Home Blog Page 29

ბორჯომში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება

ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, პროექტის ინვესტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა. პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

უწყების ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ს პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის, Wyndham Grand Borjomi-ს განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშუალოდ ბორჯომის, როგორც ტურისტული და ველნეს კურორტის, ასევე საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

„ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის, Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.

სამინისტროს განმარტებით, პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება. Wyndham Grand Borjomi-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანიასთან, Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.

შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება -გენადი არველაძე

„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვაჭრობის პროცედურების გამარტივებისა და  სატრანსპორტო დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. წლიური შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით ფილიპინების ქალაქ მანილაში მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაში უკვე აისახა – 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12,678 TEU-ს მიაღწია.
გენადი არველაძემ პანელური სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ძირითადი პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებაზე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და სხვ. მან ასევე ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საგზაო და სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
„საქართველოს პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც მას  შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თავისი, როგორც დერეფნის ძირითადი ლოგისტიკური და სავაჭრო კვანძის პოზიცია. ამ კონტექსტში, CAREC-ის სატრანსპორტო დერეფნის პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ოპერაციული სისტემების ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერისთვის.
CAREC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია CAREC-ის სტრატეგია 2030-ის განხორციელების პროგრესის განხილვა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე გადაიხედება სექტორული სტრატეგიების განხორციელების პროცესი, რაც ეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული ტრანსფორმაციის თემები.

“ამერიკა დაბრუნდა” – დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“ – აფინანსებს სახელმწიფო დეპარტამენტი) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ამერიკა დაბრუნდა“ – დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები“, რომელშიც განხილულია საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი თემები და პრობლემების მოგვარების ტრამპისეული ხედვა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ინაუგურაციიდან 6 კვირის შემდეგ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე და გეგმებზე ისაუბრა. მას რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა სიტყვა ტაშით არაერთხელ შეაწყვეტინეს. ისინი სკანდირებდნენ “ამერიკის შეერთებული შტატები”. დემოკრატ კანონმდებელთა ნაწილი კი პროტესტს სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ისმოდა შეძახილები “ტყუილია”, “მცდარია”. ზოგ დემოკრატ კანონმდებელს შესაბამისი ბანერებიც ეჭირა. ერთ დემოკრატ კონგრესმენს სპიკერმა სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა.

“ექვსი კვირის წინ მე კაპიტოლიუმის ამ გუმბათის ქვეშ ვიდექი და ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟის შესახებ განვაცხადე. იმ მომენტიდან მოყოლებული, ეს [პერიოდი] იყო სხვა არაფერი, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ 43 დღეში, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ 4 ან 8 წელიწადში – და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ერისადმი თავისი 99-წუთიანი მიმართვა.

“ამაღამ ამ დარბაზში დავბრუნდი, რათა შეგატყობინოთ, რომ ამერიკის დრო დაბრუნდა. ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს და ის უფრო დიდი და უკეთესი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია და ჩვენი ქვეყანა ისეთი დაბრუნების ზღვარზეა, რომლის მსგავსის მოწმე მსოფლიო არასოდეს ყოფილა და, ალბათ, აღარასდროს იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა, პირველად თანამედროვე ისტორიაში, უფრო მეტ ამერიკელს სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე – არასწორი მიმართულებით.

“ეს გასაოცარი, რეკორდული 27-მაჩვენებლიანი ცვლილებაა [გამოკითხვებში] არჩევნების დღის შემდეგ. ანალოგიურად, მცირე ბიზნესის ოპტიმიზმიც [იზრდება] მათ ყველაზე დიდი მოგება ნახეს ერთ თვეში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – 41 პუნქტიანი ნახტომი”, – თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ხელი მოაწერა დაახლოებით 100 აღმასრულებელ ბრძანებას და 400-ზე მეტი აღმასრულებელი ქმედება განახორციელა. “რათა აღვადგინო საღი აზრი, უსაფრთხოება, ოპტიმიზმი და სიმდიდრე მთელ ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში. ხალხმა ამირჩია საქმის გასაკეთებლად და მე მას ვაკეთებ. უამრავმა [ადამიანმა] თქვა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებულია ჩვენი ერის ისტორიაში”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება:

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მის უპირველეს პრიორიტეტებს შორის ეკონომიკის გაუმჯობესება და მშრომელი ოჯახებისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების მიწოდებაა.

“წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი. მათმა პოლიტიკამ ასწია ფასები ენერგოსექტორზე, გაზარდა სასურსათო პროდუქტების ღირებულება და მილიონობით ამერიკელისთვის მიუწვდომელი გახადა სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები. ჩვენ განვიცადეთ ყველაზე მძიმე ინფლაცია ბოლო 48 წლის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი. როგორც პრეზიდენტი, ყოველდღე ვიბრძვი იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს ზიანი და ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გავხადო”, – თქვა მან. დონალდ ტრამპმა ბოლო დროს ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასების ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროდუქტზე ფასების ზრდა მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუშვა. თუმცა, ტრაპმა იქვე დასძინა, რომ ამის გამოსასწორებლად მისი ადმინისტრაცია მუშაობს.

ენერგეტიკა

ტრამპის თქმით, ინფლაციის დასამარცხებლად მისი გუნდის ბრძოლაში მთავარი აქცენტი ენერგიის ღირებულების სწრაფი შემცირებაა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წინა ადმინისტრაციამ 95%-ით შეამცირა ნავთობისა და გაზის ახალი იჯარების რაოდენობა, შეაჩერა მილსადენების მშენებლობა და დახურა 100-ზე მეტი ელექტროსადგური და სწორედ ამიტომ მან ინაუგურაციის დღესვე ენერგეტიკის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ალასკაში გიგანტური ბუნებრივი აირის მილსადენის ასაშენებელ ძალისხმევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. “აქ იაპონიას, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან პარტნიორობა სურთ – ისინი ტრილიონობით დოლარს გზავნიან. ეს მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების ინიციატივებიც ახსენა და განაცხადა: “მოგვიანებით, ამ კვირაში, მე ასევე გადავდგამ ისტორიულ ნაბიჯს იმისთვის, რომ დრამატულად გავაფართოვოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის წარმოება აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში”.

ტარიფები

პრეზიდენტის გამოსვლის დღეს ამოქმედდა ახალი ტარიფები კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ. გაორმაგდა უკვე დაწესებული ტარიფი ჩინეთის მიმართაც. პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა ქვეყნებს პროპორციული ტარიფები და პირობები დაუწესოს.

“როგორ ტარიფებსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ მათ ტარიფებს. რა გადასახადსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ. თუკი ისინი არამონეტარულ ტარიფებს დაგვიწესებენ იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრიდან გაგვაძევონ, ჩვენ ასეთივე არამონეტარულ ბარიერებს დავუწესებთ მათ ჩვენი ბაზრიდან განსადევნად. ჩვენ მივიღებთ ტრილიონობით დოლარს და შევქმნით სამუშაო ადგილებს ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს”, – განაცხადა მან.

იმიგრაცია და საზღვარი

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და იმიგრაციაზეც. თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველი სასაზღვრო და საიმიგრაციო ძალისხმევა.

“ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ ყველაზე დაბალ ციფრებს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზღვრის დასაცავად ახალი კანონმდებლობა გვჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მართლა გვჭირდებოდა, ახალი პრეზიდენტი იყო”, – თქვა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.

კონგრესში დღეს მიწვეულ სტუმართა შორის ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც იყვნენ. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. მან საზღვართან მოქმედ მექსიკურ კარტელებს ომი გამოუცხადა და თქვა, რომ ამ მიმართულებითაც ბევრს გააკეთებს.

“საზღვრის უსაფრთხოების და ნარკოტრეფიკინგის შესაზღუდი ძალისხმევისთვის, კონგრესს მე დაფინანსების დეტალური მოთხოვნა გავუგზავნე, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, ზუსტად როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავასრულებთ ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე ფართომასშტაბიანს, რაც ამ დრომდე მოქმედი რეკორდსმენის – დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო – მოკრძალებული კაცის, მაგრამ კაცის, რომელსაც ძალიან მტკიცედ სჯეროდა საზღვრების. ამერიკელები ელიან კონგრესისგან, რომ მან მე ეს დაფინანსება დაყოვნების გარეშე მომცეს, რომ მას ხელი მოვაწერო და კანონად ვაქციო”,- თქვა ტრამპმა.

“კანონი და წესრიგი”

დონალდ ტრამპის თქმით, აუცილებელია სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერა, მათ მიერ კანონების აღსრულების უზრუნველყოფა და ამასთან მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლება.

“როცა ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე უნდა დავაბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს დიდ და პატარა ქალაქებში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა რადიკალმა მემარცხენე მთვარეულებმა ამოაყირავეს. ბევრ იურისდიქციაში თითქმის შეწყვიტეს კანონის აღსრულება საშიში კრიმინალების წინააღმდეგ, ვინც განმეორებით დანაშაულს სჩადის”, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა:

“სამართალდამცავ უწყებებს კი ამ დროს ჩემი მსგავსი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, ჩემმა ადმინისტრაციამ სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა, რათა აღედგინა სამართლიანი, თანასწორი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კონსტიტუციური კანონის უზენაესობის წინაშე – გამოძიების ფედერალური ბიუროთი და იუსტიციის დეპარტამენტით დაწყებული”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და ამერიკელ სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა “მხარდაჭერა, დაცვა, პატივისცემა, რომელსაც ისინი ასე ძლიერ იმსახურებენ”.

უკრაინა

პრეზიდენტმა შიდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სხვადასხვა საკითხის შესახებ საუბრის შემდეგ, საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ახსენა რუსეთ-უკრაინის ომი. მან ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებენ და უკრაინის დასახმარებლადაც საკმარისს არ აკეთებენ.

“მე ასევე დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად. ამ საშინელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს, მილიონობით უკრაინელი და რუსია მოკლული ან დაჭრილი, რაც არ იყო აუცილებელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასობით მილიარდი დოლარი გაუგზავნა უკრაინას თავდაცვის მხარდასაჭერად. ამასობაში, ევროპამ სამწუხაროდ ბევრად მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე მათ ამ დრომდე უკრაინის დასაცავად გააგზავნეს. ბაიდენმა იმაზე მეტი ფულის გაგზავნის ბრძანება გასცა ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ დახარჯა”, – თქვა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის იმავე დღის განცხადებიდან მოიყვანა რამდენიმე ციტატა, სადაც ის წერს: “მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ”.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის აფასებს ზელენსკის ამ განცხადებას და მოხარულია, რომ უკრაინა მზადაა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. მან ასევე თქვა, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი მზაობა რუსეთისგანაც მოესმინა, რათა ომი დასრულდეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოველკვირეულად 2000-მდე რუს და უკრაინელ ახალგაზრდას კლავენ და მას სურს, რომ ხალხის ხოცვა შეწყდეს. თქვა, რომ ამავე დროს მის გუნდს სერიოზული დისკუსიები აქვს რუსეთთან და მიიღო ძლიერი სიგნალები მათგანაც, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. “არ იქნებოდა ეს შესანიშნავი? დროა ეს სიშლეგე შეწყდეს. და თუ გსურს ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო”, – თქვა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მან რუსეთიდან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებული ისტორიის მასწავლებლის, მარკ ფოგელის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ფოგელის რუსეთში საპატიმროდან დახსნა სულ რაღაც 22 დღეში შეძლო.

პრეზიდენტმა საგარეო დახმარების რამდენიმე პროგრამაც ახსენა სხვადასხვა კონტინენტზე და მიუთითა, რომ ეს ამერიკის გადასახადის გადამხდელთა თანხების გაუმართლებელი ხარჯვაა და თქვა, რომ ამერიკის საგარეო დახმარება სრულად შეაჩერა და ის გადახედვა-შეფასების პროცესშია.

თუმცა ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რაზეც დონალდ ტრაპმა თავის სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა. მაგალითად, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელონ მასკს მისი ძალისხმევისთვის, რათა მთავრობაში გაუმართლებელი ხარჯები შეამციროს და ფედერალური მოხელეების სამსახურში დაბრუნებაზე ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კაბინეტის წევრებს მათ შორის თავდაცვის და ჯანდაცვის მდივნებს, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და სხვა მაღალჩინოსნებს.

სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტმა გენდერული იდენტობის შესახებაც ისაუბრა. თქვა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალებთან ასპარეზობას ეწინააღმდეგება და შესაბამისი ნაბიჯებიც ამიტომ გადადგა. ისაუბრა ამერიკული სკოლების როლზეც და თქვა, რომ დაუშვებელია მშობლების ცოდნისა და თანხმობის გარეშე ბავშვებს სხვა სქესის მიმართულებით სოციალურ ტრანზიციაში უწყობდნენ ხელს.

დემოკრატების პასუხი

ამერიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, მისი ოპონენტი პარტია საპასუხო განცხადებას ავრცელებს. ამ შემთხვევაში ეს დემოკრატიული პარტია და მისი ერთ-ერთი წევრი, მიჩიგანელი სენატორი ელისა სლოტკინი იყო.

სენატორმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი გამოსვლისას გაკეთებული განცხადებების თუ უკვე გადადგმული ნაბიჯების გამო და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშეა, დონალდ ტრამპი თავის მეზობლებს და მეგობრებს ექცევა ცუდად და ასე ამერიკას მარტოს ტოვებს. ეს კი მაშინ, როდესაც ამ პრობლემებზე მუშაობას მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა სჭირდება.

დემოკრატებმა ტრამპი საგარეო პოლიტიკის გამოც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მას არასწორი მიდგომა აქვს. სენატორის თქმით, ტრამპის რუსეთ-უკრაინის ომში მცდარ პოზიციას იკავებს.

„პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ფრაზის – „მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით“ – გამეორება. ეს არის ფრაზა, რომელიც მან რონალდ რეიგანს მოჰპარა. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ იმ შოუს მერე, რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ვიხილეთ, რეიგანი, ალბათ საფლავში ტრიალებს“,- თქვა სენატორმა სლოტკინმა ვიდეო მიმართვის დროს. მან თქვა, რომ ის ცივი ომის დროს ბავშვი იყო და ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის მსგავსი პრეზიდენტი ამერიკას ამ ომში დამარცხებას მოუტანდა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მოუწოდა ამერიკელებს არ შეწყვიტონ ბრძოლა საკუთარი ქვეყნისა და მომავლისთვის და ეს ყველა კანონიერი გზით გააკეთონ. მან ასევე პირობა დადო, რომ დემოკრატიული პარტია ყველაფერს გააკეთებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

წყარო: 

8 მარტს გადაიხადე თიბისი განაწილებით და მიიღე 30%-იანი ქეშბექი

თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა.

მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ ობიექტებში 4 თვიანი განაწილებით გადახდისას, შეძენილი ნივთის საფასურის 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ლარის ანგარიშზე, 31 მარტის ჩათვლით დაგიბრუნდებათ.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სასურველ კატეგორიას მოიცავს.

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი:

DKNY, VABENE, BENE SHOES, TRUSSARDI, FURLA, Patrizia Pepe, Superdry, Pinko, Lion of Porches, Marc O’Polo, Roman, Lee Wrangler, Levi’s, Gant, Guess, Lacoste, AW Lab, Atrio, Factory, The North Face, Timberland, Diesel, Pepe Jeans, Original Marines, Shoes Gallery

  • საბავშვო:

 Jakadi, Okaidi, Mayoral, Kid’s Gallery

  • სამკაული და აქსესუარები:

Delfos, Time, Pandora, Roniko

  • სხვა:

Samsonite, JYSK, ქალთა ბედნიერება

ყიდვა აღარ გადადო, გააკეთე შენი სურვილების სია, 8 მარტს, თბილისი გალერიაში ეწვიე პარტნიორ მაღაზიებს და იშოპინგე მომგებიანად.

(R)

“დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში“ (ავტორი – დოინა ჩიაკა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მაიკლ უოლცმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხუთ მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც ცნობილია, ტრამპმა უკრაინას დახმარება ორშაბათს, 3 მარტს შეუჩერა. თეთრი სახლის განმარტებით, ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო.

მეორე დღეს, შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ამერიკის ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან დადებითი შინაარსის მქონე წერილი მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებისა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოხატავს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინული, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. ვაშინგტონის თქმით, ეს შეთანხმება გადამწყვეტია უკრაინის თავდაცვისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

მაიკლ უოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება “კარგ, დადებით პირველ ნაბიჯად” შეაფასა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ მოლაპარაკების თარიღსა და ადგილს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ [უკრაინელებთან] ნდობის აღდგენის ზომებზე, შემდეგ კი მივმართავთ რუსებს და მათ მხარესთანაც დავაზუსტებთ“, – განაცხადა უოლცმა ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, ნდობის აღსადგენად, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა მხარეებს შორის საუბარი.

უოლცის განმარტებით, მოლაპარაკებათა დაწინაურების შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ და თუ მხარეებს შორის ნდობა აღდგება, ამის შემდეგ მათ პრეზიდენტი ტრამპი გადაამოწმებს და შესაძლოა უკრაინის დახმარების საკითხი გადაიხედოს.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული უნდა იყოს ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მშვიდობის დამყარებისადმი ორივეს, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარის გულწრფელ მიდგომაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +10 და ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +12, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +5 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია – ეს არის ბოლო გაფრთხილება-დონალდ ტრამპი “ჰამასს”

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას” უგზავნის და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„შალომ ჰამას“ ნიშნავს გამარჯობა და ნახვამდის – თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, დაუყოვნებლივ და არა მოგვიანებით, დააბრუნეთ თქვენს მიერ დახოცილი ადამიანების ცხედარი, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გაუკუღმართებული ადამიანები ინახავენ, ​​თქვენ კი ავადმყოფები და გაუკუღმართებულები ხართ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს ყველაფერს უგზავნის, რაც საჭიროა საქმის ბოლომდე მისაყვანად და რომ „ჰამასის“ არცერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ დაჯგუფება ისე არ მოიქცევა, როგორც ის ამბობს.

„ისრაელს ვუგზავნი ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ მოიქცევით ისე, როგორც მე ვამბობ. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენს მიმართ ბოლო გაფრთხილებაა!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ჰამასის“ ხელმძღვანელობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს და ასევე ანკლავის მოსახლეობას მიმართავს.

„ღაზას მოსახლეობას: მშვენიერი მომავალი გელით, მაგრამ თუ მძევლები გეყოლებათ, მკვდარი ხართ! მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევთ!” – წერს ტრამპი.

ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში-ემანუელ მაკრონი

ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, საჭიროა თავდაცვაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელება გადასახადების გაზრდის გარეშე.

„ჩვენ მოგვიწევს ახალი საბიუჯეტო არჩევანის გაკეთება და დამატებითი ინვესტიციები, რომლებიც ახლა აუცილებელი გახდა. ეს იქნება ახალი ინვესტიციები, რომლებიც საჭიროებენ კერძო დაფინანსების მობილიზებას, მაგრამ ასევე საჯარო დაფინანსებას გადასახადების გაზრდის გარეშე. ამისთვის რეფორმები იქნება საჭირო.

ჩვენ ვრჩებით ნატო-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ერთგული, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია დამოუკიდებლობის განმტკიცება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში“, – განაცხადა მაკრონმა.

 მშვიდობა ვეღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე, რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად -ემანუელ მაკრონი 

რუსული საფრთხე არსებობს და გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, გავლენას ახდენს ჩვენზე, რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.

„ჩვენ პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავაწესოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და კარგად მოვიქეცით, რადგან მხოლოდ უკრაინელი ხალხი არ იბრძვის გაბედულად თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საფრთხე ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. დიახ, თუ ქვეყანას შეუძლია, დაუსჯელად შეიჭრას თავის მეზობელ ევროპაში, მაშინ ვერავინ ვერ იქნება ვერაფერში დარწმუნებული. მშვიდობა ვეღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზეც კი.

პრეზიდენტი პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულირებს არჩევნებით რუმინეთსა და მოლდოვაში. ის აწყობს კიბერთავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა ხელი შეუშალოს მათ ფუნქციონირებას. რუსეთი ცდილობს ჩვენს მანიპულირებას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ცრუ განცხადებებით და საბოლოოდ, ის ცდის ჩვენს საზღვრებს. ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაზე, კოსმოსში და ჩვენს ეკრანებზე. ამ აგრესიულობამ, როგორც ჩანს, საზღვრები არ იცის“,- განაცხადა მაკრონმა.

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თქვე­ნი მონ­დო­მე­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა. შეძ­ლებთ და­ამ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თა­ლი ხართ ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ში და და­იც­ვათ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ფუ­ლის შოვ­ნის ახა­ლი შან­სი გა­მო­გიჩ­ნდეთ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან აზ­რე­ბის გაც­ვლა კარ­გი იქ­ნე­ბა.

კურო

დღეს რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გჭირ­დე­ბათ ში­ნა­გა­ნი ხმის მოს­მე­ნა. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას და მო­აგ­ვა­როთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­წუ­ხებთ. 6 მარტს შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­ნე­ბა და აი­მაღ­ლოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი. გა­ა­ტა­რეთ სა­სი­ა­მოვ­ნო, მშვი­დი სა­ღა­მო ოჯახ­თან ერ­თად.

ტყუ­პი

დღე შე­სა­ფე­რი­სია ახა­ლი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად, რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო უჩ­ვე­უ­ლო რა­მის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მას. თქვე­ნი ქცე­ვა მო­ი­ზი­დავს თქვენ­თან დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნებს და შეძ­ლებთ მათ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნას. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უფრო შე­სა­ფე­რი­სია შო­პინ­გის­თვის.

კირჩხი­ბი

დღეს მო­გი­წევთ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბა და რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რა. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გა­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ და სა­მუ­შა­ოს­გან მო­გაც­დე­ნენ. ვარ­სკვლა­ვე­ბი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვას და მარ­ტო­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას გირ­ჩე­ვენ. ხოლო მუ­შა­ო­ბი­სას პე­რი­ო­დუ­ლი შეს­ვე­ნე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ლომი

მი­მარ­თეთ პრობ­ლე­მი­სად­მი არას­ტან­დარ­ტულ მიდ­გო­მას, შე­ხე­დეთ მას ობი­ექ­ტუ­რად. ლო­მებს გექ­ნე­ბათ შან­სი, წინ წახ­ვი­დეთ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვან და რთულ სა­კი­თხში. სჯობს გა­და­დოთ სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლა. შე­საძ­ლოა ზედ­მე­ტი და­ხარ­ჯოთ და იყი­დოთ არა­სა­ჭი­რო ნივ­თი, რო­მე­ლიც მალე გა­გიც­რუ­ებთ იმედს.

ქალ­წუ­ლი

დღეს თქვე­ნი ენერ­გია და გამ­ძლე­ო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა. აი­ღეთ ურ­თუ­ლე­სი და­ვა­ლე­ბა. ნუ და­ნებ­დე­ბით, თუ თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ წავა. 6 მარტს შე­უ­პოვ­რო­ბა და მა­ღა­ლი შეს­რუ­ლე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ მი­ი­ღოთ ის, რაც გსურთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა.

სას­წო­რი

სას­წო­რე­ბის­თვის დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი უფრო და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოა დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი, უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ჩხუ­ბი. თუმ­ცა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნელ სა­ჩუქ­რებ­სა და სი­ურპრი­ზებს მი­ი­ღებთ. არის მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნეს­შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მოს­მე­ნის შან­სი. სა­სარ­გებ­ლოა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ოდ­ნავ შეც­ვლა.

მო­რი­ე­ლი

დღე მშვი­დი და პო­ზი­ტი­უ­რია. 6 მარ­ტი კარ­გი დროა დიდი პრო­ექ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად, სა­ბო­ლოო პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ უჩ­ვე­უ­ლო, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას. არ იჩ­ქა­როთ საქ­მე­ში, წინ წა­დით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შეც­დო­მებს ვერ აი­ცი­ლებთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ზედ­მე­ტად მკაც­რი იქ­ნე­ბით სხვე­ბის მი­მართ, მათ­გან იმა­ზე მეტს მო­ი­თხოვთ, ვიდ­რე შე­უძ­ლი­ათ. მშვილ­დოს­ნის გან­წყო­ბა დღეს პირ­ქუ­ში და ცოტა პე­სი­მის­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ოჯახ­თან ამ დღეს და­წყე­ბუ­ლი ჩხუ­ბი გარ­თულ­დე­ბა, ამი­ტომ ეცა­დეთ იყოთ უფრო რბი­ლი და კე­თი­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.

თხის რქა

დღეს და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა იმუ­შა­ოთ, არ და­ეყ­რდნოთ კო­ლე­გებს ან მე­გობ­რებს. ნუ შეხ­ვალთ კა­მათ­ში: მხო­ლოდ დრო­სა და ენერ­გი­ას და­კარ­გავთ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ თქვენს აზრს სხვებს და­უმ­ტკი­ცებთ. შე­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, არ ენ­დოთ იმას, რა­საც სხვე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, არ მო­უს­მი­ნოთ ჭო­რებს.

მერ­წყუ­ლი

კარ­გი დღეა მერ­წყუ­ლე­ბის­თვის. დღეს შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი. ვი­ღაც და­გი­ჭერთ მხარს ან გახ­დე­ბა თქვე­ნი სპონ­სო­რი. და­ი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ფან­ტა­ზია და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა. ძვე­ლი ფი­ნან­სუ­რი თუ ქო­ნებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი დღეს და­დე­ბი­თად მოგ­ვარ­დე­ბა თქვენ­თვის.

თევ­ზე­ბი

მო­ემ­ზა­დეთ რთუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი დღის­თვის. კა­მა­თი და და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც კი. 6 მარტს შე­ე­ცა­დეთ ნაკ­ლე­ბი ისა­უბ­როთ, არ გა­ა­კე­თოთ კო­მენ­ტა­რე­ბი და არ გა­აკ­რი­ტი­კოთ სხვე­ბი. კარ­გი დღეა მცი­რე შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის. სა­ღა­მოს გე­ლით სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი.

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას, რაც მას დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ბადრა გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ, მოსკოვის მხარდაჭერით, აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს.

რუმინეთმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

გაუქმებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ადგილზე გასულ კალინ ჯორჯესკუს საქმესთან დაკავშირებით რუმინეთმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

რუმინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის სამხედრო ატაშე, ალექსანდრე ჩურპინი და მისი მოადგილე, ევგენი იგნატიევი.

რუმინული მედია წერს, რომ იგნატიევის გვარი ჩანს კალინ ჯორჯესკუს საგამოძიებო საქმის მასალებში. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება საქმიანობის ჩატარებას, რომელიც ეწინააღმდეგება 1961 წლის ვენის კონვენციის დებულებებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

რუმინული მედიის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერმა, მარიან მოტოკუმ რუსეთის საელჩოში დარეკა და პოლკოვნიკ ევგენი იგნატიევთან დაკავშირებას ითხოვდა. რუმინული მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოში დარეკვამდე მარიან მოტოკუ კალინ ჯორჯესკუს ესაუბრა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოტოკუს უთხრა, რომ მას „აქვს გეგმა“, რომელიც მხოლოდ მან იცის.