Home Blog Page 285

ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს – ანდრო ჭიჭინაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა.

ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე.

ადვოკატ მიგინეიშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.

უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჯაჭვაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება.

როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია.

მიგინეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა და რეპლიკის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განმარტებით, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინმსწრებად გამოაცხადა საკუთარი პოზიცია. ფურცელაძის თქმით, მოსამართლემ “საკუთარი თავი კრიტიკულ ჩიხში თავად შეიყვანა”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, რომ კითხვაზე პასუხს თავად ადვოკატები ითხოვდნენ, თუ რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ვადა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მცირე რეპლიკით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.

“ძალიან უცნაური პროცესია…. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს”-The Daily Telegraph

„დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის პოზიციაა გაკრიტიკებული გრენლანდიის დაუფლების (თუნდაც ძალით)  სურვილთან დაკავშირებით:

1867 წელს რუსეთის იმპერიის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლებას ალასკას ტერიტორია მიჰყიდა. უილიამ სიუარდი, აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი და ექსპანსიის ენთუზიასტმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკამ რუსეთს 7,2 მილიონი დოლარი გადაუხადა 1,723,337 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აკრში (4046 კვ.მ.) ამერიკამ მხოლოდ 2 ცენტი გადაიხადა. შესაბამისად, ალასკის, ანუ უძრავი ქონების ასეთი ფასით გაყიდვა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს გარიგებად ითვლება.

თავის დროზე ალასკის ყიდვას „სიუარდის სიგიჟედ“ თვლიდნენ, სანამ კლონდაიკში ოქროს საბადო არ აღმოაჩინეს. შემდეგ ამას მოჰყვა ნავთობის უდიდესი მარაგის აღმოჩენაც… რუსებმა სინანული გამოხატეს, რომ იჩქარეს და ალასკა ამერიკას ჩალის ფასად დაუთმეს.

ახლა კი ერთმა ამერიკელმა, რომელიც თავისი ქვეყნის საზღვრების გაფართოებაზე ზრუნავს, მზერა ყინულოვან კუნძულს – გრენლანდიას მიაპყრო. დონალდ ტრამპმა ისევე როგორც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ახლაც კვლავ გაიმეორა, რომ მას მსოფლიოში უდიდესი კუნძულის ყიდვა და მისი აშშ-ის შემადგენლობაში ხილვა სურს. ამ შემთხვევაში განსხვავება ალასკასთან შედარებით ისაა, რომ გრენლანდია გასაყიდად გატანილი არ არის.

დანია, რომელიც კუნძულზე სუვერენიტეტს განახორციელებს (თუმცა კუნძული ავტონომიის სტატუსით სარგებლობს), დონალდ ტრამპის სურვილი უარყო 2019 წელსაც და ახლაც იგივე გაიმეორა. როცა 2019 წელს დანიის იმდროინდელმა პრემიერმა-ქალმა მეტე ფრედერიკსონმა ტრამპის სურვილი „აბსურდად“ შერაცხა, გაბრაზებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში ვიზიტი გააუქმა.

ისე, დანიელებს, ალბათ, ავიწყდებათ, რომ 1917 წელს დანიის ხელისუფლებამ საკუთარი სურვილით გაყიდა ვირჯინიის კუნძულები და იცით ვის ჩაუგდო ხელში? იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც დანიის სამეფოს 25 მილიონი დოლარი გადაუხადა ოქროთი..

მისტერ დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუნძულის დაუფლებისათვის შეიძლება სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, მაგრამ თეთრი სახლი იარაღის ასეთ ჟღარუნს უნდა მოერიდოს. ამ სურვილის სამხედრო ძალით განხორციელებას მსოფლიომაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. რა მაგალითს მისცემს ამერიკა გრენლანდიის დაპყრობით ჩინეთს, რომელსაც თვალი ტაივანზე უჭირავს? აშკარაა, რომ ამ მხრივ დონალდ ტრამპს არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის მოქმედებაც, რომლის მიხედვით, ლონდონმა ჩაგოსის არქიპელაგი [რომლის ერთ-ერთ კუნძულზე – დიეგო გარსიაზე აშშ-ის ბაზაა განლაგებული] მავრიკიას დაუთმო.

მოკლედ, უმჯობესი იქნება გრენლანდიის საკითხი თვითონ გრენლანდიელებმა იზრუნონ და თავიანთი მომავალი ბედი თვითონვე გადაწყვიტონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს – შალვა პაპუაშვილი

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის. მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე”. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები.

„გამორიცხვა” მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე როტის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს -შალვა პაპუაშვილი

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის; მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ თუ არჩევნები გაყალბდა? -ნიკა მელია

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ თუ არჩევნები გაყალბდა? – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მელიას თქმით, არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა.

„უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ ეფექტური მესიჯით „აბა, ომი გინდა?!“ მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა? „ოცნების“ პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები, რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა? არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. „ოცნებამ“ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა და დღეს იმაზე საუბარი, რომ „ქოცების“ პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა, საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული.

„აბა, ომი გინდა?!“ – „ოცნების“ პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ „ოცნებას“ ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო. მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, ოთხი თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია „ოცნების“ ეს მესიჯი, და თუ ვინმესგან გამიგია, ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების“ აგიტატორებისგან. ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ: ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები?“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

მგონი, ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის, ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, ხან ნიკა სამხარაძეს ლობირებას სთავაზობდა, ფული არ გადავუხადეთ და ახლა სტილი შეცვალა -მამუკა მდინარაძე

მე მგონი, ჩვენ ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი. ჩვენ ფული არ გადავუხადეთ ლობირებაში, ახლა სტილი შეცვალა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანი იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და ტრამპისტს ეძახის თავის თავს.

„ჯო უილსონი არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გადაიღებდა ფოტოს, მერე დაბეჭდავდა, გამოუგზავნიდა ათობით ფოტოს, ხან ნიკა სამხარაძესთან ერთად გადაიღებდა ფოტოს, ხან ლობირებას შესთავაზებდა. ახლა შეცვალა სტილი. ჩვენ ფული არ გადავუხადეთ. ჩვენ არასდროს გვითქვამს, მოდით, ბატონო ჯო, გადაგიხდით ახლა ფულს ლობირებაში. ასეთი პირადი ძალიან უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაციები ხშირი ყოფილა ჩვენს სხვადასხვა მეგობარს, ლიდერსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს როგორც კონსერვატორი და ტრამპისტს ეძახის თავის თავს, თუმცა ვხედავთ, რომ მისი დამოკიდებულება და ბოლოდროინდელი არც განცხადებები და არც გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, მანიპულირება საქართველოში შიდა აუდიტორიისთვის, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატორი, თითქოს ტრამპის მომხრე და ა.შ., არის იმდენად გაცვეთილი და გაყიდული თამაში, რომ მეტი არ შეიძლება. უბრალოდ, არის ლობისტი. ამერიკაში არ არის აკრძალული ლობისტური საქმიანობა. ბევრ ფულს უხდიან და ამის საშუალებაც აქვთ, რადგან პენსიონერებს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ფული გამოსძალეს, თავის დროზეც ბევრი ფული უშოვიათ, ბრილიანტებიც კი აქვთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს. ეს გახმოვანდა, ფაქტების დონეზე დაიდო, უძვირესი ბრილიანტებიც უყიდიათ ომიდან ერთ-ორ დღეში, ამიტომ ამის საშუალება აქვთ და ჯო უილსონის დაქირავებასაც ამ საქმისათვის, რასაც ის აკეთებს, არაფერი უნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8310 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8367 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9171 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9232 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა

ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს – Financial Times

 “ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს” – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ბრიუსელის შიშს იწვევს ის, რომ ტრამპმა ბაიდენის გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ისინი წინამორბედმა მიიღო და მან არ განიხილოს ის, თუ რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს ევროპელ მოკავშირეებზე.

“ბლოკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს სანქციებს, რათა გამოიყენოს როგორც პოტენციური ბერკეტი მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში”, – წერს Financial Times-ი.

გამოცემა იხსენებს, რომ გასული წლის ზაფხულს ევროკავშირის კომისიამ შექმნა მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი შიდა გუნდი, რათა შეემუშავებინათ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პოტენციური ზემოქმედების სტრატეგია და ის, თუ როგორ შეეკავებინათ ან რეაგირება მოეხდინათ მათზე. კომისია ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური სავაჭრო კონფლიქტები, აშშ-ის მხარდაჭერის შემცირება უკრაინისადმი და ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.

თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი:  პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა-მამუკა მდინარაძე

თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი – თავს ზედმეტად ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თემურ ჭყონიას განცხადებაზე.

მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს, საქართველოს მოქალაქე კი სხვის ინტერესებს ატარებს, „ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს“.

„არ ვიცი მე მისი [თემურ ჭყონიას] ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებში ჩახედოს კარგად. ბევრი მსგავსი კომპანია გამიგია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. ყველა დაფიქრდეს, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები გეოპოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან – ბებიას Бабушка ვერ ერქმევა, მაიმუნს – Обезьяна, ძაღლს – Собака და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის და „მაიდნის“ მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლები ვითარდებოდა, ახლა დღეებშიც იცვლება ხოლმე. ვხედავთ, როგორ დაჩქარდა პროცესები. კიდევ კარგი, უმრავლესობა ითავისებს ამას და იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ ორიენტირებული და შენ, ეთნიკური ქართველი აქ რომ მებრძვი, იქნება ცოტა დაფიქრდე და ცოტა ხანი გვერდზე გაიწიო, რომ ფიზიკურად გადარჩე. როცა იცი, ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ – იქნება ეს ახალგაზრდა, ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი ძვრების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ სალამათი, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ზელენსკიმ დაუჯერა დასავლელ ბიუროკრატებს და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია, ჩვენ დავუჯერეთ ქართველ ხალხს, შედეგად მეორე ფრონტადაც არ იქცა ეს ქვეყანა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ წინ – მამუკა მდინარაძე

ზელენსკის ინტერვიუ იმ საკითხების დიდი ლუსტრაცია, რაც ბოლო სამ-ოთხ წელიწადში სამყარომ, ჩვენმა ქვეყანამ, უკრაინამ გამოიარეს. ამ ინტერვიუთი ბევრი რაღაც გაშიშვლდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ზელენსკი საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, ბუდაპეშტის მემორანდუმზე.

„თავის დროზე, უკრაინა იყო ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა და უსაფრთხოების სანაცვლოდ, მას დაათმობინეს ქვეყნის ერთ-ერთი მყარი გარანტი უსაფრთხოებისა და რეალურად უკრაინის უსაფრთხოება გაქრა. ბოლო წლების განმავლობაში, ისმის კითხვები, რატომ არ უჯერებთ დასავლეთს, რატომ არ ემორჩილებით, რატომ არ უწვდით ხელს. სხვათა შორის, ხელის გაწვდენას და ხელის ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელზე. მერე ჩინეთის გამოწვდილ ხელს რატომ ართმევთო და მოქნეულ ხელს რატომ არ ართმევთო. ასეთი პარადოქსალური ნარატივები იყო ხოლმე, მაგრამ რატომ არ უჯერებთ, როგორც კი ვინმე იკითხავს – ვინც დაუჯერა და ვინც ენდო ამ ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბიუროკრატებს და ლიდერებს, მან რა მოიგო. ნახეთ, ხომ უკრაინაში? ზელენსკიმ დაუჯერა, იმოქმედა მათთან ერთად და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ არავის დავექვემდებარეთ, არავის დავუჯერეთ, დავუჯერეთ ქართველ ხალხს, მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, საკუთარ ეკონომიკაზე გვეზრუნა, დამოუკიდებელი მოქმედებები განგვეხორციელებინა, რეალურ დემოკრატიაზე გვეზრუნა და რეალურ, ჭეშმარიტ, ქრისტიანულ, ტრადიციულ, ევროპულ ღირებულებებზე. ფიზიკურადაც გადავრჩით, ომიც არ გაჩაღდა ქვეყანაში და მეორე ფრონტად არ იქცა, ეკონომიკაც განვავითარეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ. ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გავედით პირველ ადგილზე. ამ უდიდესი, რბილად რომ ვთქვათ, ტურბულენტობის პირობებში. ანუ ვისი მოქმედებაა უფრო სწორი, დაჯერება უფრო სწორი აღმოჩნდა, თუ არდაჯერება. ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ რასაც გვირჩევენ, აუცილებლად დავუჯერებთ. არავის დავალებებს არ შევასრულებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული მითითება, დავალება, რეკომენდაცია თუ ა.შ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 ზოგიერთმა გერმანელმა დეპუტატმა ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში, წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე-მამუკა მდინარაძე

ჩვენი კოლეგა გერმანელი დეპუტატები მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, დღევანდელი ამბავი იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტეს, ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი, ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ? მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას. უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. უბრალოდ მოიტყუეს. წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. თავისი აგენტურის – თუ ისინიც ვიღაცების წარმომადგენლები არიან, ახლა ამაში აღარ შევალ, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით – ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ-ტრამპი

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე არავინ არ საუბრობს და უცნობია, რატომ.

„სასაცილოა, რომ ისინი არ გეუბნებიან, რა ხდება უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით. დღეს ასევე მითხრეს, რომ ვირჯინიაში ყველა ადგილას არის უპილოტო აპარატები. ამაზე არავინ არაფერს ამბობს, არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, ჩვენ ვგზავნით უპილოტო აპარატებს, ვაწარმოებთ კვლევას. შესაძლოა, ამიტომ არ საუბრობენ. ვიმედოვნებ, ეს არ არის მტერი. მომეცით დრო ინაუგურაციისთვის და მალევე გეტყვით, რა ხდება. მათ იციან და ძალიან უცნაურია, რომ ამაზე არ საუბრობენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.