Home Blog Page 25

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი -გურამ მაჭარაშვილი

x

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ადამიანები მოდიან და ჰყვებიან იმ ისტორიებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე შემზარავია, ეს ეხება წამებას ციხეში, დაპატიმრების პროცესებს, საპატიმროს გარეთ წილების წართმევას და ათასგვარ უბედურებას. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე როინ შავაძის საქმეს და ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის საკითხს განიხილავენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის

როდის გამოიდარებს საქართველოში

11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მომდევნო დღეებში, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

meteo.gov.ge-ს ცნობით, თბილისში, მომდევნო 10 დღის მანძილზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდები. 13 და 14 აპრილს შენარჩუნდება უნალექო ამინდი. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, 20 აპრილიდან გამოიდარებს

ზღვისპირა რეგიონში, ასევე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება 19 აპრილის ჩათვლით. 20 აპრილიდან კი გამოიდარებს.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.

კურო

შესაძლოა, დახმარებისთვის მოგმართონ, ან მანიპულაციის გზით, თავი შეგაცოდონ, ნურაფერს მოიმოქმედებთ ნაჩქარევად და გაუაზრებლად, რადგან თქვენი ქმედება, შესაძლოა, ახლა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ .

ტყუპები

მიენდეთ ცხოვრების დინებას და თამამად მიჰყევით გულის კარნახს, დარწმუნებული იყავით, რომ ის სწორედ იმ ნაპირთან, სწორედ იმ ადგილას მიგიყვანთ, სადაც დღეს ყველაზე სასურველი და საჭირო ხართ.

კირჩხიბი

გარდაუვალია კამათი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკეთესიცაა, რადგან თავისთავად გამოჩნდება თქვენი უპირატესობა და ლიდერის საუკეთესო თვისებები. მთავარია, დაიცვათ საზღვარი პირადსა და საქმიან სფეროს შორის.

ლომი

ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს პროფესიონალიზმსა და სამომავლო საქმიანობას, შეეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად მიიღოთ, არანაირი ზედმეტი ჩაღრმავება, ან შელამაზება არ არის საჭირო. მხოლოდ სიდინჯე და ობიექტურობა.

ქალწული

ნუ აჰყვებით უსიამოვნო ფიქრებს და ნებისმიერ გარემოებაში შეეცადეთ, მართოთ თქვენი ემოციები, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი შედეგები და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და კამათს.

სასწორი

დღეს თქვენი წამოწყებები და პრეზენტაციები საკმაოდ ეფექტურად ჩაივლის, პროექტს, რომელსაც წარადგენთ, დიდი ინტერესი მოჰყვება და ხელმძღვანელობასაც, შესაძლოა, აზრი შეაცვლევინოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გაიზრდება თქვენი პოპულარობა.

მორიელი

ნუ დაკარგავთ ამ დღეს წვრილმან და უმნიშვნელო საქმეებზე, შეგიძლიათ, თავი ნებისმიერი სირთულის საქმეს გაართვათ და წარმატებით გადაჭრათ ყველა ამოცანა.

მშვილდოსანი

დღეს, სჯობს, თავი შორს დაიჭიროთ არაკეთილმოსურნეებისგან, თუმცა, მათმა იერიშმა შესაძლოა, თქვენამდე მაინც მოაღწიოს, თავდაჭერა და ზომიერება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ავტორიტეტი.

თხის რქა

სასურველია, არ გარისკოთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ ფრთხილი ნაბიჯებით. ნელ-ნელა გამოჩნდება, რა უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოგიტანთ საქმეში, ახლა დროული კორექტივები უნდა შეიტანოთ თქვენს გეგმებში.

მერწყული

შესაძლოა, სამსახურში გარკვეულ დაპირისპირებაში ჩაერთოთ და მოგიწიოთ პოზიციების დათმობა. ნუ გაჯიუტდებით და მშვიდობიანი გზებით შეეცადეთ, პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ.

თევზები

ეს დღე სჯობს, საკუთარ თავს მიუძღვნათ, მოერიდეთ კომუნიკაციებს, მართეთ ემოციები, თქვენი ენერგოტონუსი დასვენებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

დონალდ ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აჩერებს, – ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი.

ინციდენტი საქართველო – სომხეთის მატჩზე – უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება, ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.

აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოდის

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ჩინური მედიის თანახმად, პეკინში, მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სი ძინპინმა შეაჯამა ჩინეთის სამეზობლო პოლიტიკის მუშაობის მიღწევები და გამოცდილება ახალ ეპოქაში, გააანალიზა არსებული ვითარება და გამოკვეთა მიზნები, ამოცანები, იდეები და ღონისძიებები სამეზობლო მუშაობის შემდეგი ეტაპისთვის.

კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ მეზობელი რეგიონები გლობალური პერსპექტივით უნდა იყოს განხილული.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩინეთმა წამოაყენა მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპები სამეზობლო დიპლომატიაში და მხარს უჭერს მეზობელ ქვეყნებთან საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობას. კონფერენციაზე ითქვა, რომ ჩინეთი დაიცავს აზიურ ღირებულებებს მშვიდობის, თანამშრომლობის, ღიაობისა და ინკლუზიურობის შესახებ, გამოიყენებს „სარტყელსა და გზის“ თანამშრომლობას, როგორც მთავარ პლატფორმას და მიჰყვება უსაფრთხოების აზიურ მოდელს, რომელიც გულისხმობს სიხარულისა და მწუხარების გაზიარებას.

„დღეს ხალხს რწმენა არ აქვს – არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში“ – ბორის ჩელე ყურუა

„რწმენა უნდა შეგვექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს“, – ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

როგორც ყურუამ აღნიშნა, რომ დაისვას კითხვა იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს მომავალში არჩევნები რომ დანიშნოს, ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს თუ არა არჩევნების მოგებას, ყურუას განცხადებითვე “ალბათ არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში”.

„პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მათ შორის, ჩემ თავსაც ვთვლი აქ და ჩემ თავსაც პასუხისმგებლობას ვაკისრებ და ახლა პარტიიდან თუ წამოვედი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი არ იყო და არ არის ის, რომ რწმენა უნდა შეგვექმნა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს, ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს. შეგვიძლია, ჟურნალისტი გავუშვათ და ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილმა სამ თვეში რომ არჩევნები დანიშნოს, ერთ-ერთი მოთხოვნა ხომ არის არჩევნები, ოპოზიცია უეჭველად მოიგებს მაგ არჩევნებს, თუ ვერ მოიგებს? ალბათ, არავინ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნება, ჩვენ მაგ არჩევნებს შევძლებთ და მოვიგებთ იმიტომ, რომ არ ვართ კარგ ფორმაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ჩავდგეთ ოპტიმალურ ფორმაში და შანსს უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

,, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია”- ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

,,საბაჟო გადასახადებით პროვოცირებულ სავაჭრო ომს გლობალური შედეგები მოჰყვება”- ილჰამ ალიევი 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში.

„გლობალური მოთამაშეები ზოგჯერ ნებაყოფლობით, მაგრამ ხშირად იძულებით აღიარებენ, რომ თურქეთის გარეშე განტოლების შექმნა შეუძლებელია და თუ ის შეიქმნება კიდეც, წარმატების შანსი არ ექნება“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, თურქეთი „აღარ არის უბრალოდ სტატისტი დიდი სახელმწიფოების თამაშებში, ის გახდა წამყვანი მოთამაშე, რომელიც საკუთარ სცენარს ახორციელებს“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე სავაჭრო ომის შედეგებზე, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა ყველა ქვეყანაზე აისახოს.

„საბაჟო გადასახადებით პროვოცირებულ სავაჭრო ომს გლობალური შედეგები მოჰყვება. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ის მოახლოებულ ქარიშხალს ჰგავს, რომელიც ყველას შეეხება“, – დასძინა მან.

,,ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს ურთიერთობა, არამედ მის აგენტურასთან”- გურამ მაჭარაშვილი

ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს ურთიერთობა, არამედ მის აგენტურასთან, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომელმაც უსამართლობა უწოდა იმ ფაქტს, რომ „შუა დერეფანზე“ საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველო არ ახსენა.

მისი თქმით, „დიფ სთეითის“ გავლენით, ბრიუსელს უნდა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს კონომიკური თვალსაზრისით თუმცა ისე, რომ არ ჰქონდეს ურთიერთობა მის ეროვნულ ხელისუფლებასთან.

„კარგად იციან, რომ გეოგრაფიულად წარმოუდგენელია ამ დერეფნის გარეშე სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. აქამდე თუ შეერთებული შტატებში იყო თავიდან ბოლომდე გაბატონებული, ისევე, როგორც ბრიუსელში „დიფ სთეითი“, ახლა ეს დიდწილად შეზღუდა ვაშინგტონში და დარჩა ბრიუსელში, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აი, ამ დერეფანში ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობა ჰქონდეს არა ეროვნულ ხელისუფლებასთან, საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან, არამედ ბრიუსელთან.

აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია, რომ ახლა უკვე ბრიუსელში უნდათ, რომ დიდი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა მათ შორის აზერბაიჯანი ან თურქეთი, თავად ევროპის ქვეყნები და არ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ამ დერეფნით ისარგებლებენ, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ქვეყანაა და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწევს ურთიერთობა ყველა ამ დიდ ქვეყანას თუ პატარა ქვეყანას მაგრამ ბრიუსელს უნდა, რომ არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან მოუწიოს, არამედ მის აგენტურასთან. მოგება იქნება ეს თუ სხვა, ნებისმიერი სარგებელი უნდა მიიღოს ბრიუსელმა.

ევროკავშირმა აშშ-ის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კონტრზომები დაამტკიცა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს კონტრზომები აშშ-ის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ.

„ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებს უსამართლოდ და საზიანოდ მიიჩნევს, რაც ეკონომიკურ ზიანს აყენებს როგორც ორივე მხარეს, ასევე გლობალურ ეკონომიკას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მკაფიო სურვილია აშშ-თან მოლაპარაკებების გზით დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ გადასახადების ამოღება 15 აპრილიდან დაიწყება და რომ „ეს კონტრზომები ნებისმიერ დროს შეიძლება შეჩერდეს, თუ აშშ სამართლიან და დაბალანსებულ მოლაპარაკებებს დათანხმდება“.

„ევროკავშირს მნიშვნელოვანი როლი აქვს და მოვალეობა აკისრია, საქართველოსთან ურთიერთობას გადახედოს“ – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე მწვავე შეფასებები გააკეთა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ. მისი თქმითაც, ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს.

“ჩვენ ვგმობთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის დემოკრატიულ უკუსვლას, რომლის კულმინაცია იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ჩვენ უარს ვაცხადებთ “ქართული ოცნების” თვითდანიშნული მთავრობის აღიარებაზე. ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არის ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების გამოხმაურება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არაადეკვატური იყო,” – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვიდან, მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე რასა იუკნევიჩიენემ.