Home Blog Page 28

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 20 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ნიგერიისა და ტაილანდის – ჯამში 20 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში – ლევან მაჭავარიანი

თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, „რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების გაფიცვას აანონსებს, ხოლო მეორე – ყოველ საღამოს სანქცირებული აქციების მოწყობას, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს, რათა ცხადი გახდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე“.

„ელისაშვილის სიტყვებია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არის, რომ ბატონი კუპრაძე თურმე იმიტომ უნდა გახდეს თბილისის მერი, რომლის თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში. თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდებაო, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, გაიფიცება მთელი მუნიციპალური სამსახურები, აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად მე რომ ამირჩევთ, სანქცირებული აქციები მოეწყობა ყოველ საღამოს ქუჩაშიო. ე.ი. მე რომ მერად ამირჩევთ, ყოველ დღე იქნება აქციები და მერიის არც ერთი სამსახური არ იმუშავებსო – წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა შეაფასონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაგბის კლუბ ”არმიას” ორგანიზებით ქვიშის რაგბში ჩემპიონატი ჩატარდა

რაგბის კლუბ ”არმიას” ორგანიზებით,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს რაგბის კავშირის თანადგომით, ლისის ტბაზე, გიმნაზიის სპორტულ პარკში გაიმართა ჩემპიონატი ქვიშის რაგბში თავდაცვის ძალების ბრიგადებსა და ვეტერანებს შორის.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს 5 -მა ქვედანაყოფმა და ომის ვეტერანთა 1 -მა გუნდმა.

ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა ვეტერანების “ბარბაროსას” და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდებს შორის. მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა.

გამარჯვებულ გუნდს, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ,გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.

ჩემპიონატის მონაწილეები მედლებით დააჯილდოეს თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის უფროსმა,ვიცე-პოლკოვნიკმა, მერაბ დემურაშვილმა და რაგბის კლუბ “არმიას” პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რაგბის კლუბი „არმია,” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის ჩემპიონატი ქვიშის რაგბში 2015 წელს, რაგბის კლუბმა ”არმიამ” დააარსა და ყოველწლიურად ტარდება; წელს პირველად, ჩემპიონატში ვეტერანთაგან დაკომპლექტებულმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი გაღიზიანებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ეცადეთ, მეგობრული და კეთილგანწყობილი იყოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობებისა და საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. საღამოს ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ურთიერთობა განაახლოთ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება.

კურო

მზად იყავით, რომ ამ დღის პირველი ნახევარი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეორე. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ურთულესი ამოცანები დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თუ უმნიშვნელო სირთულეებს ყურადღებას არ მიაქცევთ და წარმატებისთვის განეწყობით, ეს დღე მშვენიერი იქნება. გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ საქმეები, რომლებსაც შემოქმედებითი განწყობა და ორიგინალური აზროვნება სჭირდება. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, გირჩევთ, პასუხისმგებლობის ნაწილი სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ამ დღეს ზოგი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს განწყობა ხშირად გეცვლებათ და ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება თქვენთვის საჭირო ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თავშეკავებული და თავაზიანი იყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

ლომი

დღის დასაწყისში განწყობა და ენერგია მაღალ დონეზეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. თუ გარშემომყოფების მოუთმენლობა და გაუგებრობა გაღიზიანებთ, კარგი იქნება, განმარტოებით იმუშაოთ. შესაძლოა, პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწიოთ, თუმცა საყვარელი ადამიანების დახმარებით, ყველაფერს თავს გაართმევთ.

ქალწული

მოემზადეთ რთული სიტუაციებისთვის, რომლებიც ამ დღეს გელით. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყურადღებით უსმინეთ თანამოსაუბრეს და ეცადეთ, მისი განწყობა ამოიცნოთ. გარშემო მყოფები ცდილობენ, მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ, ამიტომ ეცადეთ, განმარტოებით იმუშაოთ. კარგი დღეა საყიდლებზე წასასვლელად, მაგრამ ძვირად ღირებული ან უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგაბრაზოთ, ამიტომ უმჯობესია, კონტაქტები შეზღუდოთ და სადავო თემების განხილვას მოერიდოთ. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება – ეს დაგეხმარებათ, კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მორიელი

ემოციურად რთული დღეა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ეცადეთ, ოპონენტის მინიშნებები და საუბრის ქვეტექსტი ამოიცნოთ. გირჩევთ, პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ფული არ გაასესხოთ და ეკონომიურად ხარჯოთ. ეცადეთ, ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინოთ და სიტყვები ისე შეარჩიოთ, რომ თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. სასურველია, საღამოს განმარტოვდეთ და ურთიერთობა შეზღუდოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება – ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

თხის რქა

ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს და ურთიერთობა გააფუჭოს, ამიტომ სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით – მზად ხართ თუ არა, რომ ახლობელ ადამიანთან კავშირი გაწყვიტოთ? ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ. შეამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და თქვენი დაზიანება სცადოს.

მერწყული

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან და ყველა ინფორმაცია გულმოდგინედ შეამოწმეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში არ აჩქარდეთ და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. სიფრთხილე და წინდახედულობა საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ. თანამოსაუბრეს ყურადღებით უსმინეთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ – კარგად დაფიქრდით, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე თქვენ წინაშე გახსნის სივრცეს თამამი გადაწყვეტილებებისთვის, სადაც თქვენი ყოველი მოქმედება შინაგანი თავდაჯერებულობის კვალს დატოვებს. დილით ცვლილებებისკენ დაუძლეველ წყურვილს იგრძნობთ. გირჩევთ ურთიერთობაში ყურადღება წვრილმანებზე გაამახვილოთ – თითქოს უმნიშვნელო სიტყვების უკან შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები იმალებოდეს, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მცირედით ტკბობა ისწავლოთ – ახლად მოხარშული ყავის სურნელითა თუ დილის სიჩუმით. შუადღისას თქვენი ყურადღების ცენტრში ფინანსური ან საყოფაცხოვრებო საქმეები მოექცევა – თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგებს მოიტანს. ნუ იჩქარებთ თქვენი გეგმების სხვებისთვის გაზიარებას, რათა ვიღაცამ ხელის შეშლა არ სცადოს.
საღამოს გელით მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც წარსულის სასიამოვნო წუთებს გაგახსენებთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი კომუნიკაციური უნარები განსაკუთრებულ სიღრმეს შეიძენს – კოლეგებთან უბრალო საუბარიც კი თქვენი ურთიერთობების ახალ მხარეებს გამოაჩენს. შუადღისას რამდენიმე საინფორმაციო ნაკადი ერთიან სურათად შეიკვრება და მიხვდებით, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ის მოვლენები, რომლებიც ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიგაჩნდათ.
გეგმების შეცვლის ნუ შეგეშინდებათ – ზოგჯერ ეს ქაოსი კი არა, იმპროვიზაციაა. საღამოს ინტელექტუალური დიალოგის დრო დადგება — შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე სამყაროს ისეთ რაკურსში ხედავს, რომელიც საკუთარი შეხედულებების გადახედვაზე დაგაფიქრებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია უკიდურესად გამძაფრებულია. გარშემომყოფთა განწყობას საკუთარივით გრძნობთ, რაც უნებლიეთ სხვისი საიდუმლოს მცველად გაქცევთ. მნიშვნელოვანია, რომ სხვის განცდებში არ დაიკარგოთ — დააწესეთ საზღვრები, რათა საკუთარი ემოციური სივრცე შეინარჩუნოთ.
შესაძლოა, შეამჩნიოთ, რომ ძველი წყენა სიმწვავეს კარგავს და პატიებას გზას უთმობს, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – ზოგჯერ სიჩუმე სიტყვებზე ხმამაღლა ისმის.
გირჩევთ, საღამოს ძველი დღიური გადაფურცლოთ ან ბავშვობა გაიხსენოთ – ეს მოგონებები დღევანდელ კითხვებზე პასუხებს გაგცემთ.

ლომი

ამ დღეს ლომები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან, მაგრამ არა ხმაურიანი ქმედებების გამო, არამედ იმ შინაგანი ნათებით, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩება. დილა დაიწყება შეგრძნებით, რომ თქვენი ყოველი ჟესტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაძლოა, შეამჩნიოთ, როგორ აუმჯობესებს თქვენი ღიმილი კოლეგების განწყობას ან როგორ შთააგონებს თქვენი იდეები სხვებს მოქმედებაზე.
დღეს თქვენი უნარი, რომ სხვებს დრო, ცოდნა და ემოციები გაუზიაროთ, საუკეთესო მეგობარს გაპოვნინებთ.

ქალწული

წვრილმანების მიმართ გამოჩენილი ყურადღება წარმატების გასაღები გახდება — შესაძლოა, შეამჩნიოთ შეცდომა საბუთში, რომელიც სხვებს გამორჩათ ან იპოვოთ პასუხი ამოცანისთვის, რომელიც გადაუჭრელად გეჩვენებოდათ.
შეიძლება ნებისმიერი გეგმა, თუნდაც ყველაზე კარგად შემუშავებული, შესწორებას საჭიროებდეს, მაგრამ ეს ნუ გაგაღიზიანებთ — სწორედ ამაში იმალება განვითარების შესაძლებლობა.
წვრილმანი შეცდომების გამო თვითგვემას ნუ მიეცემით — დღევანდელი გაკვეთილები მომავალ წარმატებებს საფუძველს ჩაუყრის.

სასწორი

თქვენი უნარი, რომ საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ, დღეს მთავარ ღირსებად იქცევა — შესაძლოა, თქვენ გახდეთ შუამავალი დავაში ან კომპრომისი იპოვოთ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.
საღამოს ესთეტიკური სიამოვნების წუთები გელით, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.
გადაწყვეტილების მიღების ნუ შეგეშინდებათ — თუნდაც იდეალურად არ გეჩვენებოდეთ, ის მაინც შინაგანი ჰარმონიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

მორიელი

დილა შინაგანი იმპულსით დაიწყება — იგრძნობთ, რომ დროა ურთიერთობებში წერტილი დასვათ ან დაასრულოთ ის, რაც დიდი ხანია გაწუხებდათ.
თქვენი გამჭრიახობა პიკს მიაღწევს — შეძლებთ თანამოსაუბრის სიტყვებში დამალული მოტივები დაიჭიროთ ან შეამჩნიოთ დეტალი, რომელიც სხვებს გამორჩათ. შუადღისას მნიშვნელოვანია, რომ ცდუნებას არ აჰყვეთ და დაივიწყოთ ის, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
შესაძლოა, აღმოჩნდეთ სიტუაციაში, რომელიც გაბედულებას მოითხოვს და ეცადეთ ამის ძალა იპოვოთ.
საღამოს შინაგანი დიალოგის დრო დადგება — იქნებ უბრალოდ მარტომ გაისეირნოთ და ამ სიჩუმეში საკუთარ თავს მოუსმინოთ.

მშვილდოსანი

თქვენი ოპტიმიზმი ახალ ნაცნობებს მაგნიტივით მიიზიდავს. შუადღისას შესაძლოა, დიდი ხნის წინ მიღებული ცოდნა მოულოდნელ ვითარებაში გამოიყენოთ და ეს გარდამტეხი წერტილი გახდეს.
ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის, თუნდაც პასუხებმა თქვენი შეხედულებები ეჭვქვეშ დააყენოს — დღეს სიმართლე კომფორტზე უფრო მნიშვნელოვანია.
საღამოს შესაძლებელია, რაღაც მოვლენამ წარსულის მიზანი გაგიცოცხლოთ, რომელიც თითქმის გადაგავიწყდათ.

თხის რქა

დილა მკაფიო შეგრძნებით დაიწყება – იგრძნობთ, რომ ყოველი ნაბიჯი, თუნდაც ყველაზე მცირე, მიზანს გაახლოებთ. ხასიათით მთის მდინარეს ჰგავხართ – ზედაპირზე მშვიდი, მაგრამ სიღრმეში ძლიერი და ისეთი ენერგიული ხართ, რომ გარემოს შეცვლა შეგიძლიათ.
დღე დასრულდება შეგრძნებით, რომ თქვენ არა მხოლოდ საკუთარ მომავალს, არამედ იმ საძირკველსაც აშენებთ, რომელზედაც თქვენი მაგალითით შთაგონებული ადამიანები დგანან.

მერწყული

დილას უჩვეულო აღმოჩენა გელით – შეიძლება ერთი შეხედვით სხვადასხვა მოვლენებს შორის კავშირი შენიშნოთ.
თქვენი ორიგინალურობა ადამიანებს შორის ხიდად იქცევა. თუნდაც დავაში, თქვენ იპოვით გზას, საწინააღმდეგო მოსაზრებები ისე შეაჯვაროთ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.
შუადღისას მნიშვნელოვანია, რომ რეალობას არ მოწყდეთ. ყველაზე თამამ იდეასაც სჭირდება ბიძგი, რათა ქმედებად გადაიქცეს.

თევზები

თევზებისთვის ეს დღე იქნება მოგზაურობა სამყაროში, სადაც რეალობასა და ოცნებას შორის საზღვრები იშლება. დილა დაიწყება შეგრძნებით, რომ დინებას მიჰყვებით. მაშინ როცა ლოგიკა დუმს, ინტუიცია გიკარნახებთ, საით გადაუხვიოთ. თქვენი ემპათია პიკს მიაღწევს — შესაძლოა, სხვისი ტკივილი ან სიხარული ისე იგრძნოთ, თითქოს თქვენი საკუთარი იყოს. ფრთხილად იყავით, რათა სხვის ემოციებში არ გაიხლართოთ – გარშემო შეიქმენით უხილავი ფარი, რათა საკუთარი სივრცე შეინარჩუნოთ.

დონალდ ტრამპმა გაერო მიგრაციის კრიზისის დაფინანსებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო მიგრაციის კრიზისის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო არა მხოლოდ ვერ აგვარებს არსებულ პრობლემებს, არამედ ახალსაც ქმნის.

„გაერო არა მხოლოდ ვერ აგვარებს პრობლემებს, არამედ ძალიან ხშირად ის ქმნის ახალ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ამის საუკეთესო მაგალითია „ჩვენი დროის უმთავრესი პოლიტიკური საკითხი – უკონტროლო მიგრაციის კრიზისი“.

„თქვენი ქვეყნები ინგრევა. გაერო აფინანსებს დასავლეთის ქვეყნებსა და მათ საზღვრებზე თავდასხმას“, – დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს დახმარება მიგრანტებს აშშ-ში უკანონო შესვლაში უწყობს ხელს – „შემდეგ კი მათი გაყვანა გვიწევს. გაერომ უკანონო მიგრანტებს ასევე მიაწოდა საკვები, თავშესაფარი, ტრანსპორტი და სადებეტო ბარათები“.

ტრამპის განცხადებით, გაერომ ქვეყნები „შემოსევებისგან“ უნდა დაიცვას და „არა შექმნას და დააფინანსოს ისინი“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემაა – „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის” .

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე,  საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა  გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რიკარდ ჟოზვიაკის მიერ X-ზრ გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მიწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

„დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას. საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს უწყებაში.

,,ყველას ეგონა, რომ რუსეთი ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა, რაც კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს”- დონალდ ტრამპი

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ტრამპის თქმით, ყველას ეგონა, რომ რუსეთი ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა, რაც კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს.

„დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. შვიდი ომიდან, რომელიც დავასრულე, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო.

მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ასევე, ცუდი. ყველას ეგონა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ეგონათ, რომ ერთი პატარა სწრაფი შეტაკება იქნებოდა. ეს კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს, ცუდად წარმოაჩენს მათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან, ეს რამდენიმე დღის ამბავი უნდა ყოფილიყო, ერთ კვირაზე ნაკლების, და ისინი სამ წელიწად-ნახევარი იბრძვიან. და კლავენ 5-დან 7 ათას ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხარეს. ყოველ კვირა – 5-დან 7 ათასამდე მკვდარი ახალგაზრდა ადამიანი.

და ზოგიერთ ქალაქში, გაცილებით ნაკლები ციფრებია, სადაც რაკეტებს ისვრიან, დრონები ვარდება…

ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია?

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინ ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში,” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე თავის გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ გაერომ „არც კი სცადა დახმარება“ გლობალური კონფლიქტების დასრულებაში.

ტრამპმა ისაუბრა შვიდ ომზე, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე ვადის განმავლობაში დასრულდა და დასძინა, რომ ამაზე ხალხი ეუბნებოდა, რომ ეს კონფლიქტები „დაუსრულებელია“.

კერძოდ, მან ჩამოთვალა კონფლიქტები – კამბოჯასა და ტაილანდს; კოსოვოსა და სერბეთს; პაკისტანსა და ინდოეთს; ისრაელსა და ირანს; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სომხეთსა და აზერბაიჯანს; და „საშინელი ძალადობრივი ომი“ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის.

ის ამბობს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს „არასდროს არ გაუკეთებია მსგავსი რამ“. მისი თქმით, გაერომ არცერთ მათგანში „არც კი სცადა დახმარება“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაერო არის მეტი, ვიდრე შეხვედრის ადგილი, ეს არის მორალური კომპასი მშვიდობის ხელშეწყობის ძალა

80 წლის წლის წინ ომით მოცულმა მსოფლიომ გააკეთა არჩევანი – თანამშრომლობა ქაოსის ნაცვლად, კანონი უკანონობის ნაცვლად, მშვიდობა კონფლიქტის ნაცვლად და ამ არჩევანმა შვა გაერო, არა როგორც სრულყოფილების ოცნება, არამედ პრაქტიკული სტრატეგია კაცობრიობის გადასარჩენად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ში გენერალური დებატების გახსნაზე განაცხადა.

გუტერეშის თქმით, გაერო არის მეტი, ვიდრე შეხვედრის ადგილი, ეს არის მორალური კომპასი მშვიდობის ხელშეწყობის ძალა.

„ბევრმა ჩვენი დამფუძნებელთაგან საკუთარი თვალით იხილა სიკვდილის ბანაკების ჯოჯოხეთი და ომის საშინელება. მათ იცოდნენ, რომ ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც არ დაუშვებდა ამ საშინელებების გამეორებას, კონფლიქტისა, მესამე მსოფლიო ომის ცეცხლისგან დამცავი კედლის შექმნას და სუვერენული სახელმწიფოებისთვის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ფორუმის შექმნას. ეს ყველას გვეხება და გენერალური ასამბლეის ეს დარბაზი არის ჭეშმარიტების გულისცემა. სწორედ ამიტომ, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ლიდერები იკავებდნენ ამ ტრიბუნას. სწორედ ამიტომ, თქვენ დღეს აქ ხართ. გაერო არის მეტი, ვიდრე შეხვედრის ადგილი, ეს არის მორალური კომპასი, ეს არის მშვიდობის ხელშეწყობის ძალა, საერთაშორისო სამართლის მცველი, მდგრადი განვითარების კატალიზატორი, მაშველი რგოლი კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების შუქურა და ცენტრი, რომელიც გარდაქმნის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს ქმედებებად. 80 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ საკითხის წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენი დამფუძნებლები იდგნენ, თუმცა რომელიც არის უფრო მწვავე, უფრო რთული და უმოწყალო.

როგორი მსოფლიოს აშენებას ვირჩევთ ერთად? ჩვენ წინ გვაქვს რთული სამუშაო, რადგან ამ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გვართმევენ. ჩვენ შევედით დაუნდობელი ნგრევისა და ადამიანური ტანჯვის ეპოქაში. მიმოიხედეთ, თქვენს მიერ დამკვიდრებული გაერთიანებული ერების პრინციპები ალყაშია. მოუსმინეთ, მშვიდობისა და პროგრესის საყრდენები ინგრევა დაუსჯელობის, უთანასწორობისა და გულგრილობის სიმძიმის ქვეშ. სუვერენულ ქვეყნებში ხორციელდება ინტერვენცია, შიმშილი გამოიყენება იარაღად, ჭეშმარიტება გაჩუმებულია, დაბომბილი ქალაქებიდან კვამლი ამოდის, დანაწევრებულ საზოგადოებებში რისხვა იზრდება, ზღვის დონე მატულობს და სანაპირო ზოლებს შთანთქავს. ყველაფერი ეს გაფრთხილებაა, ყველაფერი ეს არის კითხვა – როგორ მსოფლიოს ვირჩევთ? უხეში ძალის თუ კანონის მსოფლიოს? მსოფლიოს, სადაც პირადი ინტერესებისთვის ბრძოლაა, თუ მსოფლიოს, სადაც ქვეყნები ერთიანები არიან? მსოფლიოს, სადაც ძალა განსაზღვრავს უფლებას, თუ მსოფლიოს სადაც უფლებები ყველასთვისაა?“, – განაცხადა გუტერეშმა.

“მოლაპარაკე გვამები”: ვიქტორ იუშენკო”- Junge Welt

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, რათა თავისი ქვეყნისათვის „საქმიანი“ რჩევები მიეცა, – წერს გერმანული გაზეთი „იუნგე ველტი“ (Junge Welt) სტატიაში სათაურით „მოლაპარაკე გვამები“: ვიქტორ იუშენკო“ (ავტორი – რაინჰარდ ლაუთერბახი). „ყოფილი პრეზიდენტი დაბეჯითებით აძლევდა რჩევებს კიევის ხელისუფლებას და ამჟამინდელ თაობას მთავარი ამოცანის შესასრულებლად – არამარტო ტერიტორია დაიბრუნონ, არამედ მოსკოვიც დაიპყრონ“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ხანია არაფერი არ ისმოდა ვიქტორ იუშენკოზე – უკრაინის ექს-პრეზიდენტზე, რომელიც ხელისუფლებაში 2004 წელს მომხდარი „ნარინჯის რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა –  საპრეზიდენტო არჩევნების არაკონსტიტუციური მესამე ტურის შედეგად. მოგვიანებით, მან ჩაშალა უკრაინაში რეჟიმის ცვლილების პირველი მცდელობა, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა. და თუ მან რაღაცა მაინც ისწავლა თანამედროვე მედია-სამყაროში, ესაა ის, რომ რაც უფრო ხმამღალი და „ნათელია“ განცხადება, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ მის ციტირებებს მოახდენენ. ანუ მთავარია ყურადღების მიპყრობა.

და ეს ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწია [ტყუილად იკავებდა ქვეყნის მეთაურის პოსტს], გამოვიდა სატელევიზიო შოუში და უკრაინას საქმიანი რჩევები მისცა, მაგალითად, ასეთი: უკრაინამო, – შთამაგონებლად ამბობდა ექს-პრეზიდენტი, – შეცდომა არ უნდა დაუშვას და არ უნდა დაკმაყოფილდეს 1991 წლის საზღვრების  დაბრუნებითო [რაც, აქვე რომ ვიტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ზღაპრების ჟანრს მიეკუთვნება], არამედ უფრო დიდ მასშტაბებზე უნდა იფიქროს და შორს უნდა გაიხედოს – „მოსკოვი უნდა დაიპყროსო“. აი, ამოცანა, რომელიც ამჟამინდელმა თაობამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს და სამომავლოდ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს მოუგვარებელი არ უნდა დაუტოვოს.

ვიქტორ იუშენკოს ნათქვამი იმდენად გაუაზრებელი და მოულოდნელი იყო, რომ თვით ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმაც კი უკმაყოფილება გამოხატეს: ერთ-ერთმა ისიც კი ურჩია ექს-პრეზიდენტს, რომ თუ ეგრე ძალიან გინდა მოსკოვის დაპყრობა, წადი ფრონტზე და ჯერ არტემოვსკი (ბახმუტი) დაიბრუნეო.

სხვათა შორის, უკრაინაში კიდევ სხვა ზოგიერთი უცნაური მოვლენაც მოხდა: როცა კიევიდან კარპატების კურორტ რახოვში მიმავალი მატარებელი სადგურ იარემჩას მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მომლოდინე პიროვნებამ შენიშნა, რომ სადგურის შენობაში მდებარე ელექტრონულ ტაბლოზე უეცრად მატარებლის მარშრუტის ბოლო პუნქტის დასახელება „რახოვი“ გაქრა და მის ნაცვლად აინთო სიტყვები – „სლავა როსიი“. რასაკვირველია, ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა, ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რომელმაც მართვის პულტი დალუქა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინა, თუ ვინ დააპროგრამა ტაბლოს მოწყობილობა მტრის პროპაგანდის სასარგებლოდ. ისე კი, მაინც და მაინც დამანგრეველი არაფერი მომხდარა: უკრაინაში მატარებლები ისედაც დაგვიანებით დადიან – ასე რომ, ერთ საათიან ტაბლოინციდენტს რკინიგზის მუშაობისათვის მნიშვნელობა არ ჰქონია.

წყარო: