Home Blog Page 288

კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.

უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მეუფე ზენონი

უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

მეუფე ზენონი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ „პოსტში“ საუბრობს უთანასწორობასა და უსამართლობაზე და აცხადებს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია.

„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!

“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, – წერს მეუფე ზენონი.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაიცით, უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ, საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი – რიონი- ქუთაისი-რიონი;

„საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – წერია ინფორმაციაში.

ფოთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – ბაღებში და სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდება

ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და მსჯელობისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც მათი საფიქრალია – შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, დღეს ბრიუსელს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერი უნდა დადგეს,რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგება და დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ პარტნიორებს სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გარდა, სხვა არაფერი აქვთ.

„ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ვხედავთ, როგორი უსუსური აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომელიც აქამდე აქეზებდნენ უკრაინას, ეტყოდნენ: „ბოლომდე თქვენ ერთად ვართო“ და როგორ ბოლომდე არიან, ხომ გამოჩნდა ახლა?! ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და ამაზე მსჯელობისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც სინამდვილეში, ზუსტად მათი საფიქრალი არის. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი არის ვალში. ამ ვალს გადახდა უნდა და არა ისე, რომ ახლა დაიმალონ და რაღაც საკითხებზე იმსჯელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავისი ადგილი ვერ უპოვია ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს“.

„აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც ისინი მაგრები ყოფილან, ეს არის სხვისი წაქეზება ქმედებებზე და საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდა, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ. შეგახსენებთ, იგივე ხალხი ჩვენც გვაქეზებდა, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით. ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და მოწოდებებით და შემდეგ, ეს ყველაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა.საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, რა გვექნებოდა, „ტვიტზე“ განცხადება, როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა? “,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამას უხსნიდნენ ისინი პარტნიორებს,რომ „მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს“.

„ის ხალხი ან აღარ არის თანამდებობაზე, ან თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, კვლავ სოციალური ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება თუ ხელისუფლება. ვფიქრობ, ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი არ უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა. არავის ინტერესი, არავის ტკბილი სიტყვა, არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგეს იმიტომ,რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, როცა დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა, სხვა არაფერი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო. დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, ამ ყველაფრის დიდ ნაწილი სესხი იყო, რომლის გადახდა ახლა ომგამოვლილს ხალხს მოუწევს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანინავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს.

„ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.

„ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,”- განაცხადა პრემიერმა.

უამინდობის და თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი ;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და მათ არ შესწევთ ძალა, რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე – მიხეილ ყაველაშვილი

ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია.

„კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-სა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება. აქაც თანხვედრაა. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ და ტრამპის მოსვლამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ის და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, რომ მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და რა თქმა უნდა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“, – წერს ესტონეთის პრემიერი.

კრისტენ მიხალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„უკრაინის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – წერს კრისტენ მიხალი.

დონალდ ტრამპი ანჯეი დუდას შეხვდა

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

J

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის“ (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.