Home Blog Page 288

“ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: “ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა”- Der Tageszeitung

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Der Tageszeitung) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნიდერლანდებში (უტრეხტში) მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან და კომპოზიტორთან ანუშკა ჩხეიძესთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. პუბლიკაციის სათაურია „ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: „ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა“ (ესაუბრება შტეფან გრეინერი).

„ანუშკა ჩხეიძე 1997 წელს ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაინტერესდა ელეტრონული მუსიკით და ამ სფეროში – ციფრულ მუსიკაში – ცოდნა ჯერ გერმანიაში და შემდეგ ნიდერლანდებში გაიღრმავა“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

– თქვენ უტრეხტში ცხოვრობთ, მაგრამ ახლა თბილისში გესაუბრებით – აქტიურად მონაწილეობთ ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტორიტარული და პრორუსული კურსის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში. რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?

– არ შემეძლო მღელვარების გარეშე მეყურებინა ტელევიზორში საზღვარგარეთიდან, თუ როგორ სცემდნენ პოლიციელები ქართველ ხალხს. ეს საშინელებაა, ამიტომ დავბრუნდი თბილისში და პროტესტანტებს შევუერთდი… მართალია, დემონსტრაციებში მონაწილეობა ბევრ დროს მართმევს – სასამართლოდან მივდივარ პარლამენტის წინ, შემდეგ ტელეეთერში გამოვდივარ ხოლმე… მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქვეყანას ჩვენი დახმარება ჭირდება. პროტესტებმა კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს…

– თქვენ ახლაც აგრძელებთ თქვენს მუშაობას მუსიკაში?

– რთულია ასეთ დროს [შემოქმედებითი მუშაობა]. აი, ახლა, მეტროთი უნდა წავიდე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ უსამართლობას.  უცხოეთიდან მირეკავენ პროექტებში მონაწილეობის მიზნით, მაგრამ ბევრი რამ გადავდე. ვხედავ, რომ საქართველო კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. ბევრი ხელოვანისთვის შეიძლება ასეთი ვითარება შთამაგონებელია, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. მე უპირატესობას მივანიჭებდი დემონსტრაცია ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამეტარებინა და არა მუსიკის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებს პროტესტების დროს ქმნიან.

– თქვენ ელოდებით, რომ საპროტესტო აქციებში ისევ 300 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს?

– უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სიტუაცია დაძაბული იყო. ამას დაემატა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებას წყვეტსო… დაიწყო აქციები დაახლოებით 300 000 ადამიანის მონაწილეობით, რასაც მთავრობის მხრიდან რეპრესიები მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ სიტუაცია დაწყნარდებოდა, თუ ხელისუფლება განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა. მაგრამ რადგანაც ასე არ მოხდა, იძულებულნი ვართ პროტესტები გავაგრძელოთ. თუმცა მგონია, რომ აქციის მონაწილეთა ძალები იწურება.

– თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ქართული კულტურის მოღვაწეთა საპროტესტო აქციები. რაში გამოიხატება მათი აქციების აზრი?

– მსახიობთა გაფიცვები თეატრებში გასულ დეკემბერში დაიწყო, შემდეგ მათ მხარი დაუჭირეს მუსიკოსებმაც, სოლიდარობის ნიშნად. გერმანიაში, როგორც ვიცი, არსებობს წესი, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს დავები შრომით კოლექტივსა და ხელმძღვანელობას შორის, ჩვენთან, საქართველოში კი ამ მხრივ პროფკავშირები საერთოდ არ არიან. როცა შენს გვერდით ადამიანს სცემენ, თეატრში სპექტაკლების დადგმას და მათში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია აქციებში მუშათა კლასის მონაწილეობაც, ანუ საყოველთაო გაფიცვა. ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა.

– მოიტანა თუ არა შედეგები აქციებმა?

– გარკვეულ მომენტში აქტიურობის პიკი ნამდვილად იყო. ამჟამად ადამიანები სამსახურებს უბრუნდებიან. თანდათანობით ისევ გაიხსნა კულტურის დაწესებულებები, ბარები და კლუბები. მათ შემოსავლები შემოაკლდათ და ის უნდა აინაზღაურონ. შემოსავლების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ. გაფიცვა გრძელდება მხოლოდ კინოსა და თეატრის მსახიობებს შორის – ალბათ, იმიტომ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონოდ დაპატიმრებული. ვფიქრობ, აქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ ყველა პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული.

– არ გეშინიათ, რომ თქვენც დაგაპატიმრონ?

– ყოველდღე მეუფლება შიშის გრძნობა. გუშინ, მაგალითად, კრიტიკული სიტუაცია იყო, აქციას სასამართლოს წინ ვატარებდით. ჩვენ ცოტანი ვიყავით და პოლიციის გაძლიერებული დაცვის წინაშე აღმოვჩნდით. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები შეტყობინებას იღებენ – მიტინგებში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობა გეკისრებათო. ზოგჯერ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ჯიბეში ჩუმად ნარკოტიკებს უდებენ და შემდეგ იჭერენ… ან საიდუმლოდ იწერენ საუბრებს. ანდრო ჭიჭინაძე და სხვები საპყრობილეში ყალბი ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ. შესაძლოა მათ დიდხანს მოუწიოთ ციხეში ყოფნა. რა თქმა უნდა, მეც მეშინია, მაგრამ პროტესტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო.

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი.

მომხმარებლები ფულადი ვაუჩერის კოდს SMS-ის სახით მიიღებენ, შენაძენის გაკეთებიდან მეორე დღეს.

ფულადი ვაუჩერის გამოყენებას მომხმარებელი PSP-ს აფთიაქებში 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ შენაძენზე შეძლებს.

“PSP კვლავ განაგრძობს სიახლეების შეთავაზებას. მომხმარებელს ყოველ 100+ ლარიან შენაძენზე საჩუქრად 10ლ ფულადი ვაუჩერი გადაეცემა; ყოველ ახალ შენაძენზე დაჯამების გარეშე, ერთი ვაუჩერის გამოყენებას შეუძლია. მომხმარებლისთვის საინტერესო აქციების, აქტივობების, ფასდაკლებების, სარგებლიანი ვაუჩერებისა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით კომპანია ყველა ასაკის და გემოვნების მომხმარებლის ინტერესსა და საჭიროებას პასუხობს. სწორედ ამიტომ ირჩევს ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი თავისი „ოჯახის აფთიაქად“.- აცხადებენ PSP-ში.

(R)

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების მესამე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ.

„უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან“, – დაწერა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

„რუსეთის სასტიკი ინტერვენციის მესამე წლისთავზე, ევროპა კიევშია. ჩვენ ვართ კიევში დღეს, რადგან უკრაინა არის ევროპა. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედია. ეს ევროპის ბედია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან, ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა მოსკოვიდან -ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ევროპას აშშ-ისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.

„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველია, რა ელოდება ნატო-ს მომავალში და მოუწევს თუ არა ევროპას სწრაფი მოქმედება საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. მერცმა ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.

„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – აღნიშნა მერცმა.

შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.

უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზეც. დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათ ურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.  

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს

დიდთოვლობის გამო რკინიგზა რეისებს აუქმებს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაუქმებულია დღევანდელი რეისები: ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; რიონი-ქუთაისი-რიონი და ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის რეისები.

უქმდება 25 თებერვლის შემდეგი რეისებიც: თბილისი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისი.

გაუქმებულია 26 თებერვალს დაგეგმილი ოზურგეთი-თბილისისა და რიონი- ქუთაისი-რიონის რეისიც.

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

ოლაფ შოლცმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამარცხება აღიარა.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მან შედეგებს „მწარე“ უწოდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა გადადგომის შესახებ არაფერი უთქვამს.

თავის გამოსვლაში, რომელიც პარტიის ბერლინის შტაბ-ბინაში გაიმართა, შოლცმა კონსერვატიული ბლოკის ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატის მოპოვება მიულოცა.

შოლმცა აგრეთვე აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 20% მოპოვება არჩევნებში მასში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მემარჯვენე პარტია, ისეთი, როგორიცაა AfD, ასეთ შედეგებს იღებს, არის ის, რასაც ჩვენ ვერასდროს შევეგუებით“, – თქვა შოლცმა.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ფედერალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმათა 28% იმარჯვებს კონსერვატორთა ბლოკი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის ხმათა 20,8%. შოლცის პარტიამ ხმათა 16,4% მესამე ადგილი დაიკავა.

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

სჯობს, დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ და­ი­წყოთ – სა­სურ­ველ შე­დეგს მა­ინც ვერ მი­აღ­წევთ, მაგ­რამ მათ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა არა მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლიც – შეძ­ლებთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა ნი­უ­ან­სი.

კურო

არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა: ჯერ ერთი, ორი კურ­დღლის დევ­ნა არას­დროს მიგ­ვიყ­ვანთ კარგ შე­დე­გამ­დე და მე­ო­რეც, შე­იძ­ლე­ბა ეს თქვენს კო­ლე­გებს არ მო­ე­წო­ნოთ.

ტყუ­პი

იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს და­გე­ბა­დე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდეს, მთა­ვა­რია, არ უთხრათ გარ­შე­მო მყო­ფებს მათ შე­სა­ხებ, თუნ­დაც ახლო მე­გობ­რებს.

კირჩხი­ბი

ენერ­გია დღეს გო­ნივ­რუ­ლად უნდა და­ხარ­ჯოთ, ნუ ეც­დე­ბით ყვე­ლაფ­რის ერ­თდრო­უ­ლად გა­კე­თე­ბას: სჯობს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გან­სა­ზღვროთ, დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა შე­ად­გი­ნოთ და ყუ­რა­დღე­ბით მიჰ­ყვეთ მას.

ლომი

დღეს მიდ­რე­კილ­ნი ხართ ფუ­ლის ფლან­გვის­კენ და სა­სურ­ვე­ლია, გა­მო­ი­ჩი­ნოთ გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა: არა­ვინ გა­ი­ძუ­ლებთ უარი თქვათ აუ­ცი­ლე­ბელ­ზე, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იყი­დოთ ის, რაც არა­სა­ჭი­როა.

ქალ­წუ­ლი

უმ­ჯო­ბე­სია დღეს თავი აა­რი­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ან ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას: ობი­ექ­ტუ­რად ვერ აწონ-და­წო­ნით ყვე­ლა და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე, ამი­ტომ დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ არას­წო­რი იყოს.

სას­წო­რი

იმუ­შა­ვეთ მშვი­დად, თან­და­თა­ნო­ბით და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ა­კე­თოთ ბევ­რად მეტი, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მო­რი­ე­ლი

მო­ე­რი­დეთ ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხუმ­რო­ბას, დღეს ეს შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში იყოს: ადა­მი­ა­ნი ამ წყე­ნას და­ი­მახ­სოვ­რებს და ადრე თუ გვი­ან ცუ­დად გა­და­გიხ­დით სა­მა­გი­ე­როს.

მშვილ­დო­სა­ნი

არ უნდა გათ­ქვათ არც თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და არც თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვინ­მეს შურ­მა და ბო­როტ­მა ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა გაქვთ.

თხის რქა

შე­ე­ცა­დეთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ უმიზ­ნოდ დრო­ის და­კარ­გვა უსაქ­მურ სა­უბ­რებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სქ­როლ­ვა­ზე. ეს გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს წა­გარ­თმევთ, ვიდ­რე თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ.

მერ­წყუ­ლი

არ უნდა შეხ­ვდეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, თუ, რა თქმა უნდა, ერ­თად არ ცხოვ­რობთ: რო­მან­ტი­კულ­მა პა­ე­მან­მა, მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც გა­გი­ჭირ­დე­ბათ შე­რი­გე­ბა.

თევ­ზე­ბი

დღეს უფ­რო­სის­გან შორს უნდა იყოთ. დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე თქვენ მოგ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი. რის შე­დე­გა­დაც შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ არა­სა­სურ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა და, და­კარ­გოთ ბო­ნუ­სი.

საფრთხის დონე მაღალია… – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“, – აცხადებენ სააგენტოში.

უამინდობის გამო ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების გაწმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი.

აშშ-მა უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ში წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომლის თანასპონსორია საქართველო

უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღის და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონი და კიევი გაერო-ს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რეზოლუციის უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს.

გამოცემის ცნობით, ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში, აშშ-ის დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.

„ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინას, გაიწვიოს თავისი რეზოლუციის პროექტი და ნაცვლად ამისა, შემოგვიერთდეს ისეთ რეზოლუციაზე, რომელიც შეიძლება, კონსენსუსით მიიღონ და რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, ფოკუსირებული ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე“, – ნათქვამია აშშ-ის შეტყობინებაში, რომელიც ევროპის დედაქალაქებში გაიგზავნა.

„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინის რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მივცეთ ხმა და ვცდილობთ, მივიღოთ მოკლე, მარტივი ტექსტი, რომელზეც, ჩვენი აზრით, ყველა წევრ სახელმწიფოს, უკრაინისა და რუსეთის ჩათვლით, შეუძლია თანხმობა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ უკრაინისკენ მოწოდებაში, გაიწვიოს თავისი რეზოლუცია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ-მა ასევე სთხოვა უკრაინის ოფიციალურ პირებს, უკან გაეწვიათ რეზოლუცია, რაზეც კიევმა უარი თქვა.

თავის მხრივ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სთხოვა ვაშინგტონს, შეეცვალა თავისი პროექტი. აშშ-მა განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს.

ვრცელი უკრაინული რეზოლუცია ნათლად ადანაშაულებდა რუსეთს უკრაინაში შეჭრაში. აშშ-ის პროექტში კი ისმის მოწოდება კონფლიქტის „სწრაფი დასრულების შესახებ“ და მწუხარებას გამოთქვამს „რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში ტრაგიკულ მსხვერპლზე“. ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში არ არის ნახსენები თუ ვინ დაიწყო ომი და ის არც კრემლის მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს არ აყენებს.

„უოლ სთრით ჯორნალის ინფორმაციით, „ამ რეზოლუციას ჰყავს ერთი თანასპონსორი: საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირებიც მოსკოვთან ბოლო დროს დათბა”.

სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ აშშ-მა წარადგინა რეზოლუციის საკუთარი ვერსია. რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრიორიტეტია ომის დასრულება.

რუბიომ ასევე დაურეკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას და მოუწოდა მას, მხარი დაეჭირა აშშ-ის ძალისხმევისთვის.

აშშ-ის მიერ გაერო-სთვის წარდგენილ რეზოლუციას შესაძლოა, ორშაბათს უყარონ კენჭი.

თბილისის მერია – დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა მშვიდობისთვის ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.

პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:

„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.

მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“