Home Blog Page 27

,,თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გერმანიის ელჩი არის დაბარებული“- პეტერ ფიშერი

ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ფიშერის თქმით, „თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გერმანიის ელჩი არის დაბარებული“.

„შევალ და მოვისმენ, რის თქმას აპირებენ ჩემთვის. ასევე, მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ. საყვედურს გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია -ირაკლი კობახიძე

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მხრიდან მედიის კითხვების დაწუნებასა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან მის თანამშრომლობას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში.
„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლის საჭიროდ”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7110 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7110 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1860 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2007 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

სოხუმის დაცემის დღეს თბილისში სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება

27 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდა-კუს ტბის საფეხმავლო ბილიკზე, საკენი-ჭუბერის გზისა და სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმბოლური ლაშქრობა გაიმართება.

სიმბოლური ლაშქრობა წელს მეორედ ტარდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საინიციატივო ჯგუფი „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“.

„32 წლის წინ, უამრავმა ადამიანმა თავის გადასარჩენად საკენი-ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარა და ასე დატოვა აფხაზეთი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ყინვასა და სიცივეში, საკვებისა და მიზერული პირობების გარეშე მოუწიათ ყოფნა. ამ გზაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილებმა მიიღეს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა.

27 სექტემბერს, „მეხსიერების ბილიკის“ მოწყობის მიზანია საკენი-ჭუბერის გზის გადააზრება და, ამ გზით, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისა და მათი მეგობრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ლაშქრობა ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკიდან დაიწყება (საიდანაც იღებს სათავეს სალაშქრო ბილიკი) და კუს ტბაზე დასრულდება, სადაც გაიმართება ფინალური ღონისძიება ეთნიკურად აფხაზი თუ არააფხაზი სპიკერების მონაწილეობით. ასევე, გაიმართება ინსპირაციული სემინარი – „სახლი“.

შეკრების ადგილი: 13:00 საათი, ტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მდებარე პარკი: (კოორდინატები)

ფინალური ღონისძიება: 17:00 საათი, კუს ტბა, „ცისკრის ტერასის“ მიმდებარე ტერიტორია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

“დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, “ხელებს იბანს”:ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს”-The Daily Telegraph

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) 24 სექტემბრის ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპი, უკრაინის ომთან მიმართებით, „ხელებს იბანს“: ის, რაც თითქოსდა მის საოცარ შემობრუნებად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკისათვის შეიძლება ცუდი ამბავი აღმოჩნდეს“ (ავტორი – რობ კრილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ის, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა უკრაინის შესახებ, მოულოდნელი იყო არაპროგნოზირებადი პრეზიდენტისგანაც კი. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი თავისი ქცევით ხშირად მტრებსაც და მეგობრებსაც აკვირვებს, მაგრამ სამშაბათს მან გაეროს გენასამბლეის სხდომაზე საკუთარ თავს გადააჭარბა.

თვითონ განსაჯეთ: დონალდ ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ უკრაინამ უნდა გააცნობიეროს – მისი აღმოსავლეთი ტერიტორიები უკვე დაკარგულია და დროა რუსეთთან ზავი დაიდოსო, ახლა კი გაეროში გამოსვლის დღეს მან ახალი საოცარი პოზიცია გამოხატა: „მე ვფიქრობ, რომ უკრაინას, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს და დაიბრუნოს ტერიტორიები ადრინდელი სახით. დროთა განმავლობაში, მოთმინების გამოჩენით, ევროპისა და ნატოს ფინანსური მხარდაჭერით, იმ საზღვრების აღდგენა შეიძლება, საოდანაც ომი დაიწყო. ეს სრულიად შესაძლებელია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

რამ განაპირობა დონალდ ტრამპის თვალსაზრისის ცვლილება?

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტი გაეროს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. და ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ვიზიტის ფონზე, როცა მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს ვინძორის სასახლეში გამართულ ბანკეტზე რბილად შეახსენა, რომ „ევროპას ტირანია ისევ ემუქრება“.

გუშინ, სამშაბათს, გაზეთები დონალდ ტრამპის პოსტის პოსტით იყო აჭრელებული. კომენტატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტმა გასაოცარი შემობრუნება განახორციელა – მხარი დაუჭირა უკრაინის გამარჯვებას და მისი საზღვრების აღდგენას.

მაგრამ საკითხავია – მართლაც დაიღალა აშშ-ის პრეზიდენტი თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მოქმედებისაგან? ბოლოს და ბოლოს, დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს პუტინზე თბილი სიტყვა და იმავდროულად უკრაინას რაკეტებს და დრონებს აწოდებდა (რასაც მელანიაც ამბობს თავის ქმარზე).
მართლაც მხარს უჭერს დონალდ ტრამპი ამჟამად უკრაინას და მის ლიდერს, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინათ, თებერვალში, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაამცირა პირდაპირ ტელეეთერში?
ალბათ, მხარს უჭერს მხოლოდ განსაზღვრულ მომენტამდე.

დონალდ ტრამპზე, როგორც ვიცით, ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას ძალის გამოვლენა ახდენს და იგი მუხლს იდრეკს გამარჯვებულის წინაშე. აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენასამბლეის სესიაზე და მისივე პოსტი ნათლად მოწმობს იმას, რომ მან დაინახა – რუსეთს არ შეუძლია მასზე ბევრად უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გამარჯვება (რუსეთი ვერ უშლის ხელს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას და ეკონომიკური დახმარების გაწევას).

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვად“ მოიხსენია: „ნებისმიერ შემთხვევაში, მე ორივე მხარეს სიკეთეს ვუსურვებ“, – დაამატა მან, – „თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსათვის იარაღის მიწოდებას. ალიანსს შეუძლია ეს იარაღი სურვილისამებრ გამოიყენოს… ყველას წარმატებებს ვუსურვებთ!“.
თუ ღრმად ჩავუკვირდებით დონალდ ტრამპის ამ ნათქვამს, შევამჩნევთ, რომ ეს არის სწორი ურთიერთობის გაკვეთილი, სწორი მოქმედების ნიმუში: იმის ნაცვლად, რომ უკრაინას ახალი დახმარება აღუთქვას ან რუსეთის მიმართ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, მისტერ ტრამპი, როგორც ჩანს, სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ევროპასა და ნატოს აკისრებს.

არ არის არავითარი მინიშნება უკრაინისადმი დამატებითი დახმარების გაწევაზე ან იმაზე, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვს მკაცრად დასჯის. მისი ერთადერთი მოვალეობაა თავის ევროპელ მოკავშირეებს – ნატოს წევრებს იარაღი მიაწოდოს და საერთოდ არ აინტერესებს, სად წაიღებენ ისინი ამერიკულ იარაღს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეთაურმა სასწორზე თავისი რეპუტაცია დადო, ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით და მასპინძლობის გაწევით, მისტერ ტრამპმა კიდევ გაკვეთილი აითვისა: ომის შეწყვეტა ადვილი არ არის. როგორც ჩანს, მისგან უკვე საკმარისია.

წყარო:

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ- 27 საელჩოს ერთობლივი განცხადება

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების სახელით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის დიპლომატიური მისიების მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.

„მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.

დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან – შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის – თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია

თუ ონლაინ შოპინგი შენი საყვარელი საქმიანობაა, მაშინ თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდი, სწორედ, შენთვისაა. აქ შეგიძლია მუდმივად ადევნო თვალი სიახლეებს, ისარგებლო ან დაელოდო სასურველ შეთავაზებას – კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სასტუმროებში და რა თქმა უნდა, შენს ფავორიტ – ონლაინ შოპინგის კატეგორიაში.

თუ ჯერაც არ გინახავს, გირჩევ, ახლავე გახსნა თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდი, სადაც ახალი თიბისი ბარათებით ონლაინ შოპინგისა და ქეშბექების ნამდვილი სამოთხე შეგიძლიათ მოიწყო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა და თიბისის მობაილბანკში ნახავ კიდევ რამდენიმე ფუნქციონალს, რომლებიც ონლაინ შოპინგისას დაგეხმარება.  

მაგალითად, კომუნალური გადახდების სექციაში, შეგიძლია მონიშნო სასურველი გადამზიდი, დაამატო შაბლონში შენო ფოსტის ოთახის ნომერი და ამანათის ტრანსპორტირების გადასახდელი თანხა ყოველთვის ავტომატურად გამოგიჩნდება. თუ ახალი თიბისი ბარათი გაქვს, საკომისიოს გარეშეც შეძლებ ტრანსპორტირების დავალიანების დაფარვას, პირდაპირ მობაილბანკიდან.  

თუ ტრანზაქციას ლარში აკეთებ და კონკრეტულ ვებ-გვერდზე განაწილების ფუნქცია არ არის დამატებული, შეგიძლია ტრანზაქციების ისტორიაში მოძებნო გადახდა და მობაილბანკიდან გაანაწილო უკვე გადახდილი თანხა. ტრანზაქციებში მოძებნე – „ტრანზაქციის განაწილება“. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ აღარ გჭირდებათ საფულის მოძებნა, რადგან ბარათების დეტალების ფუნქციონალის მეშვეობით, თქვენი ბარათის ყველა მონაცემს ნახავთ. ამისთვის კი, დააჭირე მთავარ გვერდზე შენს ბარათს და იპოვე ღილაკი „ბარათის დეტალები“

თიბისის საქმიანობის თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული გამოცდილება. ასე რომ, გახსენით თიბისის მობაილბანკი და დროის, ენერგიისა და რაც მთავარია, ფულის დაზოგვით, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება.

R

იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კუპრაძისა და ალეკო ელისაშვილი განცხადების შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ.

მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა ერთიანი მიზნები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ვერაფერი შეძლეს. უცხოელებმა ვერაფერი შეძლეს პროპაგანდით. შარშან რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, თითქოს არჩევანი არის რაღაც ვექტორებს შორის. გამოვიდა ქართველი ხალხი და საკადრისი პასუხი გასცა ყველა უცხოელს – პროპაგანდით და ზეწოლით ვერაფერს მიაღწიეს. ახლა მათი ერთადერთი გზა არის ადამიანების სოციალური გაწვალება, რომ ადამიანები დატანჯონ და იქნებ, ამით მაინც რაღაცაზე წამოიკიდონ. ეს არის ზუსტად ამ გეგმის ნაწილი და თავადაც აცხადებენ, რომ არიან მათ მიერ გამოცხადებული ძალადობრივი დამხობის პროექტის ნაწილი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და მათ შორის მეც, ვიყავით ჩართული, რომ გერმანიის სახელი ყოველთვის პატივსაცემი იყოს – შალვა პაპუაშვილი

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის მეც, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყოს პატივსაცემი. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მისამართით.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს გერმანიის ელჩთან ურთიერთობაში, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებს.

„არანაირი მოლოდინი პეტერის მიმართ არ მაქვს. ვიცი, რომ მომავალი წლის ივნისამდეა საქართველოში. სხვათა შორის ვადა გასდიოდა ახლა ზაფხულში და გაიხანგრძლივა ერთი წლით. არანაირი მოლოდინი დადებითის მიმართულებით არ მაქვს. საჯარო განცხადებებითაც, მეორეს მხრივ, საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს, გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი და ვიცით მისი პირადი დამოკიდებულებაც. მას აქვს პირადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. ამას ჩვენ ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ წარმოადგენდეს [ფიშერი], ეს მათი ნებაა და მათი ელჩია, თუმცა ვთქვი კიდეც, რომ რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში შეძლოს რამენაირად საერთო ენის მონახვა [მასთან ხელისუფლებამ].

ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი, ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, თუ რაც იქნება. ელჩის ამოცანა არის რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანიის და ბევრი ქართველის, მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდი გაემყარებინა, დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველაზე მეტად მე ვწუხვარ ამაზე, რადგან ვიცი რა ურთიერთობებია საქართველოსა და გერმანიას შორის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის მეც, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყოს პატივსაცემი. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

უფასო თიბისი ბარათი- სარგებელი ხარჯის გარეშე

თითქმის 1 წელია, ახალი თიბისი ბარათი 700,000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან იდეალურად ერგება მათ საჭიროებებს და სთავაზობს მხოლოდ სარგებელს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბარათი მართლა სრულიად უფასოა, ყოველგვარი დაფარული საკომისიოებისა და გადასახადების გარეშე.

უფასო თიბისი ბარათით ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე ყოველი გადახდისას, მომხმარებლებს დახარჯული თანხის 0.5% ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, თანაც ქულების ნაცვლად, პირდაპირ ლარში. ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნებული თანხის თიბისის პირად ანგარიშზე გადატანა და სურვილისამებრ განკარგვა.

კიდევ უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, თიბისი მათ სამი კატეგორიიდან – სურსათი, ფარმაცია ან საწვავი, იმ კატეგორიის არჩევის შესაძლებლობას აძლევს, რომელშიც ყველაზე მეტს ხარჯავენ. შერჩეულ კატეგორიაში კი, თითოეულ გადახდაზე, სტანდარტულზე  2-ჯერ მეტს, გადახდილი თანხის 1% უბრუნებს.

ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის სასურველი კატეგორიის არჩევა მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. ასვე, სურვილის შემთხვევაში, თვეში ერთხელ, მობაილბანკიდანვე შეუძლიათ სასურველი კატეგორიის საჭიროებებიდან გამომდინარე შეცვლაც,

ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს, საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან თვეში 2000₾-ის ფარგლებში, თანხის განაღდება უპროცენტოდ შეუძლიათ, საკომისიოს გარეშე იხდიან თვეში 5 კომუნალურს და უპროცენტოდ, მომენტალურად რიცხავენ თანხას სხვა ბანკებიდან. 

ახალ თიბისი ბარათის მომხმარებლები მუდმივად სარგებლობენ მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში.

აიღე ახალი თიბისი ბარათი მობაილბანკიდან 30 წამში და მართლა უფასოდ, მიიღე მაქსიმალური სარგებელი.

თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ფესვებსა და ისტორიას – პრემიერი

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა – დღეს, ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს, საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის.

„სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ, ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს – დღევანდელი დღე, სწორედ, ამის გამოხატულებაა. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, პრაგმატულობის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ეს არის ძეგლი, რომელიც გამორჩეული ქართველი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი და ეს ძეგლი დაამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ასევე მინდა, მოგილოცოთ განახლებული სკვერის გახსნა, გამწვანებული სივრცის გახსნა, ყველას გახსოვთ, რომ ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ამ სივრცეს და ეს სკვერი იქცევა დასვენების ადგილად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამხოლოდ ამ უბნის მცხოვრებლებისთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის.

ვფიქრობ, ეს სივრცე, ერეკლე მეორის ძეგლით, იქნება ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს. ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება შემდგომი გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეც არის ზუსტად დედაქალაქზე ზრუნვის გამოხატულება და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თბილისის მერს, კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ერეკლე მეორის ძეგლი იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებსა და ისტორიას,“- განაცხადა პრემიერმა.

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა – შალვა პაპუაშვილი

დღეს ჩვენი თბილისისთვის ისტორიული დღეა – დედაქალაქს ამაყად უბრუნდება საქართველოს ბოლო დიდი მეფის, ერეკლე მეორის დიდი ხნით დაგვიანებული ძეგლი, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქალაქის მიერ პატივდადებული ისტორიული გმირების პანთეონში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა.

,,დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაზმთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც, მშობლიური თელავის შემდეგ, ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მეფე ერეკლემ ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში.

,,მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, სამოცწლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით.

დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც სამასი წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო-ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს – საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია. ისტორიის მანძილზე საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა. ჩვენი წინაპრების ხსოვნის პატივისცემა, მათი გმირული შემართების ერთგულება და მათი ეროვნული საქმის გაგრძელება თითოეული ქართველის ვალია. დღეს ერეკლე მეფის სული ხარობს, როდესაც ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს ამაყად მოფრიალე დროშას, როცა ესმის ქართული ლოცვა და გრძნობს შთამომავლების ეროვნულ გულის ძგერას.

მეფე ერეკლეს ძეგლის თბილისში აღმართვა ყოფილიყოს ის დასაწყისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ერის გამთლიანებას, წინსვლას და გამარჯვებას მოასწავებს. მეფე ერეკლემ დალოცოს სრულიად საქართველო!” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.