Home Blog Page 282

“ვერ მიხვდნენ, რომ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია, ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა”

რაც უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ „ნაცს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის არევა, უცხოეთიდან მიღებული დავალებების შესრულება.

„მელიაც „ნაცია“ და გვარამიაც, მაგრამ ერთად რომ იქნებიან, შეიძლება, აღარ იყონ „ნაცები“. მათი მიზანია „ნაცი“ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია არცერთი „ნაცი“ ხელისუფლებაში. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების, სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ, გამორიცხულია, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ „ნაცს“, რამდენადაც არ უნდა დაიშალონ. ისინი ახლა ცდილობენ იმ 20 პროცენტს გარეთ გამოსვლას, რაც რეალურად, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერაა და დანარჩენ 20 პროცენტზე მუშაობას, მაგრამ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა, ასეთი ფსიქიკის ადამიანები და ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ „ნაცი“ არანაცად მიიღონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია.

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები.

ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“  გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი არტისტებთან ერთად ჩართულია მუშაობის ყველა ეტაპზე, საიმისოდ რომ შექმნან ახალი და განსხვავებული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება.

„გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ დაჯილდოვდა ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანია „ენთები“, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, მარტივი მიდგომის გამოყენებით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტს მისაღებ ფასად შესთავაზო მომსახურება და მეორე მხრივ ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულებას.  ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით.

ორგანიზატორების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაცია „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას სახელობის იქნება, რომელიც შარშან ტრაგიკულად დაიღუპა. ნანა ჯანაშია წლების განმავლობაში იყო ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი და ის სწორედ ამ ნომინაციის კონკურსანტებს აფასებდა.

წელს ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კომპანია „ბაბალემ“ გაიმარჯვა, თავისი გამორჩეული საქმიანობისთვის, რაც საქართველოში მცხოვრები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებას გულისხმობს. კომპანია „ბაბალე“ დაფუძნდა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

სპეციალური ჯილდოს მფლობელი მწვანე ინიციატივებისათვის „ტენე“ გახდა,  რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.

კომპანია ტენემ უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი ტენე  მეორე სიცოცხლეს ჩუქნით,  შეაკეთებს და  მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად ტენეს წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე – მზის პანაელებზე გადავიდა.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის გადაეცა „ხმას“, რომელიც ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. სახელი კატო მიქელაძის საპატივცემულოდ შეირჩა, რომელიც 1917-18 წლებში ქალების გაძლიერებაზე მიმართულ პირველ ქართულ გაზეთს გამოსცემდა სახელწოდებით „ხმა ქართველის ქალისა“. ბრენდი შექმნის პირველივე დღიდან მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის გზავნილებს ავრცელებს, ძირითადი ხაზი კი Love yourself და why not-ია, რაც საზოგადოებაში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება.

ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ გაიმარჯვა KLIPY-მ.   KLIPY არის ხმოვანი გიფების, სტიკერებისა და სხვა პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს ეხმარება მონეტიზაციაში. ეს კი ხდება ზემოხსენებულ ფუნქციებში პროგრამატიკული რეკლამების გაშვებით სხვადასხვა ad network-ებიდან.

KLIPY უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და სულ მალე ფუნქციონალს ვიხილავთ Viber-სა და სხვა დიდ სამესიჯო აპლიკაციებში.

დღეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300,000 აჭარბებს, რაც ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო pipeline-ში არსებული ინტეგრაციების გაშვებით 20 მილიონამდე გაიზრდება მომავალი წლის ბოლომდე.

გასულ თვეში KLIPY-მ მოიზიდა $1.2mln ზომის seed round (ჯამში $2m commitment-ებიდან), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Sturgeon Capital (lead), Zaza Pachulia, Isaac Applbaum, Tim Wagner და სხვა მრავალი, ხოლო გასულ წელს პირველი pre-seed $100k ინვესტიცია Presto Ventures-მა ჩადო.

 

„გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“ დაჯილდოვდა „ჰერბია“, რომელიც Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მქონე კომპანიაა, რომელსაც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს ყველა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც რეგიონში 5000-ზე მეტია.

და ბოლოს, ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟიურის წლევანდელი რჩეული კომპანია „წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხეილ სვიმონიშვილი გახდარომლის ბიზნეს ისტორია 1997 წელს იწყება, როდესაც გურიის პატარა სოფელში ჩამოსხმული მინერალური წყალი, ნაბეღლავი მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა.  ამას მოყვა მარნეულის სასურსათო ქარხანა, შვეიცარული აგრარული სკოლა; ათასობით დასაქმებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე.

 

(R)

„ბუნდესტაგმაც“ და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებას შეიძლება მოჰყვეს” – ზურაბ ქადაგიძე

საგარეო უწყებაში ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები ბრძანდებოდნენ, სადაც მათ ოფიციალურად გადაეცათ, საქართველოს მთავრობის შეშფოთება, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება.

„არ არის საკმარისი, დიპლომატთა ზედაპირული განმარტებები და საჭიროა, მკაფიო დამოკიდებულება.

უკრაინის ხელისუფლება რომ „სპეკულაციურ“ კამპანიაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ, ამ კამპანიის ნაწილია ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები გასაგებია, თუმცა „ბუნდესტაგმაც” და ევროპელმა ლიდერებმაც უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რაც საქართველოში ძებნილი კრიმინალის მიღებასა და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას შეიძლება მოჰყვეს ანტიევროპული განწყობების ხელშეწყობა.

ისიც გასაგებია, რომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატი ღიად, დაუფარავად ცდილობს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და სუვერენიტეტის შეურაცხყოფას, რაც მათ გამოსვლებში გამოიხატება ხოლმე, თუმცა ამ დროს საჭიროა, მკაფიოდ გაემიჯნოს ევროკავშირის ელჩი და არ დატოვოს სივრცე ინსინუაციებისთვის!“ – წერს ქადაგიძე.

“ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთიანდეთ!” – ნიკა გვარამია

მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთიანდეთ! მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიმ მისი და ნიკა მელაის პოლიტიკური გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გაერთიანების შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანა წინ, მომავლისკენ.

„ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არავის მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, გავერთდიანდეთ! მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა[მელია]ამბობს, წინ, მომავლისკენ. არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე!“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ლოგო, რომელიც პრეზენტაციაზე წარმოადგინეს კარგად აჩვენებს, მისი და ნიკა მელიას გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას.

„ერთ-ერთი მთავარი,რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4 რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების, ახალი ნომერი წარმატების, ახალი ნომერი უკან დახევაზე უარის, ახალი ნომერი კვალიფიციური შეთავაზებების, შინაარსზე ლაპარაკის, ახალი ნომერი, რომელიც მიდის წინ, მომავლისკენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ -მამუკა მდინარაძე

უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უკრაინამ საქართველოს სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა გადასცეს.

„რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგებსაც ვსაყვედურობთ, რადგან ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაური რამეა. პირადად მე ამ საკითხზე საუბრისგან თუ ვიკავებდი თავს, ამდენი ხნის შემდეგ, დღეს მომეცა საშუალება, ვთქვა, რომ, მაგალითად, ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. აღარ დავაკონკრეტებ, ამისი დროც მოვა. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი არაფერს აპირებს, პირიქით, აქ არის, რამდენიმე დღეა, ტრუსკავეცში, ნომრიდან არ გამოსულაო. დღეს დადგა დრო, ეს მეთქვა. მე ბოდიშები ვიხადე მეორე დღეს. ჩემი ინფორმაცია არ ყოფილა, ჩემს ნათესავებს, ახლობლებს არ დაურეკიათ იქიდან, რომ აქა და აქ არის ეს კაციო. დიახ, მათი ინფორმაცია იყო, უკრაინელი კოლეგების. მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, სახელს და გვარს არ ვიტყვი.

რაც შეეხება იმას, რომ იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, არა თუ ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან, არა თუ ასეთ კომუნიკაციაში არიან, არამედ სააკაშვილის ამ ინციდენტის შემდეგ წინაურდებიან. განუბაჟებლად შემოაპარეს საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით. გადმოგვცენ სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუკი რაიმე პლატფორმა არსებობს, ჩვენ ისედაც მხარს ვუჭერთ. უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც კი წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, გასამართლებას, როგორც ომის დამნაშავეების და ასე შემდეგ. ამ ფონზე, როდესაც 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მათგან რას ვხედავთ? იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ადამიანი ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიები ერთიანდებიან

ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პარტიები ერთიანდებიან. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას ერთი საარჩევნო ნომრით მიიღებენ.

მათი საარჩევნო ნომერი “4” იქნება.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები და უპასუხონ გამოწვევებს.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთაველის ფონდმა 2024 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა 2024 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ   იხილოთ ბმულზე:

https://shorturl.at/mqMNU

“მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა რომის პაპი – ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, უკრაინამ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს.

„მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა. არ მესმის”, – აღნიშნა ბერბოკმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომზე საუბრისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება.

“ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ”, – დასძინა მან.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ თავი დაიცვას.

„თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? -ვაშაძე

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი, რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? ადამიანების შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები რეალობას მოწყვეტილები არიან.

„მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო, როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით? როგორ არ გრცხვენია და საუბრობ, რომ ყველაფერი კარგად არის თურმე ქვეყანაში, რომ ეკონომიკა ყვავის. ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას? ირაკლი კობახიძე და ივანიშვილის პარტიას მინდა დავუსვა კითხვა. თუ ეკონომიკა კარგად არის, მაშინ ხალხი ქვეყნიდან რატომ გარბის? რატომ წავიდა 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ქვეყნიდან? რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელს რეგიონში: სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე? ნებისმიერ ქვეყანაზე ძვირი ფასები რატომ არის? რატომ შიმშილობენ ბავშვები სკოლებში? კითხვას გისვამთ, რატომ უწევს პენსიონერს არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის? ამ კითხვებზე რატომ არ სცემთ პასუხს? რატომ ხართ ორიენტირებულები მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე? მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას.

მაინტერესებს ირაკლი კობახიძისგან და მთლიანად ივანიშვილის პარტიისგან პასუხი, რა შექმენით ისეთი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ფასები? რომ ადამიანების შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს. იმ მაფიოზური „კლანის“ ბრალი ხომ არ არის მონოპოლიების სახით, რომელიც ააგეთ და ეს ფული ჯიბით-ჯიბეში, რომ მიგაქვთ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი გაეცით. როგორ შეგიძლიათ, რომ ხალხს უბრალოდ დასცინოთ. ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, თურმე ბაზარში სიარული ყოფილა სირცხვილი და ფასების გარკვევა ყოფილა თურმე სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას? ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ქვეყანაში. არის კითხვები, რომელიც აქვს ხალხს თქვენთან და ამ კითხვებს პასუხი გაეცით. იმ ივანიშვილსაც მივმართავ დამალული რომ არის ახლა. გეკითხები – შენ რომ მდიდრდები ხალხი რატომ ღარიბდება? ფასები ასეთი ძვირი რატომ არის ქვეყანაში? როდემდე უნდა ძარცვოთ ეს ქვეყანა? როდემდე უნდა იყოთ აცდენილი აბსოლუტურად რეალობას? აი, ამ კითხვებზე გაეცით პასუხი! ეს კმაყოფილება, რომელიც თქვენ სახეზე გაქვთ, ეგ კმაყოფილება ქართულ საზოგადოებაში სამწუხაროდ არ არის, იმიტომ, რომ ადამიანებს უმუშევრობის, ფასების ზრდის, შემოსავლების შემცირების გამო ყოველდღიურად უწევთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

“დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა, დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა”

გადაწყვეტილება არის თქვენზე. ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო, -ამის შესახებ “მთავარი არხის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ მისი და ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე განაცხადა.

ამასთან, როგორც თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მათი ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა 3 თვე მიმდინარეობდა.

“ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადია მათთვისაც, თუ რა იქნება გამოცხადებული, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, ბუნებრივია, მათ ეს მოლოდინი აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვიკარნახა, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ დრომდე იყო რთული გზა, რომელიც გამოვიარეთ. 3 თვე მიმდინარეობდა საუბრები, მოლაპარაკებები. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ერთობა, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა ისედაც გვქონდა და გვექნებოდა, უბრალოდ, გამოვდიოდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი ორი გუნდის გაერთიანებას ექნებოდა ენერგია და ოქროს გასაღები მძიმე ფონის, ნიჰილიზმის გარღვევაში. დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა. დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელი არის. არ არის აუცილებელი ფული, რომ მანკიერება დაამარცხო. მჯერა, რომ ჩვენ ამის გვჯერა. მიხარია, რომ დღევანდელი დღე დადგა”, – განაცხადა მელიამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი, ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

„დასავლეთ საქართველოში, დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ქართული ოცნება“ ვიდრე იქნება ხელისუფლებაში, ქვეყანას არ მოუწევს ომში ჩართვა”-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქცენტირებული იქნებიან იმაზე, რომ რამენაირად შეაკოწიწონ 15-20 პროცენტი, რომელიც პატარა პარტიებს აქვთ.

ზარქუას განმარტებით, მმართველ პარტიას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს და ემზადება იმისთვის, რომ დამაჯერებლად და ღირსებით მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის რეიტინგებიც ამას ადასტურებენ.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას არც ომში ჩართვა მოუწევს, არც ეკონომიკური პრობლემები ექნება, პირიქით, აქცენტირებას გავაკეთებთ ეკონომიკის ზრდაზე, რეფორმებიც გაგრძელდება. რაც მთავარია, ლგბტ პროპაგანდასაც ყოველთვის წინ აღვუდგებით. იქნება სახელმწიფო, რომელიც დაიცავს თითოეული ქართველის ინტერესებს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.