Home Blog Page 289

უამინდობის და თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი ;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე – მიხეილ ყაველაშვილი

ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია.

„კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-სა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება. აქაც თანხვედრაა. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ და ტრამპის მოსვლამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ის და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, რომ მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და რა თქმა უნდა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“, – წერს ესტონეთის პრემიერი.

კრისტენ მიხალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„უკრაინის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – წერს კრისტენ მიხალი.

დონალდ ტრამპი ანჯეი დუდას შეხვდა

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

J

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის“ (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე შეიძლება მშვიდად დაიწყოს, მაგრამ საღამო მოვლენები გააქტიურდება. გამორიცხული არ არის, რომ წვეულებაზე დაგპატიჟონ ან სიურპრიზი მოგიწყონ, რომელიც ჩვეული რიტმიდან გამოგიყვანთ. თუ დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავთ, ეცადეთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ – თუ რამე გაღიზიანებთ, ჯობია ცოტა ხნით გაერიდოთ, ვიდრე კონფლიქტში მოხვდეთ.

რჩევა: მნიშვნელოვანია ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რომ დღესასწაული სტრესის მიზეზი არ გახდეს.

კურო

მშვიდი დღეა, თუ თავად არ გადაწყვეტთ მასში ქაოსის შეტანას. შესაძლოა, რაღაც ინტრიგებში თქვენი ჩათრება სცადონ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და სხვა ადამიანების საქმეებში არ ჩაერიოთ. ამ დღეს თქვენს სხეულს ჩვეულებრივზე მეტი დასვენება სჭირდება, ამიტომ თავს ზედმეტი აქტიურობით ნუ დატვირთავთ.

რჩევა: თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებიც გაღიზიანებთ. ამ დღეს ძალების აღდგენა გჭირდებათ და არა დაპირისპირება.

ტყუპები

სადღესასწაულო ატმოსფერო იმაზე მეტად ჩაგითრევთ, ვიდრე საჭიროა. მნიშვნელოვანია ემოციები აკონტროლოთ და საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ალკოჰოლურ სასმელს ეხება. ეცადეთ გვერდით გყავდეთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად გრძნობ და არა ის, ვისაც გარკვეული როლის შესრულება ეკისრება.

რჩევა: ამ დღეს ყველაზე მეტად „ცხელ გულზე“ გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გააკეთოთ, რასაც დიდხანს ინანებთ.

კირჩხიბი

ეს დღე უამრავ სასიამოვნო წუთს გპირდებათ. შესაძლოა, მიგიწვიონ შეხვედრაზე, სადაც თბილი და მეგობრული ატმოსფერო იქნება ან ზეიმის მოწყობა თავად გადაწყვიტოთ. მთავარია, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ და ყველაფრის გაკონტროლება არ სცადოთ. თუ ხმაურმა დაგღალათ, შეიძლიათ რამდენიმე წუთი განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ – მიეცით საკუთარ თავს უფლება მომენტით დატკბეთ და სხვების კომფორტზე არ იზრუნოთ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, თუნდაც ეს არ დაგეგმოთ. შესაძლოა ვიღაცამ თქვენი მიღწევები საჯაროდ აღიაროს, რაც ძალიან გაგახარებთ. მშვენიერი დღეა საყვარელ ადამიანებთან შეხვედრისთვის, მაგრამ ეცადეთ საკუთარი აზრები თავზე არავის მოახვიოთ. ვარსკვლავები მარტოხელა ლომებს ურჩევენ, ახალი ნაცნობის შესახებ ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთონ – ახლა ობიექტური აღქმა გაკლიათ.

რჩევა: დატკბით ყურადღებით, რომელსაც გარშემო მყოფებისგან გრძნობთ, მაგრამ უხმოდ და პასიურად. ზოგჯერ ჯობია, უბრალოდ დააკვირდე და მომენტით ისიამოვნო.

ქალწული

დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შეხვდებით – სასარგებლო ნაცნობობა და მოულოდნელი შეთავაზებები გელით. ამ დღეს ზედმეტი აურზაურის ასაცილებლად გააზრებულად უნდა იმოქმედოთ.

რჩევა: ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით თუ ახალ შთაგონებას ეძებთ. მიეცით საკუთარ თავს და ახლობლებს ცოტა სითბო და სიხარული – ეს ენერგიით აგავსებთ.

სასწორი

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული და გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შეადღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეიძლება წვეულებაც კი მოაწყოთ. თუ შაბათ-კვირასაც მუშაობა გიწევთ, უმჯობესია მკაფიო გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს ანაწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

რჩევა: მოერიდეთ მგრძნობიარე თემებს და არასაჭირო კამათს. დღეს თქვენი ამოცანაა თქვენს გარშემო სიმსუბუქე და ჰარმონია შეინარჩუნოთ.

მორიელი

გულწრფელობა ყოველთვის გამართლებული არაა. შესაძლოა, სადღესასწაულო ატმოსფეროს გავლენით რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ეს განსაკუთრებით მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში პირად თემებზე საუბარს ეხება. თუ მნიშვნელოვანი ამბის გაზიარება გსურთ, ეს მასთან უნდა გააკეთოთ, ვისაც ნამდვილად ენდობით. ემოციები მხოლოდ ხელს შეგიშლით, ეცადეთ მშვიდად გაერკვეთ სიტუაციაში, რომელიც გაღელვებთ.

რჩევა: ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. ზოგჯერ ჯობია უბრალოდ გაჩუმდეთ, ვიდრე შემდეგ საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშები იხადოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, პირველ შთაბეჭდილებას არ ენდოთ. შეიძლება ,ვიღაც თქვენზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მაგრამ ლამაზი სიტყვების მიღმა რაღაც სხვა იმალება და შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც ჩანს. ეს განსაკუთრებით ახალ ნაცნობებს ეხება. თუ დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავთ, ეცადეთ ალკოჰოლმა ძალიან არ გაგიტაცოთ და სიფხიზლე არ დაკარგოთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი თქვათ ან გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

რჩევა: ადამიანებს სწრაფად და დაუფიქრებლად ნუ ენდობით. სჯობს, უფრო ახლოს დააკვირდეთ და სიტუაცია შეაფასოთ, ვიდრე მოგვიანებით იმედგაცრუებული იყოთ.

თხის რქა

შესაძლოა, მოულოდნელად ყურადღების ცენტრში მოექცეთ და რაღაც საქმის ორგანიზატორობა მოგიწიოთ. ეს, ერთი მხრივ, სასიამოვნოა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება დამღლელი იყოს. თუ გრძნობთ, რომ დავალებას თავს ვეღარ ართმევთ, შეგიძლიათ ლიდერობა სხვას გადაულოცოთ. თუ სამსახურში, რაღაც საკითხების მოულოდნელად მოგვარება გიწევთ, ჯობია ეს დილით გააკეთოთ, რათა საღამო არ გაგიფუჭოთ.

რჩევა: ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ უბრალოდ ამ დღით დატკბეთ.

მერწყული

ეს დღე შეიძლება საინტერესო და მოვლენებით დატვირთული იყოს. თქვენში წინააღმდეგობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ საკითხზე კამათობთ და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობთ მაშინაც, როცა არავინ გედავებათ. თუ ხმაურიან წვეულებაზე აღმოჩნდით, ნუ ეცდებით, რომ ყველას მოეწონოთ. მთავარია, ამ დღემ სიამოვნება მოგიტანოთ და არა დაღლა .

რჩევა: ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, გიკარნახონ, სად და როგორ გაატაროთ ეს დღე.

თევზები

თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, ეს დღე შეიძლება საკმაოდ რთული და დამღლელი იყოს. გახსოვდეთ, რომ ბევრი ალკოჰოლი არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს, არამედ უხერხულობასაც იწვევს. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ და გახსოვდეთ, რომ ხვალ სამსახურში დატვირთული დღე გელით.

რჩევა: აკონტროლეთ თქვენი ქმედებები და ემოციები. უმჯობესია, თავშეკავება გამოიჩინოთ, ვიდრე მოგვიანებით ნათქვამი ან გაკეთებული ინანოთ.

დონალდ ტრამპი ინფორმაციით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

🌨 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. ❗️საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ❗️❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო).

,,მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია,”- ვატო შაქარიშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლიალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, “დიფ სთეითში” ვერ გაიგეს მთავარი – საქართველოში მათი მარცხის მიზეზი, არა მხოლოდ პერსონები, არამედ, საქართველოსთან მიმართებით მათი რეალური მიზნებია.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია. მისი “ქამბექიც” შესაბამის პლატფორმაზე მოხდა, სპეცსამსახურების განყოფილების – „რადიო თავისუფლების” ეთერში.

ვრცელი ინტერვიუს დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ რესპონდენტი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიძახეს და ისიც მალევე შეუდგა ტყუილების მოყოლას.

ისეთი აბსურდები ილაპარაკა საჰაერო სისტემებზე, სააკაშვილი რომ ამბობდა, ისეთი ბეტონის ორმოები ავაშენე თბილისის შემოგარენში 6 თვე გავუძლებთ რუსეთის შემოტევასო.

„გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული დარტყმებისგან აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ახლა ხავსს ეჭიდება, ხავსი კი ამ შემთხვევაში ალასანიაა.

ერთი და მთავარი ვერ გაიგეს იქ Deep State-ში, რომ საქართველოში მარცხის მიზეზი, მხოლოდ პერსონებში არ არის, არამედ ამის მთავარი მიზეზი მათი რეალური მიზნებია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში.

აგენტურული ხელისუფლების დაბრუნებას ვერც ლომჯარია-გიგაურის ხელით შეძლებენ და ვერც ირაკლი ალასანიას ხელით.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ალასანიას CV ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროიდან, როდესაც ის ოპოზიციაში ჩანერგეს და ჩამშლელის როლი განუსაზღვრეს. ქართული ოცნების კოალიციაშიც იგივე ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროულად მოხდა მისი გამოაშკარავება, ხოლო ცალკე რასაც წარმოადგენს და როგორი მხარდაჭერაც აქვს იქვე გამოჩნდა 2016 წლის არჩევნებში, ბარიერს მიღმა რომ დარჩა.

მის პიროვნებაზე ასევე მკაფიოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა უმრავლესობა მას გაემიჯნა და დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან და არა Deep State-ის.

ასე რომ, ტყუილად ჰგონიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, რომ სტაჟიან აგენტს დრო გაასუფთავებს და მის რეალურ სახეს ვერ ვიცნობთ!

P.S. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტაჟიანი აგენტის შემოცურების მცდელობა იქვე დასამარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ურცხვად თქვა – ის საკუთარ ფინანსებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებსო…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

,,გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ”- მიხეილ ყაველაშვილი 

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ.

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,, 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთმა დონეცკის ოლქის სამ ქალაქთან 20 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა”- უკრაინული ანალიტიკური პროექტი 

2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთმა უკრაინაში დონეცკის ოლქის სამ ქალაქთან 20 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშში.

ანალიტიკოსების გათვლით, რუსეთის არმიის ზარალი დაღუპულების, დაჭრილების და ტყვედ ჩავარდნილების სახით შეფასდა ბელოგოროვკაში, ჩასოვ იარში და ტორეცკში.

აღნიშნულ სამ ქალაქში რუსეთის არმიის 7,5 ათასამდე ჯარისკაცი მოკლეს.

აღნიშნულ პერიოდში ტორეცკში რუსულმა არმიამ 4 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით, 8 400-ზე მეტი დაშავდა, 44 კი ტყვედ ჩავარდა.

ბელოგოროვკაში რუსეთის არმიის 1 543 ჯარისკაცი მოკლეს, 1 455 დაშავდა, 15 კი ტყვედ ჩავარდა. რაც შეეხება ჩასოვ იარს, აქ რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 1 967-ს აღწევს, 2 897 დაშავდა, 16 კი ტყვედ ჩავარდა.

ვიქტორ ორბანი – უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება

უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ უნგრულ ეკონომიკას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა უნგრეთის შიდა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ და სამ შვილიანი დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და მიმდინარე წლის აპრილიდან საცხოვრებელი სახლისთვის სესხების საპროცენტო განაკვეთებს 5%-მდე შეამცირებს.

„ჩვენ ვაცხადებთ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო შემცირების პროგრამას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.