Home Blog Page 287

ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა მშვიდობისთვის ან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.

პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:

„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.

მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“

CNN-მა გამოთვალა, რამხელა ტერიტორია დაკარგა უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ

უკრაინამ, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თავისი ტერიტორიების 11% დაკარგა. ამის შესახებ CNN წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით. 

„ომის დასაწყისში, უკრაინამ რუსულ ჯარებს თავისი დედაქალაქის, კიევის აღების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი, გამარჯვებები მოიპოვა ხარკოვისა და ხერსონის ოლქების გარკვეულ მონაკვეთებში. თუმცა, მანვე დიდი დანაკარგები განიცადა დონეცკისა და ბახმუტის მიმდებარე აღმოსავლეთ რეგიონებში“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თუ იმ მიწებს ჩავთვლით, რომლებიც რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2024 წლის კონფლიქტის შემდეგ ჰქონდათ დაპყრობილი ყირიმსა და დონბასის ნაწილში, უკრაინის მიერ დაკარგული მიწები 18%-მდე ავა.

CNN-ს ასევე მოჰყავს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის შემდეგ, აშშ უკრაინის უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი იყო და ომში მყოფი ქვეყნის მიერ მიღებული ფინანსური მხარდაჭერის 47% სწორედ მასზე მოდის. რაც შეეხება ევროკავშირს, მისგან უკრაინამ მთლიანი დახმარებიდან 32% მიიღო, ხოლო კიდევ 20% სხვა ქვეყნებზე, კერძოდ – დიდ ბრიტანეთზე, კანადასა და იაპონიაზე მოდის.

სტატიაში ისიც არის აღნიშნული, რომ თავიანთი სახლების დატოვება და უკრაინის სხვა მხარეში, ანაც სხვა ქვეყანაში გადასვლა მილიონობით უკრაინელს მოუხდა. გაეროს დევნილთა სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში 6.3-ზე მეტი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს, მათ შორის 1.2 გერმანიაში. თითქმის 1 მილიონი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს პოლონეთში, ხოლო კიდევ 390 000 ჩეხეთში. გაეროს უახლესი შეფასებით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციაში 1.2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა.

წიქვაძე: სიცრუეა საიდუმლო დავალებებზე საუბარი ბაჩიაშვილის მხრიდან

მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა კრედიტი და მიიღო კიდეც, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში.

ადვოკატი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ადვოკატი პოსტში აღნიშნავს, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება.

„ე.წ მორალურ კატეგორიას მიეკუთვნება ორი ცრუ გარემოება, რომ თითქოს ბრალდებულს დაბალი ხელფასი ჰქონდა ფონდში და რისკიან დავალებებს ასრულებდა. ამ ცრუ გარემოებებით ბრალდებული ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას ეკუთვნოდა კრედიტი მაინც, დაბალი შემოსავლისა და განსაკუთრებული დავალებების შესრულების გამო.

ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ხელფასი ფონდში ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორის ხელფასს რამდენიმეჯერ აღემატებოდა. უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაში იყო ტოპ მენეჯერების ყველაზე მაღალ ანაზღაურებასთან, რაც კი არსებობდა იმ პერიოდში ქართულ საფინანსო სექტორში. გარდა ამისა, ცხადია იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა.

ტყუილია ისიც, რომ ის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს ასრულებდა. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. მეორეს მხრივ კი, ჩემი მარწმუნებლის განმარტებით, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მის პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან.

მესამე ცრუ გარემოება კი აპელირებას ახდენს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკაზე, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის დაკრედიტების პროცესში. აღნიშნულიც წარმოადგენს ტყუილს, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ჩემი მარწმუნებლის პირადი ქონებით (დამონტაჟებული ჩანაწერის ტექსტშიც ნათლად ვლინდება ეს).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე, რეალობასთან შესაბამისობაზე“, – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს – ქართველი ხალხი არ დაშინდება – ჯო უილსონი

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, [რესპუბლიკური პარტია] ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ქართველი ხალხი არ დაშინდება!“, – აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი.

კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.

უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მეუფე ზენონი

უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

მეუფე ზენონი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ „პოსტში“ საუბრობს უთანასწორობასა და უსამართლობაზე და აცხადებს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია.

„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!

“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, – წერს მეუფე ზენონი.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაიცით, უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება

უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ, საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;

25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;

25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;

25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;

26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

26 თებერვალი – რიონი- ქუთაისი-რიონი;

„საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – წერია ინფორმაციაში.

ფოთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – ბაღებში და სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდება

ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და მსჯელობისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც მათი საფიქრალია – შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, დღეს ბრიუსელს უფრო მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ცრუ ნარატივებზე მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერი უნდა დადგეს,რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგება და დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ პარტნიორებს სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გარდა, სხვა არაფერი აქვთ.

„ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ვხედავთ, როგორი უსუსური აღმოჩნდნენ ის მთავრობები, რომელიც აქამდე აქეზებდნენ უკრაინას, ეტყოდნენ: „ბოლომდე თქვენ ერთად ვართო“ და როგორ ბოლომდე არიან, ხომ გამოჩნდა ახლა?! ამიტომ, ერთ რამეს ვისურვებდი, ნაცვლად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისა და ამაზე მსჯელობისა, დემოკრატიის და ხალხის ნების უარყოფისა, იმ საკითხით დაკავდნენ, რომელიც სინამდვილეში, ზუსტად მათი საფიქრალი არის. უკრაინელი ხალხის წინაშე ევროკავშირის ყველა დედაქალაქი არის ვალში. ამ ვალს გადახდა უნდა და არა ისე, რომ ახლა დაიმალონ და რაღაც საკითხებზე იმსჯელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საუბარია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავისი ადგილი ვერ უპოვია ევროკავშირის დედაქალაქების წარმომადგენლებს“.

„აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც ისინი მაგრები ყოფილან, ეს არის სხვისი წაქეზება ქმედებებზე და საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდა, რომ ზურგის გამაგრება არ შეუძლიათ. შეგახსენებთ, იგივე ხალხი ჩვენც გვაქეზებდა, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით. ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და მოწოდებებით და შემდეგ, ეს ყველაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა.საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, რა გვექნებოდა, „ტვიტზე“ განცხადება, როგორც ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა? “,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამას უხსნიდნენ ისინი პარტნიორებს,რომ „მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს“.

„ის ხალხი ან აღარ არის თანამდებობაზე, ან თბილი ოთახიდან აკვირდება ამ მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, კვლავ სოციალური ქსელით გაამხნეონ ესა თუ ის საზოგადოება თუ ხელისუფლება. ვფიქრობ, ამან ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი უნდა დააფიქროს, რომ არაფერი არ უნდა დააყენო შენს ეროვნულ ინტერესზე მაღლა. არავის ინტერესი, არავის ტკბილი სიტყვა, არავის თხოვნა-მუდარა არ არის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგეს იმიტომ,რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ვიღაცის ანგარიშის გაწევისთვის რაღაცას გააკეთებ, როცა დაგჭირდება, აღმოჩნდება, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გარდა, სხვა არაფერი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სესხი იყო. დახმარება, ტაშის კვრა და წითელი ხალიჩები, ამ ყველაფრის დიდ ნაწილი სესხი იყო, რომლის გადახდა ახლა ომგამოვლილს ხალხს მოუწევს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანინავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს.

„ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.

„ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის” საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,”- განაცხადა პრემიერმა.

უამინდობის და თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი ;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.