Home Blog Page 283

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა

მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ბითაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ რჩება.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტით, რადგან არ არის სამართლებრივი აუცილებლობა, დავაზუსტოთ სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი. მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა, ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ.

მიკედლების საკითხი ასევე ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება და ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს,“- განაცხადა ბითაძემ.

“მედიის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არის მძიმე და არ მგონია, ამას რაიმე დამატებითი კონტრაქტი სჭირდებოდეს”

ზოგადად, მედიის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არის მძიმე და არ მგონია, რომ ამას რაიმე დამატებითი კონტრაქტი სჭირდებოდეს, ფაქტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში თქვენი კოლეგა სიკვდილამდე სცემეს ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ჯგუფებმა, ეს არის შემდგარი ფაქტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ენა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არ არის დემოკრატიის მაღალი სტანდარტის შესაბამისი, ეს ძალიან ნათელია ყველასთვის.

„ეს არ დაიმალება, რაც არ უნდა ხელისუფლება ეცადოს და შეეწინააღმდეგოს, რომ ამაზე იყოს საუბარი, ფაქტებს ვერავინ გააყალბებს. ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, სიკვდილამდე ცემა, რომელიც დღემდე არის გამოუძიებელი, ეს არის ფაქტები, რომელიც ამ ქვეყნის ძალიან მძმე უახლოეს ისტორიას ქმნის“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

“ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები “ნაცმოძრაობას” უქმნიან კოალიციას -ანრი ოხანაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები “ნაცმოძრაობას” უქმნიან კოალიციას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ.

“იქნება ეს გახარია, ვაშაძე, ხაზარაძე თუ ზურაბიშვილი, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” მოწინავე სატელიტები, რომლებიც წინ დაიყენეს ფარად, თითქოს ისინი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. “ნაცმოძრაობა” რა ბრძანებასაც გასცემს მათი ბელადის მეშვეობით, ეს ასე იქნება. არავითარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, არ არსებობენ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6590 ლარი ეღირება, ევრო – 2.8863 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3708 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6596 ლარი ღირდა, ევრო – 2.8745 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3596 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 მარტს ამოქმედდება.

თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას. ქუთაისის ტორპედომ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.

ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედო კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან  თანამშრომლობა  მიზნად ისახავს, გუნდის განვითარებას, შიდა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე მათ ხელშეწყობას.

თიბისი ქუთაისის საფეხბურთო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი დაინტერესება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს რეგიონების, და კონკრეტულად იმერეთის მხარის განვითარებას.

“რუსეთს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ უფრო მეტი მეგობარი გვყავს. არის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა: იყო ჩვენი მეგობარი და მტერი – თანაბრად საპატიოა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საფრთხეები, რომელთა შექმნასაც რუსეთში ცდილობენ, ცარიელი არ არის და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

“მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე” – მაია ბითაძე

მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ბითაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ რჩება.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტით, რადგან არ არის სამართლებრივი აუცილებლობა, დავაზუსტოთ სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი. მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა, ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ.

მიკედლების საკითხი ასევე ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება და ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს,“- განაცხადა ბითაძემ.ს

სააკაშვილმა თავისი პატიმრობის განმავლობაში გადაიხადა უამრავი ფული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო”-ირაკლი ქადაგიშვილი

უნდა გავითვალისწინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ადამიანების პოზიცია და არა მისი პარტიული მომხრეების ხელმოწერები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაეზიანებინა საქართველო.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა თავისი პატიმრობის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა „ფეიკების“ მოშველიებით, გადაიხადა უამრავი ფული იმაში, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინა საქართველო და ქვეყანას დააბრალა, რომ მას წამლავენ, აწამებენ, კლავენ, არ მკურნალობენ. ამაზე უფრო მძიმე შეტევა სახელმწიფოზე არავის განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტს ამ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტინქტი ოდნავ მაინც შერჩენია, უნდა დაიცვას ეს ქვეყანა ასეთი აგრესიული შემოტევებისგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავისი შეხედულებები გაიტანონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის”

ლობისტური საქმიანობა არაა უკანონო, მათი ვალდებულებაა თავის კონტრაქტორ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში „ფორმულას“, ხელი შეუწყონ იმისათვის, რომ ამერიკელი სენატორები იყვნენ ინფორმირებული მათი წყაროებით, ანუ, „ფორმულამ“ გარკვეული ინფორმაცია გადასცეს სენატორებს თავისი ლობისტების მეშვეობით, ლობისტების ანაზღაურებაში დახარჯულია დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, რომ საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებები გაკეთდეს.

„ამის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროა, რომ ამას არ აქვეყნებენ თვითონ ჩვენი ოპონენტებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული ორგანიზაციები და კვლავ ამერიკული „ფარას“ კანონით მოდის ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე. ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავისი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის. უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს „ფორმულას“ ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე, ამ შემთხვევაში აშშ-ს სენატი მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.

„დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც დიმიტრი პესკოვი განმარტავს, ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატმა უწყება მისვლიდან ერთი საათის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.

მიზეზი რუსულ მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება გახდა, რომლებიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობდნენ, ხოლო ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ.

მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა ჩანაწერი დამონტაჟებული. მომხდარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

“ზურაბ აზარაშვილის არცერთი ინიციატივა ბოლომდე არ განხორციელებულა” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის არცერთი ინიციატივა და გადაწყვეტილება ბოლომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას საქმიანობაში არაფერი საამაყო არ აქვს.

როგორც ჩიხლაძემ იგანაცხადა, ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების“ ინტერესების გამტარებელი იქნება.

„არცერთი გადაწყვეტილება და წამოწყებული ინიციატივა არც ბოლომდე მისულა და სამწუხაროდ, არც წამატებული ყოფილა, იქნება ეს წამლების რეფორმა, DRG სისტემა, ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება, რესპუბლიკური საავადმყოფო, ვერც ერთი ინიციატივა წარმატებით ვერ დასრულდა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის უამრავი დავალიანება, რომელიც სამინისტროს კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიმართ აქვს. ამ ყველაფერს ადასტურებს აუდიტის დასკვნა, რომელიც 1 თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე. საბოლოოდ, ასეულობით მილიონი ლარის აქტივებზეა საუბარი. ყოფილი მინისტრის საქმიანობა წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება. გარდა ამისა, იქნება აზარაშვილი თუ სხვა, ადამიანის საჭიროებებსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არცერთი იქნება. ყველა არის ორიენტირებული იმაზე, რომ გამდიდრდეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მოქალაქეების კეთილდღეობა და მათი საჭიროებები უგულებელყოფილია. ეს საკადრო გადაადგილებები არის შიდა პარტიული დაპირისპირება, ივანიშვილის სხვადასხვა „კლანს“ შორის გავლენების, ფინანსების, თანამდებობისთვის ბრძოლა. ამას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 700-მდე თანამშრომელს უსამსახუროდ ტოვებდა, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს, ადამიანებს სამსახურის გარეშე ტოვებდა, აქ რა არის საამაყო?!“, – აცხადებს ჩიხლაძე.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში ძირეულ რეფორმებს განახორციელებს და არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

„ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების“ ინტერესების გამტარებელი იქნება, ხან ღარიბაშვილის და ხან სხვისი. სამწუხაროდ, ახალი მინისტრის დანიშვნას არავითარი საერთო არ ექნება ადამიანების კეთილდღეობასთან. არ არსებობს სისტემური ხედვა, არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესი. ამიტომ, სამწუხაროდ, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ ექნება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა რაც პატრიარქთან დაკავშირებით იკადრა, სააკაშვილის შეწყალებას ვერ გამოვრიცხავთ-გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

მაჭარაშვილის თქმით, არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს გამოტანილი ვერდიქტი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და სასჯელი უნდა მოიხადოს.

„სალომე ზურაბიშვილმა რაც პატრიარქთან დაკავშირებით იკადრა, რა თქმა უნდა, მისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ამ ქალს თავი ზევსი ჰგონია, ძალებს განაგებს და სახელმწიფოსა და ეკლესიას ცალ-ცალკე ალაგებს, სად პროევროპული უნდა იყოს და სად – პროდასავლური. მისგან სააკაშვილის შეწყალებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთავარია ის, რომ არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს ვერდიქტი გამოტანილი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, რომლის გამოც მან სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.