Home Blog Page 268

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში საერთაშორისო (ნატოს ან გაეროს ეგიდით) სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა.
მასალაში განხილულია აგრეთვე ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა განთავსებასთან იქნებიან დაკავშირებულები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც დასავლური პრესა იუწყება, ლონდონმა და პარიზმა შეიმუშავეს ერთობლივი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში არანაკლებს 30 ათასი ევროპელი მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სახმელეთო სამშვიდობო ძალების განთავსება, სავარაუდოდ, მოხდება არა უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, არამედ ფრონტთან შედარებით ახლოს მდებარე ქალაქებში, ნავსადგურებში და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე, საიდანაც ისინი დაიწყებენ თვალის დევნებას სიტუაციისადმი – კოსმოსური ხელოვნური თანამგზავრების, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების მეშვეობით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოიგერიონ სავარაუდო საჰაერო შეტევები.

რაც შეეხება საზღვაო აკვატორიას, შავ ზღვაში გაიგზავნება საპატრულო ხომალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვაზე მიმოსვლის უსაფრთხოებას.

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამ გეგმის რეალიზაციის მთავარი სიძნელე გამოიხატება იმით, რომ აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნება – იქნებ შეზღუდული სახით მაინც მიიღოს ამერიკის არმიამ მონაწილეობა ევროპულ მისიაში. მათ ევროპელების დაცვის შესაძლებლობა ექნებათ იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს. კერძოდ, საქმე ეხება აშშ-ის ავიაციას, რომელიც დისლოცირებულია რუმინეთში და პოლონეთში.

როგორც არ უნდა იყოს, რის გაკეთება შეუძლიათ 30 ათას მშვიდობისმყოფელს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში? რამდენი ძალა და საშუალება არის აუცილებელი კონფლიქტის დარეგულირებისათვის?

უპრეცედენტო ომი მშვიდობისმყოფელებისათვის

უკრაინაში ერთმანეთს ებრძვის ორი ძლიერი, კარგად შეიარაღებული არმია, რომელთა რიცხოვნობა მილიონს ჯარისკაცს აღემატება. აქტიური საომარი მოქმედებები წარმოებს 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, რომლის საერთო სიგრძე, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 3700 კილომეტრს უდრის.

ისტორიამ არ იცის ისეთი სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მსგავსი სამხედრო კონფლიქტის პირობებში ოდესმე თუ განხორციელებულა.

უწინდელ სამშვიდობო მისიებში, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა – კონგოში, კვიპროსზე, ლიბანში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე – ჩვეულებრივ, მონაწილეობდა დაახლოებით 15-40 ათასი საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურე – ეს იმ დროს, უშუალოდ დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ჯამში 300 ათასამდე მეომარი ჰყავდათ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად, ისე როგორც სრებრენიცაში მოხდა 1995 წელს – საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა (ჰოლანდიური კონტინგენტის სახით), უბედურება თავიდან ვერ აიცილეს.

უფრო მრავალრიცხოვანი იყო სამშვიდობო მისიები აშშ-ის მონაწილეობით – ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ეგიდით, მაგრამ ეს ოპერაციები, ისევე როგორც იმავე ყოფილ იუგოსლავიაში ან ავღანეთში, ნაკლებად ჯდება „სამშვიდობო“ სტატუსში – ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც: სამშვიდობო ძალები მასირებულად ბომბავდნენ და აქტიურ სახმელეთო ბრძოლებს აწარმოებდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ სამშვიდობო ძალებს, დღევანდელ რუსეთის არმიასთან შედარებით, უფრო სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.

აშკარაა, რომ უკრაინის შემთხვევაში, თუ არ მოხდება საომარი მოქმედებების გაყინვა და დემილიტარიზებული ზონების შექმნა ფრონტის ხაზის გასწვრივ, მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის გაგზავნა ძალზე საეჭვოა. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ამაში არ არის.

ერთი ოცეული ერთ კილომეტრზე?

30 ათასი მშვიდობისმყოფელი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – ეს თეორიულად არის დაახლოებით 30-35 ჯარისკაცი (ოცეული) ერთ კილომეტრზე. პრაქტიკულად კი ბევრად ნაკლები იქნება – ერთი მესამედი პოსტებზე თუ იქნება, ერთმა მესამედმა უნდა დაისვენოს, როტაციისათვის. დაახლოებით ერთი მესამედიც – რეზერვში. და თუნდაც 60 ათასი ჯარისკაცი იყოს – ეს რაოდენობაც ცოტაა ისეთი ომისათვის, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ასეთი რაოდენობის სახმელეთო ძალებისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თავიდან აიცილოს სავარაუდო ესკალაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე შეეცადოს სპილოსა და მარტორქას გაშველებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რამდენიმე ყველაზე პოტენციურ სახიფათო მონაკვეთზე განთავსდებიან, მათი რაოდენობა (თუნდაც 60 ან 80 ათასის) მაინც არასაკმარისი იქნება: ჯერ ერთი, რომ არავინ იცის, სად შეიძლება მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რადგან მტრული მხარეები თავიანთ გეგმებს მშვიდობისმყოფელებს არ გაუმხელენ, მეორე – თუ ერთ-ერთი მეომარი მხარე ზავს დაარღვევს, მაშინ ბუნებრივია, ეს მოხდება იმ მონაკვეთზე, სადაც მშვიდობისმყოფლები არ იქნებიან. მესამე – მშვიდობისმყოფელები გამიჯვნის ხაზზე წინასწარ წამგებიან პოზიციაზე იმყოფებიან – ორ ცეცხლს შუა, თანაც არასაიმედო ლოჯისტიკით და ჰაერიდან დახმარების (მფარველობის) გარეშე.

მშვიდობა მუქარით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, წესით და რიგით, ალბათ, ევროპელებმა კარგად იციან და ამიტომ განზრახული აქვთ თავიანთი სამშვიდობო კონტინგენტი ფრონტის ხაზზე კი არა, არამედ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში განათავსონ. ამ იდეის არსი მუქარაშია: „ჩვენ ფრონტის ხაზზე არ დავდგებით და თუ რაიმე ესკალაცია მოხდება, იცოდეთ, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. ამიტომ ზავის პირობები უნდა დაიცვათ“.

უბრალოდ თუ ვიტყვით, გამიჯვნის ხაზის უცვლელობას უზრუნველყოფენ უკრაინისა და რუსეთის ჯარები, ხოლო საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას – რუსეთი, უკრაინა და ნატოს ქვეყნები – ანუ ყველა ერთად.

კიდევ უფრო მარტივად – ხმელეთზე საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთ (ძალთა ბალანსი თითქმის ერთნაირი გაქვთ), მაგრამ თუ რომელიმე მეომარი მხარე სამშვიდობო-საპატრულო გემს ჩაძირავს, ან ჰაერიდან დაარტყამს მშვიდობისმყოფლებს, მაშინ საქმე გექნებათ უფრო სერიოზულ ძალასთან. გასაგებია, რომელთანაც, მაგრამ…

მოსკოვი წინააღმდეგია

რუსეთს სამშვიდობო ოპერაციის არცერთი ფორმატი არ აწყობს, თუ ისინი მთლიანად ნატოს, ან ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ეგიდით იქნება ორგანიზებული.

როგორც უკვე ცნობილია, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინაში ნატოს ქვეყნების არანაირი კონტინგენტის განთავსებას.

შესაბამისად, ომის დარეგულირების ერთადერთ ვარიანტად, გარეშე ძალების მონაწილეობით, რომელზედაც მოსკოვი დათანხმდება, არის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა გაეროს ეგიდით. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები პირობები, საერთაშორისო ძალების განთავსების დროს.

იმდენად, რამდენადაც ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში მოსკოვთან შეუთანხმებლად არარეალური იქნება და თუ ამის გაკეთებას ბრიუსელი მაინც შეეცდება, ეს იქნება რუსეთის პირდაპირი გამოწვევა.

ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის არმიის რაოდენობა (1 მლნ. 300 ათასი) ნატოს ყველა ქვეყნის ძალების ორ მეხუთედს შეადგენს, ყველაზე ბრძოლისუნარიანია და ფლობს ყველაზე თანამედროვე იარაღს (არაფერს ვამბობთ ბირთვულ ძალებზე), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

ჰქონდეთ თუ არა ბრიტანელებს ამერიკელების იმედი?

ნატოს ცალკეული ევროპული წევრების სამხედრო ძალა – ისეთების, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთის, პოლონეთი, ესპანეთი იტალია და სხვა ქვეყნებია, თავისთავად დიდია და თუ მათ მთლიანობაში განვიხილავთ, თითქმის უტოლდება აშშ-ის არმიის შესაძლებლობებს. მაგრამ ისეთ სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღებისათვის, როგორიც უკრაინის ოპერაციაა, ბევრი მათგანი აშშ-ის გარეშე მზად არ არის. აშშ კი ნატოელ მოკავშირეებს წინააღმდეგობრივ სიგნალებს უგზავნის…

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ქება-დიდება უძღვნა გაერთიანებული სამეფოს არმიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გაუცია დასმულ კითხვაზე – შეუძლიათ თუ არა ბრიტანელ ჯარისკაცებს ამერიკელი კოლეგების დახმარების იმედი ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინაში თავდასხმის ობიექტი გახდებიან?

„ბრიტანელები ყოველთვის საოცრად უშიშარი ჯარისკაცები იყვნენ და ახლაც ასეთები არიან. მე მჯერა, რომ ისინი საკუთარ თავს დაიცავენ. თუ მათ ოდესმე ვინმესაგან დახმარება დასჭირდებათ, მე გულით და სულით ბრიტანელების მხარეზე ვიქნები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრიტანელებს სხვისი დახმარება არ დასჭირდებათ“, – მიკიბ-მოკიბულად თქვა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტთა კითხვაზე – მხარს უჭერს თუ არ პრეზიდენტი ნატოს წესდების მე-5 პუნქტს, რომელიც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმისას ყველა წევრის კოლექტიურ დახმარებას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მხარს უჭერს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ უკრაინაში ნატოს ევროპული ქვეყნების ერთობლივი სამშვიდობო ძალების განთავსების შემთხვევაში მე-5 პუნქტის ამოქმედება საჭირო არ გახდება. [მოკლედ, იქ სადაც ამერიკა არ იქნება, ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს].

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?” -BBC

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს.

„დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5. 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.

რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 “სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება-კახა კალაძე

ვიდრე წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა 2008 წლის აგვისტოს ქმედებებს შესაბამისი გამოძიება მოჰყვეს.

„ასევე, აღნიშნული მუხლის აღდგენა მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება. ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანას უღალატა, დაკარგა ტერიტორიები თავისი უგუნური ქმედებების შედეგად, გაეცეს შესაბამისი პასუხები. მათი ქმედებები გააზრებული იყო, ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ, ვის ინტერესს ემსახურებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება -ლევან ჟორჟოლიანი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან დიდთოვლობის გამო თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

„მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ  საქმე ეხება კონკრეტული შენობა-ნაგებობის, სახლის მდგრადობას, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა, ან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით. არავინ არ დარჩება ჭერის გარეშე, ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

“ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში”- რას წერს დასავლური პრესა თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე”

„დასავლური მასმედიის მთავარ თემას, ამ დღეებში, რა თქმა უნდა, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა წარმოადგენს, რომელიც მწვავე შეხლა-შემოხლით დასრულდა. რასაკვირველია, ჩაიშალა მინერალებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულა და ვაშინგტონიდან გაემგზავრა“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სათაურით „ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში“: რას წერს პრესა თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე“.

Financial Times: მასპინძელმა სტუმარი დაამცირა 

თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, რომელიც იმდენად წარუმატებლად დაიწყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო“, გასაგები გახდა, რომ აშშ-მა „უარი თქვა უკრაინაზე“, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, – ნათქვამია „ფაინენშელ თაიმსის“ სარედაქციო სტატიაში სათაურით: „ზელენსკი თეთრ სახლში დაამცირეს“.

„როგორც ჩანს, კიევში, სწორად ვერ შეაფასეს „დონალდ ტრამპის შეუბრალებლობა“: ამერიკის პრეზიდენტი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიეღო სასარგებლო წიაღისეულით – მინერალებით სარგებლობის  შეთანხმებიდან ისე, რომ კიევისთვის სანაცვლოდ ძალიან მცირე მიეცა. მართალია, ხელშეკრულების ბოლო პროექტი, გადამუშავების შემდეგ, ისეთი ხისტი აღარ იყო, როგორსაც თავდაპირველი ვერსია წარმოადგენდა, მაგრამ მასში მაინც არ იქნა შეტანილი უკრაინის უსაფრთხოების დაცვის არანაირი პირობები. დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ უკრაინაში ამერიკელი მუშების მუშაობა რუსეთის სამომავლო სავარაუდო თავდასხმის თავიდან აცილების გარანტია იქნებაო, დიდად სანდო არ არის.

ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის პრეზიდენტისათვის „მშვიდობა“ მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას ნიშნავს. იგი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია ისეთი ცეცხლის შეწყვეტით, რომელიც ამერიკელების ტელევიზორების ეკრანებიდან სისხლისღვრის კადრებს გააქრობს და ამერიკას სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება აღარ ექნება. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ასე არ დამყარდება. თეთრ სახლს არ სურს უფრო საიმედო გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შემდეგ ომის განახლება აღარ მოხდება.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ძველებურად განიცდის რაღაც მისტიკურ, გაუგებარ აღფრთოვანებას ვლადიმერ პუტინისა და მისი მსოფლმხედველობის მიმართ, რომელიც მე-19 საუკუნის დროინდელია და რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უნდა მართავდნენ არა მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტიტუტები, არამედ რამდენიმე ძლიერი და დიდი სახელმწიფოს ლიდერები, რომლებსაც თავიანთი გავლენის სფეროები ექნებათ.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთი დიპლომატიური ტალანტი არ აქვს, როგორც, მაგალითად, მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, რომლებმაც ამასწინანდელი ვიზიტების შედეგად დონალდ ტრამპთან ურთიერთობის მოგვარება მოახერხეს. როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრმა სახლმა ჩასაფრება მოუწყო, რომელიც მისი დამცირებით დასრულდა. პრეზიდენტის ბრძოლა უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში შევიდა, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

Fox News: უკრაინელ სტუმარს „მაგარი ბიჭობა“ მოუნდა

ამერიკული ტელეარხის „ფოქს ნიუსის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ჟურნალისტ ვიქტორია კოუტსის სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ვაშინგტონში „მაგარ ბიჭად“ წარსდგებოდა, მაგრამ ტრამპმა და ვენსმა მას იმედები გაუცრუეს“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ეგონა, რომ იგი ვაშინგტონში ჩამოსვლით მასპინძელთა უსაზღვრო აღტაცებას გამოიწვევდა და ისეთ „კარტ-ბლანშს“ მიიღებდა, როგორსაც ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის დროს იღებდა ხოლმე, მაგრამ შეცდა.

უკრაინის პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დადგმული კამერების წინ ისე იქცეოდა, თითქოსდა დონალდ ტრამპი ვალდებული იყო მის მიმართ უსიტყვო მხარდაჭერა და პატივისცემა გამოეხატა. იმის ნაცვლად, რომ უთანხმოება არ გამოევლინა და თუ რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდა, დახურულ კარს მიღმა ეთქვა, ზელენსკიმ არასწორი რეაგირება მოახდინა პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ნათქვამზე., რითაც ამერიკელების წინაშე საკუთარ რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ მას ეთქვა „მადლობა“, მან თავის ნათქვამში კრიტიკა შეურია და დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ დავა, რომელიც მან დაიწყო, „მაგარ ბიჭად“ წარმოაჩენდა, მაგრამ სინამდვილეში მისი მხრიდან გამოვლენილი ასეთი უპატივცემლობა არანაირ სიმპათიებს არ გამოიწვევს ამერიკელ გადასახადის გადამხდელში, რომლებმაც მძიმე შრომით გამომუშავებული ათობით მილიარდი მილიარდი დოლარი მის ქვეყანას მოახმარეს და რომლებმაც თავიანთი ხმა დონალდ ტრამპს მისცეს“.

The Wall Street Journal: ვაშინგტონისა და კიევის წარუმატებლობა

„თეთრ სახლში მომხდარი შეხლა-შემოხლით ორივე მხარე დაზარალდა – დონალდ ტრამპიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც: უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, აღარ ექნება ისეთი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერა გრძელვადიანი თავდაცვისათვის, როგორიც ჰქონდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი ხელით აღმართა დაბრკოლება თავისვე მიზნის მიღწევის გზაზე – შესულიყო ისტორიაში მშვიდობისმყოფლის სახელით, რომელმაც კიევისა და მოსკოვის დაზავება მოახერხა, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ოვალურ კაბინეტში მომხდარი ემოციური აფეთქება ტრამპისა და ზელენსკის წარუმატებლობას ნიშნავს“ (ავტორები – ალექსანდრე უორდი და მერი მაკგროუ).

დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი, რომლებმაც ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ გამოუცხადეს საყვედური, ალბათ, ელოდნენ, რომ იგი თავის ხისტ პოზიციას შეარბილებდა და უთანხმოებას ასე თუ ისე დამალავდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა: ზელენსკიმ პოზიცია არ შეცვალა. საბოლოო ჯამში,მოლაპარაკება ჩაიშალა. ასეთი უთანხმოების გამოვლენა საჩუქარია რუსი პრეზიდენტისათვის: მოსკოვს შესაძლებლობა უჩნდება კვლავ უკარნახოს თავისი პირობები  კიევს და ვაშინგტონს.

„არავინ ისე არ ტკბება თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტით, როგორც ვლადიმერ პუტინი. მოსალოდნელია რუსების სწრაფი მოქმედება, რომ კრემლმა მისთვის შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციით ისარგებლოს და სწრაფად გარიგდეს უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციის თაობაზე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

The Guardian: დიპლომატიის სიკვდილი პირდაპირ ეთერში

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიპლომატიის დაღუპვა: სტრამპი და ვენსი ზელენსკის დასაშინებლად გაერთიანდნენ“ (ავტორი – დევიდ სმიტი), რომელშიც აშშ-ის თეთრ სახლში მოხდარი ინციდენტი შეფასებულია როგორც „თანამედროვე ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთ უდიდეს დიპლომატიურ კატასტროფად“.

„ოდესღაც წმინდათა-წმინდა ოვალურ კაბინეტში მწვავე დავა გაჩაღდა: დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის გაცხარებულ ბრალდებებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მთელი მსოფლიო გაოცებისაგან ყბაჩამოვარდნილი უყურებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპმა და მისმა გაქნილმა ვიცე-პრეზიდენტმა წინასწარ დაუგეს. მასპინძლებს ისეთი ვარაუდი ჰქონდათ, რომ სტუმარი გულხელდაკრეფილი იქნებოდა და „წიხლების რტყმევას“ მოითმენდა, მაგრამ მან „ძლიერთა ამა სოფლისას“ წინააღმდეგობა გაუწია. აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი შეეცადნენ უკრაინელი კოლეგისათვის „ყური აეწიათ“ ონავარი ბავშვისავით.

გარიგება არ შედგა. დაგეგმილი ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაუქმდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ხელცარიელი წავიდა. მას თეთრ სახლში პირადი დიპლომატიური ჩერნობილი მოუწყეს. რაც შეეხება ევროპას… უინსტონ ჩერჩილის ბიუსტს, რომელიც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ზურგს უკან იდგა, ალბათ, ბრაზისაგან ცრემლი წამოუვიდა…“, – წერს დევიდ სმიტი.

               Der Spiegel: რას გააკეთებს ევროპა?

გერმანულ ჟურნალ „შპიგელში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯუნგლების კანონი თეთრ სახლში“ (ავტორი – რენე პფისტერი), რომელშიც კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში მომხდარი სკანდალი სტუმარსა და მასპინძლებს შორის.

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირება აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ: დასავლეთის წამყვან სახელმწიფოს ამჟამად აღარ უნდა ვენდოთ.

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ძალაზეა დამყარებული, არაორაზროვნად აჩვენებს „ძველ სამყაროს“ – ევროპას, რომ მას უკვე მეტად აღარ ექნება გარანტიები და ნდობა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. დიდი ალბათობით, ახდება წლების წინ ემანუელ მაკრონის მიერ ნათქვამი – ტრანსატლანტიკური ალიანსი მოკვდება. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში, სადაც ისეთი ადამიანები ბატონობენ, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ტანკებისა და ბირთვული ქობინების იმედი აქვთ.

დონალდ ტრამპი შეიძლება ისევ არის ნატოს მიმართ მენ-ნაკლებად ერთგული, მაგრამ განა უნდა ვენდოთ იმ ადამიანის სიტყვებს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებს და მასზე ზეწოლას ახდენს ხელი მოაწეროს აშშ-სათვის სასარგებლო დოკუმენტს?

შესაძლოა გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვები – იყო თუ არა გონივრული ნაბიჯი ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ტრამპისა და ვენსისათვის ლექციის წაკითხვა პირდაპირი ეთერის დროს, მაგრამ ოვალურ კაბინეტში მომხდარ დრამას მხოლოდ მას ნუ დავაბრალებთ და ნუ ვიტყვით იმას, რომ მას დიპლომატიური ჩვევების დეფიციტი აქვს.

თვითონ დონალდ ტრამპმაც ცუდად მოამზადა პოტენციური გარიგება და რაც უფრო უარესია – შექმნა იმის შთაბეჭდილება, რომ ომში არ არსებობს მკაფიო განსხვავება აგრესორს (რუსეთს) და მის მსხვერპლს (უკრაინას) შორის.

სწორედ ამ გროტესკულმა მორალურმა მიდგომამ, როცა ორივე – აგრესორი და მისი მსხვერპლი დონალდ ტრამპმა „ერთ ტაფაში მოაქცია“, გამოიწვია ემოციები ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, ევროპისათვის დრამატული შედგები ექნება.

გერმანიის მომავალ კანცლერს ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწევთ, რომ ევროპა ახალი სახიფათო სამყაროს უსიერ ჯუნგლებში გაატარონ. ეს ამოცანა რთულია, მაგრამ არის იმედი, რომ ისინი ამას რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ.

„რუსეთი, ევროზონასთან შედარებით, ეკონომიკურ ჯუჯას წარმოადგენს. რუსეთის ეკონომიკა ვერანაირად ვერ გაუწევს მეტოქეობას ევროკავშირის ეკონომიკას. თუ ევროპას ნამდვილად სურს, რომ რუსეთი შეაჩეროს, მან უნდა შექმნას ისეთი შემკავებელი სისტემა, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებლად იმოქმედებს. და თუ პარიზი, ბერლინი და, ალბათ, ლონდონიც ნაბიჯებს სინქრონულად გადადგამენ და გამოვლენ თავიანთი ეროვნული ინტერესების ჩარჩოებიდან (ანუ ევროპული მასშტაბით იმოქმედებენ), მაშინ ბრიტანული და ფრანგული ბირთვული იარაღით (გაერთიანებული ძალისხმევით) შეიძლება საერთო-ევროპული ბირთვული ქოლგა შეიქმნას“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს “ენჯეოებმა”, ოპოზიციამ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია-შალვა პაპუაშვილი

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“.

„ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს – სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს.

არშემდგარი ომის, არდაღუპული ხალხის და არდანგრეული ქვეყნის ისტორია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს -სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი:

დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. შესაძლოა, წარსულიდან მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ.

კურო:

ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ – ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

ტყუპები:

მთელ დღეს ქაოსური მოვლენების შუაგულში ატარებთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. სტრესული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დაისვენოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. უბრალოდ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ და ნახეთ, სად მიგიყვანთ.

კირჩხიბი:

შეგიძლიათ, საკუთარი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქოთ, დაისვენოთ და მიღებული შედეგებით ისიამოვნოთ. ამ დღეს დაწყებული პროექტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ამიტომ მისი დაწყება რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ლომი:

ნაყოფიერი დღეა, რომელსაც თქვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დაისვენოთ.

ქალწული:

ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გირჩევთ, ეჭვით შეხედოთ შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ – დიდი ალბათობით, ეს უიმედო საქმეა. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

სასწორი:

დამღლელი კვირის შემდეგ თავს უენერგიოდ გრძნობთ და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ეს დღე განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ – ძალებსაც აღიდგენთ და კამათსაც აარიდებთ თავს.

მშვილდოსანი

იუპიტერის ენერგია მოგიტანთ წარმატებასა და ზრდას. სასურველია, გამოიყენოთ ეს პერიოდი ახალი შესაძლებლობების გამოსაკვლევად და პიროვნული განვითარებისათვის.

მორიელი:

დილიდან მელანქოლიურ განწყობას ებრძვით. ნუ მისცემთ თავს წარსულში დარჩენის უფლებას. ეცადეთ, ახალი გეგმები შეადგინოთ და საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრით და სადავო საკითხების განხილვით მოაგვაროთ. გირჩევთ, იმედი არ გაუცრუოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

ამ დღის ემოციური ფონი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ, კარგად გაიაზროთ ამა თუ იმ ქმედების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ. პატივი ეცით საყვარელი ადამიანის სურვილებს და გადაწყვეტილებებს. დღის განმავლობაში უსიამოვნო შემთხვევებისგან შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თხის რქა:

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ახალი ან მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას მოერიდეთ და ვალდებულებების შესრულება სამომავლოდ გადადეთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მერწყული:

ამ დღეს ყველაზე მეტად კამათში ჩართვას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, თუ ნაკლებს ისაუბრებთ და საყვარელი ადამიანების სურვილებს მეტად მოუსმენთ. დროა თქვენს ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ და ფიზიკური მდგომარეობა გაიძლიეროთ.

თევზები:

ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ, სტრესი მოერიდოთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თქვენი ფინანსური საკითხების გაანალიზება და ახალი გეგმების შედგენა. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესებს აღმოაჩენთ და მომავლისთვის საინტერესო პროექტები დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ.

,,ზელენსკის შესაძლოა დასჭირდეს თანამდებობის დატოვება, რათა უკრაინამ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას ”- მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დაუშვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა დასჭირდეს თანამდებობის დატოვება, რათა უკრაინამ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.

„რაღაც უნდა შეიცვალოს. [ზელენსკი] ან გონს უნდა მოვიდეს და დაუბრუნდეს [მოლაპარაკებების] მაგიდას მადლიერებით, ან სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა NBC News-სთან ინტერვიუში.

მაიკ ჯონსონმა დასძინა, რომ „ეს უკრაინელების გადასაწყვეტია“.

„ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა თეთრ სახლში, ფაქტობრივად ჩვენთვის სიგნალი იყო, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის [მშვიდობისთვის] მზად და ვფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა“, – აღნიშნა მან.