Home Blog Page 254

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაანულა -ილჰამ ალიევი

ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გაანულა აზერბაიჯანის და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

„ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს ეხებოდა, ჩვენ ვიყავით, დიახ, როცა საქმე ავღანეთს ეხებოდა, დიახ, ჩვენ შევუერთდით ავღანეთის ოპერაციებს 2001 წელს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა და ჩვენ ვიყავით უკანასკნელები, ვინც დავტოვეთ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

კობა კობალაძემ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ დღეს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან, ლუკა მგელაძესთან და მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელთან, მალხაზ ქარაზანიშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ თანამშრომლობის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა გადამზადების პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება; ეს კი ხელს შეუწყობს სამომავლოდ კვალიფიციური კიბერრეზერვის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მხარეები შესაბამისი კონცეფციისა და სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტის მომზადებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა“ და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა“ და ა(ა)იპ – „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ, 2023 წელს დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0186 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0297 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

2023 წელსა და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშეა – ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნეს გარემოს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული.

ანგარიშში ასახულ ძირითად მიგნებებზე ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

„ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე; სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს; მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად; დამატებული ღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი; არარეალიზებული ბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები; ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა; ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა.

გარდა ამისა, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ჩეხეთის პარლამენტი ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს – ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ „საქართველოში კრიზისზე და მის ზეგავლენაზე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის“, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზეა აგებული, ჩეხეთის პარლამენტი ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და სანქციებს ითხოვს ჩვენს ოფიციალურ პირებზე.

„საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში კიდევ ერთი სოლი ჩაარჭო, ამჯერად ჩეხეთის სენატის აშკარად პროვოკაციულმა რეზოლუციამ „საქართველოში კრიზისზე და მის ზეგავლენაზე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის“.

ამ თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივებსა და ტენდენციურ აღქმებზე აგებული განცხადებით, ჩეხეთის პარლამენტი:

ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს და აფურთხებს საქართველოს 1,2 მლნ მოქალაქის არჩევანს, უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არ აღიარებს საქართველოს არჩევნების შედეგებს და სანქციებს ითხოვს ჩვენს ოფიციალურ პირებზე.

განცხადება ვერაფრით ასაბუთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიზისია, და ვერც იმას, თუ საქართველოს მოვლენებმა რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩეხეთზე რეზოლუციაში ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნების არაღიარებაში, და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რამხელა სამსახური გაუწია მან ამით ოპოზიციას, რომელიც ახლა ვალშია მასთან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – გია ვოლსკი

[ოპოზიცია] ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – ერთმანეთზე რას ამბობენ მნიშვნელობა არ აქვს, თუ საჭიროა ქარტიას დაუწერენ და გააერთიანებენ მის გარშემო -„ქვეყნის მტრები“ – სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„ასეთი ხელოვნური გაერთიანება, რომელიც ზემოდან თუ გვერდიდან უკარნახეს, ვერ შედგება, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სიმპათიით ან ერთ და ან მეორე მხარეს სარგებლობდეს. ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც კიდევ ლანძღავენ. ამასაც დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია, ევროკავშირის რუკით ხელში შემოიკრეფს ყველას გარშემო და გაილაშქრებს სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. უნდა, რომ ამ დროშით ქუჩაში ირბინოს და იმათ [ოპოზიციონერებს] თვითონ უნდათ ეს დროშა. ალეკო ელისაშვილი ამპარტავნებაზე რომ ლაპარაკობს ცუდია, უზნეობაა, სიყალბე და თაღლითობაა, მაგრამ ეს დამახასიათებელი ნიშანია. შიგნით ფუთფუთია – ერთმანეთს მას შემდეგ კბენენ, რაც დაფინანსების მთავარი რესურსები გამოეცალათ. უნდათ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის ზედაპირზე დარჩნენ. ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – ერთმანეთზე რას ამბობენ მნიშვნელობა არ აქვს. თუ საჭიროა ქარტიას დაუწერენ და გააერთიანებენ მის გარშემო. თუ საჭირო გახდა და ვიღაცას – „დიფ სთეითი“ იქნება, „გლობალური ომის პარტია“ თუ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მიზნებით გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტი, რასაკვირველია ამ ხალხს, ბედოვლათებს და მარიონეტებს გამოიყენებენ. ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ ამას მნიშვნელობა არ აქვს – ხვალ თუ საჭირო იქნება გაერთიანდებიან და ერთმანეთს ხელებს აუწევენ, ვითომ დიდი გამარჯვების გუნდი იყოს შეკრული. „ქვეყნის მტრები“ – სხვა სახელი მათ არ ეწოდებათ. ერთმანეთს რაც უნდა ის დაუძახონ და რა ეპითეტებიც უნდათ გამოიყენონ მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – შალვა პაპუაშვილი

ეს [ნარკოლოგიური შემოწმება] ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებენ ან მუშაობენ, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოშემოწმება გაიარონ.

„ეს ყველა დეპუტატს გავლილი აქვს. როგორც იცით, კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, ვინაიდან ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს. როცა ადამიანი იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი უარყოფითი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო აშშ-სთვის, ამის საპასუხოდ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამერიკაში თუ ევროკავშირში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ – შალვა პაპუაშვილი

საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. მისი თქმით, ამის საპასუხოდ, აშშ-დან, თუ ევროკავშირიდან საქართველოსგან ითხოვდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ ომს მოუტანდა.

„გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო. ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტის რაოდენობით, მხარში დავუდექით ყველა სირთულის დროს იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ.

ის, რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, არ იყო ჩვენი მიზეზით. რაც უფრო ნათელი იქნება ამ ურთიერთობების აღდგენა, რაც უფრო მეტად დაინახავს საქართველოს საზოგადოება ნამდვილ პარტნიორობას, მით უფრო ნათელი იქნება, რომ ახალმა ადმინისტრაციამ შეძლო ამ არაფორმალური ქსელების დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჩვენ თუ ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან – გურამ მაჭარაშვილი

„დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველოზე პირდაპირ აისახება, – ასეთია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის შეფასება.

მისი თქმით, საქართველო ერთგვარი ტესტია და თუ კი ჩვენი ქვეყანა იტყვის, რომ „გლობალური ომის“ პარტიის გავლენები შესუსტდა, ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების პროცესში დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ წარმატებას მიაღწიეს.

„ერთგვარი ტესტი იქნება საქართველო. იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, პირველი საზოგადოება და ქართულ სახელმწიფოზე გადიოდა ეს ტესტი „გლობალური ომის“ პარტიის. შესაბამისად, ჩვენ თუ ამას ვიტყვით, რომ „გლობალური ომის“ პარტია შესუსტდა, აქ იქნება ტესტი ჩაბარებული უკვე მათ შორის აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო-კახა კალაძე

პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა ვის რა თანამდებობა უკავია), ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება.

2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში, ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული, როგორც ამას ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნესგარემოს ანგარიშში ვკითხულობთ.

„200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები:

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე.

სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.

მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:

მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად

დამატებულიღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი

არარეალიზებულიბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა, ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.

„ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.

საქართველოს ბიზნესგარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე.

კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებებზე დიდად არ ვნერვიულობ, მათი დევიზია, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის, ასეთ ძალებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ-გურამ მაჭარაშვილი

დიდად არ ვნერვიულობ მე, და ალბათ არც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ რა დაპირისპირებებია და პოლიტიკაში იქნებიან თუ არა. მათი მთავარი დევიზია, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის, ეს უკვე დაამტკიცეს. ასეთ ძალებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ზუსტად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არასერიოზულობაზე მეტყველებს, რომ აქვთ შეუთანხმებლობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა, ზურაბიშვილი ლიდერი იქნება თუ არა და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.

„გასაკვირი აქ არაფერია და მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. არჩევნებში რა უნდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უცხოურ ძალებს გაცხადებულად ემსახურება და თან ამაყად ამბობს, დიახ, ის ამაყია, რომ უცხოურ ძალებს ემსახურება? რა უნდა პოლიტიკაში „ლელოს“, რომლის ლიდერიც პირდაპირ ამბობს და ამერიკას მიმართავს, საქართველოში შენს ინტერესებს რატომ არ ატარებო? წავიდეს და ამერიკაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ის წინა ხაზზე აყენებს სხვა სახელმწიფოს ინტერესებს – როგორი პარტნიორიც არ უნდა იყოს – ვიდრე თავისას, იმას პოლიტიკურ ველზე საერთოდ რა უნდა? და არა მარტო მას. აღარაფერს ვამბობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, რომლის „განაჩენიც“ – სამართლებრივი დასკვნა გამოვა საგამოძიებო კომისიის მიერ და საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოთხ ნაწილად გაყვეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.