Home Blog Page 279

გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა -კლაუს ვალდნერი

გუდაურში  შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა, – ასე შეაფასა სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელმა კლაუს ვალდნერმა სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში მიმდინარეობდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) ჩატარდა.

“ორი დღის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი შეჯიბრი ვიხილეთ. შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში ტრავმები არ გვქონიამთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. სათხილამურო ფერდობზე საკმარისი მოხალისეები გვყავდა და მათგან საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. უაღრესად საინტერესო შეჯიბრი იყო და ამ ორი დღისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. ტრასა საოცარი იყო “, – აღნიშნა კლაუს ვალდნერმა.

დღეს გუდაურში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა. ქალ სპორტსმენებში იტალიის წარმომადგენელმა ჯოლე გალიმ გაიმარჯვა. კაცების შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა კანადის წარმომადგენელმა რის ჰოუდენმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენმა იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა.

8-9 მარტს გუდაური კიდევ ერთი საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდება – დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975 და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.

ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.

ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის – მშვიდობა -კახა კალაძე

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუობს და ამბობს, თითქოს არასდროს მოუწოდებიათ, საქართველო სანქციებს შეერთებოდა.

„გავიხსენებ ერთ მაგალითს, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, ვინ რა თქვა ამის საპასუხოდ – არსებობს არქივი და კარგად ჩანს, რომ მავანს ერჩივნა საქართველოში ბომბები ჩამოცვენილიყო. დღეს ყველაფერი ხელისგულზე დევს, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო, კარგად ხედავს, თუ რამხელა უბედურებას აარიდა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე. კარგია, რომ კამერები ჩართული იყო- კეროლაინ ლევიტი

აშშ-ი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს და პრიორიტეტში მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა Fox-News-თან ინტერვიუში.

„ეს არ არის წინა ადმინისტრაცია. ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ კაბინეტში. ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე“, – აღნიშნა ლევიტმა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ კამათი კამერების წინაშე მოხდა და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა თავად ენახა ის რთული მოლაპარაკებები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

„მშვენიერია, რომ კამერები ჩართული იყო იმიტომ, რომ ამერიკელმა ხალმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რასთან აქვთ საქმე პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს“, – აღნიშნა ლევიტმა.

ზელენსკის ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის არსებობა რისკის ქვეშ დადგა – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმიანება.

არესტოვიჩის თქმით, ზელენსკი თეთრ სახლში იმისთვის გაემგზავრა, რომ ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი, თუმცა ორი საათის შემდეგ ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობები ისეთი პრობლემური გახდა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.

„უკრაინის არსებობის ასეთ კრიტიკულ მომენტში და ჩვენი მშვიდობისთვის ბრძოლის დროს ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები და არა მტრები. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, რომლებიც შეძლებენ მოგვცენ იარაღი ჩვენი ქალაქების დასაცავად და იარაღი, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე გამოიყენებენ. რაც ნამდვილად არ გვჭირდება ეს მეგობრების მტრებად გადაქცევაა. პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლში იმისთვის გაემგზავრა, რომ ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა გაეხსნა. ორი საათის შემდეგ უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთი პრობლემური გახდა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერები ამერიკელი ხალხის იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაგვიწიეს“, – წერს არესტოვიჩი.

მისი თქმით, ზელენსკის ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის არსებობა რისკის ქვეშ დადგა: ქალაქების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, იარაღი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე, ფინანსური დახმარება ბიუჯეტის სტაბილიზაციისთვის.

„ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა დარჩეს მყარი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისკენ, რომ ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობები ეფექტური, პროგნოზირებადი და პარტნიორობაზე დაფუძნებული გახდეს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ბრძოლა „ომის პარტიასა“ და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება-ირაკლი კობახიძე

ბრძოლა „ომის პარტიასა“ და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო მალე დაისადგურებს მშვიდობა.

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს, უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.

„გლობალურმა ომის პარტიამ“ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები – ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ „გლობალური ომის პარტია“ და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით – აშშ და „გლობალური ომის პარტია“ ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების მანძილზე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ. ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში. პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და დრო დაგვაკარგინა-მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. ამის შესახებ მარკო რუბიომ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპთან ბოდიში აქვს მოსახდელი და მარკო რუბიოს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა ის საწინააღმდეგოდ.

„დიახ, რადგან თქვენ მხოლოდ დასასრული იხილეთ. თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა და მე ვეთანხმები, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან აკავშირებს, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა, არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და შედეგად ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან, რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ეს შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და ასევე იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დრო გაფლანგა იმ შეხვედრისთვის, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

„ის არ უნდა შესულიყო იქ და გამხდარიყო ანტაგონისტი. ყველაფერი ლიანდაგებიდან გადავიდა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტს უთხრა: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა, რა დიპლომატიაზე მესაუბრებით?“ – თქვა რუბიომ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მთელი თავისი ცხოვრება დებდა გარიგებებს და არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ნამდვილი არ იქნება.

„მე გუშინ იქ ვიყავი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თქვა, რომ ჩვენი მიდგომა იქნება – ენდე, მაგრამ გადაამოწმე. პრეზიდენტი ტრამპი გარიგებებს დებდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ის არ აპირებს, იყოს ჩათრეული რაღაც გარიგებაში, რომელიც არ არის რეალური გარიგება. ჩვენ ყველას გვესმის ეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. სხვაგვარად როგორ დასრულდება ეს ომი? მე კითხვას ვსვამ: რა არის ევროპული გეგმა ამ ომის დასასრულებლად? მე შემიძლია, გითხრათ, რა მითხრა ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მე არ დავასახელებ, ვინ იყო ის, თუმცა მან მითხრა, რომ ომი გაგრძელდება კიდევ ერთ წელს და მაშინ რუსეთი იქნება ისეთი დასუსტებული, რომ მშვიდობას შეეხვეწება. ეს არის მკვლელობის, გარდაცვალების, განადგურების კიდევ ერთი წელი და ჩემი აზრით, არ არის ძალიან რეალისტური გეგმა“, – თქვა რუბიომ.

ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა, სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან -მარკ რუბიო

შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა უკრაინელებმა მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია, პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა. სამწუხაროა, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ ხედავთ ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა – და მე ვეთანხმები – ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან დააკავშირებდა, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი – და ვფიქრობ ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა – არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ხუთი დღის წინ შეიძლებოდა, თუმცა მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და საბოლოოდ ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან. რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს -კაია კალასი

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.

„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ისე, როგორც არასდროს, უკრაინის გვერდით ვდგავართ, დროა, ევროპამ გაააქტიუროს ძალისხმევა-პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც პაველი აღნიშნავს, ჩეხეთი უკრაინის გვერდით დგას.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, ისე, როგორც არასდროს. დროა, ევროპამ გაააქტიუროს თავისი ძალისხმევა“, – წერს პეტრ პაველი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

არ ვარ დარწმუნებული, რომ რამე ცუდი ჩავიდინე, რაც დღეს მოხდა არც ერთი მხარისთვის კარგი არ იყო-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის „ძალიან მადლიერია ამერიკელების მთელი მათი მხარდაჭერისთვის“. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გადაცემის წამყვანმა, ბრეტ ბაიერმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ავლენს თუ არა ის უპატივცემულობას დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსის ან ამერიკის მიმართ, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პატივს სცემს პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს.

„ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, თეთრ სახლში კამათი კარგი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა.

„მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა აშშ-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებას, ზელენსკი განაცხადა, რომ „არა“.

კიდევ ერთ კითხვაზე – უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რამე ცუდი ჩაიდინა. თუმცა, კითხვაზე, ნანობს თუ არა იმას, რაც დღეს მოხდა, განაცხადა: „დიახ, ეს კარგი არ იყო“.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხელი უნდა მოეწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, თუმცა ეს „საკმარისი არ არის“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ შეუძლია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

„ჩვენთვის ისინი მკვლელები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას სურს მშვიდობა და დიპლომატია, თუმცა, მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს ევროპა, ანუ, უნდა მოიცავდეს უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას.

„ჩვენ არ გვსურს ევროპის დაკარგვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შესაძლოა მოტივაციის ნაკლებობა იგრძნოთ. ნუ დაელოდებით სხვების ბიძგს; თავად დაიწყეთ მოქმედება, დანარჩენი თავისთავად აეწყობა.

კურო
თუ თქვენი შემოსავლებით უკმაყოფილო ხართ, იფიქრეთ უფრო სტაბილურ და საიმედო სამსახურზე. ცვლილებები თქვენს გეგმებში სასიკეთო იქნება.

ტყუპები
მიუხედავად სირთულეებისა, ძალები მოიკრიბეთ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი. მიზანი თითქმის მიღწეულია, ეჭვებს ნუ აჰყვებით.

კირჩხიბი
ემოციების კონტროლი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გონივრული მოქმედება პრობლემების წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ლომი
დღეს იოლად შეძლებთ პრიორიტეტების დალაგებას. სწორად განსაზღვრეთ პერსპექტივები და მოიფიქრეთ საუკეთესო გზა თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის.

ქალწული
შანსი გექნებათ, აღადგინოთ ძველი კავშირები ნათესავებთან ან მეგობრებთან. ყური მიუგდეთ გულის ხმას და იმოქმედეთ შესაბამისად.

სასწორი
მიუხედავად სამუშაო დღისა, შეეცადეთ გამონახოთ დრო დიდი ხნის უნახავი ახლობლების მოსანახულებლად. ეს სიხარულს მიანიჭებს როგორც მათ, ასევე თქვენ.

მორიელი
პრობლემების მოგვარებისას ახლებური მიდგომა და არასტანდარტული აზროვნება გაგიმარტივებთ საქმეს. თქვენი იდეები დღეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება.

მშვილდოსანი
იმოქმედეთ სწრაფად და გაბედულად. ახლა შანსები დიდია და მიზნის მიღწევა უფრო იოლია, ვიდრე მომდევნო დღეებში.

თხის რქა
ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით სასიყვარულო საკითხებში. ყველა ხერხი გამოიყენეთ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

მერწყული
რაც უფრო მარტივად და იუმორით მიუდგებით სიტუაციას, მით უფრო საინტერესოდ ჩაივლის დღე. ასე უფრო მეტ მხარდამჭერს მოიზიდავთ.

თევზები
შესაძლოა, დღეს თქვენს ცნობიერებაში დიდი გარდატეხა მოხდეს. შესაძლოა, შეიცვალოს თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნები და ამოცანები.