Home Blog Page 286

თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული

გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა.

მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მათ გადახდილი თანხის 30% ერთგულის ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.

ახალი თიბისი ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ჯამურად მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, შესაძლებლობა აქვთ მაქსიმუმ 300 ლარი დაიბრუნონ.  

ტრადიციულად მრავალფეროვანი და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებულია იმ პარტნიორი ობიექტების კატეგორიებიც, სადაც თიბისის მომხმარებლები საგაზაფხულო აქციებით ისარგებლებენ: თავის მოვლის საშუალებები, პარფიუმერია, აქსესუარები, სათვალეები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

საგაზაფხულო შეთავაზებები მოქმედებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში.

ტრამპი ფიქრობს, რომ ომის დასრულება უკრაინაში რამდენიმე კვირაში შეიძლება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.

„ვფიქრობ, თუ ჩვენ ჭკვიანად მოვიქცევით, მის დასრულებას რამდენიმე კვირაში შევძლებთ. ხოლო თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ის გაგრძელდება და ჩვენ სულ უფრო მეტ ახალგაზრდა, შესანიშნავ ადამიანს დავკარგავთ, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე დასძინა, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ვერ მოხერხდება, ის, შესაძლოა, „მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს სურს მიიღოს მონაწილეობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც „ომი უნდა დასრულდეს“.

ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი – ლანჩხუთის მერი 

ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

„ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სარისკო აქტივობებს უნდა მოერიდოთ, რათა რაღაც ძვირფასი არ დაკარგოთ. ეცადეთ, რომ მატყუარა და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდოთ – თუ თქვენი მოტყუება ვერ შეძლეს, განწყობას აუცილებლად გაგიფუჭებენ. თუ მოახერხებთ, მოსაწყენი საქმეების კეთება სამომავლოდ გადადეთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ.

კურო

საქმის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დილიდან ოპტიმისტურად განეწყოთ და ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ. ამ დღეს ექსპერიმენტებისგან თავის შეკავება და კარგად ნაცნობი გზით სიარული სჯობს. უფრო მეტიც – უცნობ ადამიანებთან ურთიერთობასაც უნდა მოერიდოთ და მთელი დღე ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

ტყუპები

ამ დღეს მიხვდებით, თუ რამდენად სწორი იყო თქვენი ძველი გადაწყვეტილებები. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და მოძრაობის ვექტორი შეცვალოთ. ზოგი იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ახლავე განახორციელოთ. ამ დღეს დაწყებული ნაცნობობა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და მნიშვნელოვანი საქმეების კეთება დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ დროს დაკარგავთ და დაწყებული საქმის დასრულება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, სამსახურში კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ, თუმცა შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დღეს გაგილამაზებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი აზრის მტკიცება და ორატორობის დემონსტრირება მოგიწევთ. ეს პროფესიულ სფეროში დაგეხმარებათ და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. მოერიდეთ გულწრფელ საუბრებს, რათა შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გასცეთ და მოგვიანებით უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

სასწორი

მოემზადეთ რთული დღისთვის, როდესაც პრობლემა შეიძლება ყველაზე უწყინარ სიტუაციაშიც კი გაჩნდეს. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა ახლობელი ადამიანების ან კოლეგებისთვის – ეს საქმეს გაგიმარტივებთ და მიზნის მიღწევას გაგიადვილებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ. უცნობებმა ადამიანმა შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ.

მორიელი

ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ – პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ინტუიცია უსიამოვნებებისგან გიხსნით, ამიტომ ყურადღებით უნდა უსმინოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მშვილდოსანი

დიდია იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაციით თქვენი მოტყუება სცადოს. გირჩევთ, ფაქტები კარგად შეამოწმოთ და ალტერნატიული წყაროები მოძებნოთ. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებას მიაღწევთ. თუ საქმესთან გამკლავება გიჭირთ, დახმარება ახლობელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსაფიქრებელი დრო ითხოვოთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების – ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

მერწყული

ამ დღეს საფულეს გახსნას უნდა მოერიდოთ. შეიძლება იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე საჭიროა და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. კრიტიკულად შეაფასეთ ყველაფერი, რასაც დღეს შემოგთავაზებენ და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. კითხვების დასმის ნუ მოგერიდებათ, რათა სიტუაციაში კარგად გაერკვეთ.

თევზები

თუ შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ასეთი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ. ოჯახის წევრები პრობლემებს თავიდან აგარიდებენ, ამიტომ შეგიძლიათ, დახმარება სთხოვოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის გამოსავალს დაგანახვებთ. ამ დღეს თავში ბევრი ახალი იდეა მოგივათ და უახლოეს მომავალში მათი განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ. 

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

 25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -12 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +2 – თოვლი

სოხუმი +2- თოვლი

ზუგდიდი +2 – თოვლი

მესტია -7 – თოვლი

ფოთი +5 – წვიმა

ბათუმი +5 – წვიმა

ოზურგეთი +3 – წვიმა

ქუთაისი +1 – თოვლი

ამბროლაური -2 – თოვლი

ახალციხე -1 – თოვლი

ბორჯომი -4 – თოვლი

ბაკურიანი -7 – თოვლი

გორი -1- თოვლი

ცხინვალი -3 – თოვლი

სტეფანწმინდა -8 –  მოღრუბლული

გუდაური -12 – თოვლი

თელავი -1 – მოღრუბლული

რუსთავი +5 – მოღრუბლული

თბილისი +2 – თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 28 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მათივე ცნობით, 3 მარტამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში გამოიდარებს, 3 მარტიდან კი კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიცირებულ რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მასში ცვლილებები იქნა შეტანილი, კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.

ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც.

კენჭისყრამდე, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დოროთი შიმ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს აშშ-ის რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აშშ ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რეზოლუციისთვის კენჭისყრას. ამიტომ, ჩვენ უკრაინის რეზოლუციას მხარს ვერ დავუჭერთ და მის გაწვევას მოვითხოვთ“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

ცნობისთვის, უკრაინის რეზოლუციის პროექტში, რომლის თანასპონსორი ევროკავშირია, საუბარია „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ „რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან თავისი შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს“.

რაც შეეხება აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, კერძოდ, მისი პირვანდელი სახე, „აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს“ და კონფლიქტის სწრაფად დასრულების მოწოდებას შეიცავს და უკრაინასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის“.

,,სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ პუტინთან ომის დასრულებასთან და ასევე ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში ომის დასასრულებლად და აშშ-სა და რუსეთს შორის მსხვილი ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.

„სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულებასთან და ასევე ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება აშშ-სა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

,,ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას – გვჭირდება რეზოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ერთ მარტივ იდეაზე”- გაეროში აშშ-ის ელჩი

ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, დოროტი შიმ.

„აშშ ეწინააღმდეგებოდა კიდევ ერთი რეზოლუციის წარდგენას და ამიტომაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინის რეზოლუციას და მოვუწოდებთ მისი გაწვევისკენ ძლიერი განცხადების სასარგებლოდ, რომელიც გვავალდებულებს დავასრულოთ ომი და ვიმუშაოთ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

„რაც ჩვენ გვჭირდება არის რეზოლუცია, რომელიც აღნიშნავს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, დაასრულოს ომი. აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და შემდგომ მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობისკენ უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა და მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში. უბრალო ისტორიული განცხადება გენერალური ასამბლეიდან, რომელიც წინ იყურება და არა უკან, რეზოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ერთ მარტივ იდეაზე – ომის დასრულება. მშვიდობის გზა შესაძლებელია“, – დასძინა მან.

აშშ იმუქრება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს

აშშ იმუქრება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ (G7) ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, აშშ ეწინააღმდეგება განცხადებაში მოცემულ ფორმულირებებს, რომლებიც რუსეთის დაგმობას ეხება და წინა წლებში გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებებს ჰგავს.

გარდა ამისა, როგორც სააგენტოს წყაროები იტყობინებიან, ვაშინგტონი არ ეთანხმება მოწოდებას ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებისკენ, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს, მოლაპარაკებები აწარმოოს გრძელვადიან მშვიდობაზე.

Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ განცხადების კომპრომისული ფორმულირებების განხილვა კვლავ გრძელდება, აშშ-მა მიანიშნა, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვას მის მხარდაჭერაზე.

თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს. აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები და მხარდამჭერი შინაარსის ბანერები.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 89-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მედიაჯგუფ „რასია სევოდნიას“ წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში საქმიანობა შეწყვიტა, გაუქმებულია რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის აკრედიტაციაც

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუსულ მედიაჯგუფ „რასია სევოდნიას“ წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში (Sputnik აზერბაიჯანი) საქმიანობა შეწყვიტა. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა გააკეთა.

„რასია სევოდნიას“ (Sputnik) წარმომადგენლობა აზერბაიჯანში გაუქმებულია“, – განაცხადა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რუსულ კომპანიას შეუძლია, აზერბაიჯანში აკრედიტაცია მიიღოს მხოლოდ ერთი კორესპონდენტისთვის.

აიხან ჰაჯიზადემ ასევე განაცხადა, რომ გაუქმებულია რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის აკრედიტაცია.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბაქოში დაიხურა „ბიბისის“ ოფისი. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, „ბიბისის“ აქვს უფლება, აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი აკრედიტებული კორესპონდენტი ჰყავდეს.

20 თებერვალს „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში ოფისს ხურავენ. მათი განმარტებით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ზეპირი მითითების მიღების შემდეგ.