიწყება“.

როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს.

„წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ. ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. წარმოგიდგენიათ? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ის გამომპალი, ყვითელი ავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემსახურებოდა, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის საარჩევნო დაპირებებიც შეაფასა და მას „მოძალადე“ უწოდა.

„წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ გააფუჭოს გაკეთებული და მომავალშიც არაფერი გააკეთოს. ხალხი ხომ ისმენს ამას, საზოგადოებას ხომ გამოაქვს ანალიზი, როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს. ამიტომ არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. როგორ შევაფასო არ ვიცი, სიტყვებიც არ მყოფნის, იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.

გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა

ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში მუშაობისას, ახალგაზრდა ფინანსისტმა, გიორგი მესხმა შეამჩნია, რომ ხშირად მიზეზი, რის გამოც კომპანია ინვესტიციას ვერ იღებდა, ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია იყო.

ეს ის შემთხვევაა, როცა კარგი იდეა, პროფესიონალთა გუნდი და თუნდაც სწორი ბიზნესმოდელი  თავისით ვერ ყიდის თავს. საჭირო ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, სწორი პრეზენტაცია და საინვესტიციო მასალების ხარისხიანი მომზადება.

“საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ამ მასალებზე მუშაობა და, რაც მთავარია, იმ შედეგებისა და წარმატებების ნახვა, რასაც კომპანიები იღებდნენ ჩემ მიერ მომზადებული საინვესტიციო მასალების გამოყენების შემდეგ“,- იხსენებს გიორგი, რომელმაც თიბისი ბიზნესდაჯილდოებისსაუკეთესო ფრილანსერისნომინაციაში მეორე ადგილი აიღო.

დღეს უკვე 600-ზე მეტ სტარტაპთან თანამშრომლობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ინდუსტრიიდან. მისი კლიენტები ძირითადად აშშ-დან, ევროპული  და არაბული ქვეყნებიდან არიან. თემებიც მრავალფეროვანია: შვეიცარიის  საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროექტები  თუ საჰარის უდაბნოს ტურიზმი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტს განსაკუთრებით ხიბლავს, ხელოვნური ინტელექტია. მიმართულება, რომელიც დღითიდღე უფრო ხშირად საჭიროებს საინვესტიციო მასალების მომზადებას.

“პროცესი, როგორც წესი, ასე მიმდინარეობს: ჯერ ვადგენთ საინვესტიციო პრეზენტაციას, შემდეგ ფინანსურ მოდელს, სურვილის შემთხვევაში სხვა კომპონენტებსაც, შემდეგ ვეხმარები სტრატეგიულ პოზიციონირებაში, რათა დამაჯერებლად წარადგინონ საკუთარი ბიზნესის სიძლიერეები. საბოლოო ჯამში, კლიენტებს უფრო ნათლად ესმით, თუ როგორ მივიდნენ ინვესტორებთან და რას ელოდონ პროცესში“, -გვიხსნის გიორგი.

ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 18 თვეში, მის  მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, სტარტაპებმა $140 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, ხოლო გიორგის საქმიანობის მთლიანი მოცულობა $1.2 მილიარდს აჭარბებს.

“ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ კარგად მომზადებული „ფიჩ დექი“ ინვესტორების ავტომატურ ინტერესს გამოიწვევს, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია, მიზნობრივი ინვესტორების შერჩევა და პროცესის თანმიმდევრული მართვა. თან ხომ გახსოვთ? წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ფრილანსერობა გიორგისთვის  თავისუფლების სინონიმია. შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროექტები, იმუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში და ყოველ ჯერზე ახალი გამოცდილება მიიღოს. თუმცა, ამ თავისუფლებას თავისი სირთულეებიც ახლავს, მუდმივი მობილიზება”.

თიბისის მიერ „საუკეთესო ფრილანსერის“ ტიტულით დაჯილდოება მისთვის განსაკუთრებული მოტივაცია გახდა. აღიარება სტიმულია, ახალი ენერგიით გააგრძელოს განვითარება და საერთაშორისო მასშტაბზე კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პროფესიული ადგილი.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

R

იმ ერის სახელმწიფოს აღიარება, რომელიც არ არსებობს, მხოლოდ უგუნურ ჟესტს წარმოადგენს – The Daily Telegraph

საერთაშორისო მასმედიაში აქტიურად განიხილება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების საკითხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1947 წელს მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის – ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ისტორიული მხარის ტერიტორიის ორად გაყოფის თაობაზე – არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებს შორის. ქალაქი იერუსალიმი კი, როგორც არაბებისა და ებრაელებისათვის წმინდა ადგილი, საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო. ადგილობრივმა ებრაელებმა გაეროს გადაწყვეტილება მთლიანობაში აღიარეს (შეიქმნა სახელმწიფო ისრაელი), არაბებმა კი უარი განაცხადეს, რის გამოც ისრაელსა და არაბებს შორის ომების სერიალი დაიწყო. ისრაელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ პალესტინაში (ებრაელთა მიწა-წყალზე) კიდევ ერთი არაბული სახელმწიფო შექმნილიყო.

გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებების კვალობაზე, წლების განმავლობაში პალესტინა თანდათან იქნა აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 150 ქვეყნის მიერ, თუმცა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო – ისრაელის მომხრეები – უარს აცხადებდნენ, ამ დღეებში კი, ღაზას სექტორში მიმდინარე ისრაელ-არაბების მორიგი ომის ფონზე, პალესტინის აღიარებას ისინიც დათანხმდნენ:  საფრანგეთი, ბელგია, ავსტრალია, კანადა და  დიდი ბრიტანეთი, თუმცა ამ მხრივ ბრიტანულ მასმედიაში სხვადასხვაგვარი მოსაზრება ვრცელდება.

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) სარედაქციო სტატიაში სათაურით „იმ ერის სახელმწიფოს აღიარება, რომელიც არ არსებობს, მხოლოდ უგუნურ ჟესტს წარმოადგენს“, ვკითხულობთ:

„პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გადაწყვეტილება პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელი ერი არ არსებობს [პალესტინელები არაბები არიან], უგუნურ და უაზრო ნაბიჯს წარმოადგენს. პრემიერის ასეთი მოქმედება მიმართულია იქით, რომ დაამშვიდოს რადიკალი ლეიბორისტები და თავი მოაწონოს ისეთ ლიდერებს, როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ორი დღის წინ ფრანგი ლიდერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საკუთარი წვლილი პალესტინის აღიარებაში პოზიტიურად თვითონვე შეაფასა. მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას ახლო აღმოსავლეთის პრობლემას და პრაქტიკულად შესრულდეს გაეროს 1947 წლის დადგენილება ორი სახელმწიფოს – ებრაულის და არაბულის – შექმნის თაობაზე.

მაგრამ აქვს თუ არა მაკრონის გადაწყვეტილებას რაიმე პრაქტიკული ეფექტი? ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის და სანამ ისრაელს გვერდით აშშ ჰყავს, ის კურსს არ შეცვლის და პალესტინის აღიარებას არ შეურიგდება.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ოთხი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას, იმის გამო, რომ ვაშინგტონს ვეტოს უფლება აქვს, მას შეუძლია ოთხი დანარჩენის მიერ გამოტანილი ვერდიქტი „ქარს გაატანოს“. სხვათა შორის, ისეთი მსხვილი ევროპული სახელმწიფოები, როგორებიცაა გერმანია და იტალია, ჯერ კიდევ განზე დგანან და საფრანგეთ-ბრიტანეთის პოზიციებს არ იზიარებენ.

ფაქტია, რომ „პალესტინის სახელმწიფო“ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლების განმავლობაში იასირ არაფატი და სხვა ლიდერებს შეეძლოთ დათანხმებულიყვნენ გაეროს 1947 წლის დადგენილებას და პრობლემის მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოგვარება დაეწყოთ. მაგრამ სამწუხაროდ, მათ მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა სურდათ და ეწინააღმდეგებოდნენ ებრაულის არსებობას. „ჰამასისა“ და სხვა არაბული გასამხედროებული ორგანიზაციის მიზანს დღემდე ისრაელის განადგურება წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ პალესტინის დამოუკიდებლად აღიარება მხოლოდ წმინდა სიმბოლურს აქტს წარმოადგენსო, მაგრამ სწორედ ამ „სიმბოლურმა აქტებმა“ უბიძგეს თავის დროზე ისრაელს ტერიტორიის ანექსიის გაფართოებისაკენ და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე [სადემარკაციო ხაზის მიღმა] ებრაული დასახლებების მშენებლობის დაწყებისაკენ. ასეთი ნაბიჯებით პალესტინელი არაბების მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, დასავლელი პოლიტიკოსები კი თავს იწონებენ. რეალურად სიტუაცია როგორიც იყო, ისეთივე რჩება – ანუ  პრობლემის მოგვარება განუხორციელებელი ხდება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული  პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა –  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში – 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ  მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/archevnebi/2025

.

თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის AI საოლიმპიადო კურსი სტარტს უკვე მეორედ იღებს.

2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან – პროფესიულ დონემდე.

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

AI-ის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია 23 სექტემბერს იწყება და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ლექციები კი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

კურსის ბოლოს, ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება, სადაც გამარჯვებული გუნდი, 2026 წელს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. 2026 წელს ოლიმპიადა აბუ-დაბიში ჩატარდება და ეროვნული ნაკრების შერჩევის ავტორიზაცია კვლავ სწორედ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის აქვს.

არ გადადო დარეგისტრირდი ბმულზე.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.

R

საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ – შალვა პაპუაშვილი

ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

„ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა.

უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ, ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა, მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი „ენჯეო კარტელის“ ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი უცხოელი, ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით, პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა ბანკზე წავიდა – დაუპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას, თუმცა, ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა, ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარე უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს.

რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი, ხალხის ნდობა უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.

არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება.

ამასობაში, ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას.

ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში… ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“, – წერს პაპუაშვილი.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თუ გა­ნიც­დით მტკივ­ნე­ულ სიმპტო­მებს, ნუ იჩ­ქა­რებთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას. ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაღ­ლი­ლო­ბის ბრა­ლია და დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

კურო

დღე იდე­ა­ლუ­რია ტემ­პის შე­სა­ნე­ლებ­ლად. თქვენ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­რო­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად და მას­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად.

ტყუ­პი

ენერ­გი­ის ძლი­ე­რი ნა­კა­დი, რო­მელ­საც დღეს იგ­რძნობთ, სე­რი­ო­ზულ სა­მუ­შა­ო­ზე უნდა მი­მარ­თოთ. თუ მას უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ზე და­ხარ­ჯავთ, პრო­დუქ­ტი­უ­ლი დღე ფუ­ჭად და­ი­კარ­გე­ბა.

კირჩხი­ბი

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე უც­ნო­ბე­ბის­თვის ნუ ეც­დე­ბით თქვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. მა­ინც ვერ შეძ­ლებთ, დრო და ენერ­გია კი ფუ­ჭად და­ი­კარ­გე­ბა.

ლომი

საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­უმკლავ­დეთ იმ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც დღეს შე­გა­წუ­ხებთ. თქვე­ნი ჰო­ბით და­ი­ვი­წყებთ არა მხო­ლოდ თქვენს პრობ­ლე­მებს, არა­მედ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას.

ქალ­წუ­ლი

დღის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მარ­ტო­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რეთ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მრა­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­საც გარ­და­უვ­ლად წა­ა­წყდე­ბით სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

სას­წო­რი

რო­დე­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ერ­თვე­ბით იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც, თქვე­ნი აზ­რით, უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ, დარ­წმუნ­დით, რომ მას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და დაც­ვა.

მო­რი­ე­ლი

თუ სა­კუ­თარ თავს და­უ­სა­ხავთ მი­ზანს, არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტში გა­ი­მარ­ჯვოთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ თქვენს მი­ზანს, მაგ­რამ ღირს კი დღე­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ენერ­გი­ის ასე უაზ­როდ და, უფრო მე­ტიც, უშე­დე­გოდ ხარ­ჯვა?

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, მისი უაზ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა კვი­რე­ბის, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი გაგ­რძელ­დეს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მას­ში ჩაბ­მა.

თხის რქა

მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თავი აა­რი­დოთ ძვი­რად ღი­რე­ბულ შეს­ყიდ­ვებს: იყი­დეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნებთ და­ხარ­ჯულ ფულს, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან თან­ხას.

მერ­წყუ­ლი

თუ დი­ლით ვინ­მეს გა­ა­ნა­წყე­ნებთ, შუ­ა­დღეს მიხ­ვდე­ბით, რამ­დე­ნად ცდე­ბო­დით და უხე­ში იყა­ვით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­ხა­დოთ ბო­დი­ში, ვიდ­რე გა­და­დოთ და შე­რი­გე­ბა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როთ.

თევ­ზე­ბი

ეს დღე ხელ­საყ­რე­ლია უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვის­თვის – სულ მცი­რე, რამ­დე­ნი­მე კვი­რის: დღეს თქვენ შეძ­ლებთ მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვროთ რო­გორც თქვე­ნი მი­ზა­ნი, ასე­ვე მისი მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი