Home Blog Page 251

,,უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატიქსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი. და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ ჯგუფთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს შეახსენა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.

კითხვაზე, რა გეგმა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, თუ ცეცხლის შეწყვეტას მისი რუსი კოლეგა არ დათანხმდება, ტრამპმა უპასხუა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.

„ეს ცუდი ამბავი იქნება ამ მსოფლიოსთვის, რადგან ამდენი ადამიანი კვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება. მართლა ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და მგონია, რომ ის დათანხმდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

„დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა…“ – ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ

თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა. მოკლული გიორგი ახალაიაა. 

მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

გი­ორ­გი ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბის თმით, გი­ორ­გი ახა­ლა­ია ბარ “სა­ხე­ლოს­ნო­ში“ მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ბარ­ში და­ი­წყო და გა­რეთ გაგ­რძელ­და. იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი. მე მგო­ნი გი­ორ­გი მარ­ტო იყო. რო­გორც მი­თხრეს, გუ­ლის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი. ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი და­კარ­გა.

ის ერთ-ერთ ბარ­ში მუ­შა­ობ­და დაც­ვად. ზო­გა­დად ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

,,ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში”- დიმიტრი ხუნდაძე

მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

„სააკაშვილის მომხრეებიც ამ ყველაფერს „აპრავებენ“, თითქოსდა, ბოტოქსები, მასაჟები და სტილისტები, პოლიტიკური შეხვედრების წინ მზადება იყო. ეს პროცედურები მესმის მაშინ ჩაიტარო, როცა სილამაზის კონკურსზე გამოდიხარ, ან რაიმე სხვა ცერემონიალისთვის ემზადები…“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ექს პრეზიდენტის არა საპყრობილის საკანში, არამედ კლინიკის პალატაში ყოფნასაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. თან, ისეთი შინაარსისას, რომ სირცხვილს კიდევ სირცხვილს უმატებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მარტვილში, წაჩხურუს მონასტრის მიმდებარედ ხანძარია

მარტვილში, წაჩხურუს მონასტრის მიმდებარედ ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა.

მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.

შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მორაგბეებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის

თბილისში, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – შსს ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში მოკლული 21 წლის ახალგაზრდის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.“ – წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუმისთის ბრძოლებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გუმისთის ბრძოლებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„გუმისთის ბრძოლებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან მგალობლიშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

გმირთა მემორიალზე აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიხსენეს და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი მიაგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა და კავშირის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, საქართველოს გენერალთა კლუბის წევრებმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეასრულეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევისა და თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა, მაშინ, სოხუმი ვერ აიღო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავარია ქედაში მსხვერპლით დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ავარიის შედეგად დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამატებით დეტალებს  შსს-ში ვარკვევთ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება არაადეკვატური იყო

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, უკვე ხვდება, რომ არაადეკვატური იყო“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა. 

„ზოგადად, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, უკვე ხვდება, რომ არაადეკვატური იყო.

ქარტიის მომენტშიც ვამბობდით ამას, შემდგომაც ვამბობდით, კოორდინაციულ შტაბებს და რაღაცებს რომ აკეთებდა, საკოორდინაციო გაერთიანებებს და ა.შ. მაშინვე გასაგები იყო, რომ ეს არაფერი კარგით არ დამთავრდებოდა. ახლაც იგივეა. მე მგონი, ერთადერთი მიზანი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს, არის ის, რომ არიოს შიგნით ოპოზიცია, რომ არაფერი წესიერი არ გამოვიდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

SpaceX ​​​​​​​-ის ხომალდი დედამიწაზე ამერიკელ კოსმონავტებს დააბრუნებს, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე 9 თვეა ჩარჩენილები არიან

SpaceX -ის კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრეგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდმა სადგურზე ეკიპაჟის 4 ახალი წევრი, ორი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები აიყვანა.

ამჟამად სადგურზე 11 ასტრონავტი იმყოფება. მისიის ფარგლებში დედამიწაზე დაბრუნდება სამი ამერიკელი და ერთი რუსი ასტრონავტი, მათ შორის, ბუჩ უილმორი და სუნიტა უილიამსი, რომლებსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 8 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო სადგურში 9 თვე დაჰყვეს.

სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მომიტინგეების გზავნილი ესმის და „უნდა შევცვალოთ საკუთარი თავი” – მედია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

BBС-ის ინფორმაციით, ბელგრადში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ათასობით მომიტინგე ჩავიდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საპროტესტო აქციაში 107 000 ადამიანი მონაწილეობდა, დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით კი, სულ მცირე, 325 000 ადამიანი შეიკრიბა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია სერბეთის ისტორიაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დროს 22 ადამიანი დააკავეს და 56 დაშავდა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პოლიცია შეაქო და განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რომ მშვიდობის შენარჩუნება შეძლეს.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მან მომიტინგეების გზავნილი გაიგო.

“მთავრობაში ყველამ უნდა გაიგოს გზავნილი, როდესაც ამდენი ხალხი იკრიბება. მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. საპროტესტო აქციების ფონზე იანვარში თანამდებობა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც დატოვა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17-18 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.