Home Blog Page 27

თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს

ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.

www.tbcpayments.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩაეშვა. ეს არის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალი ისეთი სერვისი თუ მომსახურება, რომლებსაც მომხმარებლები ადრე სხვადასხვა ადგილას გაფანტულად იღებდნენ.

რაც მთავარია, tbcpayments.ge-ზე შენი ბიზნესის გადახდების მართვას და დინამიკაზე დაკვირვებას, დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.

პლატფორმაზე შეგიძლია თვალი ადევნო გადახდების ისტორიას, მოითხოვო გადახდის რეპორტი სასურველ ფორმატში, გაეცნო მიღებული ტრანზაქციების დეტალურ ანალიტიკას და შეუკვეთო ან გააუქმო გადახდის მეთოდები.  

საძიებო პარამეტრებსა თუ ფილტრზე დაყრდნობით შესაძლებელია სასურველი ტიპის ტრანზაქციული ამონაწერის ამოღება Excel, XML, CSV ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს უკვე 3000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს, ეს უმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროსა და რესურსს, გაცილებით ამარტივებს პროცესებს და კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვებას.

„ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“ სავარჯიშო დარბაზების ქსელია, რომელმაც მომსახურების ხარისხითა და მრავალფეროვნებით მალე მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. „ოქტოპუსში“  tbcpayments.ge-ს შექმნის დღიდანვე წარმატებით იყენებენ.

„დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია tbcpayments.ge-ს გამოყენება, რაც ძალიან პრაქტიკულია. თუ მაინტერესებს რომელიმე ტრანზაქცია, ან მერჩანტის კოდი თუ ქვითარია მოსაძებნი, ჩვენ ბევრი ტერმინალი გვაქვს კომპანიაში და პირველ რიგში თიბისი გადახდების პლატფორმას ვიყენებთ“, – მარიამ პაპიაშვილი, „ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“.

tbcpayments.ge-ს მომხმარებელია „სკა ჯუს ბარიც“, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი კვების რაციონს სთავაზობს და თბილისში რამდენიმე ბარით არით წარმოდგენილი.

„სკა ჯუს ბარში“  tbcpayments.ge-ს უფრო მეტად პოს ტერმინალების ამონაწერების აღრიცხვისთვის იყენებენ.

„შემიძლია ნებისმიერ დროს შევიდე სისტემაში და ვნახო ჩვენი პოსტ ტერმინალების დეტალური ამონაწერი. tbcpayments.ge-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომლის გაფილტვრა და დახარისხებაც შესაძლებელია. კარგი იქნება თუ ტერმინალის ტიპსაც მივუთითებთ ინტეგრირებულია თუ არა ინტეგრირებული, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს“, –  ნათია ბეგიაშვილი, „სკა ჯუს ბარი“.

პლატფორმას უკვე დიდი ხანია ტრანზაქციების სამართავად იყენებენ რესტორნებში „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“ .

„tbcpayments.ge-მ საბუღალტრო საქმიანობა ძალიან გაამარტივა, ტერმინალებიდან მთლიანი შემოსავლები როცა მაინტერესებს ამ პლატფორმას ვიყენებ. საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა და ძალიან მოსახერხებელია“, – თეა ხარაზიშვილი „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“.

დღეს ბიზნესი ძალიან დინამიური, სწრაფი და ცვალებადია, კომპანიები ყოველდღიურად ათასობით ტრანზაქციას იღებენ ონლაინ გადახდის მეთოდებითა და ტერმინალებით, გადახდების მართვის პროცესი ციფრულად კი თიბისისთან ერთად გაცილებით მარტივია.

,,1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა”- სოზარ სუბარი

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში მოდიოდნენ ევროპაში სამუშაოს საპოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის, იცოდნენ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ყველას ჰყავს ოჯახი საქართველოში და მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის გაჭირვება და რას ნიშნავს ის უბედურება, რაც ომს მოაქვს”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იტალიაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კლუბის გახსნის შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, 1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, შესაბამისად, მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა.

“იმ ომების შედეგია, რომლებიც ვერ ავიცილეთ თავიდან ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, რომ ამდენი ქართველი წამოვიდა ევროპაში; ომის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი პირობები და ეკონომიკური პრობლემები არსებობს და სწორედ მშვიდობის შედეგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს განვითარება უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობა საბოლოოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა, იმიტომ, რომ ბევრი წელია აქეთ არის, ბოლომდე არ იცის რა ხდება დღეს საქართველოში. როცა ვესაუბრეთ მოქალაქეებს, აქაც და საბერძნეთშიც, აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იციან რა ხდება საქართველოში; რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს, მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით; რომ არასრულწლოვანებისთვის სიმსივნურ დაავადებებთან დაკავშირებით 100%-იანი დაფინანსება არსებობს, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის ჩათვლით და ა.შ. მსგავსი ძალიან ბევრი პროგრამის შესახებ მათ არ იციან და უხარიათ, როცა იგებენ”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.

კიპერის განცხადებით, გარდაცვლილია 43 წლის ქალბატონი, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა 10 ადამიანს აღწევს. 9 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

,,რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე”-ირაკლი კობახიძე 

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე

ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავადაც იცის, როგორია კვლევის შედეგები, მათ აქვთ რეალური მონაცემები და მათი პარტიების ოფისებში მუდმივად მიდის საუბარი პროვოკაციებზე, მათ შორის მძიმე პროვოკაციებზე.

„ისინი უფრო მეტად კონცენტრირებული არიან არჩევნების მომდევნო დღეზე და არა არჩევნების დღეზე. ისინი სოფლებში არ გადიან, არ ატარებენ კამპანიას, ქალაქების უბნებში არ გადიან. რეალურად კამპანია არ ჩანს. ერთადერთი, ვინც ახლა ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება”. ესეც აჩვენებს იმას, რომ მათი მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებმა დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა მარტი-აპრილი-მაისში და ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს მოვლენები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ  რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი რევოლუციის მოწყობის თუ ქვეყნის არევის რესურსი ოპოზიციას ვერ ექნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა”- პრემიერი

რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე – ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა. 

„მე ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომელიც შედგა დახურულ კარს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. თუმცა მინდა შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათაშორის,  ერთ-ერთი მნიშველოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, 2022 წლის 24 თებერვალს, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა – ერთი, ეს იყო სანქციებთან მიერთება და მეორე იყო უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილის და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისსუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია – ოპოზიცია, „ენჯეოები”, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა, ნიშნავდა ომისკენ სვლას. ირიბი და პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება სანქციებს და საინტერესო რა არის, რომ დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში, ამ დახურულ მოთხოვნას არ გვიყენებდნენ საჯაროდ, გაურბოდნენ. იქ იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს” აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ა.შ. მაგრამ როგორც ასეთი, მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, ყველა ერიდებოდა, ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახომოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე,”- განაცხადა პრემიერმა.

,,გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან”- პრემიერი

პრემიერი გახარიაზე – მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები

გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან”.

„ასევე დღეს გაიხსენა ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მისი ქმედებები, რაც განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. რეალურად ის რას აკეთებდა, მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები. თითოეული მისი ეს მძიმე ქმედება დაკავშირებული იყო სწორედ ამ დავალებასთან. პანკისის ამბავი პირდაპირ ამას ნიშნავდა, შეურაცხყოფილი დარჩა იქ სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო შეგნებულად ასე გაკეთებული. შიგნით იყო მუდმივად გარჩევები ამასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ვფრთხილობდით. მესტია შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ზუსტად  იგივე, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო ზუსტად ასე დაგეგმილი, ამისკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი. ბასიანი გახსოვთ, სადაც პირველად დაუპირისპირა ხელოვნურად ერთმანეთს პოლიცია და ახალგაზრდები. ეს იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა და 20 ივნისი, როდესაც არ გამოიყენა არც გაზი, არც წყლის ჭავლი, ეს არის ყველაზე რბილი ფორმები ხომ, იმისათვის, რომ შენ არავის არაფერი დაუშავო და თან სახელმწიფოს ინტერესებიც დაიცვა. სპეციალურად არ გამოიყენა არც ერთი, არც მეორე, სპეციალურად წინა ჭიშკრის წინ დააყენა სპეცრაზმი და პოლიციელები იმისათვის, რომ მჭიდრო კონტაქტი ყოფილიყო მათსა და მოძალადე მომიტინგეებს შორის, რათა ესკალაცია მაქსიმალურად გაღრმავებულიყო აქციის დროს და ასეთ დროს უკვე საქმე მივიდა რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს იყო დავალების შესრულება გამომდინარე იქიდან, რომ ეს კაცი თვალდახუჭული აკეთებდა ყველაფერს, რასაც გარედან ავალებდნენ და ჩორჩანა კიდევ, ძალიან მძიმე ამბავი, სადაც არავის შეუთანხმა, ჩადგა საგუშაგო, ამას მოყვა ესკალაცია, რუსებმა ჩადგეს სამჯერ მეტი საგუშაგო და საბოლოო ჯამში მოხდა იქ საზღვრის გადმოწევა. ერთი საინტერესო დეტალი აქ რა არის, ეს იყო რეალურად, თქვენ იცით, ყველაფერზეა ჩასაფრებული „ნაცმოძრაობის” როგორც პარტიული რესურსი, ასევე მედია რესურსი, ასეთი რაღაც რომ ხდება, პირველი შენ უნდა იყო, ვინც გამოიყენებ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. არც ერთ მედია საშუალებას, ყველამ იცოდა ყველაფერი, არ გაუშუქებია ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის, ვინც დაავალა გახარიას ამ ქმედების ჩადენა, ზუსტად იგივე ადამიანები აკონტროლებენ „ნაცმოძრაობის” კუთვნის მედია საშუალებებს. არ აწყობდათ გახარიასთვის ჩრდილის მიყენება და შესაბამისად, არცერთ „ნაცმოძრაობის” კუთვნილ ტელევიზიას ხმა არ ამოუღია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ შეგნებულად არ დააზიანეს გახარია იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული. ასევე ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული,  გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და 50-50-ზე იჯდა მონაცემები ჩვენი კვლევის თანახმად, რაც ვუთხარით გახარიას , ერთი მომენტი შეშფოთდა და მივხედავო, ასეთი რაღაც თქვა. ამის მერე ხდება რა, ჩადის გვარამია ზუგდიდში და მთელ 2 დღეს, არჩევნების წინა დღეს და არჩევნების დღეს უძღვნის გეგა შენგელიას პიარ კამპანია იმისათვის, რომ გახარიას კანდიდატმა არ წააგოს არჩევნები. ეთერში უშვებს, მაშინ რუსთავი 2 იყო თუ არ ვცდები,  ხალხის გამოკითხვას, სულ ალაგებდნენ ყოველთვის, მარტივად აჩერებდნენ  100 ადამიანს, იქიდან შეიძლება 10 ყოფილიყო სანდრა რულოვსის მომხრე და ათივეს ამას უშვებდნენ, უმეტესობა გაუშვეს გეგა შენგელიას მხარდამჭერები და ამას მოყვება მერე გვარამიას კომენტარი, რომ შენგელიაზე ცუდის მთქმელის ზუგდიდში ვერ ვნახეო. მერე გახსოვთ, როგორ აგინებს ზუგდიდელებს პირდაპირ ეთერში. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე პროცენტით გაზარდა შენგელიას რეიტინგი და მარტივად დასრულდა. რასაც დაგვპირდა დაალაგა გვარამიას და „ნაცმოძრაობის” მეშვეობით. აქაც იგივე კავშირები მოქმედებდა. ვინც არის გახარიას პატრონი, იგივეა გვარამიას პატრონი. ყველა ერთად არის აღებული ჩვეულებრივი აგენტურა, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებელი დღის წესრიგი, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული პატრონების დავალებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

,,აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”- პრემიერი

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული – სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური”,- განაცხადა პრემიერმა.

ამინდი უარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დიდია წვიმის ალბათობა. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს დღის განმავლობაში. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღის განმავლობაში იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დიდია წვიმის ალბათობა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დიდია წვიმის ალბათობა. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18გრადუსი იქნება

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. მცირე პრობლემებიც მოსალოდნელია, რომლებიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ. ეს განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხება. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მომავალი კვირის ბიუჯეტი დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს ერიდოთ.

კურო

მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. საქმის დასაწყისი ადვილი იქნება, მაგრამ ნუ მოდუნდებით – მალე სირთულეებიც გაჩნდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ – მიეცით საშუალება, რომ საკუთარი განცდები გაგიზიარონ.

ტყუპები

თქვენმა იმპულსურმა ქცევამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობა და დაპირისპირება გამოიწვიოს. მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, საკუთარ გეგმაზე უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს დაუმტკიცოთ, რომ კონკურენტების დამარცხება შეგიძლიათ.

კირჩხიბი

სხვების რჩევებს არ ითვალისწინებთ და ჯიუტად ცდილობთ საკუთარი გაიტანოთ. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მოგებიანიც იყოს. შესაძლოა, სახლში ან სამსახურში ცვლილების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ. მზად იყავით, რომ შეხვდებით ადამიანს წარსულიდან და ნოსტალგიურ განწყობაზე დადგებით.

ლომი

დილიდან პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ და გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ფრთხილად იყავით – კოლეგამ, რომელსაც თქვენი შურს, შეიძლება მახე დაგიგოთ. გირჩევთ, აურზაურს ცოტა ხნით გაერიდოთ. იპოვეთ წყნარი ადგილი – ამჯერად განმარტოება ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ქალწული

ამბიციურობა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ. თავის დაცვას ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებთ და სხვების აზრს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამას შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. გახსოვდეთ, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის და არც ყველა შეთავაზებაა მოგებიანი – სანამ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და რისკები შეაფასეთ.

სასწორი

როგორც ყოველთვის, მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ, რასაც გარშემო ყველა აღნიშნავს. მეგობრები გენდობიან და თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ. თუ საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბობთ და უარყოფითი ემოციებისგან დაიცლებით, თანაც შეიძლება, ბევრი საინტერესო რჩევა მოისმინოთ.

მორიელი

სხვების ინტერესებს არ ითვალისწინებთ, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, განსაკუთრებით სამსახურში. თუ კოლეგებთან ურთიერთობას არ აღადგენთ, შესაძლოა, მალე სრულიად მარტო დარჩეთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამუშაოსთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მათი მანიპულაციების მსხვერპლად არ იქცეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის. გირჩევთ, თქვენი ინტერესების სფერო გააფართოოთ, საინტერესო ღონისძიებებს დაესწროთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას საყვარელ ადამიანებთან – უმნიშვნელო წყენამაც კი შეიძლება, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღის მოვლენები ვიღაცის ან რაღაცის შესახებ აზრს შეგიცვლით. წყვილებს შორის შეიძლება უსაფუძვლო ეჭვიანობამ იჩინოს თავი, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ – წარმატებას მხოლოდ მარტო მოქმედების შემთხვევაში მიაღწევთ.

მერწყული

ცდილობთ, აბსოლუტურ სრულყოფილებას მიაღწიოთ და უმნიშვნელო შეფერხებაც კი გაღიზიანებთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი განწყობას აგიმაღლებთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და პრობლემების შესახებ დაივიწყოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ – ხვალ შეიძლება სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალოს.

თევზები

ამ დღეს საქმეს ჩვეულზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სიმარტივით და ეფექტურობით გამოირჩევა. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება, თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე, დროა, გაიცნონ ჩვენი გაუტეხელი ხასიათი, რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო მკაცრი, მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი -მამუკა მდინარაძე

აგენტურული ოპოზიცია, პრაქტიკულად, ხალხს ემალება, ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებმა, რეზოლუციებმა, აგენტურის საერთო პატრონმა გადაწყვიტა, ამ ხალხის უსუსურობის გამო, საქართველოს არჩევნებში ჩართოს უცხო ქვეყნის ძალები, თუმცა უშედეგოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგესალმებით განსაკუთრებით თბილო, მართალო, ერთგულო ხალხო, რითაც განსაკუთრებით გამოირჩევით აქ მცხოვრები ადამიანები. ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო დღეების პერიოდში. აგენტურული ოპოზიცია, პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა, რაც ხმოვანდება ხოლმე. აგენტურის საერთო პატრონმა გადაწყვიტა, აი, ამ ხალხის უსუსურობის გამო, საქართველოს არჩევნებში ჩართოს უცხო ქვეყნის ძალები, თუმცა – უშედეგოდ. მათი ოთხი პარტიიდან მინიმუმ ორი საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს.

რამდენიმე დღის წინ, ალბათ გახსოვთ და ბევრი თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წარუდგინა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, რადგან არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას, არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან გაიზრდება და 130 მილიარდზე მეტი იქნება.

„ბიუჯეტი წლევანდელი 27,8-დან იქნება 40 მილიარდზე მეტი. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება 3 500 ლარი. პენსია მომდევნო წლის, იცით ხომ დიფერენციაცია? 350, 450 მთიან, აქ ძალიან აქტუალურია ეს საკითხი 420 და 520 – 70 წლის ასაკის პენსიონერებს, აქედან დაწყებული, გაიზრდება ყოველწლიურად ჩვენ მიერ მიღებული კანონის შესაბამისად გარანტირებულად. ხოლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ზომავენ ხოლმე ქვეყნების ეკონომიკას, განვითარების დონეს და როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე – უმუშევრობა და სიღარიბე, ჩამოცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და იმის მაგივრად, რომ ვინმე ამ თემაში შემოსულიყო, ან კრიტიკა მოეხერხებინა, გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ – უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0.3 პროცენტით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12 პროცენტით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ე.ი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას – სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის. მათ ასევე გვითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი –  მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება!

ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ ქვეყანაში აგენტურას, ომისა და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაფერი უფრო ნათელი გახდა.

„გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი, ახლა ვკითხოთ აქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში. ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა – თანახმა ხართ? ჩვენ არ ვაპირებთ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში – თანახმა ხართ?

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას, შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი, არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს, არასდროს დათმობს ღირსებას.

და მოდი აქედან, თქვენი სახელით, ამ ემოციის ფონზე, მივმართოთ ყველას, მთელ მსოფლიოში. ამათთან ლაპარაკს, ჩვენთან, ამ ოპოზიციად წოდებულებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე დარჩენილი, დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი!

რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი! ამ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელია საზოგადოების გახლეჩა, მათ შორის მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს -ბიძინა ივანიშვილი

ხომ კარგად გახსოვთ, რა იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და მათი ბელადის მიერ თავსმოხვეული, ბათუმის აღმშენებლობის ცრუ პროპაგანდის უკან? რეალურად, ამ ულამაზესი ქალაქის და ბათუმელების კეთილდღეობის ხარჯზე, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი მდიდრდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, 12 წლის წინ გაცემული დაპირება, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად და გამორჩეულ საკურორტო კუთხედ აქცევდა, ასრულდა.

„12 წლის წინ დაგპირდით, რომ ბათუმს და მთლიან აჭარას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად, საქართველოს გამორჩეულ საკურორტო, ზღვისპირა კუთხედ და ქალაქად ვაქცევდით – ასეც მოხდა და ამ ყველაფერს თქვენ საკუთარი თვალით კარგად ხედავთ. უკვე წლებია, აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე, აჭარლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, უმასპინძლონ სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის. ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მათი უცხოელი პატრონების დახმარებით, მზად არიან, 2008 წლის ღალატის მსგავსად, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია, რაც ადამიანების სიცოცხლის, დამატებით, დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს.

რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” თავი შეიკავეს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.