Home Blog Page 278

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა – პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი პატივს სცემს ამერიკელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა:

როდესაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო.

მისი თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იყო, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნებამ შეძლო მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარების თავიდან აცილება.

მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა – ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” მგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, რუსეთის მოქალაქემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

“ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

თვითმფრინავი სწორედ ამის გამო, სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი, თუმცა დაძაბული დღეა. საქმიანი თვისებების წყალობით წარმატებას მალე მიაღწევთ და სავარაუდოდ, ახალ მოკავშირეებს და თანამოაზრეებსაც შეიძენთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ. სასურველია, რომ საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს მეგობრებსაც კი არაფერი უთხრათ. დაე, ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს.

კურო

ამ დღეს ყველაფერი თავად უნდა აკეთოთ, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ყურადღების ერთ საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, რადგან თქვენს ყურადღებას უამრავი პროექტი მოითხოვს. ცოტაც გაუძელით, დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და სასიამოვნო იქნება.

ტყუპები

ნერვიული და მოუსვენარი დღეა. უამრავი საქმე გელით, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღებით იყავით – შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ. ზოგ ტყუპებს ძველ წყენას გაახსენებენ, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ინება.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. რთული არჩევანის გაკეთება და მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან მსხვერპლზე წასვლა მოგიწევთ. გირჩევთ, შეცდომების თავიდან აცილებისთვის ძველი გამოცდილება გამოიყენოთ. ამ დღეს მოსალოდნელია სასიამოვნო რომანტიკული შეხვედრა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, თუმცა არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. სირთულეების მიუხედავად, ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდება, რომლებითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

ქალწული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ახალ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ და, რაც მთავარია, სასარგებლოდ იყენებთ – რთულ დავალებებს და დაბრკოლებებს ჩვეულებრივზე ადვილად უმკლავდებით. კოლეგები და თანამოაზრეები საზრუნავს აგარიდებენ და თქვენს პასუხისმგებლობას გაიზიარებენ. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრის დროს პრაქტიკული საკითხები განიხილოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

თუ გსურთ, რომ ამ დღის დადებითი ტენდენციები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ, სწრაფად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. დღეს მიღებულ რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. დროა ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ – მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.

მორიელი

ამ დღეს არც თავბრუდამხვევ წარმატებებს და არც პრობლემებს უნდა ელოდოთ. მშვიდი, ნეიტრალური დღეა, მეტიც – უამრავ ახალ შესაძლებლობას გთავაზობთ. პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე და სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

მშვილდოსანი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა ზოგიერთ მშვილდოსანს მოულოდნელი დაგვიანება და გადაწყვეტილების გადადება ძალიან გააღიზიანებს. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს, კეთილგანწყობა და თავაზიანობა გამოიჩინეთ მაშინაც, თუ ნაწყენი და იმედგაცრუებული ხართ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადაჭრისა და დაბრკოლებების დაძლევისთვის, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს ან პარტნიორებს სთხოვოთ. კარგი დღეა ადრე შეწყვეტილი თანამშრომლობის და კონტაქტების განახლებისთვის.

მერწყული

თქვენი მრავალმხრივი ნიჭი და რთული საკითხების სწრაფად გადაჭრის უნარი მენეჯმენტზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და სპონსორი იპოვოთ. მოსალოდნელია მცირე უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე ნუ ინერვიულებთ, ხვალ ეს ინციდენტი არავის ემახსოვრება.

თევზები

ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. როცა საქმე ფინანსებს ან სამსახურს ეხება, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა.

საფრანგეთი უახლოეს მომავალში უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან – ამის შესახებ მაკრონმა ჩეხურ მედიასთან განაცხადა.

გამოცემასთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვიხილავთ ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიებს და ვფიქრობთ ყველაფერზე, რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი უკრაინის მხარდასაჭერად“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ ისეთ მიმართულებაზე, სადაც უფრო მეტის გაკეთება სურთ, ესენია: კიბერთავდაცვა, უკრაინაში ერთობლივი სამხედრო ტექნიკის წარმოება, იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებსაც ემუქრებათ რუსეთისგან თავდასხმა, კერძოდ კი, მოლდოვა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა ბელარუსის საზღვარზე და განაღმვითი ოპერაციები.

„ამის გარდა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე“, – თქვა მაკრონმა.

ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა- საქაერონავიგაცია

ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/saqaeronavigatsia/posts/pfbid0wX4NYY46m16LY8r4A9ro4mr5p9BJwnx4haTbupjWpbX5116wF5tEFqCJodyLnX4Dl

2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები -ნიკა მელია

2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4, – ამის შესახებ ოპოზციონერი პოლიტიკოსი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”,- წერს მელია “ფეისბუქზე”.

მსოფლიო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კოლორადოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპის მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობდა.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. სასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, რაც ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმთან კავშირით ახსნა.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობა შეეძლება.

 

“დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინების ვადა და მასთან დაკავშირებული აკრძალვა ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და პროკურორის დამხმარის მიმართ არ გავრცელდება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.

დღეს მოქმედი კანონი დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადებს ადგენს. ასევე, აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ერთი წლის განმავლობაში.

აღნიშნული აკრძალვა, მათ შორის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარეს ეხება. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანშეწონილია, აკრძალვა აღნიშნულ თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, რადგან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დიპლომატიური თანამდებობები ფუნქციებითა და პროფესიული ბუნებით სხვა დიპლომატიური თანამდებობისაგან განსხვავდება.

„ამასთანავე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია იმავე პირის ანალოგიური ფუნქციის მქონე სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშვნა, რაც სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირთა შემთხვევაში შესაძლებელია. ამრიგად, კანონის პროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის სათანადოდ მოწესრიგება და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში-ვოლსკი

ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავიანთი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ხოლო მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება.

„უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს „ფორმულას“ ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე, ამ შემთხვევაში აშშ-ის სენატი მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს -მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე ბელგიის ქალაქ ბრიუგეში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე სიტყვით მიმართა კოლეგებს.

„ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის კონფერენციაზე განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. დღევანდელი მსჯელობა მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავალი სწორედ ჩვენს ერთობაშია და ამ ერთობის უზრუნველყოფას სჭირდება მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცის – ევროკავშირის გაფართოება შეფერხების გარეშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის. მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის 30 წელზე მეტს ითვლის. მიუხედავად რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა, ჩვენ შევძელით ქვეყნის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში დაყენება. თუმცა საბოლოო მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვართ საჭირო რეფორმების ერთგული და ამ გზაზე მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მექანიზმების ამოქმედებას კანდიდატი ქვეყნებისთვის.

„დღევანდელ კომპლექსურ, ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროში დრო ძალიან ძვირფასია და არასწორ აღქმებსა და ფორმალობებში მისი დაკარგვა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება. გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ”-ტონინო პიცულა

თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ტონინო პიცულამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა და ასე უნდა გაგრძელდეს.

„ევროპა ბელგიის თავმჯდომარეობის სლოგანი შესანიშნავი არჩევანია – დავიცვათ, გავძლიერდეთ, მოვემზადოთ. თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებია – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა. ევროკავშირი მხოლოდ საერთო ბაზარი არაა, ევროკავშირი საერთო ღირებულებების და ასევე, საერთო რისკების მქონე ქვეყნების ერთობაა. როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ. ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა და ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ტონინო პიცულამ.

“ევროპაში “რუხი ზონები” აღარ უნდა არსებობდეს”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ.

ბერბოკის თქმით, ევროპაში „რუხი ზონები“ აღარ უნდა დარჩეს.

“ევროპაში “რუხი ზონები” აღარ უნდა არსებობდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს თავისი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია. ეს მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების შეთავაზებაში”, – განაცხადა ბერბოკმა.

მის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდასაჭერად.

„რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირის საერთო ამოცანაა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს დავამატებთ,” – განაცხად ბერბოკმა.