Home Blog Page 281

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეების კითხვები უკავშირდებოდა გიორგი გახარიას მიერ საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვის სისწორეს, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა ძალაში დატოვებს პირველი პალატის გადაწყვეტილებას, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფომ ევროპული სტანდარტებით იმოქმედა, კითხვის ნიშნები კი უშუალოდ ოპერაციის დაგეგმვის და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა.

„ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ზეპირი სხდომა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დიდმა პალატამ ამაზე დაყრდნობით გამოიტანოს გადაწყვეტილება. პროცედურულად რაიმე კონკრეტული ვადა გაწერილი არ აქვს სასამართლოს, რა ვადაშიც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ალბათ უკვე იქნება დიდი პალატის გადაწყვეტილება და იქიდან გამომდინარე, რა პოზიციებიც იყო წარდგენილი და რა კითხვებიც დაისვა დიდი პალატის მხრიდან, გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა არ შეცვლის პალატის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.

უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანება დაივიწყოს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეგიძლიათ, დაივიწყოთ ამის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევქმნათ საუკეთესო გარიგება ორივე მხარისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ახლობლებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირად ურთიერთობებში.

კურო: დღეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. შესაძლოა, დაგჭირდეთ დასვენება და ენერგიის აღდგენა.​

ტყუპი: კარგი დროა შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად ან ჰობისთვის. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო წინადადებები.​

კირჩხიბი: დღეს ყურადღება გაამახვილეთ კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე. შესაძლოა, მიიღოთ ახალი შესაძლებლობები ან წინადადებები.

ლომი: ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან და სოციალურ წრეში. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეხვედრა გელით.

ქალწული: დღეს ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიუჯეტის გადახედვა ან ინვესტიციების განხილვა.

სასწორი: კარგი დროა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საუბრები ან გადაწყვეტილებები გელით.​

მორიელი: დღეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობას. შესაძლოა, დაგჭირდეთ ვარჯიში ან დიეტის გადახედვა.​

მშვილდოსანი: კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, მიიღოთ შთაგონება ან ახალი იდეები.​

თხის რქა: დღეს ყურადღება გაამახვილეთ ოჯახურ საკითხებზე. შესაძლოა, საჭირო გახდეს სახლის საქმეების მოგვარება ან ახლობლებთან ურთიერთობა.​

მერწყული: კარგი დროა სწავლისთვის და ახალი ცოდნის მიღებისთვის. შესაძლოა, დაგეგმოთ კურსები ან ტრენინგები.

თევზები: დღეს ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლოა, მიიღოთ შემოსავალი ან განიხილოთ ახალი ფინანსური გეგმები.​

გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგად ხასიათს ატარებს და ინდივიდუალური გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.

„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. 

„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, – დასძინა მან.

,, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა”- პრემიერი

ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ბრიგადა ვერ მისულიყო ადგილზე.

„ეს დღეები ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები. დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს და სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს განსაკუთრებულად ინტენსიურად ამისთვის. ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა. აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს. ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო ბრიგადა ადგილზე, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი,”- განაცხადა პრემიერმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 28 თებერვალს ჩავა და ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას CNN-ი ავრცელებს.

“ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს”, – განაცხადა ტრამპმა და მადლობა გადაუხადა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტსა და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს.

ტრამპის თქმით, “შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”.

ტრამპის განცხადებით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება“.

დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომას მართავს, რომელიც ლოცვით დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომას მართავს, რომელიც ლოცვით დაიწყო.

სხდომას მილიარდერი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკიც ესწრება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ქურდობისა და თაღლითობის შემთხვევები აღმოაჩინა.

ტრამპის თქმით, ილონ მასკი ბევრს აკეთებს, რისთვისაც ბევრ შექებას და ბევრ დარტყმას იღებს.

ამის შემდეგ მთავრობის კაბინეტს სიტყვით თავად ილონ მასკმა მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საერთო მიზანი არის უზარმაზარი დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რადგან არსებული ვითარების გაგრძელება ქვეყანას დე ფაქტო გაკოტრებამდე მიიყვანს.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საუკეთესო კაბინეტი შეკრიბა.

ალექსანდრე წულაძე: „აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეხმიანება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.

აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.

რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.

ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.

აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.

კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი – შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

„თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები  მოქალაქეთა საჭიროებების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედებენ: „შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“.

მაკა ბოჭორიშვილი – თურქეთი მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია და ჩვენი ინტერესების შესაბამისად სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები

თურქეთის რესპუბლიკაში ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა ძალიან ხანგრძლივი და კარგი დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართვ ელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზეც ისაუბრეს.

„მოველით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ თურქეთის პრეზიდენტს და ამაზე ვიმუშავებთ მეც და ჩემი თურქი კოლეგაც. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა გვქონდეს რეგიონში. ორივე მივესალმებით სამმხრივ ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას. ასევე, უახლოეს მომავალში შევთანხმდით, რომ გვექნება შეხვედრა სამმხრივ ფორმატში. ამას უმასპინძლებს თურქეთის მხარე და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება და გამყარება სწორედ ამ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სამ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობამ, სტრატეგიულმა პარტნიორობამ წვლილი უნდა შეიტანოს უფრო ფართოდ რეგიონის საკეთილდღეოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგოროც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თურქეთი ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე.

„ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც გლობალურად ასევე მნიშვნელოვანია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სირიის საკითხები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონზე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან დიალოგი, თურქეთთან მუდმივი კომუნიკაცია და, ჩვენი ინტერესების შესაბამისად, სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები. კმაყოფილი ვარ, რომ თურქი კოლეგის მხრიდან არის ასევე გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა იყოს ბევრად უფრო მყარი, უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალებით, უფრო კარგად მოვახდინოთ რეგიონში საქართველოსა და თურქეთის ინტერესების პოზიციონირება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე აცხადებს, რომ საინტერესო შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვის და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო!

ორგანიზაციის მობილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა რეგიონში და იმერეთში, გურიასა და აჭარაში სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფს ხელმძღვანელობს “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ლაშა ფუთურიძე, თეიმურაზ ანდღულაძე, დავით მახარეიშვილი, დიანა შანიძე და იმერეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური – დავით ლანჩავა. სწორედ დავით ლანჩავას ინიციატივით, იმერეთში, ორგანიზაციის -” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მოხალისეების შემადგენლობიდან, 25-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ იმერეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

ინფორმაციისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებელმა თოვლმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებს.

გურიაში უხვი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო სოფლების დიდი ნაწილი გარე-სამყაროს მოწყვეტილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის დახმარებას თავის მთავარ მისიად მიიჩნევს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ოპერაციებში მონაწილეობას!

განათლების სამინისტრო – სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში

სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ამასთან, სამინისტროს თანახმად, სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.

ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას.

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.

ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.

სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.