Home Blog Page 280

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი”-ემანუელ მაკრონი

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.

ზელენსკიმ არაფორმალური სამიტის მონაწილეები შვეიცარიაში დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ იმ სახელმწიფოების მიმართ სანქციებზე მუშაობაზე, რომლებიც მისი თქმით, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.

გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, – განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის სპეციალური ძალების პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მიმართა უკრაინასთან ომში მონაწილეებს.

„სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 27 თებერვალს 2015 წლიდან აღნიშნავს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გამოიდარებს ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც დღე +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს, დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -2, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +4 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ჩემს მიმართ წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით -მერაბ დვალიშვილი

როგორც იცით, ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე, – ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.

გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე“, – წერს დვალიშვილი.

https://www.facebook.com/mma.georgia.79/posts/1048108532924079?ref=embed_post

 

გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, რომელიც მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმავოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განუცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინას 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცეს.

მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას დასახმარებლად გამოუყო 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, საიდანაც შვიდი მილიარდი 2024 წლის განმავლობაში გადაეცემა.

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლებებს წააწყდებით და საქმეს ვერ დაასრულებთ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, ამიტომ ყველა მიწვევა უნდა მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც მეგობარს მიეცით – მისი ასრულების დროა.

კურო

დროა, ძველი პირობის შესრულებაზე იზრუნოთ. თუ ამას არ იზამთ, მოულოდნელი პრობლემებისთვის ან კოლეგებთან უსიამოვნო სიტუაციისთვის უნდა მოემზადოთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. გახსოვდეთ, რომ ახალი ცოდნის დაუფლება კარიერულ წინსვლასა და შემოსავლის ზრდაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

გახსოვდეთ, რომ სამუშაო დღე დილიდან იწყება, ამიტომ სირთულეებისთვის გაღვიძებისთანავე უნდა მოემზადოთ. მალე შენიშნავთ, რომ ამ დღეს პრობლემები არსაიდან, ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ ნურაფერს დაგეგმავთ.

კირჩხიბი

ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ ზოგიერთ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ და მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. ამ დღეს თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ და შექმნილი პრობლემები ერთობლივი მოქმედებებით დაძლიოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ ყურადღება რომ არაფერმა გაგიფანტოთ, ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ და არ იზარმაცოთ. შესაძლოა, წარსულის ზოგმა პრობლემამ თავი შეგახსენოთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწიოთ.

ქალწული

უსმინეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, რათა ცხოვრებაში ჰარმონია იპოვოთ და წარმატებას მიაღწიოთ. დროა გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ და მუშაობა ექსპერიმენტებითა და არატრადიციული მეთოდებით გააგრძელოთ.

სასწორი

ამ დღეს საუბრის თუ კამათის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეების ფარულ ქვეტექსტს და ინტონაციას, რათა რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, თორემ მალე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ეცადეთ, კომპრომისების პოვნა ისწავლოთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

მორიელი

გირჩევთ, ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უნდა აკეთოთ და ყველაფერი სხვა სამომავლოდ გადადოთ. უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ, თორემ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ყველა საკითხს პრაქტიკულად მიუდგეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიზმარი ნახოთ და ეცადეთ, დაიმახსოვროთ.

თხის რქა

წვრილმანი დავალებები სამომავლოდ გადადეთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებულ საქმეებს მიხედეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, ხშირად დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში ხელს შეგიშლით. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად ვიღაც შეურაცხყოთ.

მერწყული

ნათქვამის აზრს რომ ჩასწვდეთ, თანამოსაუბრის განწყობას დააკვირდით. შესაძლოა, ვიღაც თქვენთვის სიმართლის დამალვას ან არასწორი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თევზები

ამ დღეს ყველა საუბარი ლაკონიური და საქმიანი უნდა იყოს. ბევრი ლაპარაკი ძვირფას დროს წაგართმევთ. ზოგი მიმართულებით დაბრკოლება გელით და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.

ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა გამოწვევებით სავსე პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

„ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა. აღინიშნა გაერო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე, კონფლიქტით დაზარელებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-დან 27 თებერვლამდე ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ, ისინი, ვინც ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ- ვიქტორ ორბანი ნავალნიზე

ალექსეი ნავალნი პატივისცემის ღირსი არ არის, რადგან შოვინისტი იყო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. ვიქტორ ორბანმა და პარტია „ფიდესის“ წევრებმა წუთიერ დუმილსა და ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადეს.

ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წევრებს ნავალნის მიმართ დაბალანსებული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის- ულფ კრისტენსონი 

ისტორიული დღეა, ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ალიანსის წევრების უსაფრთხოებისთვის.

„დღეს ისტორიული დღეა. ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – წერს ულფ კრისტენსონი.

ილია დარჩიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ომარ ზნიბერთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„მინისტრმა ომარ ზნიბერს მიულოცა  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა თანამშრომლობისთვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ  ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის  (2023-2025წწ) საქმიანობაზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების – ქალების, ბავშვების, შშმ პირების, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტით დაზარელუბული მოსახლეობის უფლებების დაცვაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აღინიშნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობა.

ილია დარჩიაშვილმა ომარ ზნიბერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, ისევე როგორც  საოკუპაციო რეჟიმის სხვა უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის მფლობელობაში გადაცემის თაობაზე.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.

საუბარი შეეხო  კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაერო-ს როლს ამ ფორმატში. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, გაიყვანოს  ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, მოხდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნება.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით წარსდგა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიაზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინაში მილიონობით ადამიანი დაიღუპება -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინაში მილიონობით ადამიანი დაიღუპება.

კითხვაზე ამერიკელი სენატორის ჯ.დ. ვენსის განცხადების შესახებ, რომ ომის შედეგი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ უკრაინა მიიღებს ფულს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ სენატორს “არ ესმის, რა ხდება უკრაინაში”.

“ამის გასაგებად, ფრონტზე მისვლაა საჭირო, რათა დაინახოთ რა ხდება. ამ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანი დაიღუპება. მას [სენატორს] ეს არ ესმის”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება, რაც ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის -იენს სტოლტენბერგი

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.