Home Blog Page 265

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +15 და ღამით -1 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +12 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +6, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ენერგიით სავსე ხართ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის სწორად მიმართოთ. თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება, მაგრამ ნუ გადაიღლებით, ეცადეთ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სარგებელს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი ან მნიშვნელოვანი საბუთი იპოვოთ.

რჩევა: ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში არ ჩაერთოთ.

კურო

მშვიდი და სტაბილური დღეა. შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა, იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით და ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ. თუ ძველ ნივთებს ან საბუთებს გადახედავთ შეიძლება საჭირო რამ აღმოაჩინოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს კარიერასა და ზოგადად ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს.

რჩევა: იმოქმედეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით – აჩქარება ახლა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

სიახლეებითა და ურთიერთობებით სავსე, საინტერესო დღეა. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეცადეთ, რომ უმნიშვნელო საქმეებზე დიდი დრო არ დახარჯოთ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მომავალში გამოგადგებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ ინტუიციასაც მოუსმინოთ და გამოცდილ ადამიანებსაც ჰკითხოთ რჩევა.

რჩევა: მნიშვნელოვანია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შეძლოთ, რათა წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ შესაძლოა თქვენს ნებისყოფას გამოცდა მოუწყოს. დროა, იმ საკითხების მოგვარებაზე იფიქროთ, რომლებსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. მთავარია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ჭორიკანა ადამიანებს მოერიდოთ. ფინანსური მოგების შანსი დაბალია — ამ დღეს იღბალი თქვენ მხარეს არაა.

რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუ გსურთ, რომ უსიამოვნება აირიდოთ თავიდან.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევთ. შესანიშნავი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, თუმცა ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. შესაძლებელია ახალი წინადადება, რომელიც სავარაუდოდ, დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლეთ, რადგან საბოლოო შედეგი სწორედ თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული.

რჩევა: ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა გამოიყენოთ და ოპონენტს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

ქალწული

ეს დღე ყურადღებასა და სიზუსტეს მოითხოვს. შესაძლებელია მცირე შეფერხებები, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, ყველაფერი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. შეგიძლიათ ახლობელ ადამიანს გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ ნუ აიძულებთ ისე მოიქცეს, როგორც თქვენ გსურთ. მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, რომელიც მოგვიანებით რთულ საქმეებში დაგეხმარებათ.

რჩევა: გირჩევთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია უახლოეს ხანებში ძალიან გამოგადგებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. დიპლომატიური უნარი კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ, თუმცა ფულთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საქმეში გამოიყენეთ თქვენი ხიბლი, მაგრამ ნუ ცდილობთ, რომ ყველას გაასწროთ.

რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ.

მორიელი

ეს დღე მოულოდნელობებით არის სავსე, თანაც ყველა მათგანი სასიამოვნო არ იქნება. თუ მშვიდად იმოქმედებთ, ინტუიცია პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ამ დღეს მოგების შანსი დაბალია — განსაკუთრებით, თუ ნეგატიურ ემოციებს აჰყვებით. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები და გაუგებრობები, რასაც ორივე მხარის სიჯიუტე კიდევ უფრო აღრმავებს.

რჩევა: აკონტროლეთ თქვენი ქცევა და უსარგებლო კამათს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, საინტერესო იდეები და შესაძლებლობები. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან გაიაროთ. ეცადეთ, ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და წვრილმანებზე ნუ აფეთქდებით. გირჩევთ, სტრესი ვარჯიშით ან ფიზიკური მუშაობით მოიხსნათ.

რჩევა: ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და ყურით არ გაგიგიათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების გადაჭრისა და მიზნების მიღწევისთვის. თქვენი შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა დასვენებაც არ დაგავიწყდეთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. ვიღაცას თქვენი მოტყუება სურს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

რჩევა: ნუ აჩქარდებით – სწორი დაგეგმვა პრობლემებს აგარიდებთ.

მერწყული

ორიგინალური იდეები და არასტანდარტული მიდგომა ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, გარშემომყოფთა სურვილებს და განწყობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. ამ გზით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და სასურველი შედეგის მიღებას შეძლებთ. იღბალი არასტაბილურია, მაგრამ მცირე მოგების ალბათობა მაინც არსებობს.

რჩევა: ენდეთ საკუთარ კრეატიულობასა და ინტუიციას და ისინი წარმატებამდე მიგიყვანთ.

თევზები

ამ დღემ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მოვლენები მოგიტანოთ, რაც თქვენგან სწრაფ რეაქციას მოითხოვს. არსებობს ალბათობა, რომ იღბალი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ, თუმცა — არა ფინანსურ საქმეებში. უარი თქვით სარისკო ავანტიურებში ჩართვაზე და სამოქმედო გეგმა შეადგინეთ, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.

რჩევა: ნუ იმოქმედებთ საკუთარი ემოციების გავლენით — ასე უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ.

თეთრი სახლის პრესსპიკერი ყალბ ამბავს უწოდებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული

JPG resized with https://ezgif.com/resize

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი ყალბ ამბავს უწოდებს „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გეგმის შესახებ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგეენლი წერს, სინამდვილეში ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ეს არის მორიგი ყალბი ამბავი „როიტერისგან“, რომელიც ეფუძნება ანონიმურ წყაროებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. სიმართლე ისაა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ დროისთვის“, – წერს კეროლაინ ლევიტი.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომს გამოქცეული 240 ათასამდე უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს. მედიასაშუალების ცნობით, უკრაინელების სამართლებრივი დაცვის გაუქმების ზომა იქნება იმ 1,8 მილიონი მიგრანტისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევის გეგმის ნაწილი, რომლებსაც აშშ-ში შესვლის საშუალება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მისცეს. ამ ზომის მიღებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მანამდე გეგმავდა, ვიდრე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საჯარო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდებოდა.

თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი დახვდა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი 7 მარტს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს.”შავი ზღვის ტერმინალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს.”შავი ზღვის ტერმინალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა .
 მიმდინარე წლის 6 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფოთის წარმომადგენლობაში, შპს. ”შავი ზღვის ტერმინალის” დირექტორთან, ილგარ ალი-ზადასთან, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან და კომპანია” სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა .
შპს.”შავი ზღვის ტერმინალის” ხელმძღვანელმა, სამსახურის წარმომადგენლობის ფოთის ოფისს, საჭირო ინვენტარი გადასცა.
მოგვიანებით, მხარეებს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ”შავი ზღვის ტერმინალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს. ”შავი ზღვის ტერმინალის” დირექტორმა, ილგარ ალი-ზადამ მოაწერეს.
 კობა კობალაძემ, ბექა ვაჭარაძეს მასპინძლობისთვის,ხოლო ფუად აზიზოვს,ილგარ ალი-ზადას და აზერბაიჯანელ სტუმრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,რომ დღევანდელი დღე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამაგალითო მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.
 ფუად აზიზოვმა და ილგარ ალი-ზადამ კი თავიანთ გამოსვლაში აღნიშნეს,რომ მათთვის განსაკუთრებული პატივია,იმ დამსახურებული ადამიანების მხარდაჭერა,რომელთაც საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს და დღესაც გულითადად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. სტუმრებმა დასძინეს,რომ შპს.”შავი ზღვის ტერმინალი”კვლავ განაგრძობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერას და მომავალში, მხარეთა შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები.

მსოფლიო წესრიგის მოშლას ცდილობენ არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი, არამედ შეერთებული შტატებიც -ვალერი ზალუჟნი

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი ცდილობენ მსოფლიო წესრიგის მოშლას, არამედ შეერთებული შტატები.

ამის შესახებ ზალუჟნიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ ბოროტების ღერძი, რომელიც ცდილობს მსოფლიო წესრიგის გადახედვას. აშშ ანგრევს მსოფლიო წესრიგს. აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა ეჭვქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა და ახლა ვაშინგტონი ცდილობს, უსაფრთხოების საკითხები გადასცეს ევროპას აშშ-ის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ნატო-მ, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა, ხოლო რუსეთი მოაკითხავს ევროპას.

„აშკარაა, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ფედერაციის აგრესიის არაღიარება, ასევე, ახალი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს საკმარისია იმის გასაგებად, რომ უკვე არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი ცდილობენ მსოფლიო წესრიგის მოშლას, არამედ აშშ, ფაქტობრივად, საბოლოოდ შლის მას“,​​​​​​​​​​​​​​​​ – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა.

დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და თავისი წარმოსახვის მიხედვით აღდგენა სურს -“პოლიტიკო”

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და მისი გადაწყობა სურს ისე, რომ დიდ როლს ეროვნული ხელისუფლებები თამაშობდნენ და არა ევროპული ინსტიტუტები. სტატიას ამ შინაარსით Politico აქვეყნებს.

„დონალდ ტრამპი წარუმატებლად ეძებდა ევროკავშირის ჯავშანში ხვრელებს, მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სავაჭრო ომს მიმართა, მაგრამ ახლა უფრო მოწყვლადი წერტილი იპოვა – კრიზისი უსაფრთხოების სფეროში, რომელიც თავად შექმნა უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით, რამაც 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში პოტენციური კონფლიქტები გამოააშკარავა“, – წერენ სტატიის ავტორები.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მხოლოდ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვიქტორ ორბანი იყვნენ დაპატიჟებული. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ენთუზიაზმის გარეშე ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეხვედრა გაუქმდა, როცა ის უკვე ვაშინგტონში იყო ჩასული.

„სიგნალი ნათელია – ტრამპს ევროკავშირის გათიშვა და „დაყავი და იბატონე“-ს პრინციპით ეროვნულ ლიდერებთან პოლიტიკის წარმართვა სურს. ეს შეუძლებელი იყო მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, როცა ევროპა მის წინააღმდეგ გაერთიანდა. ხოლო ახლა აზრთა სხვაობა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ბლოკის ერთობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნულია Politico-ს სტატიაში.

ამ ფონზე წინა პლანზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი გადმოვიდნენ, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკის ცვლილების საპასუხოდ ახალ, საერთო ევროპულ მიდგომას ეძებენ. ამავდროულად, როგორც სტატიაშია აღწერილი, ევროკავშირი საკმაოდ დაქსაქსული და არასაკმარისად საზრიანია იმისათვის, რათა უპასუხოს მასშტაბურ შეტევას, რომელსაც ტრამპი ახორციელებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7830 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9783 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა.

გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოც პატიმრობით შეეცვალა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

დღეს, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მეორედ შეეფარდა და ახლა უკვე მას მის წინააღმდეგ წარმოებულ სამივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც დაარღვია და მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობაშეფარდებული ადამიანის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი

“მტკვარი ჰესის” საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს – კაია კალასი

ვცდილობთ, რომ 27 ქვეყნის ლიდერის ერთობა გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს.

„ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს“, – განაცხადა კაია კალასმა.

უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია

28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.

 2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონალური პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR).

 კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და ორგანიზაციის მისწრაფებას წლიდან-წლამდე, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ანგარიშგების ხარისხი.

„თიბისი ლიზინგისთვის BARTA-ს კონკურსს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, მისი ზედიზედ მეოთხედ მოგება ერთის მხრივ, სასიამოვნოა, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებელთან თუ ინვესტორებთან. ანგარიშგების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალობა, სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც წლების წინ დავნერგეთ და ვინარჩუნებთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში სალიზინგო პროდუქტების განვითარებისკენ.“-თორნიკე ეგნატაშვილი, თიბისი ლიზინგის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის  ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა  კორპორაციული  ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

სასამართლოში გნახავთ! – ანა დოლიძე

არც ერთი წამით არ განმიხორციელებია პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, დეკლარაცია არ შევავსე და ამის გამო ანტიკორუფციულმა სააგენტომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ და გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“, – ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მას, მისი მოთხოვნის საფუძველზე საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მაგრამ ის ანტიკორუფციულმა ბიურომ მაინც დააჯარიმა.

“თქვენ მომეცით მე ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ გამეტარებინა რეფორმები, ხელფასები მოგვემატებინა, მინიმალური სახელფასო პოლიტიკა შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ.

შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩვები მოიპარა, მათ სურდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი- ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ.

არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია, უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არცერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.