Home Blog Page 26

ცესკო-ს მივმართეთ მოთხოვნით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდეს ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზეა მის მიერ მიცემული ხმა – „გახარია საქართველოსთვის“

23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ, გახდეს შესაძლებელი ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. კერძოდ, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა,- ამის შესახებ ინფორმაციას „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.

„მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი.

საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, ცესკოს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.

ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა.

2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.

ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება“ აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს – პაპუაშვილი

ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბრიუსელში შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მიმართ ევროკომისიისა და ევროპული სტრუქტურების მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაა.“

„არჩევნების დღეს, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ – მოძალადე ჯგუფი, აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი. დღეს, როგორც ვნახეთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში და საკუთარივე განცხადებებით, შეხვდნენ ევროკომისიის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში.

ჩვენ არ გვსმენია მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ „ნაცმოძრაობას“ მოუწოდეს 4 ოქტომბერს ძალადობაზე თქვან უარი. შესაბამისად, ასეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მიმართ მათ მიერ არის პასუხისმგებლობის გაზიარება.

შესაბამისად, ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით, ძალადობის ერთი ფაქტი თუ დავინახეთ „ნაცმოძრაობის“ მიტინგიდან, აღარ ვსაუბრობ იმაზე, მაშხალებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ თუ მოიტანენ, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებითა და ხელის ჩამორთმევებით.

გუშინ საელჩოების განცხადება იყო, რომ მათ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ – უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა? უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც 4 ოქტომბერს ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ. მაგრამ მაშინ თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა. ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“, პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია, თუმცა „ამ ნაღვერდალს, ერთადერთი, სულს უბერავენ გარედან.“

„ძალადობა აქვთ დაანონსებული, ლაპარაკს რომ არ უნდა დავუჯეროთ, სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, მშვიდობიანად დაგხოცავთ ყველასო, ასე ხომ არ არის?

ეს არის კრიმინალური დაჯგუფება – „ნაცმოძრაობა“, რომლის პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია. ამ ნაღვერდალს, ერთადერთი, სულს უბერავენ გარედან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არ არის, რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“, რა იდეები და ჩანაფიქრები აქვს. აქ მნიშვნელოვანი არიან ის დიპლომატები თუ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობენ და შემდეგ იმასაც არ კადრულობენ, თქვან, რომ ემიჯნებიან.

მათ შორის, პრესმდივნის განცხადება ყველაფერთან ერთად იყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ვინაიდან მან თქვა, რომ არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს მიტინგიო. ევროპასთან პრესმდივნის იმ განცხადებას რაიმე კავშირის აქვს საერთოდ? სოლიდარობის გამოცხადება ნიშნავს, რომ მათ შორის, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ „მიდით აქციაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება -კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლებია, მუნიციპალიტეტში საქმიანობს და მომდევნო წლებშიც ქალაქის მთავრობაში იქნებიან. ამის შესახებ მან ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასასრულს ისაუბრა.

კახა კალაძემ მათ მომავალ ოთხ წელში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია ჩემი გუნდის, იმ ადამიანების უშუალო ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად, დაუღალავად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ. რადგან დღეს ვასრულებთ საზოგადოებისთვის დაგეგმილი პროექტების გაცნობას, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც ქალაქის მთავრობაში კვლავ ჩემთან ერთად იქნება და ერთგულად მოემსახურება თბილისსა და თბილისელებს.

⁠ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, იგი ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. ყველა პროექტი, რაც დედაქალაქში გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. ის თბილისის მუნიციპალიტეტს სულ რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა, თუმცა უკვე შემოიტანა მნიშვნელოვანი ინიციატივები და პროექტები. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე.

⁠მინდა, ვიხმო ჩვენი გუნდის უცვლელი, ერთგული და დაუღალავი წევრი – ირაკლი ბენდელიანი, რომელიც 2017 წლიდან დღემდე მერის მოადგილის პოსტს იკავებს. ირაკლი ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამ კუთხით გაკეთებული საქმეები კი ვფიქრობ, ყველაზე თვალსაჩინოა ქალაქში. მინდა მას მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვო წარმატებები!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

⁠ამასთან, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მოადგილე ანდრია ბასილაიას და კახა აბულაძეს, რომლის კანდიდატურაც ასევე წარდგენილია მოადგილის თანამდებობაზე.

„ჩვენი გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული წევრია ანდრია ბასილაია, რომელიც წლებია ერთგულად ემსახურება მუნიციპალიტეტს. იგი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ხელმძღვანელობს, რომლის განვითარებაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, თუ ინიციატივა. ასე რომ მისი პროფესიონალიზმი და ხედვა კვლავ სჭირდება თბილისს.

და ბოლოს, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, კახა აბულაძე, რომლის კანდიდატურაც მერის მოადგილის თანამდებობაზე გუშინ წარვადგინე. იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს.  ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას კახა წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე.

დღეს, მე მხოლოდ ვიცე-მერი და მოადგილეები წარვადგინე, თუმცა, ჩვენი გუნდი საკმაოდ დიდია და მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებისთვის! 30 000-მდე ადამიანი ემსახურება თბილისს. კიდევ ერთხელ ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქზე ზრუნვით არ დავიღლებით, რადგან შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი დედაქალაქისთვის. ვიღაცები გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ თუ ისინი გაიმარჯვებენ, გააჩერებენ ყველაფერს. ეს გაუგებარია და ასეთ ადამიანებს ქალაქთან არაფერი ესაქმება. ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია იზრუნოს თბილისზე, თბილისელებზე, ეს არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს” – The Daily Telegraph

დიდი ბრიტანეთის გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს“, რომელშიც, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადების გათვალისწინებით, ოპტიმისტური პოზიციაა გამოხატული: „ევროპას ნამდვილად აქვს იმის ძალა, რომ ომი საკუთარი (ანუ უკრაინის) პირობებით დაასრულოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომის პერსპექტივასთან დაკავშირებით მსოფლიოს ჩვეული ტრამპისეული გამოცანის წინაშე აყენებს: რა იგულისხმა ამერიკის მეთაურმა? პრეზიდენტის ნათქვამის კარგი განმარტება არის ის, რომ იგი თვლის – „უკრაინას აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს და გაიმარჯვოს“ და რომ მას შეუძლია  დაიბრუნოს რუსების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიები და აღიდგინოს თავდაპირველი საზღვრები“. მაგრამ დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ უკრაინამ ბრძოლა „ევროპის დახმარებით უნდა გააგრძელოს“ და ნათქვამს ემოციური ფრაზით ამთავრებს: „ყველას წარმატებას ვუსურვებ!“.

პრეზიდენტის ფრაზების ყველაზე დამაჯერებელი და სარწმუნო ინტერპრეტაცია იმაში გამოიხატება, რომ მისტერ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს იმ ომისაგან დისტანცირება, რომელიც მან თავისი დონკიხოტისებური დიპლომატიით ვერ შეაჩერა და უკრაინისადმი დახმარებაში ევროპა დაავალდებულა, კიევი ხელში ბრიუსელს შეატოვა. ასეთი პერსპექტივა უკრაინის პრეზიდენტისათვის „ძარღვებში სისხლის გაყინვას“ ნიშნავს, რომ არა მნიშვნელოვანი საიმედო გარემოებების არსებობა. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთობლიობა 17 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს (ანუ 22 ტრილიონ დოლარს) შეადგენს, რაც 10-ჯერ და მეტად აღემატება რუსეთის მაჩვენებელს, რომლის მშპ მხოლოდ 1,6 ტრილიონი გირვანქა სტერლინგია (2 ტრლნ დოლ.). მიმდინარე წელს ნატოს ევროპელი წევრები თავდაცვაზე 420 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (565 მლრდ. დოლ.) დახარჯავენ, რაც თითქმის 4-ჯერ და მეტად აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს, რომლის მოცულობა დაახლოებით  148 მილიარდ დოლარს წარმოადგენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ქაღალდზე მოცემული მშრალი ციფრებით ჩანს, ევროპა ყველანაირ – გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო – უპირატესობას ფლობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის იმდენი დახმარება გაუწიოს, რამდენიც საჭიროა ტრაგიკული კონფლიქტის დარეგულირებისათვის ისეთი პირობებით, როგორიც თვითონნ კიევს აწყობს, რაც, თავის მხრივ, გამარჯვების ერთადერთ გონივრულ ფაქტორს წარმოადგენს. ევროპას ასევე აქვს მრავალი კონკრეტული ვარიანტი, რომ სტრატეგიული ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს.

გერმანიას, ალბათ, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“ მიაწოდოს, რომელიც კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღუთქვა, მაგრამ ჯერაც არ მიუცია. ევროპულ მთავრობებს შეუძლიათ ნება დართონ უკრაინას, რომ კიევმა უკვე მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად გამოიყენოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი გარემოება არის იოს, რომ უკრაინამ დაიწყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება/განადგურება  დრონების მეშვეობით. რუსეთს აქვს 30-მდე ქარხანა, რომელიც ნავთობის 80%-ს ამუშავებს და უშვებს სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელ ბენზინს, დიზელს (გაზოილს) და სხვა მასალებს. ამ ქარხნების ნახევარი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე (უკრაინიდან 600 კმ-ის მოშორებით), რომელსაც უკრაინის დრონები თავისუფლად მიწვდებიან. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეტოს კიევის დასახმარებლად და რუსეთის ე.წ. „აქილევსის ქუსლს“ ხშირად დაარტყას – ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს კიდევ უფრო მეტად შეუტიოს. მათი დანგრევა ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს არამარტო სამხედრო სფეროსათვის, არამედ სამოქალაქოსთვისაც – ტრანსპორტი და მოსახლეობა საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რაც დღეს რუსეთში უკვე იგრძნობა.

გარდა ამისა, ევროპამ რუსეთის ფინანსური აქტივები უნდა დააყადაღოს – დაახლოებით 300 მილიარდამდე დოლარი, რომლებიც ევროპულ ბანკებშია შენახული (ომის დაწყების წინ კრემლმა ოპერატიულად ვერ მოახერხა აღნიშნული აქტივების რუსულ ბანკებში გადატანა). რუსეთის აქტივების დიდი ნაწილი უმეტესად ბრიუსელის ბანკში – Euroclear-ში დევს და ის უკრაინას უნდა გადაერიცხოს. ეს ფული უკრაინის მშპ-ის თითქმის 140%-ს შეადგენს და კიევისათვის „სტრატეგიული მნიშვნელობის ეფექტის“ გამოწვევა შეუძლია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავის ხელში უნდა აიღოს ევროპული ძალისხმევის სადავეები უკრაინის დასახმარებლად. ევროპა ნამდვილად ფლობს კოლექტიურ ძალას. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის გამოავლენს კონტინენტი თავის ნებას.

წყარო:

ფერადი თავგადასავლების სივრცე – “ასკინკილა”

ბავშვთა წვეულების ცენტრი, „ასკინკილა“  ერთი მიზნისთვის შეიქმნა. პატარებისთვის დაბადების დღე ნამდვილ ზღაპრად იქცეს, ხოლო მშობლებისთვის – მშვიდ და სასიამოვნო გამოცდილებად. აქ, თითოეულ დღესასწაულს თავისი უნიკალური ისტორია აქვს, რადგან ბავშვებს არ უყვართ ერთფეროვნება.

სწორედ ამიტომ, „ასკინკილაში“ თითოეული წვეულება განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა, რომელიც პატარა სტუმრებს მთელი ცხოვრება გაახსენდებათ.

„ჩვენს სივრცეში დეკორი, განათება და ფერადი ატმოსფერო ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. თემატური პროგრამები განსაკუთრებით მრავალფეროვანია – ბავშვებს შეუძლიათ გადაიქცნენ პრინცესებად, სუპერგმირებად, სპორტულ გმირებად, მონაწილეობა მიიღონ ცირკის შოუში ან დისკოში, ასევე გაემგზავრონ Paddington-ის სამყაროში. თანამედროვე ტრენდების მოყვარულებისთვის კი TikTok-ის სტილში გვაქვს აქტივობები. ყოველი დღე განსხვავებულია, ყოველი პროგრამა ახალი ემოცია და ახალი სიურპრიზი“, – ამბობენ „ასკინკილაში“.

იდეა ორი ოჯახის, ქარდავებისა და დედალამაზიშვილების ერთობლივი ინიციატივაა –  გადაწყვიტეს, შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ბავშვების სიხარული და ფანტაზია მთავარი ამოსავალი წერტილი იქნებოდა. მართალია, „ასკინკილას“ დამფუძნებლები (გიგი დედალამაზიშვილი, მარინა კარპი, დათა ქარდავა და დიანა ზუხბაია) სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, თუმცა საკუთარ ბიზნესში ერთდროულად დიასახლისების, მზარეულების, მენეჯერების, ბუღალტრებისა და ხშირად ანიმატორების როლსაც ითავსებენ.

„ყველაფერი საკუთარი გამოცდილებიდან წამოვიდა. ვაკვირდებოდით, რა უყვართ ჩვენს შვილებს, რა ანიჭებთ სიამოვნებას და პირიქით, რისი ეშინიათ. ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე  შევქმენით სივრცე, სადაც ყველა ბავშვი ჯადოსნურ სამყაროში ხვდება – ზუსტად ისეთში, როგორზეც ოცნებობდა“, – აღნიშნავს გიგი დედალამაზიშვილი.

რადგან „ასკინკილას“ განვითარება ბავშვების ტემპს მიჰყვება, მუდმივად საჭირო ხდება ახალი დეკორაციების, პროგრამებისა და სივრცეების დამატება. ამ მხრივ, კომპანიის დამფუძნებლების სიმშვიდეს, თიბისის ახალი პროდუქტი – ციფრული სესხი განაპირობებს. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით, ,,ასკინკილას” გუნდს, რამდენიმე წუთში შეუძლია ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილება. 30 სექტემბრამდე პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება, რადგან გაცემის საკომისიო ორჯერ ნაკლებია. თიბისის გამარტივებული პროდუქტები, მათ შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ ყველაზე მთავარს – ბავშვებისა და ოჯახებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სიცილი, ემოცია და ჯადოსნობა მუდამ ერთიანდება.

დღეს „ასკინკილა“ არა მხოლოდ ბავშვთა გასართობი ცენტრია, არამედ ადგილი, სადაც ყოველი დაბადების დღე ნამდვილი ფერადი თავგადასავალია. აქ ბავშვები პოულობენ თავიანთ ოცნებებში ნანახ სამყაროს. როგორც დათო ქარდავა აღნიშნავს, უახლოეს მომავალში „ასკინკილას“ ახალი ფილიალის გახსნაც იგეგმება.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R) 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს

ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს სრულად ეთანხმება.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შევამცირეთ. მაგრამ რასაც ვხედავთ, რუსული ენერგორესურსები „შავი ხვრელიდან“ ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე,“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე იხსენებს, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ევროპა ენერგეტიკის მხრივ მართლაც რუსეთზე იყო დამოკიდებული და რომ მას შემდეგ ევროკავშირმა დიდი გზა გაიარა.

„პუტინმა შეგვიწყვიტა გაზი. ჩვენ სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი გვქონდა. ჩვენ გავამრავალფეროვნეთ ჩვენი მარაგი, განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები განახლებად წყაროებსა და ბირთვულ ენერგეტიკაში, გავთავისუფლდით დამოკიდებულებისგან. ასე რომ ახლა, ჩვენ თითქმის გავთავისუფლდით რუსული ენერგორესურებისგან. და ეს სიმართლეა – ჩვენ ეს სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მათგან გავთავისუფლდეთ, რადგან ისინი მხოლოდ რუსეთის ომს კვებავენ“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენას ჯერ კიდევ განაგრძობენ, ევროკავშირის ახალი მე-19 პაკეტის გამო, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნების მიუხედავად, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას არ აპირებს.

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, შესაძლოა, ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ, არ არის გამორიცხული, სწორედ მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.

კურო

არის ალბათობა, მიიღოთ საჩუქრები,რაც ძალიან გაგახარებთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თქვენც გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შესაძლოა, თქვენთვის ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ და ვერ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობები და სამუდამოდ არ გაწყვიტოთ ძველი კავშირები.

კირჩხიბი

შანსი გაგიჩნდებათ, გადაჭრათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ხანია ნერვიულობდით.

ლომი

შეცვალეთ, ან დაიწყეთ რაიმე ახალი პირად ცხოვრებაში, გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებაც კი დიდ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს შეგმატებთ, დიდია ახალი საინტერესო ნაცნობობის ალბათობა.

ქალწული

თუ გამოიჩენთ სიფრთხილესა და მოთმინებას და დინჯად მიჰყვებით საქმეს შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, აჩქარებით კი, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროთ.

სასწორი

მიზნის მისაღწევად, საჭიროა, პირად ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, გამოიყენეთ თქვენი უნარები, ექსპერიმენტები. ახლა, იცხოვრეთ მარტივად და დიდ დროს ნუ დაკარგავთ ფიქრისთვის.

მორიელი

ეცადეთ, თქვენი მთავარი ენერგია ოჯახზე ზრუნვასა და შინაური საქმეების, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

დღეს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინტუიციის გამოყენებით, შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი გაუგებრობა და დაბრკოლება.

თხის რქა

შეინარჩუნეთ საღი აზრი ნებისმიერი სირთულის დროს, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.

მერწყული

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შესაძლოა, დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისი დახმარებით, მომავალში წარმატება მოიპოვოთ თქვენს საქმიანობასა და ბიზნესში.

თევზები

ნუ აჰყვებით ქაოსურ ფიქრებს, შფოთს და შიშებს, მოეშვით ყველა წვრილმანზე კონცენტრირებას. სასიამოვნო სიურპრიზების ალბათობაა. 

უკრაინის სახმელეთო ჯარები – რუსეთის მიერ უკრაინის სახმელეთო ჯარების სასწავლო დაწესებულების დაბომბვას სამხედროებს შორის მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სასწავლო დაწესებულების დაბომბვას სამხედროებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთმა სასწავლო დაწესებულების წინააღმდეგ კომბინირებული შეტევა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთმა „ისკანდერის” ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავშესაფარზე ზუსტი დარტყმის შედეგად, მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პერსონალს შორის დანაკარგების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. ადგილზე ამჟამად სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ირაკლი კირცხალია ზელენსკიზე -სამარცხვინო მარიონეტის უტიფარი განცხადება გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან

სამარცხვინო მარიონეტის უტიფარი განცხადება გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება.”

კირცხალიამ ზელენსკის ე.წ. პოლიტიკოსი და მარიონეტი უწოდა და აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე უარყოფით ჭრილში საუბარი ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში დარჩენილ მოსახლეობას მიაყენა შეურცხყოფა. მან ასევე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, სანამ საქართველოზე ისაუბრებს, ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას და შეადაროს, სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით და სად არის საქართველო. 

“ამ ადამიანმა, ე.წ. პოლიტიკოსმა, გაბედა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით ჭრილში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კუთხით – როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამით შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აყენებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას – იმ ქვეყნის დარჩენილ მოსახლეობას, რადგან კარგად ვიცით იძულებითი მიგრაციის დონე რაც არის უკრაინაში – იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის მიმართაც ძალადობრივ გაწვევას ფრონტის ხაზზე, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის როგორი მოტაცება ხდება ქუჩებიდან. როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე ხმას იღებს და ნახოს სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით ეს იქნება კორუფცია, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა, შემდეგ ასევე ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას ამ მარიონეტმა, სად არის ჩვენი ქვეყანა და შემდეგ ისაუბროს. სანამ გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა ეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით,” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

,,რაიმე რომ მოხდეს, რაც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, ამას პირდაპირი კავშირი ექნება იმ განცხადებასთან, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა”- გიორგი ვოლსკი

რასაკვირველია, რაიმე რომ მოხდეს, რაც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, ამას პირადაპირი კავშირი ექნება იმ განცხადებასთან, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ანიტა ჰიპერის განცხადებას მკვახე და ხისტი უწოდა.

„პოლიტიკური დემარში გამოვიდა, საკმაოდ მკვახე, ხისტი, რამაც უნდა წაახალისოს ძალადობა. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ ყველაფერი, თუ რაიმე გახდა საჭირო – ჯარიმის გადახდა, თქვენი მომარაგება რაღაც რესურსებით, ჩვენ აქ ვართ – დაახლოებით ასეთი სქემა მუშაობს“, – აცხადებს ვოლსკი.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები.

ასევე ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

„24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.

შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.

საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპი პუტინზე განაწყენდა

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის რეპუტაცია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მისი განცხადებები და TruthSocial-ზე გამოქვეყნებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სრულიად შეიცვალა. ტრამპმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩამოაგდოს თუ არა ნატომ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევენ.

ტრამპის პოსტი TruthSocial-ზე სავსეა სენსაციური განცხადებებით. „უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზადაა იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია თავდაპირველი საზღვრების ფარგლებში. დროთა განმავლობაში, ევროპის და განსაკუთრებით ნატოს მოთმინებითა და ფინანსური მხარდაჭერით, იმ თავდაპირველი საზღვრების დაბრუნება, სადაც ეს დაპირისპირება დაიწყო, სრულიად შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი სამწელიწად-ნახევარია იბრძვის უაზრო კონფლიქტში, რომელიც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უნდა მოეგო. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. პირიქით, ეს მას სულ უფრო მეტად „ქაღალდის ვეფხვს“ ამგავსებს“, – წერს ტრამპი.

ეს ფრაზა მტკივნეული დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის ეგოსთვის, რომელიც ყველა ხერხს ხმარობს, რომ ძლიერი და დაუმარცხებელი ლიდერი ჩანდეს. ტრამპი საგარეო პოლიტიკას უცხოელ ლიდერებთან პირადი ურთიერთობების პრიზმიდან უყურებს. ის დიდი ხანია ხაზს უსვამდა პუტინთან კარგ ურთიერთობას და საარჩევნო კამპანიის დროს ამტკიცებდა, რომ ამ ურთიერთობის წყალობით, მას შეეძლო ომის დასრულება 24 საათში. თუმცა, პუტინმა ომი არ გააჩერა, არამედ გამოიყენა ტრამპთან ურთიერთობა მოლაპარაკებების გაჭიანურებისა და ფრონტის ხაზზე შეტევის გასაგრძელებლად.

როგორც ჩანს, ტრამპის მოთმინება ამოიწურა. შესაძლებელია, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიის მოგების დაკარგულმა იმედმაც ითამაშა როლი და, მისი აზრით, ამაში პუტინია დამნაშავე.

ტრამპის პირად წყენას აძლიერებს ჩინეთთან მისი სატარიფო ომის წარუმატებლობა, ინდოეთთან ურთიერთობების გაუარესება და შეერთებულ შტატებში ეპშტეინის ფაილების გარშემო ატეხილი სკანდალები. ტრამპისთვის უკრაინაში ომი მძიმე ტვირთად იქცა, რაც მის ისედაც რთულ მდგომარეობას აუარესებს.

ტრამპის პოსტის ბოლო ნაწილში ნათქვამია: „პუტინი და რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან და ახლა უკრაინის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს იარაღის მიწოდებას, რათა ალიანსმა გამოიყენოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. წარმატებებს გისურვებთ ყველას!“

ტრამპი პროგნოზირებს, რომ ევროპისა და ნატოს მხარდაჭერით, უკრაინა გაიმარჯვებს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ნატოს იარაღის მიწოდებას. თუმცა, შეერთებული შტატები პირდაპირ არ მიიღებს მონაწილეობას ამ კონფლიქტში და არც სამშვიდობო მოლაპარაკებებში. პონტიუს პილატეს მსგავსად, ტრამპი ხელებს იბანს. ის იშორებს პოლიტიკურ ბარგს, რომელმაც მხოლოდ დანაკარგები მოუტანა და საზოგადოების ყურადღებას შეერთებულ შტატებსა და  მსოფლიოში არსებულ სხვა პრობლემებზე გადაიტანს.

ომი უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ ერთი მხარე არ ამოწურავს თავის რესურსებს. გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტებში იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი აქვს. სწორედ ეს იგულისხმა ტრამპმა უკრაინაში ომის შედეგის პროგნოზირებისას.

ალექსანდრე წულაძე- პოლიტოლოგი