Home Blog Page 285

უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას დაახლოებით 500 მილიარდი ევრო დასჭირდება -უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას დაახლოებით 500 მილიარდი ევრო დასჭირდება.

„უკრაინის აღდგენა შესაძლოა ევროპის Magnum opus-ი (უდიდესი ნამუშევარი) გახდეს – მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი ამოცანა“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

დენის შმიგალის აზრით, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ფინანსურ რესურსს უნდა წარმოადგენდეს რუსეთის გაყინული აქტივები.

„უკვე დადგა დრო, რომ ამ აქტივების კონფისკაცია მოხდეს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „სამართლებრივი საფუძვლის საბოლოოდ ჩამოყალიბების დროა“.

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით კიდევ ერთი, ამჯერად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ “მტკვარი ჰესის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს – პროკურატურა 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოში ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობს.

როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს საქმე მის წინააღმდეგ მორიგი ფაბრიკაციაა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში სასწავლო პროცესის აღდგენა კიდევ ერთი დღით გადაიდო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეგიონში სასწავლო პროცესი 26 თებერვალს არ განახლდება.

“სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, თეატრებს ერთპიროვნულად დირექტორი უხელმძღვანელებს – სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, გაუქმდება

თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი უქმდება. “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, უქმდება.

პროფესიული თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას “პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც შემოქმედებით მიმართულებას განსაზღვრავს და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კანონი თეატრის დირექტორის თანამდებობას ითვალისწინებს, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს.

როგორც პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატები განმარტავენ, თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა მოქნილი არ არის და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. მათივე აზრით, მოქმედი კანონით განსაზღვრული თეატრების სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თეატრის სპეციფიკას და გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.

“ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების შეფასებითვე, თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს მათ შორის უფლებამოსილებების აღრევას, მართვის შეფერხებას და თეატრის სათანადო ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.

“შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ორი თანამდებობის გაერთიანება და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად თეატრის დირექტორის განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით იმპერატიულ ნორმებს შეიცავს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს და სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს სათანადოდ არ აწესრიგებს“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად წესრიგდება თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის განისაზღვრება დირექტორობის კანდიდატის კონკურსის საფუძველზე შერჩევის შესაძლებლობა.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ნორმა, თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით.

ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შესაბამისი თეატრების დირექტორებად ჩაითვლებიან.

ამასთან, პროექტის მიხედვით, თეატრების დირექტორები კანონის ამოქმედებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია – ბოლო თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობით.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: – მამუკა მდინარაძე, სოზარ სუბარი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთვნენ 

⭕დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ⭕სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთვნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 15-მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება. სახლების გადათოვლის პროცესი გრძელდება.

 ⭕ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, სრულ მზადყოფნაში არიან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან; გადაცემულია სამობილიზაციო ჯგუფების სიები და სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები. ⭕ამასთან, მობილური ჯგუფები შეიქმნა მოხალისეთა ორგანიზაციაში ა(ა)იპ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”, რომელსაც, მოხალისეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების 1000-ზე მეტი სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი ყავს გადამზადებული. ⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქვე გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლობებს: 🟥გურიაში: ოზურგეთი_ 599 094 977; ლანჩხუთი_ 591 007 795; ჩოხატაური_577 95 79 03. 🟥აჭარის ა/რ: ბათუმი_ 593 01 02 00; ქობულეთი_ 599 79 03 06; ხულო, ქედა, შუახევი- 577 71 51 18. 🟥იმერეთი – 551 90 00 17. 

 ⭕ინფორმაციისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში გადაუდებელმა თოვლმა, განსაკუთრებულად დააზარალა გურიის და,ასევე, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონები. გურიაში, უხვი ნალექის გამო, გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 

⭕საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო.

სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია – შალვა პაპუაშვილი

სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.

„სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია.

ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.

სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშველებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში.

ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ“, – წერს იგი.

არ არსებობს მიზეზი, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის, კონსერვატიულობის გამო, ასევე არ არსებობს მიზეზი, სასანქციო სიაში მოხვდნენ პოლიციის თანამშრომლები -პიტერ სიიარტო

არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც სიიარტომ აღნიშნა, მან ვეტო დაადო ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან უნგრეთისთვის ძალიან მიკერძოებული იყო.

„საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ შესანიშნავად მუშაობს. არ უნდა დანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევაა. ვფიქრობ, ევროპაში მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება, როგორც შედეგი ახალი ტალღებისა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის და პატრიოტული კონსერვატორული მთავრობები მომავალში მეტად გაძლიერდებიან. მე გუშინაც მკაფიო ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთი გააგრძელებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას. ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას. ევროკავშირს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რაც ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა. ამიტომ, ჩვენ ჩვენით ვწყვეტთ. ძლიერი გავლენაა ბრიუსელიდან გაიდლაინზე და ეს ცხადია, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი ვალდებულება და უნგრეთში ამის იმპლემენტაცია ამიტომაც არ მოხდება. მე ვეტო დავადე ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მიკერძოებული იყო. მესმის, რომ ვერ მოიძებნა ვერცერთი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში. ჩვენმა დამკვირვებლებმა დადეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. ასე რომ, არ არსებობს არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი შეტევებისთვის. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. ამასთან, აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ ევროკომისიამ თავის თავზე აიღოს ეს თანხები. ამ თემაზე გუშინ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრე.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა და ენერგია, რომ დაგვარწმუნოს სანქციების საჭიროებაში, რადგან ეს პრინციპის საკითხია. არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9482 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები-მამუკა მდინარაძე

ნამდვილად არ არის დასამალი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, იმდენად მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, ყველა საქალაქო სამსახური ჩართულია, რომ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

„თავდაცვის ძალების დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობა აქვთ. არის ადგილები, სადაც ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ამ წუთამდე ცდილობენ, მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. იმდენად დიდი თოვლია, სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს. ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს, გარდაიცვალა სტიქიის გამოო. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდევ დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანს მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან. ისედაც რთული ვითარებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს ადამიანებს.

„მავნებლობას 2-3 დღით მაინც დაანებონ თავი და 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებას მაინც ნუ მიაწერენ სტიქიას, ნუ დააპანიკებენ დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან დახმარებას სახელმწიფოსგან. ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც კი ოდნავ მაინც, თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია. მიდიან ოჯახებში და ცდილობენ რაღაცნაირად გაკვალონ გზა, შექმნან კვალი, რომ მივიდნენ, დაეხმარონ ოჯახებს. მათ შორის არის ასევე სურსათით დახმარების საჭიროება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის -ილონ მასკი

xr:d:DAFeG3AgsbY:1413,j:73590483411365416,t:23102407

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის.

აღნიშნულის შესახებ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, – წერს ილონ მასკი.

როგორც მედია წერს, მასკის ეს პოსტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა ითხოვს მასკისთვის კანადის მოქალაქეობის ჩამორთმევას. პეტიცია 20 თებერვალს იქნა დარეგისტრირებული და მასკს ბრალს სდებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც  კანადის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. პეტიციას უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

ახლა აქციებს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი -გიორგი ვოლსკი

იმის გამო, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვეს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გასულად გამოაცხადეს, რაც თავისი შინაარსით აბსოლუტურად უტიფარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აქციებს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე, „ნაციონალური მოძრაობის“ „სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ“ და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი.

„ერთადერთი ლოზუნგი დარჩათ, თითქოს საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს. არადა, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო პროცესის განვითარებას ითხოვს, რომელიც უკრაინის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას შეუერთდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. იმის გამო, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვეს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გასულად გამოაცხადეს, რაც თავისი შინაარსით აბსოლუტურად უტიფარია. ახლა ამ აქციებს ერთი მიზანი აქვს – როგორმე ამ წინააღმდეგობის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი – ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტი და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ნებისმიერი აქცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რეალურად არ ესმით, რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და რა ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველო გადაურჩეს იმ მზაკვრულ გეგმას, რაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.