Home Blog Page 269

დონალდ ტრამპი – ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება, მე ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის

ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება, მე ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“.

როგორც ცნობილია, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი პირველად წარდგება სიტყვით კონგრესში.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოვა სიტყვით და ჩამოაყალიბებს საკანონმდებლო პრიორიტეტებს და ხაზს გაუსვამს იმ სამუშაოს, რაც მისმა ადმინისტრაციამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეასრულა.

ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლა ვაშინგტონის დროით საღამოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/114098542644386176/embed

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ ერთი წლით გადაიბარა.

მათივე ინფორმაციით, 3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე.

როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სუამ-ის ფარგლებში ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც.

სუამ-ი არის ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) რეგიონალური კავშირი.

ტრამპი ამბობს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის ტერიტორიები არ მისცა

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის მმართველობის დროსაც პუტინის რუსეთს უკრაინის ტერიტორია არ მიუტაცებია.

„ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწა არ მისცა, დონალდ ტრამპია. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური „დემოკრატები“ კრიტიკას დაიწყებენ, ხოლო ფეიქ ნიუსი სიამოვნებით მათ ციტირებას დაიწყებს“, – დაწერა ტრამპმა.

ესტონეთმა ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, ბექა ოდიშარიასა და კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვა შეეხება საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულის. ესტონეთში შესვლა აეკრძალა აგრეთვე ყოფილ დეპუტატს ბექა ოდიშარიას.

გარდა დეპუტატებისა, ესტონეთმა საკუთარ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, მოძრაობა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს – კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ესტონეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ამრიგად, ქართველთა საერთო რიცხვმა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აქვთ აკრძალული, 83 მიაღწია. ესტონეთის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ლატვია და ლიეტუვა.

წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს – გია ვოლსკი

სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება – წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მედია საკითხის გაშუქებისას არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს.

„სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც ჰქვია განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი. როცა კანონპროექტებს წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას, ვოლსკიმ განმარტა რომ, ზოგიერთ შემთხვევაში გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს.

„ეს არის კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაცია, როდესაც აქცია იმისთვის ხდება, რომ გაშუქდეს. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული აქცია, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. ასე რომ, ამ კონსპირაციას სახელმწიფო რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებზე, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს. ჯერ განვიხილოთ, როგორ ჩამოყალიბდება ესა თუ ის პუნქტი. ჯერ არ ვიცი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით – Daily Express

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“, დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია „ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით“ (ავტორი – ადრიან ზორზუთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დაუსრულებელი ბანკეტები მადისაღმძვრელი საჭმელებით, ბუნება მომაჯადოვებელი პეიზაჟებითა, სასიამოვნო და მაღალხარისხიანი ღვინო, რომლის ერთი ბოკალი სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს, იუნესკოს სიაში შეტანილი ისტორიული ძეგლები… ეს ევროპული ქვეყანა მოგზაურებისათვის შესანიშნავი არჩევანია. აბა, გამოიცანით, რომელი სახელმწიფოა? მიგახვედრებთ: საფრანგეთი ნამდვილად არ არის, არც იტალია და, რა თქმა უნდა, არც ესპანეთი…

აქტიური დასვენების მოყვარულები შოკირებულნი იქნებიან, როცა გაიგებენ, რომ საქართველო მათი ოცნების ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანა, რომელიც ეგზოტიკურ კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარეობს, რუსეთს და თურქეთს შორის, განთქმულია თავისი ღვინოებითა და დელიკატესებით.

კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონს წარმოადგენს და ვაზის ჯიშის – „საფერავის“ სამშობლოდ ითვლება.  ამ ვაზის ყურძნის დაწურვის შედეგად მზადდება ღვინო „საფერავი“, რომელიც საქართველოში წარმოებული სასმელის თითქმის 80%-ს შეადგენს. სწორედ აქ, კახეთში ღვინოს მოწყურებული მოგზაურები დაიმაყოფილებენ თავიანთ სურვილს: მათ ექნებათ შესაძლებლობა მიირთვან უძველესი ქართული წესით დამზადებული ღვინო – წესით, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაშია შეტანილი. და თქვენ წარმოიდგინეთ – ესოდენ ძველი ტრადიციით დაყენებული ღვინის ერთ ბოკალს თქვენ სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგად შესვამთ!

როგორც მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებენ, თიხის დიდ ამფორებს – „ქვევრებს“ – ქართველები ღვინის დასაყენებლად ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. ღვინის დამზადების ქართულმა ტრადიციამ 2013 წელს იუნესკოს სტატუსი მიიღო. მეღვინეები  ფერმენტირებულ ყურძნის წვენს „ქვევრებში“ – მიწაში ჩადგმულ დიდ თიხის ჭურჭლებში ასხამენ შემდგომი დადუღებიათვის. გარკვეული დროის შემდეგ ჩინებული ღვინო შესასმელად გელოდებათ.

სტუმრები დატკბებიან და ისიამოვნებენ ქართული დროსტარების ტრადიციით, რომელსაც „სუფრა“ ჰქვია და მოიცავს ერთ დიდ მაგიდაზე გაშლილ საჭმელ-სასმელებს, სიმღერების თანხმლებით, სუფრის წევრებისათვის. სუფრის ხელმძღვანელია „თამადა“, რომელიც მღერის და თან სადღეგრძელოებს ამბობს. სუფრა შეიძლება დღე-ღამის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, თამადას ერთიმეორეზე საუკეთესო სადღეგრძელოები არ გამოელევა.

მოგზაურებმა (დამსვენებლებს) სეუძლიათ მიირთვან ხაჭაპური – ყველისგან, კვერცხისგან  და ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცხელი ღვეზელი. თუ თქვენ არ გსურთ ცომეულისგან დამზადებული საჭმელი, მაშიმ შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით, ან მწვადი, რომლებიც უგემრიელესია.

საქართველოში – ლონდონიდან თბილისში – წასვლა შესაძლებელია British Airways-სა და EasyJet-ის სამგზავრო თვითმფრინავებით. მოგზაურობისათვის საუკეთესო სეზონია შემოდგომა, როცა დღის ტემპერატურა 20-დან 30-მდე მერყობს.

შემოდგომაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირადად მიიღოთ მონაწილეობა ყურძნის მოსავლის აღების ტრადიციულ დღესასწაულში – რთველში, როცა ქართული ღვინის ფესტივალი იმართება. ეს ხდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში: ადგილობრვი მოსახლეობა ერთად იკრიბება ყურძნის საკრეფად, მღერიან და ვაზის ნაყოფს დასაწურად აგროვებენ, შემდეგ კი ერთად სუფრაზე სხდებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

წყარო

რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის? – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში საერთაშორისო (ნატოს ან გაეროს ეგიდით)  სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა. მასალაში განხილულია აგრეტვე ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა განთავსებასთან იქნებიან დაკავშირებულები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 როგორც დასავლური პრესა იუწყება, ლონდონმა და პარიზმა შეიმუშავეს ერთობლივი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში არანაკლებს 30 ათასი ევროპელი მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სახმელეთო სამშვიდობო ძალების განთავსება, სავარაუდოდ, მოხდება არა უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, არამედ ფრონტთან შედარებით ახლოს მდებარე ქალაქებში, ნავსადგურებში და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე, საიდანაც ისინი დაიწყებენ თვალის დევნებას სიტუაციისადმი – კოსმოსური ხელოვნური თანამგზავრების, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების მეშვეობით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოიგერიონ სავარაუდო საჰაერო შეტევები.

რაც შეეხება საზღვაო აკვატორიას, შავ ზღვაში გაიგზავნება საპატრულო ხომალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვაზე მიმოსვლის უსაფრთხოებას.

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამ გეგმის რეალიზაციის მთავარი სიძნელე გამოხატება იმით, რომ აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნება – იქნებ შეზღუდული სახით მაინც მიიღოს ამერიკის არმიამ მონაწილეობა ევროპულ მისიაში. მათ ევროპელების დაცვის შესაძლებლობა ექნებათ იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს. კერძოდ, საქმე ეხება აშშ-ის ავიაციას, რომელიც დისლოცირებულია რუმინეთში და პოლონეთში.

როგორც არ უნდა იყოს, რის გაკეთება შეუძლიათ 30 ათას მშვიდობისმყოფელსრუსეთ-უკრაინის ომის პირობებში? რამდენი ძალა და საშუალება არის აუცილებელი კონფლიქტის დარეგულირებისათვის?

უპრეცედენტო ომი მშვიდობისმყოფლებისათვის

უკრაინაში ერთმანეთს ებრძვის ორი ძლიერი, კარგად შეიარაღებული არმია, რომელთა რიცხოვნობა მილიონს ჯარისკაცს აღემატება. აქტიური საომარი მოქმედებები წარმოებს 1000 ილომეტრიან ფრონტის ხაზზე, რომლის საერთო სიგრძე, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 3700 კილომეტრს უდრის.

ისტორიამ არ იცის ისეთი სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მსგავსი სამხედრო კონფლიქტის პირობებში ოდესმე თუ განხორციელებულა.

უწინდელ სამშვიდობო მისიებში, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა – კონგოში, კვიპროსზე, ლიბანში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე – ჩვეულებრივ, მონაწილეობდა დაახლოებით 15-40 ათასი საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურე – ეს იმ დროს, უშუალოდ დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ჯამში 300 ათასამდე მეომარი ჰყავდათ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად, ისე როგორც სრებრენიცაში მოხდა 1995 წელს – საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა (ჰოლანდიური კონტინგენტის სახით), უბედურება თავიდან ვერ აიცილეს.

უფრო მრავალრიცხოვანი იყო სამშვდობო მისიები აშშ-ის მონაწილეობით – ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ეგიდით, მაგრამ ეს ოპერაციები, ისევე როგორც იმავე ყოფილ იუგოსლავიაში ან ავღანეთში, ნაკლებად ჯდება „სამშვიდობო“ სტატუსში – ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც: სამშვიდობო ძალები მასირებულად ბომბავდნენ და აქტიურ სახმელეთო ბრძოლებს აწარმოებდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ სამშვიდობო ძალებს, დრევანდელ რუსეთის არმიასთან შედარებით, უფრო სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.

აშკარაა, რომ უკრაინის შემთხვევაში, თუ არ მოხდება საომარი მოქმედებების გაყინვა და  დემილიტარიზებული ზონების შექმნა ფრონტის ხაზის გასწვრივ, მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის გაგზავნა ძალზე საეჭვოა. მაგრამ პრონლემა მხოლოდ ამაში არ არის.

ერთი ოცეული ერთ კილომეტრზე?

30 ათასი მშვიდობისმყოფელი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – ეს თეორიულად არის დაახლოებით 30-35 ჯარისკაცი (ოცეული) ერთ კილომეტრზე. პრაქტიკულად კი ბევრად ნაკლები იქნება – ერთი მესამედი პოსტებზე თუ იქნება, ერთმა მესამედმა უნდა დაისვენოს, როტაციისათვის. დაახლოებით ერთი მესამედიც – რეზერვში. და თუნდაც 60 ათასი ჯარისკაცი იყოს – ეს რაოდენობაც ცოტაა ისეთი ომისათვის, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ასეთი რაოდენობის სახმელეთო ძალებისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თავიდან აიცილოს სავარაუდო ესკალაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე შეეცადოს სპილოსა და მარტორქას გაშველებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რამდენიმე ყველაზე პოტენციურ სახიფათო მონაკვეთზე განთავსდებიან, მათი რაოდენობა (თუნდაც 60 ან 80 ათასის) მაინც არასაკმარისი იქნება: ჯერ ერთი, რომ არავინ იცის, სად შეიძლება მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რადგან მტრული მხარეები თავიანთ გეგმებს მშვიდობისმყოფლებს არ გაუმხელენ, მეორე – თუ ერთ-ერთი მეომარი მხარე ზავს დაარღვევს, მაშინ ბუნებრივია, ეს მოხდება იმ მონაკვეთზე, სადაც მშვიდობისმყოფლები არ იქნებიან. მესამე – მშვიდობისმყოფლები გამიჯვნის ხაზზე წინასწარ წამგებიან პოზიციაზე იმყოფებიან – ორ ცეცხლს შუა, თანას არასაიმედო ლოჯისტიკით და ჰაერიდან დახმარების (მფარველობის) გარეშე.

მშვიდობა მუქარით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, წესით და რიგით, ალბათ, ევროპელებმა კარგად იციან და ამიტომ განზრახული აქვთ თავიანთი სამშვიდობო კონტინგენტი ფრონტის ხაზზე კი არა, არამედ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში განათავსონ. ამ იდეის არსი მუქარაშია: „ჩვენ ფრონტის ხაზზე არ დავდგებით და თუ რაიმე ესკალაცია მოხდება, იცოდეთ, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. ამიტომ ზავის პირობები უნდა დაიცვათ“.

უბრალოდ თუ ვიტყვით, გამიჯვნის ხაზის უცვლელობას უზრუნველყოფენ უკრაინისა და რუსეთის ჯარები, ხოლო საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის  უსაფრთხოებას – რუსეთი, უკრაინა და ნატოს ქვეყნები – ანუ ყველა ერთად.

კიდევ უფრო მარტივად – ხმელეთზე საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთ (ძალთა ბალანსი თითქმის ერთნაირი გაქვთ), მაგრამ თუ რომელიმე მეომარი მხარე სამშვიდობო-საპატრულო გემს ჩაძირავს, ან ჰაერიდან დაარტყამს მშვიდობისმყოფლებს, მაშინ საქმე გექნებათ უფრო სერიოზულ ძალასთან. გასაგებია, რომელთანაც, მაგრამ…

მოსკოვი წინააღმდეგია

რუსეთს სამშვიდობო ოპერაციის არცერთი ფორმატი არ აწყობს, თუ ისინი მთლიანად  ნატოს, ან ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ეგიდით იქნება ორგანიზებული.

როგორც უკვე ცნობილია, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინაში ნატოს ქვეყნების არანაირი კონტინგენტის განთავსებას.

შესაბამისად, ომის დარეგულირების ერთადერთ ვარიანტად, გარეშე ძალების მონაწილეობით, რომელზედაც მოსკოვი დათანხმდება, არის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა გაეროს ეგიდით. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები პირობები, საერთაშორისო ძალების განთავსების დროს.

იმდენად, რამდენადაც ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში მოსკოვთან შეუთანხმებლად არარეალური იქნება და თუ ამის გაკეთებას ბრიუსელი მაინც შეეცდება, ეს იქნება რუსეთის პირდაპირი გამოწვევა.

ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის არმიის რაოდენობა (1 მლნ. 300 ათასი) ნატოს ყველა ქვეყნის ძალების ორ მეხუთედს შეადგენს, ყველაზე ბრძოლისუნარიანია და ფლობს ყველაზე თანამედროვე იარაღს (არაფერს ვამბობთ ბირთვულ ძალებზე), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

ჰქონდეთ თუ არა ბრიტანელებს ამერიკელების იმედი?

ნატოს ცალკეული ევროპული წევრების სამხედრო ძალა – ისეთების, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთის, პოლონეთი, ესპანეთი იტალია და სხვა ქვეყნებია, თავისთავად დიდია და თუ მათ მთლიანობაში განვიხილავთ, თითქმის უტოლდება აშშ-ის არმიის შესაძლებლობებს. მაგრამ ისეთ სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღებისათვის, როგორიც უკრაინის ოპერაციაა, ბევრი მათგანი აშშ-ის გარეშე მზად არ არის. აშშ კი ნატოელ მოკავშირეებს წინააღმდეგობრივ სიგნალებს უგზავნის…

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ქება-დიდება უძღვნა გაერთიანებული სამეფოს არმიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გაუცია დასმულ კითხვაზე – შეუძლიათ თუ არა ბრიტანელ ჯარისკაცებს ამერიკელი კოლეგების დახმარების იმედი ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინაში თავდასხმის ობიექტი გახდებიან?

„ბრიტანელები ყოველთვის საოცრად უშიშარი ჯარისკაცები იყვნენ და ახლაც ასეთები არიან. მე მჯერა, რომ ისინი საკუთარ თავს დაიცავენ. თუ მათ ოდესმე ვინმესაგან დახმარება დაჭირდებათ, მე გულით და სულით ბრიტანელების მხარეზე ვიქნები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრიტანელებს სხვისი დახმარება არ დაჭირდებათ“, – მიკიბ-მოკიბულად თქვა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტთა კითხვაზე – მხარს უჭერს თუ არ აპრეზიდენტი ნატოს წესდების მე-5 პუნქტს, რომელიც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმისას ყველა წევრის კოლექტიურ დახმარებას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მხარს უჭერს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ უკრაინაში ნატოს ევროპული ქვეყნების ერთობლივი სამშვიდობო ძალების განთავსების შემთხვევაში მე-5 პუნქტის ამოქმედება საჭირო არ გახდება.  [მოკლედ, იქ სადაც ამერიკა არ იქნება, ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს].

წყარო

კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა დათავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულიმეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

დღეს, 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობაკობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიდაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპულინოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალიგვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალისსეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლულიარჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდანტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა.

კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედისდღე მიულოცეს წეროვნის გამგებელმა, გელაშერმადინმა, სამსახურის რეგიონული მართვისდეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათიაჯანაშვილმა, სამსახურის მცხეთა-მთიანეთისსამმართველოს წარმომადგენლებმა.

”ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ დამადლობას გადავუხდით იმ ღირსეულ დედებს, ვინცჩვენს ქვეყანას ღირსეული კაცები აღუზარდეს! ყველადედას ვულოცავ დღევანდელ დღეს! დედაშვილობისმადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენსქვეყანას,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

დღესვე, კობა კობალაძემ, თანმხლებ პირებთანერთად, წეროვანში, საქართველოს ერთიანობისთვისდაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა დაქვეყნის ტერიტორიულიმთლიანობისთვისათვის,ბრძოლის ველზე დაცემულიგმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში საერთაშორისო (ნატოს ან გაეროს ეგიდით) სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა.
მასალაში განხილულია აგრეთვე ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა განთავსებასთან იქნებიან დაკავშირებულები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც დასავლური პრესა იუწყება, ლონდონმა და პარიზმა შეიმუშავეს ერთობლივი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში არანაკლებს 30 ათასი ევროპელი მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სახმელეთო სამშვიდობო ძალების განთავსება, სავარაუდოდ, მოხდება არა უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, არამედ ფრონტთან შედარებით ახლოს მდებარე ქალაქებში, ნავსადგურებში და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე, საიდანაც ისინი დაიწყებენ თვალის დევნებას სიტუაციისადმი – კოსმოსური ხელოვნური თანამგზავრების, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების მეშვეობით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოიგერიონ სავარაუდო საჰაერო შეტევები.

რაც შეეხება საზღვაო აკვატორიას, შავ ზღვაში გაიგზავნება საპატრულო ხომალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვაზე მიმოსვლის უსაფრთხოებას.

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამ გეგმის რეალიზაციის მთავარი სიძნელე გამოიხატება იმით, რომ აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნება – იქნებ შეზღუდული სახით მაინც მიიღოს ამერიკის არმიამ მონაწილეობა ევროპულ მისიაში. მათ ევროპელების დაცვის შესაძლებლობა ექნებათ იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს. კერძოდ, საქმე ეხება აშშ-ის ავიაციას, რომელიც დისლოცირებულია რუმინეთში და პოლონეთში.

როგორც არ უნდა იყოს, რის გაკეთება შეუძლიათ 30 ათას მშვიდობისმყოფელს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში? რამდენი ძალა და საშუალება არის აუცილებელი კონფლიქტის დარეგულირებისათვის?

უპრეცედენტო ომი მშვიდობისმყოფელებისათვის

უკრაინაში ერთმანეთს ებრძვის ორი ძლიერი, კარგად შეიარაღებული არმია, რომელთა რიცხოვნობა მილიონს ჯარისკაცს აღემატება. აქტიური საომარი მოქმედებები წარმოებს 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, რომლის საერთო სიგრძე, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 3700 კილომეტრს უდრის.

ისტორიამ არ იცის ისეთი სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მსგავსი სამხედრო კონფლიქტის პირობებში ოდესმე თუ განხორციელებულა.

უწინდელ სამშვიდობო მისიებში, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა – კონგოში, კვიპროსზე, ლიბანში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე – ჩვეულებრივ, მონაწილეობდა დაახლოებით 15-40 ათასი საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურე – ეს იმ დროს, უშუალოდ დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ჯამში 300 ათასამდე მეომარი ჰყავდათ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად, ისე როგორც სრებრენიცაში მოხდა 1995 წელს – საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა (ჰოლანდიური კონტინგენტის სახით), უბედურება თავიდან ვერ აიცილეს.

უფრო მრავალრიცხოვანი იყო სამშვიდობო მისიები აშშ-ის მონაწილეობით – ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ეგიდით, მაგრამ ეს ოპერაციები, ისევე როგორც იმავე ყოფილ იუგოსლავიაში ან ავღანეთში, ნაკლებად ჯდება „სამშვიდობო“ სტატუსში – ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც: სამშვიდობო ძალები მასირებულად ბომბავდნენ და აქტიურ სახმელეთო ბრძოლებს აწარმოებდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ სამშვიდობო ძალებს, დღევანდელ რუსეთის არმიასთან შედარებით, უფრო სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.

აშკარაა, რომ უკრაინის შემთხვევაში, თუ არ მოხდება საომარი მოქმედებების გაყინვა და დემილიტარიზებული ზონების შექმნა ფრონტის ხაზის გასწვრივ, მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის გაგზავნა ძალზე საეჭვოა. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამაში არ არის.

ერთი ოცეული ერთ კილომეტრზე?

30 ათასი მშვიდობისმყოფელი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – ეს თეორიულად არის დაახლოებით 30-35 ჯარისკაცი (ოცეული) ერთ კილომეტრზე. პრაქტიკულად კი ბევრად ნაკლები იქნება – ერთი მესამედი პოსტებზე თუ იქნება, ერთმა მესამედმა უნდა დაისვენოს, როტაციისათვის. დაახლოებით ერთი მესამედიც – რეზერვში. და თუნდაც 60 ათასი ჯარისკაცი იყოს – ეს რაოდენობაც ცოტაა ისეთი ომისათვის, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ასეთი რაოდენობის სახმელეთო ძალებისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თავიდან აიცილოს სავარაუდო ესკალაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე შეეცადოს სპილოსა და მარტორქას გაშველებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რამდენიმე ყველაზე პოტენციურ სახიფათო მონაკვეთზე განთავსდებიან, მათი რაოდენობა (თუნდაც 60 ან 80 ათასის) მაინც არასაკმარისი იქნება: ჯერ ერთი, რომ არავინ იცის, სად შეიძლება მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რადგან მტრული მხარეები თავიანთ გეგმებს მშვიდობისმყოფელებს არ გაუმხელენ, მეორე – თუ ერთ-ერთი მეომარი მხარე ზავს დაარღვევს, მაშინ ბუნებრივია, ეს მოხდება იმ მონაკვეთზე, სადაც მშვიდობისმყოფლები არ იქნებიან. მესამე – მშვიდობისმყოფელები გამიჯვნის ხაზზე წინასწარ წამგებიან პოზიციაზე იმყოფებიან – ორ ცეცხლს შუა, თანაც არასაიმედო ლოჯისტიკით და ჰაერიდან დახმარების (მფარველობის) გარეშე.

მშვიდობა მუქარით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, წესით და რიგით, ალბათ, ევროპელებმა კარგად იციან და ამიტომ განზრახული აქვთ თავიანთი სამშვიდობო კონტინგენტი ფრონტის ხაზზე კი არა, არამედ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში განათავსონ. ამ იდეის არსი მუქარაშია: „ჩვენ ფრონტის ხაზზე არ დავდგებით და თუ რაიმე ესკალაცია მოხდება, იცოდეთ, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. ამიტომ ზავის პირობები უნდა დაიცვათ“.

უბრალოდ თუ ვიტყვით, გამიჯვნის ხაზის უცვლელობას უზრუნველყოფენ უკრაინისა და რუსეთის ჯარები, ხოლო საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას – რუსეთი, უკრაინა და ნატოს ქვეყნები – ანუ ყველა ერთად.

კიდევ უფრო მარტივად – ხმელეთზე საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთ (ძალთა ბალანსი თითქმის ერთნაირი გაქვთ), მაგრამ თუ რომელიმე მეომარი მხარე სამშვიდობო-საპატრულო გემს ჩაძირავს, ან ჰაერიდან დაარტყამს მშვიდობისმყოფლებს, მაშინ საქმე გექნებათ უფრო სერიოზულ ძალასთან. გასაგებია, რომელთანაც, მაგრამ…

მოსკოვი წინააღმდეგია

რუსეთს სამშვიდობო ოპერაციის არცერთი ფორმატი არ აწყობს, თუ ისინი მთლიანად ნატოს, ან ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ეგიდით იქნება ორგანიზებული.

როგორც უკვე ცნობილია, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინაში ნატოს ქვეყნების არანაირი კონტინგენტის განთავსებას.

შესაბამისად, ომის დარეგულირების ერთადერთ ვარიანტად, გარეშე ძალების მონაწილეობით, რომელზედაც მოსკოვი დათანხმდება, არის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა გაეროს ეგიდით. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები პირობები, საერთაშორისო ძალების განთავსების დროს.

იმდენად, რამდენადაც ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში მოსკოვთან შეუთანხმებლად არარეალური იქნება და თუ ამის გაკეთებას ბრიუსელი მაინც შეეცდება, ეს იქნება რუსეთის პირდაპირი გამოწვევა.

ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის არმიის რაოდენობა (1 მლნ. 300 ათასი) ნატოს ყველა ქვეყნის ძალების ორ მეხუთედს შეადგენს, ყველაზე ბრძოლისუნარიანია და ფლობს ყველაზე თანამედროვე იარაღს (არაფერს ვამბობთ ბირთვულ ძალებზე), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

ჰქონდეთ თუ არა ბრიტანელებს ამერიკელების იმედი?

ნატოს ცალკეული ევროპული წევრების სამხედრო ძალა – ისეთების, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთის, პოლონეთი, ესპანეთი იტალია და სხვა ქვეყნებია, თავისთავად დიდია და თუ მათ მთლიანობაში განვიხილავთ, თითქმის უტოლდება აშშ-ის არმიის შესაძლებლობებს. მაგრამ ისეთ სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღებისათვის, როგორიც უკრაინის ოპერაციაა, ბევრი მათგანი აშშ-ის გარეშე მზად არ არის. აშშ კი ნატოელ მოკავშირეებს წინააღმდეგობრივ სიგნალებს უგზავნის…

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ქება-დიდება უძღვნა გაერთიანებული სამეფოს არმიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გაუცია დასმულ კითხვაზე – შეუძლიათ თუ არა ბრიტანელ ჯარისკაცებს ამერიკელი კოლეგების დახმარების იმედი ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინაში თავდასხმის ობიექტი გახდებიან?

„ბრიტანელები ყოველთვის საოცრად უშიშარი ჯარისკაცები იყვნენ და ახლაც ასეთები არიან. მე მჯერა, რომ ისინი საკუთარ თავს დაიცავენ. თუ მათ ოდესმე ვინმესაგან დახმარება დასჭირდებათ, მე გულით და სულით ბრიტანელების მხარეზე ვიქნები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრიტანელებს სხვისი დახმარება არ დასჭირდებათ“, – მიკიბ-მოკიბულად თქვა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტთა კითხვაზე – მხარს უჭერს თუ არ პრეზიდენტი ნატოს წესდების მე-5 პუნქტს, რომელიც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმისას ყველა წევრის კოლექტიურ დახმარებას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მხარს უჭერს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ უკრაინაში ნატოს ევროპული ქვეყნების ერთობლივი სამშვიდობო ძალების განთავსების შემთხვევაში მე-5 პუნქტის ამოქმედება საჭირო არ გახდება. [მოკლედ, იქ სადაც ამერიკა არ იქნება, ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს].

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?” -BBC

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს.

„დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5. 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.

რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.