Home Blog Page 269

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთახმება ძალაში შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.

„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გაგზავნილი მძევლების სიაში არიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.

ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა“ ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა.

სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო ატარებს.

დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ასევე წყალკურთხევის წესი შესრულდა. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში წყლის კურთხევის რიტუალს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ასევე, ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.

პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია – გიორგი კალანდარიშვილი

x

გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, ამ დასკვნამ აჩვენა, რომ არანაირ მანიპულაციას, ან გაყალბებას არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია.

„მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურის შუალედური დასკვნიდან, შემდგომ, საბოლოო დასკვნისას რაიმე არსებითად შეიცვლება, არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრას დღიდან ფაქტობრივად 3 თვე გავიდა და თუ რამე ბუნებაში, ხელშესახები არსებობდა და ვინმეს ასეთ მტკიცებულება ხელთ ჰქონდათ, ეს უნდა წარედგინათ და ბრალდება ბრალდებად არ უნდა დარჩენილიყო. შუალედურმა დასკვნამ ცხადყო ის, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას, განსაკუთრებით მრავალჯერადი მონაწილეობის ნაწილში, ვერიფიკაციის აპარატის მრავალჯერადად გამოყენების, მარკირების თუ სხვა ნაილებში, ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ვაგრძელებთ დარტყმებს ღაზაში, რადგან „ჰამასი“ არ ასრულებს ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება და შეთანხმების პირობების მიხედვით, „ჰამასს“ მძევლების სია ისრაელისთვის გათავისუფლებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გაეგზავნა.

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

„ჰამასის“ განცხადებით, გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ფერხდება

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ადასტურებენ ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისადმი”.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება და შეთანხმების პირობების მიხედვით, „ჰამასს“ მძევლების სია ისრაელისთვის გათავისუფლებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გაეგზავნა.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას, რომლებიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღია იმ მძევლების სია, რომლებიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს, რაც შეაფერხებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყოს მანამ, სანამ ისრაელს არ ექნება გასათავისუფლებელი მძევლების სია, რომლის მიწოდების პირობაც „ჰამასმა“ დადო“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა „ჰამასს“ მათი ვინაობა გუშინ შუადღისთვის უნდა გამოეცხადებინა.

მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განაახლოს ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

სატელევიზიო გამოსვლაში ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია, ისრაელი იტოვებს უფლებას, განაახლოს თავდასხმები ღაზაში და ამისთვის მას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელმა, ბოლო 15 თვის განმავლობაში წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა.

”ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. „ჰამასი“ ახლა სრულიად მარტოა”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც.

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოთ სი­ფხიზ­ლე და და­ი­ჯე­როთ თუნ­დაც აშ­კა­რა სიც­რუე, რაც სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ, ამი­ტომ სა­ნამ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­მარ­თლედ მი­ი­ღებთ, ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ იგი.

კურო

აზრი არ აქვს ვინ­მეს მო­ტყუ­ე­ბას, თუნ­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ იტყუ­ე­ბით გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით: სი­ნამ­დვი­ლე­ში, უღირ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა – პი­რი­ქით, ამი­ტომ რის­კზე წას­ვლას აზრი არა აქვს.

ტყუ­პი

ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ოთ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის თავ­დას­ხმებს, ნუ გაბ­რაზ­დე­ბით, მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

კირჩხი­ბი

სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლი­სას წი­ნას­წარ გა­და­წყვი­ტეთ ან კი­დევ უკე­თე­სი, ჩა­ი­წე­რეთ რისი ყიდ­ვა გჭირ­დე­ბათ, რათა ზედ­მე­ტი და უსარ­გებ­ლო ხარ­ჯე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ.

ლომი

უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნას. მცი­რე­დი უზუს­ტო­ბა ან ბეჭდ­ვი­თი შეც­დო­მა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­გე­ბის ზა­რა­ლად გა­დაქ­ცე­ვის­თვის.

ქალ­წუ­ლი

უმ­ჯო­ბე­სია საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რას მო­ე­რი­დოთ, თუ, რა თქმა უნდა, ერ­თად არ ცხოვ­რობთ: დი­დია უე­ცა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბის ალ­ბა­თო­ბა, რომ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა არც ისე იოლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

სას­წო­რი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­უთ­მოთ პარკში გა­სე­ირ­ნე­ბას, თუ ამინ­დი შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა, ეს არა მხო­ლოდ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არა­მედ აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას.

მო­რი­ე­ლი

სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა ღირ­სე­უ­ლად უნდა მი­ი­ღოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, ამი­ტომ ბევ­რი იქ­ნე­ბა, ვინც ამას შე­ამ­ჩნევს.

მშვილ­დო­სა­ნი

სი­ზარ­მა­ცე, რო­მელ­მაც დღეს შე­იძ­ლე­ბა დაგძლი­ოთ, დი­ლი­დან­ვე უნდა გან­დევ­ნოთ, ფი­ზი­კუ­რი შრო­მა ერ­თა­დერ­თი გზაა გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად.

თხის რქა

არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი სა­კუ­თა­რი ეგო­ის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეგრცხვე­ბათ იმის გამო, რომ ასე მო­ი­ქე­ცით სან­დო ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

მერ­წყუ­ლი

დღის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იქ­ნე­ბა: სჯობს იყოთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩა­ერ­თოთ კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს და დამ­ღლე­ლი იყოს.

თევ­ზე­ბი

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გა­ნიც­დით, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრავს თქვენს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, თქვენ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ნე­გა­ტი­ვი­სა­გან თქვენ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­რო­ზე.

,, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც”- ზურაბ ქადაგიძე

„წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე და ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.

ექსპერტის თქმით, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ გავლენებისგან გათავისუფლება, ამას კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესები უზრუნველყოფს.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ – ჯორჯ სოროსი, მისი ფონდები, არასამთავრობო თუ კორპორაციული ორგანიზაციები „დიფ სთეითის” ხილული მხარეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინდიკატებად იქსელებოდა მსოფლიო მასშტაბით.

ზოგან ჰუმანიტარულ მისიებად, ზოგან მსხვილ სოციალურ ფონდებად და ზოგან დემოკრატიის დისტრიბუტორად ევლინებოდა სხვადასხვა საზოგადოებებს.

წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით.

ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა, სწორედაც სოროსის შრომის ნაყოფია – “ფსევდო-ელიტა”, “ენჯეოკრატია”, სტერილური აზროვნება, გრანტებზე დახურდავებული პედაგოგიკა, მერკანტილიზმი და “ფეიკ-მედია”.

მოკლედ, ჩვენთვისვეა აუცილებელი მიმდინარე პროცესების გავლა, რადგან სამუდამოდ გათავისუფლდეს ქართული საზოგადოება ყველანაირი გავლენებისგან.

იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო „დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 ,,სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა”-ალექსანდრე რაქვიაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველამ, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული.

„ერთი თვის წინ ითქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და დღე დღეზე გამოაქვეყნებენ, ამიტომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თავის თავს ბარიერგადალახულს და პროდასავლურს ეძახის, იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა უნდა. არჩევნები უნდა თუ ჯერ რეფორმები და არჩევნები უნდა. ისიც არ არის ჩამოყალიბებული, ვინ უნდა ჩაატაროს ეს რეფორმები, არაღიარებულმა პარლამენტმა ხომ არ შეიძლება ჩაატაროს რეფორმები, მაშინ რეფორმები არ იქნება აღიარებული. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამორალურადაც გამოიყურება იმ ფონზე, რომ ამ გაუგებრობაში არის ოპოზიციის ეს ნაწილი და, მეორე მხრივ, ხალხი ციხეში ზის და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისინი ღალატობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და ცდილობენ, ახალი არჩევნები მოიპოვონ. პოლიტიკური კლასის ვალდებულებაა, პოლიტიკური მოთხოვნა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა.

„ყველამ, ვინც მას დაუჯერა და ვინც გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა ამ ინიციატივებისგან. ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ამ პერიოდში. არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით რამე მოხდება, ალბათ უფრო გაფუჭდება, ვიდრე გაკეთდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფომაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 ,,მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას –  ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით”- ანა დოლიძე

ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ის პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში“ განაცხადა.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით.

„რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების, სწორედ ისე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ კრიზისი. ეს ფული ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაში ჩაისხმება. ამ თანხებს თუ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს მისცემენ, ვინც არიან ქუჩაში, თეატრებს, მცირე ბიზნესებს მისცემენ, მისცემენ უპროცენტო სესხებს, როგორც არის ხოლმე ამ ტიპის გრანტებში, როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ, ეს მილიარდობით დოლარის თანხა ჩაისხმება ეკონომიკაში და მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს შეამსუბუქოს ის ტვირთი, ის მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვწევთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხშირად ეუბნებიან ზედმეტად არ დაამშვიდოს ხალხი ან იმედები არ გასცეს, თუმცა, მაგალითად ბელარუსის და ჩრდილოეთ მაკედონიის პროტესტი მოჰყავს, სადაც პროცესს დიდი დრო დასჭირდა.

„გვეუბნებიან, ზედმეტად არ დავამშვიდოთ ხალხი, ან რაღაც იმედი გავცეთ. ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ეს პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ და ორი წლის შემდეგ მათი ოლიგარქი გრუევსკი გაუშვეს და ახლა ორბანთან ცხოვრობს. ასე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბზარები უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად გაჩნდება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.