Home Blog Page 282

უცხოური ვალუტის კურსი 28 თებერვლისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8769 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„მილანი“ კახა კალაძის დაბადების დღეზე გულშემატკივრებს მიმართავს, დაასახელონ მასთან დაკავშირებული გამორჩეული მომენტი

„მილანი“ კახა კალაძის დაბადების დღეზე გულშემატკივრებს მიმართავს, დაასახელონ მასთან დაკავშირებული გამორჩეული მომენტი.

ყველაზე ხშირად Facebook-მომხმარებლები მილანურ დერბიში „ინტერის“ წინააღმდეგ გატანილ გამარჯვების გოლს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩს ასახელებენ.

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე 46 წლის გახდა.

„საუბრები გელა ჩარკვიანზე“ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში

თიბისი კონცეპტი და გამომცემლობა „ინტელექტი“, 1 მარტს 19:00 საათზე, გეპატიჟებათ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  „საუბრები გელა ჩარკვიანზე“.

თიბისი კონცეპტი გელა ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მუდმივი პარტნიორია, „ინტელექტი“ კი მისი წიგნების ერთგული გამომცემელი.

ღონისძიება პანელური დისკუსიით წარიმართება. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ გელა ჩარკვიანის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახზე.

დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:

  • გიორგი ბადრიძე – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
    გიორგი კეკელიძე – „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი;
  • ნარგიზა გარდაფხაძე – რეჟისორი, გელა ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი;
  • ნანა აკობიძე – პოეტი;
  • გვანცა ჯობავა – გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
  • დისკუსიის მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია – მწერალი, გამომცემელი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები სპეციალურ ფასად შეძლებენ გელა ჩარკვიანის წიგნების შეძენას.

დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

მისამართი: თიბისი  კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

 

R

“ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან” – ოლაფ შოლცი

ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის − ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კრემლში აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირ დაპირისპირებას

კრემლში აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირ დაპირისპირებას. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.

„თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ მოგვიწევს საუბარი არა რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირი დაპირისპირების შესაძლებლობაზე, არამედ ამის გარდაუვალობაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც პუტინის პრესმდივანმა თქვა, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების საკითხზე კონსენსუსი არ შედგა.

„ამ შეხვედრის ბევრი მონაწილე საკმარისად საღად აფასებს ასეთი ქმედების პოტენციურ საფრთხეს და ცხელ კონფლიქტში უშუალოდ ჩართვის პოტენციურ საფრთხეს, უკვე ბრძოლის ველზე ჩართვის საფრთხეს. ეს, ცხადია, ამ ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 26 თებერვალს პარიზში გამართულ კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა.

რუსეთის ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა.

ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კვლევები პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების რეიტინგის კვლევის ფარგლებში ჩატარდა.

გასულ წელთან შედარებით საქართველოს „მეგობრობის“ რეიტინგი შემცირდა. დღეს რუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული“ ქვეყანაა.

„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსულია, მაგრამ ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი ოდნავ შერბილდა, გაიზარდა ვაჭრობის მოცულობა, აღდგა ავიამიმოსვლა. საქართველოს ახალგაზრდობა რუსული საგანმანათლებლო პროექტებით აქტიურად არის დაინტერესებული და რუსეთში ჩადის“, – წერია კვლევაში.

ამ კვლევაში პირველად მოხვდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 100-დან 93,5 ქულა მიიღო, ხოლო ოკუპირებულმა აფხაზეთმა 81,4 ქულა. ბელარუსმა 87,6 ქულა დაიმსახურა.

ყველაზე მეტად სომხეთის რეიტინგი გაუარესდა. რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ სომხეთში პოლიტიკური რიტორიკა, სომხეთის ხელისუფლების განცხადებები რუსეთის მიმართ, სულ უფრო არამეგობრული ხდება და ეს სომხეთის საზოგადოების აზრს ეწინააღმდეგება.

მოლდოვა, რომელიც 2023 წელს „ნაწილობრივ მეგობრული“ ქვეყნების სიაში შედიოდა, ახლა არამეგობრულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. კვლევის ავტორთა აზრით, ესეც მოლდოვაში ანტირუსული რიტორიკის გამო მოხდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნებში ასევე შედიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და უკრაინა.

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის 50 მილიარდის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

“უცხოურ აგენტებზე” აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა -ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეტანილი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების” შესახებ ე.წ. კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, 90-95%-ით იგივეა, მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, 2020 წლის 12 ნოემბერს მიღებული, 45-პუნქტიანი ე.წ. პროგრამა გაგახსენოთ, რომელსაც ჰქვია “აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით”.

ამ პროგრამის 37-ე პუნქტი აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის იმ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას არეგულირებს. ისევე, როგორც ამ პროგრამამ, ამ პუნქტმაც აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი, წინააღმდეგობა გამოიწვია.

ეს პუნქტი 2021 წელს უნდა შესრულებულიყო, ახლა უკვე 2024 წელია და დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ეს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგია. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც აფხაზეთში საქმიანობენ) წინააღმდეგ ძალიან ძლიერი კამპანია მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა. 8 თებერვალს ის მოსკოვში მიემგზავრებოდა, ლავროვთან ჰქონდა შეხვედრა. ჩვენ ვიცით რუსეთის ხელწერა, თუ როგორ ახდენს ზემოქმედებას აფხაზურ საზოგადოებაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე. როცა რუსეთი ამ თუ იმ კანონის მიღებას, შეთანხმებაზე ხელმოწერას ითხოვს, ის აფხაზეთს რაღაც პრობლემებს უქმნის, ან ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს, ან საპენსიო ფონდში თანხების გადარიცხავს, ზეწოლის მსგავს ბერკეტებს იყენებს. 8 თებერვალს ბჟანიას მოსკოვში არავინ მიიღებდა, მას დე ფაქტო პარლამენტში ეს ე.წ. კანონი რომ არ შეეტანა. ამ ე.წ. კანონთან ერთად აქ რუსეთის კანონიც მოგიტანეთ, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტებს ეხება. შეიძლება, ვინმეს კითხვა დაებადოს და მინდა, გითხრათ: გახსოვთ, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი იყო შეტანილი, რასაც საზოგადოების ნაწილში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა და შემდეგ ის პარლამენტმა უკან გაიწვია. სამწუხაროდ, მას რუსული კანონი უწოდეს. აგერაა რუსული კანონი, რომელსაც სიტყვა “აგენტის” გარდა, არაფერი აქვს საერთო იმ კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო შეტანილი.

აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა”, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს დაკავებული. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთს უნდა, აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს.

“რუსული კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში შეტანილ ე.წ. კანონპროექტში სიტყვა სიტყვით არის გამეორებული. უბრალოდ, სტრუქტურა არის ცოტა სხვანაირი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი პირდაპირ ითარგმნა. მაგრამ, რომ გადახედავთ, ნახავთ, რომ მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. განსაკუთრებით ეს ე.წ. კანონპროექტის მეჩვიდმეტე პუნქტს ეხება, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ. ამ რუსული კანონით და აფხაზური ე.წ. კანონპროექტით, უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

რა ძირითად შეზღუდვებზეა საუბარი: თუ საზღვარგარეთიდან ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანოებთან შექმნილ სხვადასხვა კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს; ასეთ ორგანიზაციებისა და პირებს სხვადასხვა დონის არჩევნებში რომელიმე კანდიდატისთვის ხელშეწყობა ეკრძალებათ, ასევე, ეკრძალებათ სხვადასხვა მიტინგის, საჯარო ღონისძიების დაფინანსება, ასეთი ღონისძიებების მიტინგების, აქციების, ინიცირება; ეკრძალებათ რეფერენდუმების ინიცირება; ეკრძალებათ საგანმანათლებლო- პედაგოგიური საქმიანობა. ასეთი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური სანქციაა დაწესებული.
ანუ ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც უნდა იყოს და დღემდე არის დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი ამის მიზანი არის ის, რომ უცხოელმა სპონსორებმა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტონ. ფაქტობრივად, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს. ეს არის აფხაზეთში არსებული მინიმალური დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვა და, ფაქტობრივად, ისეთი ვითარების შექმნა, როგორიც რუსეთშია შექმნილი. იქ არავითარი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვერავინ ახდენს გავლენას. უნდათ, აფხაზეთშიც ზუსტად იგივე გააკეთონ.

აფხაზური საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად დემოკრატია არსებობს, ე.წ. არჩევნებს ატარებენ, ვიღაცას გადააგდებენ, ვიღაცას აირჩევენ. მაგრამ რუსებს უნდათ, რომ ეს პროცესები თვითონ აკონტროლონ. აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, ეს არის რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საბოლოოდ, რუსეთს უნდა, ამ 45-პუნქტიანი პროგრამის შესრულებით აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს. დე ფაქტო ის ანექსირებული ჰყავს და დე იურედაც მოახდინოს მისი ანექსირება“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტს განსახილველად „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ აგენტებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც “აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ და უცხოური წყაროებიდან იღებენ ფულს ან/სხვა ქონებას”.

“დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ“ თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან”

დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ“ თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც „ლგბტ” თემის წარმომადგენლისა და მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის „ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.

„აშშ-ს საზოგადოებაში და კონკრეტულად ახალგაზრდებში, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა.სურათზე მოცემულია თაობათა შორის და წლების მიხედვით მაჩვენებლის მზარდი დინამიკა.

მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის „ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.პრიმიტიული მაგალითი:- წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი გენეტიკის მქონე ბავშვი, აუცილებლად დაიწყებს საუბარს იმ ენაზე, რაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა!დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან,

ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში“, – წერს ქადაგიძე.

“მივმართავ საელჩოებს, გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში?” – თამთა მეგრელიშვილი

სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალამ” ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და „ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.

მეგრელიშვილი საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს მიმართავს და მათგან ითხოვს პასუხს, რატომ აფინანსებენ LGBT პროპაგანდას საქართველოში.

„მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა. სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების მომაკვდინებელ იარაღად იქცა. დაკვეთაა ამორალურობა, გარყვნილება ნორმად იქცეს, მიზანია სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ჩვენ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ. მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ახალდაბადებულ ჩვილები დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზარდონ; ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვა. შეიძლება ახლა ამას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებრივი სიბნელე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის პრობლემაა და საქართველოსთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ ცდებით. ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ. სწორედ ამიტომ, “ხალხის ძალამ” როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდმა ძალამ, ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და “ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე, არ დავუშვებთ უფლებების სახელით ამ სიბნელის პროპაგანდას. ჩვენ ვართ საზოგადოება რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით ასე მოგვიყვანა. ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან. მინაწერი: მივმართავ საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – გთხოვთ გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში? ქართულ საზოგადოებას, მის განწყობებს, ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივს არ სცემთ? თუ საქართველო კოლონია გგონიათ რომელზეც საკუთარ დღის წესრიგს თავისუფლად არგებთ? ასევე საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიგანის პოზიცია, ის იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პოზიციას (მან გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“) თუ ემიჯნება მას და ქართველისა და ქართულის დამოკიდებულებას რწმენისა და ტრადიციებისადმი სრულად იზიარებს?!“ – წერს მეგრელიშვილი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც -იაგო ხვიჩია

რაც შეეხება „გირჩს“, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც მართლა ღია ბუღალტერიას აწარმოებს და ყველაფერი არათუ, აუდიტის სამსახურში, არამედ ინტერნეტშიც დევს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ავტომატურად ეგზავნება აუდიტის სამსახურს, ამიტომ ჩვენ ეს არ გვემუქრება. იგივე დეკლარაციას ვაგზავნი, ვიღაცას არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, რომ მე ფული ვიშოვე, არ მიშოვია. აქ ხალხის პატივისცემის საშოვნელად ვარ და არა ფულის“, -აღნიშნა ხვიჩიამ.

ცვლილებებია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“კანონში. პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა შესაძლოა პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს, რის შემდეგაც პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

პროექტი პოლიტიკური პარტიისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად.