Home Blog Page 27

“დიქტატურები თავისით არ სრულდება- დიქტატურებს ასრულებენ”-ნიკა გვარამია

“ოცნებამ” დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების „ბოდვით” დასაბუთებული, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე „მიაწვება“ და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.

„ოცნებამ“, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.

ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.

p.s. დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი.

“პუტინი და ტრამპი ევროპულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი და ტრამპი ევროპულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან“ (ავტორი – გიდეონ რახმანი, ანალიტიკოსი). პუბლიკაციაში განხილულია ის მზარდი საფრთხე, რომელსაც ევროპას რუსეთი და აშშ უქმნიან, ორივე ერთად. აუცილებელი ხდება ევროპის ქვეყნების სამხედრო გადაიარაღების დაწყება.

გთავაზობთ სტატიიას მცირე შემოკლებით:

ევროპაში უსაფრთხოების კრიზისი მწიფდება. 2025 წელს ევროპის წინააღმდეგ ორი სახიფათო ელემენტი შეიძლება შეთავსდეს და გაერთიანდეს: ერთი მხრივ, პუტინისტური რუსეთის მზარდი საფრთხე და მეორე მხრივ – ტრამპისტული აშშ-ის მზარდი გულგრილობა.

ევროპის ქვეყნებმა აუცილებელია სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ამ საგანგაშო გეოპოლიტიკური შეთავსების მიმართ და საკუთარი თავდაცვის განმტკიცებაზე უნდა იზრუნონ. ეს რომ მოხდეს, უკიდურესად აუცილებელია, რომ გერმანიის ეკონომიკამ – ევროპაში უდიდესმა – ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს ოლაფ შოლცის მიერ გაცემული დაპირება თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი მატების თაობაზე.

თავდაცვის სფეროში ხარჯების ზრდის პოლიტიკური დასაბუთება განმარტებასა და „სინათლის შეტანას“ საჭიროებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რუსეთში და აშშ-ში.

მარკ რიუტემ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, გასულ წელს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მდგომარეობაში იმყოფება… შესაბამისად, საფრთხე სრული სვლით გვიახლოვდებაო“. მან ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ სწრაფად გაადიდონ სამხედრო წარმოება და „საომარი პერიოდის აზროვნებაზე“ გადავიდნენ.

გასული წლის აპრილში გენერალმა ქრისტეფორ კავოლიმ, ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, ყველა გააფრთხილა: „რუსეთი არანაირ სიმპტომებს არ ამჟღავნებს, რომ ომს არ გააგრძელებს. რუსეთს ასევე არ აქვს განზრახული უკრაინაზე გაჩერდეს”. დასავლელი ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსეთი უკვე ჩაბმულია ანტიევროპულ ჰიბრიდულ ომში, რაც ითვალისწინებს საბოტაჟის რეგულარულ აქტებს, მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებულს.

„ცივი ომის“ დროს, როცა საბჭოთა კავშირი (ჩათვალე: რუსეთი) ევროპაში სამხედრო ზეწოლას აძლიერებდა, საპასუხო ქმედებებს მოკავშირეთა მხრიდან აშშ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამჯერად აშშ-ის რეაქცია სულ სხვანაირი იქნება: არჩეული პრეზიდენტის მიერ საკვანძო პოსტებზე დანიშნულ ჩინოვნიკთა შორისაც კი არიან ისეთები (მრჩევლები), რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ სურვილს, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო აქტივები ახალ ადგილზე – ევროპიდან აზიაში უნდა გადაანაცვლოს.

ამასობაში კი ელბრიჯ კოლბი, რომელიც ახლახან დაინიშნა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ პოლიტიკურ საკითხებში, გასულ წელს „ფაინენშელ თაიმსში“ წერდა, რომ აშშ-სათვის ჩინეთი უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ვიდრე რუსეთიო და ამტკიცებდა, რომ „ევროპა თავის ძალებს უნდა მოუფრთხილდეს: ისინი ამერიკას აზიაში დაჭირდება მხარდაჭერისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც რუსეთი მათ თავს დაესხას“.

ევროპელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ის ჯარების გაყვანა ევროპიდან რუსეთის აგრესიის პროვოცირებას მოახდენს. თავის ამასწინანდელ წიგნში კირ ჟაილსი ბრიტანული „ჩეთემ ჰაუსიდან“ ამტკიცებს, რომ „ნატოსათვის აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა რეალობად გადაიქცეს“.

თუმცა ევროპის დიდი ნაწილისათვის რუსული საფრთხე-მუქარა შორეული ჩანს: უკრაინასთან ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში რუსეთმა, ტერიტორიების დაკავების თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდი ვერაფერი წარმატება ვერ მოიპოვა, სამაგიეროდ დაკარგა 700 ათასი ჯარისკაცი მოკლულისა და დაჭრილის სახით. მაგრამ მსხვერპლის რაოდენობის ზრდა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი მზადაა წავიდეს, ევროპისათვის მაინც ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს: რუსეთის არმიის რიცხოვნობა ახლა ბევრად მეტია, ვიდრე ომის დაწყებისას იყო. და როგორც მარკ რიუტემ აღნიშნა, „რუსეთი აწარმოებს უამრავ ტანკს, ჯავშანმანქანას და საბრძოლო მასალებს“.

ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით სამუშაო ძალა და საქარხნო მოწყობილობები, რომ ომი რუსეთის გამოფიტვამდე გააგრძელოს – ისე, როგორც ამას რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. გასული წლის დასაწყისში ბრიტანეთის არმიის რიცხოვნობა 73 520 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა – ყველაზე ნაკლებს 1792 წლიდან. გერმანიის არმიის რაოდენობა ამჟამად შეადგენს 64 ათას ჯარისკაცს.

ნატოს სამხედრო დაგეგმვის სპეციალისტები თვლიან, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირს დაახლოებით ერთი მესამედი აკლდება იმ დონემდე, რომელიც აუცილებელია რუსეთის ეფექტური შეკავებისათვის. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის საიმედოდ დაცული საშუალებების დეფიციტი.

ამჟამად ჩრდილატლანტიკური კავშირის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ თავდაცვის სფეროსათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 2% გამოჰყონ, ახლო პერსპექტივაში კი ნომინალური მაჩვენებელი 3%-მდეც კი გაზარდონ, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი.

3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი ეფუძნება იმ ვარაუდებს, რომ აშშ ნატოს წინაშე თავის ვალდებულებას მნიშვნელოვანწილად ისევ გაარძელებს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ალიანსის სამხედრო დაგგემვის სპეციალისტები თვლიან, რომ ევროპულ ქვეყნებს თავიანთ მშპ-ში თავდაცვის ხარჯების 4,5%-მდე მომატება მოუწევთ – და ეს მაშინ, როცა 3%-ც კი მათთვის უკვე საშინელებას წარმოადგენს. ამ პრობლემის არსებობას მოწმობს თვითონ მარკ რიუტეს საქმიანობა ნატოს გენმდივნად დანიშვნამდე – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრობის დროს, 2010-2024 წელვში, როცა ქვეყანამ ძლივ-ძლივობით გაზარდა თავდაცვის ხარჯები 2%-მდე.

ქვეყნები, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობენ რუსეთთან, საფრთხეს შედარებით უფრო სერიოზულად აღიქვამენ: მაგალითად, პოლონეთს განზრახული აქვს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-მდე გაზარდოს, მაგრამ მსხვილ დასავლეთევროპულ ქვეყნებში საქმე სხვაგვარადაა. გასულ წელს გერმანიას და საფრანგეთს მიზნობრივი მაჩვენებლის 2%-მდე მომატებაც კი გაუჭირდათ, დიდ ბრტანეთს კი დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რომ სამხედრო ხარჯები მშპ-ის 2,3%-დე გაზრდილიყო.

საფრანგეთში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6%-ს შეადგენს, სახელმწიფო ვალი კი მშპ-სთან მიმართებით 100%-ს აჭარბებს. თითქმის იგივე მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც, რომლის ლეიბორისტული მთავრობა ყველანაირად ცდილობს როგორმე შემოსავლებმა მოიმატოს.

რაც შეეხება გერმანიას: ევროკავშირის ლოკომოტივს (როგორც მას უწოდებენ) აქვს საბიუჯეტო შესაძლებლობა, რომ თავდაცვის სფეროს მეტი თანხები მოახმაროს. გარდა ამისა, გერმანიას, სხვებთან შედარებით, უფრო განვითარებული სამრეწველო და საინჟინრო ბაზა აქვს.

ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც, მიმდინარე წელს დანიშნული არჩევნების შედეგად, დიდი ალბათობით, გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, რუსულ საფრთხეს პასუხისმგებლობით უყურებს. მას შეუძლია ისტორიული ბიძგი განახორციელოს და სამხედრო ხარჯები მკვეთრად გაზარდოს, რაც თავის მხრივ, კონტინენტზე უსაფრთხოების ლანდშაფტს მნიშვნელოვნად შეცვლის.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 80 წლის გასვლის შემდეგაც კი გერმანიის ზოგიერთ მეზობელს, კერძოდ, პოლონეთს და საფრანგეთს, დღესაც „აკანკალებთ“ ბერლინის გადაიარაღების გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, „დრონი იცვალნენ“ – პარიზისა და ვარშავის ინტერესებშია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ მათ ისტორიული „შიშის გრძნობა“ უნდა გადალახონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 გლობალური ომის პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ უმცირესობას ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია -“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 

გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით.

„თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ. გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება.

„ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითიც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ. შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის – კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას -“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო

ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას, ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება.

„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში აცხადებენ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა.

„ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს -“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 

ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

„საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტპროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა.

ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ, ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა. საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს“, –  ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ვიმედოვნებთ, 2030 წლამდე ევროკავშირი დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის პირობებს საქართველოს გასაწევრიანებლად -“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 

დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.

უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს.

კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.

ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება.

თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.

საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.

გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.

უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.

ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.

ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.

„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.

იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა „სამხედრო ან ეკონომიკური იძულების“ გამოყენებას ამ ტერიტორიების მოსაპოვებლად, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.

„არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით – ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრაპმა.

მისივე თქმით, სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, „მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს“.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას მასზე რაიმე იურიდიული უფლება. მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს თავისუფალი სამყაროსთვისაა. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე – შეხედეთ, დურბინდიც კი არ გჭირდებათ, გაიხედავთ და ჩინური გემები ყველგანაა, რუსული გემები ყველგანაა. ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არა, ეკონომიკურ ძალას“.

ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა ინტერესი როგორც პანამის არხის, ისე გრენლანდიის ფლობასთან დაკავშირებით.

როგორი ამინდი იქნება დღეს 

8 იანვარი, სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით, მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, +1 გრადუსი გუდაურში იქნება, ხოლო ყველაზე მაღალი – ბათუმში +18 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები +7 გრადუსს პროგნოზირებენ.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +16 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +15 – მზიანი

ზუგდიდი +16 – მზიანი

მესტია +8 – მზიანი

ფოთი +15 – მზიანი

ბათუმი +18 – მზიანი

ოზურგეთი +17 – მზიანი

ქუთაისი +15 – მზიანი

ამბროლაური +12 – მზიანი

ახალციხე +7 – მზიანი

ბორჯომი +7 – მზიანი

ბაკურიანი +6 – მზიანი

გორი +8 – მზიანი

ცხინვალი +6 – მზიანი

სტეფანწმინდა +5 – მზიანი

გუდაური +1 – მზიანი

თელავი +8 – მზიანი

რუსთავი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სომხეთი არის არსებითად ფაშისტური სახელმწიფო და საფრთხის წყარო რეგიონისთვის -ილჰამ ალიევი 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთი „ფაშისტურ სახელმწიფოდ“ და „რეგიონისთვის საფრთხის წყაროდ“ მოიხსენია. ამის შესახებ ილჰამ ელიევმა აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთი ფაქტობრივად არის საფრთხის წყარო რეგიონისთვის, ხოლო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო „არსებითად არის ფაშისტური სახელმწიფო“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები.

„ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

სომხეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებზე.

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს უარი უთხრა ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადადებაზე

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს უარი უთხრა ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადადებაზე, რომელიც 10 იანვარსაა ჩანიშნული.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე განიხილება, სააპელაციო სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ საქმე უნდა შეჩერდეს. ადვოკატის თქმით, ეს სიტუაცია უპრეცედენტოა. ბლანში ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმუნიტეტის შესახებ უნდა იცავდეს ტრამპს სისხლის სამართლებრივი დევნისგან.

მოსამართლემ ადვოკატს ჰკითხა არსებობდა თუ არა პრეცედენტი, რომ საპრეზიდენტო იმუნიტეტი გავრცელებულიყო არჩეულ, მაგრამ ჯერ არა მოქმედ პრეზიდენტზე, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ „არა“.

მანამდე, მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა არჩეული პრეზიდენტის საქმეს, უარყო დონალდ ტრამპის წინადადება საქმის დახურვის შესახებ.

ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში ცნეს დამნაშავედ ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.

აშშ-მა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

დასანქცირების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

„სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას, მათ შორის, ორბანის კაბინეტის ხელმძღვანელის რანგში, ცნობების მიხედვით, როგანი ხელმძღვანელობდა სქემებს, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების კონტროლის მოპოვებაზე იყო გათვლილი. მინისტრ როგანს ცენტრალური როლი ეკავა უნგრეთში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა დაუსჯელობის უფრო ფართო კლიმატის სიმბოლოა უნგრეთში, სადაც სახელმწიფოს მთავარი ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა ჩაიგდეს ხელში“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უნგრეთის ლიდერებს, პროაქტიულად, ცალსახად და გადამწყვეტად გადაჭრან კორუფციის საკითხი. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და უფრო აყვავებულ ევროპას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები ან გეგმები გაუზიარეთ და შესაძლოა, ვინმემ ახალი, არანაკლებ საინტერესო იდეა მოგაწოდოთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, შეიძლება გავლენიანმა ადამიანებმა შეგამჩნიონ და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ – იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.

ტყუპები

დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ყველა შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელსაც შემოგთავაზებენ. ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და მოიკითხეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ.

კირჩხიბი

ამ დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა შეადგინეთ და უსარგებლო საქმეებში დროს ნუ დაკარგავთ. მშვენიერი დროა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. გირჩევთ სხვების რჩევებს ნაკლები უსმინოთ – ეს ზიანს მეტს მოგიტანთ, ვიდრე სიკეთეს. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ლომი

გირჩევთ, შექმნილი ვითარება გააანალიზოთ, პრიორიტეტები დაისახოთ და თავდაპირველ გეგმებში საჭირო ცვლილებები შეიტანოთ. ხელმძღვანელობის წინადადებებს და კოლეგების მოსაზრებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეძლოთ. ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.

ქალწული

თქვენი ამჟამინდელი ამოცანები გადახედვას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, განმარტოვდეთ და იმაზე იფიქროთ, რაც უახლოეს ხანებში უნდა განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. თამამად იმოქმედეთ – თანდაყოლილი დიპლომატიურობა და პიროვნული მომხიბვლელობა ყველანაირი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი კავშირების, კლიენტების ან ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. ნუ გადაიღლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. შეეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ნაკლოვანებების გამოსწორებაზე იმუშაოთ. დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებას და სპორტს დაუთმეთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა.

მორიელი

ამ დღეს ბედი უამრავ მინიშნებას გიგზავნით, ამიტომ გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ამოიკითხოთ. თუ შესაძლებელია, ხანგრძლივ მოგზაურობას მოერიდეთ და საჭესთან არ დაჯდეთ. 8 იანვარს ახალი ნაცნობობა თუ შეხვედრები იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია, კონტაქტები შეზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ. დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. გაერთეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ან გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

მშვილდოსანი

ცოტა ხნით სამსახურისა და პრობლემების შესახებ დაივიწყეთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანეთ – ეს დღე ხელსაყრელია შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. განზე ნუ დადგებით და ნუ დაელოდებით, რომ ვინმეს გაახსენდებით. უმნიშვნელო როლების თამაში თქვენი საქმე არ არის, ამიტომ ინიციატივა გამოიჩინეთ და მიიღეთ ის, რაც გეკუთვნით.

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია და ოპტიმიზმი საშუალებას გაძლევთ მიზანს ადვილად მიაღწიოთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არც ჯანმრთელობა დაივიწყოთ და ხშირად დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები სწრაფად ამოიწურება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნურავის მისცემთ დაპირებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. გამორიცხული არაა ფინანსური წარმატება, რაც მოგებასთან ან წარმატებულ შენაძენთან იქნება დაკავშირებული.

თევზები

მოემზადეთ რთული და მოვლენებით დატვირთული დღისთვის. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და გადაწყვეტილებები არ შეცვალოთ. თუ ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გაგიჭირდებათ. დაძაბულმა მუშაობამ და დაღლილობამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და გაგანერვიულოთ.