Home Blog Page 264

სასამართლოში გნახავთ! – ანა დოლიძე

არც ერთი წამით არ განმიხორციელებია პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, დეკლარაცია არ შევავსე და ამის გამო ანტიკორუფციულმა სააგენტომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ და გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“, – ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მას, მისი მოთხოვნის საფუძველზე საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მაგრამ ის ანტიკორუფციულმა ბიურომ მაინც დააჯარიმა.

“თქვენ მომეცით მე ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ გამეტარებინა რეფორმები, ხელფასები მოგვემატებინა, მინიმალური სახელფასო პოლიტიკა შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ.

შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩვები მოიპარა, მათ სურდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი- ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ.

არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია, უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არცერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.

ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმიდან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლად დამკვიდრებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი.

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

 საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი-გიორგი ვოლსკი

საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული. რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია მცდელობა სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის, რომელიც ევრობიუროკრატიისთვის საჭირო  პოლიტიკას განახორციელებს. ამის უკან არაფერი დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელ სურათს ქმნის. სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, რადგან მსოფლიოში ჯერ არ ვითარდება ცვლილებები, რომლებიც ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთთან მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად აქვს რუსეთის ფედერაციასთან. აბსურდული ბრალდებებია, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა“ ჩაერთო. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ რეალობასთან ახლოს არ არის და ამის უკან ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და რევოლუციის გზით საქართველოში გადატრიალების მოხდენა. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან აგრესიულ საუბარზე თუ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახან. ეს არ არის მიზეზი. ეს მოგონილი თემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როცა მოგონილ თემაზე ეწყობა, ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი, აგრესიული, რასაც არ იმსახურებს არც ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რას ნიშნავს ნაცრის ჯვარი, რომელიც მარკო რუბიოს Fox News-ის ეთერში ჩართვისას შუბლზე ჰქონდა გამოსახული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ნაცრის ჯვრით ჩაერთო.

ნაცრის ჯვრის გამოსახვა შუბლზე კათოლიკურ სამყაროში დიდი მარხვის დაწყებას უკავშირდება. ამით რუბიომ მიანიშნა, რომ „ნაცრის“ ოთხშაბათს მესას დაესწრო.

კათოლიკეებთან დიდი მარხვის დასაწყისში არის “ნაცრის” დღე – სინანულის ნიშნად. ბიბლიური ტრადიციის თანახმად (ბიბლიური გმირები გლოვისას თავზე ნაცარს იყრიან), ნაცრით ჯვარს სახავს მღვდელი შუბლზე და დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიმდევარია.

თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“  ჩაატარებს

18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ  სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

თიბისის ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

 ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა. ტრენინგის მეორე ნაწილი კი დაეთმობა მონაწილეებისთვის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებული ინფორმაციის მიწოდებას.

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ, რისთვისაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:  დარეგისტრირდი 🌏 ESG აკადემია

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა – EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით.

თიბისის ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.

(R)

 თვითმმართველობის არჩევნებზე დღეს საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ-მამუკა ხაზარაძე

დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ შემოგდებული საკითხია.

„თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ, რათა კონცენტრაცია და საუბარი გადავიდეს სხვა თემაზე. დღეს ამ თემაზე საუბარი არის ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც დღეს ციხეშია და ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს. ყველას მოვუწოდებ, მთელი ფოკუსი ახალი არჩევნებისკენ, მთელი ფოკუსი ჩვენი პატიმრების, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების დახსნისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ხაზარაძემ.

“კრაბ კოფის” თანამშრომლებზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ უბანში „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

ბორჯომში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება

ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის ხუთვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, პროექტის ინვესტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა. პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

უწყების ინფორმაციით, Wyndham Grand Borjomi-ს პროექტის განხორციელებისას 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის, Wyndham Grand Borjomi-ს განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უშუალოდ ბორჯომის, როგორც ტურისტული და ველნეს კურორტის, ასევე საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.

„ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის, Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.

სამინისტროს განმარტებით, პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება. Wyndham Grand Borjomi-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების – „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანიასთან, Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.

შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება -გენადი არველაძე

„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვაჭრობის პროცედურების გამარტივებისა და  სატრანსპორტო დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. წლიური შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით ფილიპინების ქალაქ მანილაში მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაში უკვე აისახა – 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12,678 TEU-ს მიაღწია.
გენადი არველაძემ პანელური სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ძირითადი პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებაზე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და სხვ. მან ასევე ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საგზაო და სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
„საქართველოს პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც მას  შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თავისი, როგორც დერეფნის ძირითადი ლოგისტიკური და სავაჭრო კვანძის პოზიცია. ამ კონტექსტში, CAREC-ის სატრანსპორტო დერეფნის პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ოპერაციული სისტემების ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერისთვის.
CAREC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია CAREC-ის სტრატეგია 2030-ის განხორციელების პროგრესის განხილვა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე გადაიხედება სექტორული სტრატეგიების განხორციელების პროცესი, რაც ეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული ტრანსფორმაციის თემები.

“ამერიკა დაბრუნდა” – დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“ – აფინანსებს სახელმწიფო დეპარტამენტი) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ამერიკა დაბრუნდა“ – დონალდ ტრამპის კონგრესისადმი მიმართვის მთავარი აქცენტები“, რომელშიც განხილულია საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი თემები და პრობლემების მოგვარების ტრამპისეული ხედვა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ინაუგურაციიდან 6 კვირის შემდეგ პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე და გეგმებზე ისაუბრა. მას რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა სიტყვა ტაშით არაერთხელ შეაწყვეტინეს. ისინი სკანდირებდნენ “ამერიკის შეერთებული შტატები”. დემოკრატ კანონმდებელთა ნაწილი კი პროტესტს სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ისმოდა შეძახილები “ტყუილია”, “მცდარია”. ზოგ დემოკრატ კანონმდებელს შესაბამისი ბანერებიც ეჭირა. ერთ დემოკრატ კონგრესმენს სპიკერმა სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა.

“ექვსი კვირის წინ მე კაპიტოლიუმის ამ გუმბათის ქვეშ ვიდექი და ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟის შესახებ განვაცხადე. იმ მომენტიდან მოყოლებული, ეს [პერიოდი] იყო სხვა არაფერი, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ 43 დღეში, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ 4 ან 8 წელიწადში – და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ერისადმი თავისი 99-წუთიანი მიმართვა.

“ამაღამ ამ დარბაზში დავბრუნდი, რათა შეგატყობინოთ, რომ ამერიკის დრო დაბრუნდა. ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს და ის უფრო დიდი და უკეთესი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია და ჩვენი ქვეყანა ისეთი დაბრუნების ზღვარზეა, რომლის მსგავსის მოწმე მსოფლიო არასოდეს ყოფილა და, ალბათ, აღარასდროს იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა, პირველად თანამედროვე ისტორიაში, უფრო მეტ ამერიკელს სჯერა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე – არასწორი მიმართულებით.

“ეს გასაოცარი, რეკორდული 27-მაჩვენებლიანი ცვლილებაა [გამოკითხვებში] არჩევნების დღის შემდეგ. ანალოგიურად, მცირე ბიზნესის ოპტიმიზმიც [იზრდება] მათ ყველაზე დიდი მოგება ნახეს ერთ თვეში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – 41 პუნქტიანი ნახტომი”, – თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ხელი მოაწერა დაახლოებით 100 აღმასრულებელ ბრძანებას და 400-ზე მეტი აღმასრულებელი ქმედება განახორციელა. “რათა აღვადგინო საღი აზრი, უსაფრთხოება, ოპტიმიზმი და სიმდიდრე მთელ ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში. ხალხმა ამირჩია საქმის გასაკეთებლად და მე მას ვაკეთებ. უამრავმა [ადამიანმა] თქვა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებულია ჩვენი ერის ისტორიაში”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება:

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მის უპირველეს პრიორიტეტებს შორის ეკონომიკის გაუმჯობესება და მშრომელი ოჯახებისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების მიწოდებაა.

“წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი. მათმა პოლიტიკამ ასწია ფასები ენერგოსექტორზე, გაზარდა სასურსათო პროდუქტების ღირებულება და მილიონობით ამერიკელისთვის მიუწვდომელი გახადა სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები. ჩვენ განვიცადეთ ყველაზე მძიმე ინფლაცია ბოლო 48 წლის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი. როგორც პრეზიდენტი, ყოველდღე ვიბრძვი იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს ზიანი და ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გავხადო”, – თქვა მან. დონალდ ტრამპმა ბოლო დროს ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასების ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროდუქტზე ფასების ზრდა მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუშვა. თუმცა, ტრაპმა იქვე დასძინა, რომ ამის გამოსასწორებლად მისი ადმინისტრაცია მუშაობს.

ენერგეტიკა

ტრამპის თქმით, ინფლაციის დასამარცხებლად მისი გუნდის ბრძოლაში მთავარი აქცენტი ენერგიის ღირებულების სწრაფი შემცირებაა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წინა ადმინისტრაციამ 95%-ით შეამცირა ნავთობისა და გაზის ახალი იჯარების რაოდენობა, შეაჩერა მილსადენების მშენებლობა და დახურა 100-ზე მეტი ელექტროსადგური და სწორედ ამიტომ მან ინაუგურაციის დღესვე ენერგეტიკის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ალასკაში გიგანტური ბუნებრივი აირის მილსადენის ასაშენებელ ძალისხმევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. “აქ იაპონიას, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან პარტნიორობა სურთ – ისინი ტრილიონობით დოლარს გზავნიან. ეს მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იქნება”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების ინიციატივებიც ახსენა და განაცხადა: “მოგვიანებით, ამ კვირაში, მე ასევე გადავდგამ ისტორიულ ნაბიჯს იმისთვის, რომ დრამატულად გავაფართოვოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის წარმოება აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში”.

ტარიფები

პრეზიდენტის გამოსვლის დღეს ამოქმედდა ახალი ტარიფები კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ. გაორმაგდა უკვე დაწესებული ტარიფი ჩინეთის მიმართაც. პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა ქვეყნებს პროპორციული ტარიფები და პირობები დაუწესოს.

“როგორ ტარიფებსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ მათ ტარიფებს. რა გადასახადსაც დაგვიწესებენ, ჩვენც დავუწესებთ. თუკი ისინი არამონეტარულ ტარიფებს დაგვიწესებენ იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრიდან გაგვაძევონ, ჩვენ ასეთივე არამონეტარულ ბარიერებს დავუწესებთ მათ ჩვენი ბაზრიდან განსადევნად. ჩვენ მივიღებთ ტრილიონობით დოლარს და შევქმნით სამუშაო ადგილებს ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს”, – განაცხადა მან.

იმიგრაცია და საზღვარი

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და იმიგრაციაზეც. თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველი სასაზღვრო და საიმიგრაციო ძალისხმევა.

“ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ ყველაზე დაბალ ციფრებს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზღვრის დასაცავად ახალი კანონმდებლობა გვჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მართლა გვჭირდებოდა, ახალი პრეზიდენტი იყო”, – თქვა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.

კონგრესში დღეს მიწვეულ სტუმართა შორის ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც იყვნენ. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. მან საზღვართან მოქმედ მექსიკურ კარტელებს ომი გამოუცხადა და თქვა, რომ ამ მიმართულებითაც ბევრს გააკეთებს.

“საზღვრის უსაფრთხოების და ნარკოტრეფიკინგის შესაზღუდი ძალისხმევისთვის, კონგრესს მე დაფინანსების დეტალური მოთხოვნა გავუგზავნე, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, ზუსტად როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავასრულებთ ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე ფართომასშტაბიანს, რაც ამ დრომდე მოქმედი რეკორდსმენის – დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო – მოკრძალებული კაცის, მაგრამ კაცის, რომელსაც ძალიან მტკიცედ სჯეროდა საზღვრების. ამერიკელები ელიან კონგრესისგან, რომ მან მე ეს დაფინანსება დაყოვნების გარეშე მომცეს, რომ მას ხელი მოვაწერო და კანონად ვაქციო”,- თქვა ტრამპმა.

“კანონი და წესრიგი”

დონალდ ტრამპის თქმით, აუცილებელია სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერა, მათ მიერ კანონების აღსრულების უზრუნველყოფა და ამასთან მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლება.

“როცა ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე უნდა დავაბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს დიდ და პატარა ქალაქებში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა რადიკალმა მემარცხენე მთვარეულებმა ამოაყირავეს. ბევრ იურისდიქციაში თითქმის შეწყვიტეს კანონის აღსრულება საშიში კრიმინალების წინააღმდეგ, ვინც განმეორებით დანაშაულს სჩადის”, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა:

“სამართალდამცავ უწყებებს კი ამ დროს ჩემი მსგავსი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ, ჩემმა ადმინისტრაციამ სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა, რათა აღედგინა სამართლიანი, თანასწორი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კონსტიტუციური კანონის უზენაესობის წინაშე – გამოძიების ფედერალური ბიუროთი და იუსტიციის დეპარტამენტით დაწყებული”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და ამერიკელ სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა “მხარდაჭერა, დაცვა, პატივისცემა, რომელსაც ისინი ასე ძლიერ იმსახურებენ”.

უკრაინა

პრეზიდენტმა შიდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სხვადასხვა საკითხის შესახებ საუბრის შემდეგ, საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და ახსენა რუსეთ-უკრაინის ომი. მან ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებენ და უკრაინის დასახმარებლადაც საკმარისს არ აკეთებენ.

“მე ასევე დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად. ამ საშინელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს, მილიონობით უკრაინელი და რუსია მოკლული ან დაჭრილი, რაც არ იყო აუცილებელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასობით მილიარდი დოლარი გაუგზავნა უკრაინას თავდაცვის მხარდასაჭერად. ამასობაში, ევროპამ სამწუხაროდ ბევრად მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე მათ ამ დრომდე უკრაინის დასაცავად გააგზავნეს. ბაიდენმა იმაზე მეტი ფულის გაგზავნის ბრძანება გასცა ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ დახარჯა”, – თქვა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის იმავე დღის განცხადებიდან მოიყვანა რამდენიმე ციტატა, სადაც ის წერს: “მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ”.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის აფასებს ზელენსკის ამ განცხადებას და მოხარულია, რომ უკრაინა მზადაა მინერალების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. მან ასევე თქვა, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი მზაობა რუსეთისგანაც მოესმინა, რათა ომი დასრულდეს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოველკვირეულად 2000-მდე რუს და უკრაინელ ახალგაზრდას კლავენ და მას სურს, რომ ხალხის ხოცვა შეწყდეს. თქვა, რომ ამავე დროს მის გუნდს სერიოზული დისკუსიები აქვს რუსეთთან და მიიღო ძლიერი სიგნალები მათგანაც, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. “არ იქნებოდა ეს შესანიშნავი? დროა ეს სიშლეგე შეწყდეს. და თუ გსურს ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო”, – თქვა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ მან რუსეთიდან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებული ისტორიის მასწავლებლის, მარკ ფოგელის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ფოგელის რუსეთში საპატიმროდან დახსნა სულ რაღაც 22 დღეში შეძლო.

პრეზიდენტმა საგარეო დახმარების რამდენიმე პროგრამაც ახსენა სხვადასხვა კონტინენტზე და მიუთითა, რომ ეს ამერიკის გადასახადის გადამხდელთა თანხების გაუმართლებელი ხარჯვაა და თქვა, რომ ამერიკის საგარეო დახმარება სრულად შეაჩერა და ის გადახედვა-შეფასების პროცესშია.

თუმცა ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რაზეც დონალდ ტრაპმა თავის სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა. მაგალითად, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელონ მასკს მისი ძალისხმევისთვის, რათა მთავრობაში გაუმართლებელი ხარჯები შეამციროს და ფედერალური მოხელეების სამსახურში დაბრუნებაზე ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კაბინეტის წევრებს მათ შორის თავდაცვის და ჯანდაცვის მდივნებს, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და სხვა მაღალჩინოსნებს.

სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტმა გენდერული იდენტობის შესახებაც ისაუბრა. თქვა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალებთან ასპარეზობას ეწინააღმდეგება და შესაბამისი ნაბიჯებიც ამიტომ გადადგა. ისაუბრა ამერიკული სკოლების როლზეც და თქვა, რომ დაუშვებელია მშობლების ცოდნისა და თანხმობის გარეშე ბავშვებს სხვა სქესის მიმართულებით სოციალურ ტრანზიციაში უწყობდნენ ხელს.

დემოკრატების პასუხი

ამერიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, მისი ოპონენტი პარტია საპასუხო განცხადებას ავრცელებს. ამ შემთხვევაში ეს დემოკრატიული პარტია და მისი ერთ-ერთი წევრი, მიჩიგანელი სენატორი ელისა სლოტკინი იყო.

სენატორმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი გამოსვლისას გაკეთებული განცხადებების თუ უკვე გადადგმული ნაბიჯების გამო და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშეა, დონალდ ტრამპი თავის მეზობლებს და მეგობრებს ექცევა ცუდად და ასე ამერიკას მარტოს ტოვებს. ეს კი მაშინ, როდესაც ამ პრობლემებზე მუშაობას მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა სჭირდება.

დემოკრატებმა ტრამპი საგარეო პოლიტიკის გამოც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მას არასწორი მიდგომა აქვს. სენატორის თქმით, ტრამპის რუსეთ-უკრაინის ომში მცდარ პოზიციას იკავებს.

„პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ფრაზის – „მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით“ – გამეორება. ეს არის ფრაზა, რომელიც მან რონალდ რეიგანს მოჰპარა. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ იმ შოუს მერე, რაც გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ვიხილეთ, რეიგანი, ალბათ საფლავში ტრიალებს“,- თქვა სენატორმა სლოტკინმა ვიდეო მიმართვის დროს. მან თქვა, რომ ის ცივი ომის დროს ბავშვი იყო და ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის მსგავსი პრეზიდენტი ამერიკას ამ ომში დამარცხებას მოუტანდა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მოუწოდა ამერიკელებს არ შეწყვიტონ ბრძოლა საკუთარი ქვეყნისა და მომავლისთვის და ეს ყველა კანონიერი გზით გააკეთონ. მან ასევე პირობა დადო, რომ დემოკრატიული პარტია ყველაფერს გააკეთებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

წყარო: 

8 მარტს გადაიხადე თიბისი განაწილებით და მიიღე 30%-იანი ქეშბექი

თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა.

მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ ობიექტებში 4 თვიანი განაწილებით გადახდისას, შეძენილი ნივთის საფასურის 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ლარის ანგარიშზე, 31 მარტის ჩათვლით დაგიბრუნდებათ.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სასურველ კატეგორიას მოიცავს.

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი:

DKNY, VABENE, BENE SHOES, TRUSSARDI, FURLA, Patrizia Pepe, Superdry, Pinko, Lion of Porches, Marc O’Polo, Roman, Lee Wrangler, Levi’s, Gant, Guess, Lacoste, AW Lab, Atrio, Factory, The North Face, Timberland, Diesel, Pepe Jeans, Original Marines, Shoes Gallery

  • საბავშვო:

 Jakadi, Okaidi, Mayoral, Kid’s Gallery

  • სამკაული და აქსესუარები:

Delfos, Time, Pandora, Roniko

  • სხვა:

Samsonite, JYSK, ქალთა ბედნიერება

ყიდვა აღარ გადადო, გააკეთე შენი სურვილების სია, 8 მარტს, თბილისი გალერიაში ეწვიე პარტნიორ მაღაზიებს და იშოპინგე მომგებიანად.

(R)

“დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში“ (ავტორი – დოინა ჩიაკა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მაიკლ უოლცმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხუთ მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც ცნობილია, ტრამპმა უკრაინას დახმარება ორშაბათს, 3 მარტს შეუჩერა. თეთრი სახლის განმარტებით, ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო.

მეორე დღეს, შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ამერიკის ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან დადებითი შინაარსის მქონე წერილი მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებისა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოხატავს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინული, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. ვაშინგტონის თქმით, ეს შეთანხმება გადამწყვეტია უკრაინის თავდაცვისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

მაიკლ უოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება “კარგ, დადებით პირველ ნაბიჯად” შეაფასა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ მოლაპარაკების თარიღსა და ადგილს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ [უკრაინელებთან] ნდობის აღდგენის ზომებზე, შემდეგ კი მივმართავთ რუსებს და მათ მხარესთანაც დავაზუსტებთ“, – განაცხადა უოლცმა ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, ნდობის აღსადგენად, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა მხარეებს შორის საუბარი.

უოლცის განმარტებით, მოლაპარაკებათა დაწინაურების შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ და თუ მხარეებს შორის ნდობა აღდგება, ამის შემდეგ მათ პრეზიდენტი ტრამპი გადაამოწმებს და შესაძლოა უკრაინის დახმარების საკითხი გადაიხედოს.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული უნდა იყოს ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მშვიდობის დამყარებისადმი ორივეს, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარის გულწრფელ მიდგომაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: