Home Blog Page 270

ჯეი დი ვენსი ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯეი დი ვენსი ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა. ინფორმაციას მედია ტრამპის გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეხვედრის დროს ვენსმა და ჰან ჩჟენმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ფენტანილის საკითხი, ვაჭრობის დაბალანსება და რეგიონული სტაბილურობა.

შეგახსენებთ, ტრამპს საპრეზიდენტო კამანიის დროს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკაში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ფენტანილი შედის. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს შეხვედრაზე ვანსმა და ჩჟენმა.

მანამადე კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მიიწვია. მის ნაცვლად კი ფიცის დადების ცერემონიას ჰან ჩჟენი დაესწრება. სწორედ ამ მიზნით იმყოფება ის ვაშინგტონში.

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ კვირაში ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებით. მოემზადეთ მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, მაგრამ უნდა შეეცადოთ, კომპრომისი იპოვოთ. სამსახურში ახალი პროექტები და დავალებები გელით. ინიციატივა გამოიჩინეთ და პასუხისმგებლობის აღება ნუ შეგეშინდებათ.

კურო

ეს კვირა ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისა და მიზნების მისაღწევად. ნუ აჩქარდებით და გააზრებულად იმოქმედეთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დგება. ეცადეთ ერთად გატარებული ყოველი წუთით ისიამოვნოთ. შესაძლოა, სამსახურში მცირე სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მათთან გამკლავებას შეძლებთ.

ტყუპები

ამ კვირაში საინტერესო ნაცნობობა გელით. მზად იყავით ახალი იდეებისა და წინადადებებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული წუთები და სასიამოვნო სიურპრიზები. ეს დღე ურთიერთობების გაძლიერების შანსს მოგცემთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დროა, სამსახურში განახორციელოთ იდეა, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ.

კირჩხიბი

ეს დღე მთლიანად ოჯახსა და სახლს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. პირად ურთიერთობებს დიდი გამოცდა ელით. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და გამოწვევას მშვიდად გაუძლოთ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას იმის მიუხედავად, რომ ამის უამრავი მიზეზი გაქვთ.

ლომი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფის და ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მცირე უთანხმოებას შეეჯახოთ, მაგრამ თქვენი პიროვნული ხიბლისა და ქარიზმის წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. სამსახურში ახალი პროექტები და გამოწვევები გელით, რომლებიც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს გთავაზობთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესებისა და გატაცებებისთვის დრო გამონახოთ. გირჩევთ, საკუთარი განცდებისა და პრობლემების შესახებ საყვარელ ადამიანს უამბოთ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად იპოვოთ. თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებენ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მოულოდნელად წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ახალი შეგრძნებებისა და ემოციების დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ მიწვევას სიფრთხილით მოეკიდოთ და სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდოთ.
შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. ფრთხილად იყავით — ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. სამსახურში შეიძლება ახალ, საინტერესო პროექტში ჩართვა შემოგთავაზონ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი უნდა გამოიყენოთ.

მორიელი

ახალი წლის დასაწყისი ახალი მიზნების, გეგმებისა და იმედების დროა. იზრუნეთ თანამოაზრეთა გუნდის შექმნაზე, რომელიც თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ეცადეთ, პარტნიორთან უმნიშვნელო საკითხზე კამათი დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და უხეშობას, რადგან ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. წვრილმანებზე დროს ნუ კარგავთ, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეზე გაამახვილეთ, რომელიც სწრაფად უნდა დაასრულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი სიახლე გელით, რომელიც ახალ გამოცდილებას მოგიტანთ. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ. ზოგჯერ პრობლემები და სირთულეები ადამიანებს უფრო აახლოებს და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება — ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წუთით, იდეალური წყვილი ხართ. სავარაუდოდ, სამსახურში რთული კვირა გელით – იძულებული იქნებით, კოლეგის დაშვებული შეცდომა გამოასწოროთ.

თხის რქა

ამ დღეს მთლიანად მუშაობას დაუთმობთ. ის, რაც ადრე შეუძლებელი გეგონათ, ამ დღეს შეიძლება სრულიად რეალური გახდეს. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. იქნებ დროა, რომ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?
სამსახურში შესაძლოა კონკურენტებთან შეჯახება მოგიწიოთ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

მერწყული

ამ დღეს უამრავი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით. ფრთხილად იყავით, მათ შორის, არაკეთილსინდისიერი ადამიანებიც არიან.საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
პროფესიულ საქმიანობაში შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან შეათანხმოთ და მათ არგუმენტებს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დადგა. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა სწორედ ამის დროა!

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +7 – წვიმა 

მესტია -2 – უმეტესად მზიანი

ფოთი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +6 – წვიმა 

ოზურგეთი +6 – წვიმა 

ქუთაისი +5 – წვიმა 

ამბროლაური +3 – თოვლი 

ახალციხე +1 – თოვლი 

ბორჯომი -3 – თოვლი 

ბაკურიანი -6 -თოვლი  

გორი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +1 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა -3 – უმეტესად მზიანი

გუდაური -7 – მზიანი

თელავი +6 -მზიანი

რუსთავი +9 – უმეტესად მზიანი

თბილისი +6 – უმეტესად მზიანი

„ჰამასთან“ დადებული ზავის გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა

ჰამასთან“ დაზავების გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ გადადგომის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა იდეოლოგიური წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულა. მინისტრმა „ჰამასთან“ გარიგება „ტერორიზმის სრულ გამარჯვებად“ შეაფასა. ასევე გადადგნენ ბენ-გვირის თანაპარტიელები – მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეისა და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრი იცხაკ ვასერლაუფი.

პარტია „ოცმა იეჰუდიტმა“ კი მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, დაბრუნდნენ კოალიციაში, თუ სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ წინააღმდეგ განახლდება და გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ამ პარტიის კოალიციიდან გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს მთავრობაში და ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ალბათობა რჩება, რადგან კოალიციიდან გასვლით სმოტრიჩიც იმუქრება.

„ჰამასთან“ შეთანხმებას აკრიტიკებდა მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი და პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერი ბეცალელ სმოტრიჩი.

,,არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება”- ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება.

„რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა, რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ისრაელის არმიის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.

რუსთაველის გამზირზე მსვლელობა ლოზუნგით „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს

მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის!“ მართავენ.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”.

ასევე, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ილონ მასკი: ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია

ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია, – წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიცია არ იძიებს კრიმინალთა ეთნიკურ წარმომადვლობას იმის შიშით, რომ „რასისტად“ არ შეირაცხოს.

მასკის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მკვეთრად გაიზარდა „უცნობი“ ეთნიკური წარმომავლობის დამნაშავეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი და ყინვა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა

გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა და სამი პირი კი დაშავდა. ამ დროისთვის, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ – საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში – ჯონ ჰერბსტი

ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ, – ამის შესახებ ამერიკის დიპლომატმა, “ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ჰერბსტმა ისაუბრა ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე და მასში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობაზე, ამავდროულად იმაზე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ინაუგურაციაზე არავინ არის მიწვეული და უპასუხა კითხვას, „რა პოლიტიკური გზავნილია ეს?“.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“, – განაცხადა ჰერბსტსმა.

ამასთან, მან უაპსუხა კითხვას, თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ. მისი თქმით, ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც”, – დასძინა დიპლომატმა.

ამასთან,ის ფიქრობს, რომ საარჩევნო დარღვევები უფრო კაცრი ენით უნდა იყოს დაგმობილი.

„ საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში”, – აღნიშნავს ჰერბსტი.

გარდა ამისა მან უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ ამერიკა რეგიონში საქართველოს სომხეთით ანაცვლებს და რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს? მისი თქმით, ასე არ იტყოდა, თმცა სომხეთის პოლიტიკა გაუმჯობესდა.

„არ ვიტყოდი, რომ [ამერიკა] საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ, ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს, აზერბაიჯანის გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით.

თუმცა, აზრი, დაახლოებით, 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან, ძალიან, თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას, მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა”, – განაცხადა დიპლომატმა.

ჯონ ჰერბსტსმა უპასუხა საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებთან დაკავშირებულ კითხვასაც, მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გაავლებდა. ამასთან, ის ფიქრობს, რომ საქართველო, ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.

„საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდანაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ].

ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში”, – აღნიშნავს ის.

ნათლისღების მადლს მოაქვს ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა – შეგვაძლებინოს უფალმა, ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას – მეუფე შიო

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, -ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

„განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, – ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება.

უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29).

რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე.

როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, – როგორც მოგვითხრობს სახარება, – და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17).

აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება.

„სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, – ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, – როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან.

ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.