Home Blog Page 28

შსს ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხაეს, სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნა.

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა -აშშ-ის საელჩო

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება, რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო -ზელენსკი

არსებობს იმედი, რომ 2026 წელს ომი დასრულდება და რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა შესაძლოა, კატასტროფული არ იყოს, რადგან ეს ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რთულია ანალიზი, თუ რა არის ჩრდილში რუსეთში და რამდენი რეზერვი აქვს მას ომის წარმოებისთვის.

„არა მგონია ყველა დეტალი ვიცოდეთ. მაგრამ ეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მზარდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია. ვხედავთ, მომავალ წელს ზრდას ვერ შეძლებს, შემცირდება. და ის მუდმივად შემცირდება, ანუ ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება, ყველაფერს ომზე დახარჯავენ. ასევე დიდი პრობლემაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებით, კომპონენტებით, რომლებიც ჩინეთიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და რამდენიმე ევროპული კომპანიისგან შედის. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით სამ ათეულ ძირითად საწარმოს მუდმივად აქვს შესაბამისი კონტრაქტები ამ ქვეყნების კომპანიებთან, რომლებიც მე ვახსენე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო, ყოველდღიურად ელოდებოდნენ, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა -გელა შერმადინი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გელა შერმადინს უსმენენ.

შერმადინმა კომისიის სხდომაზე 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალგორში აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ განვითარებულა, ტყვიაც არ გავარდნილა, კონფლიქტი არ მომხდარა ოსსა და ქართველს შორის, არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს ჩვენი სამხედრო დანაყოფები შემოვიდნენ ხეობაში, ალბათ მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ახალგორში, ზაფხულის პერიოდში ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით. ქაოსური, ქაოტური სიტუაცია იყო, რადგან მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში ღამე გადიოდა ტყეებში, მინდვრებში გაჰყავდათ მოხუცები, ბავშვები, იქ აფარებდნენ თავს, რათა უცებ ღამე არ მომხდარიყო შემოსვლა. ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე გადაწყვეტილება იყო მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, არაფერი. ტელევიზიით ცნობილი ფაქტია, რომ იგოეთთან ჩვენს საპოლიციო მანქანებს გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია და ბეტეერმა გაარღვიეს და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში. სოფელ ოძისში განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელებს. შემდეგ აბრევის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს მძიმე ტექნიკაც“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა გელა შერმადინს მიმართა კითხვით,  ზუსტად რომელ რიცხვებში ხდებოდა ეს, რაზეც შერმადინმა აღნიშნა:

„როგორც ვიცი, დაახლოებით 14-15 აგვისტოა. ასე მახსოვს, როცა იგოეთში ბეტეერმა გამოარღვია პიკაპები, გადაყარა აქეთ-იქით. ჩვენთან ხეობაში იყო შემოსული პატარა დანაყოფები, ხალხი გამორბოდა. მეც, ჩემი ოჯახით ზუსტად ამ დროს წამოვედით ბავშვებით. გამოვასწარით, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო. უკან დარჩა მოსახლეობა, რახან რუსებმა გადაკეტეს გამოსასვლელი. სხვათა შორის, ჩვენ უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან დააბრუნეს. ახალგორში როდესაც შევიდნენ, როგორც ვიცი, ბრძანება ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში. შემდეგ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და მათ დააკავეს ეს პოლიციელები. 10-15 ქართველი პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული ეგრეთ წოდებულ ოსურ ბანდფორმირებებს თუ საჯარისო ნაწილებს“.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გელა შერმადინს: „ომის დაწყებიდან გასულია შვიდი დღე. გაფრთხილებული იყო თუ არა მოსახლეობა, რომ საფრთხე არსებობდა, პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, რაზეც შერმადინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო.

„ასეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდ მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა. მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 29 მაისს, თბილისში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – “როდის მოვკლათ ბიზნესი?”.

ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები: გაბრიელ მელივა (ტექ. ანტრეპრენერი); სოფო ბალავაძე (სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ელენე ზამთარაძე (“შავი პომიდორის” დამფუძნებელი) საკუთარ ისტორიას გაგვიზიარებენ ბიზნესის წამოწყების და მასთან დამშვიდობების შესახებ. ასევე, რა სიმპტომებით ხასიათდება წარუმატებელი ბიზნესი, რა ფაქტორები იწვევს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბიზნესი “მოსაკლავია”.

სპიკერები, აუდიტორიას, საკუთარი ისტორიებიდან გამომდინარე, მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას ახალ წამოწყებებში.

თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრებზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

®

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მერიის სოციალური პროექტის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„წელს პროექტის მასშტაბები იზრდება და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში, დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.

„ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 საბავშვო ბაღში 3 300-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, – აღნიშნა მერმა.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. მერის თქმით, პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი -თეა წულუკიანი

ვახტანგ გომელაური თავისი საქმით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვეილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად, დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სისტემის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოით მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქვე ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე წარადგინა.

პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძეს მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

თიბისი კონცეპტი განსაკუთრებულ დღეებში მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მრავალფეროვანი შეთავაზებებით, ამიტომ ბავშვთა საერთაშორისო დღისთვისაც ჯადოსნური შეთავაზებები მოუმზადა.

31 მაისს და 1 ივნისს, თიბისი კონცეპტის ერთგული მომხმარებლები, საქართველოს დიდი ქალაქების 40-მდე ფიზიკურ მაღაზიასა და რამდენიმე ონლაინ ობიექტში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას 40 % ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ.

პარტნიორი სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი, სადაც შეთავაზება იმოქმედებს, მრავალფეროვანია და ბავშვთა თითქმის ყველა საჭიროებას აერთიანებს:

ტანსაცმლის მაღაზიები

დრესარიუმ ქიდსი, ბებე+, ოკაიდი, ჟაკადი, Original Marines, მაიორალი, ზიპი, მანგო ქიდსი, ოვს ქიდსი, Carter’s, პეტი ბატო.

ფეხსაცმლის მაღაზიები

ბამბინო, ავ-ლაბი, სკარპიერა, ბატა, ეკკო ჯეოქს კიდსი.

სათამაშოების მაღაზიები

XS toys, ჭიტა, პეპელა, Wishlist Toys, იოიოსო, კივოს სათამაშოები, ფაზი, ბურატინო, პიკოლა თოის, პუპაცო, მინი ლენდი.

განათლება

ბიბლუსი, სულაკაური, Palitral.ge.

გართობა

ჯინო ფერედაისი, ზოოტოპია, ბატუტ ცენტრი.

ბავშვთა საერთაშორისო დღის შეთავაზებით სარგებლობა შემდეგ ობიექტებში შესაძლებელი იქნება ონლაინაც: Miniland.ge, Puzz.ge, Sulakauri.ge, Palitral.ge

აიღეთ ახალი თიბისი კონცეპტ ბარათები და გაატარეთ, ბავშვთა საერთაშორისო დღე დაუვიწყარი ემოციებით.

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

®

მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც არ აკმაყოფილებს მსოფლიო სახელმწიფოს მოთხოვნებს -კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს „უგუნური“ უწოდა.

„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც არ აკმაყოფილებს მსოფლიო სახელმწიფოს მოთხოვნებს“, – წერს კელოგი სოციალურ ქსელში.

კიტ კელოგის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობს მიმდინარე ომის დასასრულებლად.

როგორც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი განმარტავს, შეერთებულ შტატებში ელოდებიან რუსეთის მხრიდან დაპირებული მემორანდუმის მიღებას.

„ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი“, – წერს კელოგი.

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის – ვახტანგ გომელაური

xr:d:DAFa9IDn-mo:9,j:4071829105,t:23022117

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, – წერს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური მიმართვაში, რომელიც თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული.

მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში.

წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“, – პატივისცემით, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური.

გომელაურის წერილს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვზე დრონებით შეტავა განხორციელდა – აეროპორტებში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 33 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მტრის დრონების თავდასხმის მოგერიებას. განადგურებულია ოთხი დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ახორციელებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ არის. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ“, – აღნიშნა სერგეი სობიანინმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.