Home Blog Page 25

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან მშვენიერ ხასიათზე ხართ და შეიძლება, ძვირად ღირებული, მაგრამ სრულიად უსარგებლო ნივთები შეიძინოთ და უფულოდ დარჩეთ. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ რთული საკითხები მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ზომიერება დაიცავით. გამონახეთ დრო დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

კურო

სამსახური თქვენგან უდიდეს ძალისხმევას, არასტანდარტულ აზროვნებას და უჩვეულო გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თქვენმა პირდაპირობამ შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები გააჩინოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათს მოერიდოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც – მოერიდეთ მტკივნეულ თემებზე საუბარს და ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და დახმარება არავის სთხოვოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და შეცდომების გამოსწორება თავად მოგიწევთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებულმა ამბავმა თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ – ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.

კირჩხიბი

ამ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენს ცხოვრებაში წესრიგი არ არსებობს და მოვლენები ქაოსურად, თავისთავად მიმდინარეობს. ეცადეთ, მოქმედების გეგმა შეიმუშაოთ და ყველა ნაბიჯი გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. უმჯობესია, ამ დღეს რთული საქმეები არ დაიწყოთ, რადგან ყველა დაბრკოლების მარტო გადალახვა გაგიჭირდებათ. ქალებს ვურჩევთ, მეუღლეს ან პარტნიორს ყურადღება არ მოაკლონ, თორემ კონფლიქტს ვერ გადაურჩებიან.

ლომი

ფრთხილად იყავით – ამ დღეს არსებობს შეცდომის დაშვების რისკი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბოროტ ადამიანებს მოერიდოთ, რათა მათი უარყოფითი ემოციები არ გადაგედოთ. არ აჰყვეთ მტრებისა და არაკეთილმოსურნეების პროვოკაციებს, პირიქით, მათ დაშოშმინებას ეცადეთ. ირგვლივ მყოფებზე დიდი გავლენის მოხდენას შეძლებთ, თქვენი ქარიზმა და მომხიბვლელობა სამაგალითო პიროვნებად გაქცევთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემომყოფთა საუბრებს – შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები გელით. დიდი დრო და ენერგია გჭირდებათ ადამიანებისთვის იმის ასახსნელად, თუ მათგან რას ელით. სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იმდენად ჰარმონიულია, რომ ბედნიერებისთვის მეტი არავინ გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ეს მსუბუქი ტრავმა იქნება. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს, რომ ბევრი უსარგებლო ნივთი არ შეიძინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა დიდი და სარისკო ტრანზაქციებისთვის. შეიძლება ისეთ საქმეებში მონაწილეობას დათანხმდეთ, რომლებიც ჩვეულებრივ, არ გიზიდავთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები სანანებელი არ გაგიხდეთ. თუ სწორად იმოქმედებთ, შეიძლება გუშინდელი მტერი საიმედო მეგობრად აქციოთ. შეამცირეთ ხარჯები – დროა, უფრო ეკონომიური გახდეთ.

მორიელი

დღის განმავლობაში, პარტნიორებთან და კონკურენტებთან სადავო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გულწრფელობისგან თავი შეიკავოთ, რადგან თანამოსაუბრემ შეიძლება მიღებული ინფორმაცია საკუთარი მიზნებისთვის, თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ახლობელ ადამიანს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ.

მშვილდოსანი

სირთულეების დასაძლევად, რომელიც ბედმა ამ დღეს მოგიმზადათ, საყვარელი ადამიანების ან კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაავადების პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. გამორიცხული არ არის, სამსახურში თქვენი პოზიცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თხის რქა

ვიღაც ან რაღაც ხელს გიშლის ნაყოფიერად მუშაობაში. იფიქრეთ, როგორ დაძლიოთ ეს წინააღმდეგობა და გააუმჯობესოთ ცხოვრება. ბედი უსიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ – შესაძლოა, ეს უფროსთან ან კოლეგებთან კამათი იყოს, თუმცა ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოხვალთ. ხელსაყრელი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დროა, ბოდიშის მოუხადოთ ადამიას, ვისაც აწყენინეთ და მშვიდობა დაამყაროთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ იდეებსა თუ პროექტებზე, რომელთა განხორციელება გიჭირთ. არ არის საჭირო თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის ძებნა – სიმართლე არ დაიმალება და მალე ყველაფერს გაიგებთ. მოერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ეცდებიან. იზრუნეთ ორგანიზმის იმუნიტეტზე, რადგან მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები.

თევზები

რთულ სიტუაციაში ნუ ეცდებით საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევას. პრობლემას უფრო ადვილად მოაგვარებთ თუ ახალ გარემოებებს გაითვალისწინებთ და უკან დაიხევთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას ნუ გაურბიხართ – სწორედ ეს ურთიერთობა გიბიძგებთ საინტერესო იდეისკენ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ დღეს შეთავაზებაზე უარის თქმას გირჩევთ – სავარაუდოდ, ის სარგებელს არ მოგიტანთ.

,,მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ”- პრემიერი

ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ‎LIVE”-ში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში და მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაცია არ დამტკიცებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. 

„რეალურად ხედავთ ოპოზიცია რასაც აკეთებდა – დადიოდნენ დერეფნებში და მუშაობდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია არ დამტკიცებულიყო. ამ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება დათქმებით დელეგაციის დამტკიცების თაობაზე, რისთვისაც ისინი აქტიურად მუშაობდნენ. თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა რაღაც შუალედური შედეგი ამ კუთხით შეიქმნა რეზოლუციის სახით. ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს ვერ მიაღწიეს რაიმე შედეგს და ვერც მომავალში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,აბსურდული გადაწყვეტილებაა, ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია”- პრემიერი

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ეს ეხება, როგორც ბრიუსელს, ასევე სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ვიხილეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ მიღებული რეზოლუცია.

კობახიძის თქმით, რეზოლუცია ქვეყნისთვის საერთო ვითარებას ვერ შეცვლის.

„უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება. რატომ? – იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ “იმედი ლაივში”.

,,ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლის, შესაბამისად, საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა”- თეა წულუკიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები, რომელთა შორის კატეგორიულად მიუღებელია პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.

წულუკიანის თქმით, ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და, შესაბამისად, საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა“.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი ჩვენი ანტი-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ.

ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი.

თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვეტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

“[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები;

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს…

[PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

,,ევროსაბჭომ საქართველოს უნდა შესთავაზოს წინ მიმავალი გზა”- ელიზაბეტა გარდინი 

ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედით შეჰყურებს დასავლეთს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს. ესენი არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში აპროტესტებს და სჯერათ იმ ღირებულებების, რომლებსაც წარმოვადგენთ. სურთ, მათმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილ დემოკრატიად აქცევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სათანადო პასუხი იქნება კარის დახურვა, – ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელმა, ელიზაბეტა გარდინიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროსაბჭომ საქართველოს უნდა შესთავაზოს წინ მიმავალი გზა.

„საქართველოს დელეგაციის წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი არის დელიკატური და გადამწყვეტი. ეს საკითხი ეხება ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო რთულ პერიოდს გადის. არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ და ამ გადაწყვეტილებების შედეგებისადმი, რასაც ეს მოუტანს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

ჩვენ ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთს იმედით შეჰყურებს, იმედით შეჰყურებს ევროკავშირს, ევროსაბჭოს. ეს არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, იცავს ფუნდამენტურ უფლებებს და მათ სჯერათ იმ ღირებულებების, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მათ სურთ, მათმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილ და ავთენტურ დემოკრატიად აქცევს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სათანადო პასუხი იქნება კარის დახურვა, ჩვენ საქართველოს უნდა შევთავაზოთ წინ მიმავალი გზა. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა პირობებით ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს ვაძლევთ შესაძლებლობას და ასევე ვაკისრებთ პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ ქვეყანაში რეფორმირებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს, რომლის მიზანია ინსტიტუტების განმტკიცება, გარანტის, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდება და ადამიანების უფლებები დაცული იქნება“, – განაცხადა ელიზაბეტა გარდინიმ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა, მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი იცავენ მშვიდობას და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს”- თეა წულუკიანი

მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება და ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით. საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი – დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს“.

„ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რატომ ვთვლით ასე. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი მომზადებულ რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მათთვის, ვისაც ეს შეიძლება, ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ.

კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამაყობს, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

,,საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის – ეს არის დღევანდელი გზავნილი”- ფრანკ შვაბე 

საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის – ეს არის დღევანდელი გზავნილი, – ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა, სადაც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების აღიარება-არაღიარების საკითხს განიხილავენ.

„ძვირფასო მოქმედო ხელისუფლების წარმომადგენლებო საქართველოში, ევროპის საბჭო ყოველთვის იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია ევროპაში და მას აქვს ერთი მთავარი ამოცანა – მხარი დაუჭიროს ქვეყნებს რომელიც მეტი დემოკრატიის, მეტი ადამიანის უფლებების, მეტი კანონის უზენაესობის გზას ადგანან, მაგრამ საქართველო სხვა გზას ადგას, ის მიდის არასწორი მიმართულებით – ეს არის დღევანდელი გზავნილი. ის ადგას ნაკლები დემოკრატიული სტანდარტების, ნაკლები ადამიანის უფლებების, ნაკლები კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პატივისცემის, ნაკლები ევროპის გზას. ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთებული ვართ, ისე, როგორც ბევრ სხვა ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ და ჩვენ უკვე დღეს ვმოქმედებთ. ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აპრილში, 100 პროცენტით დანამდვილებით, თქვენ აქ აპრილში დაბრუნებულებს გვიხილავთ“, – აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

მისი თქმით, მხარს უჭერს საქართველოს დელეგაციისთვის გარკვეული პირობების წაყენებას და მათი უფლებების შეზღუდვას. ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ყველა პირი.

„ამასთან, მოგიწოდებთ, გააკეთოთ რამე: გთხოვთ, შეწყვიტოთ ძალადობა, პასუხისმგებლობა დააკისროთ მათ, ვინც დანაშაულები ნამდვილად ჩაიდინა, მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ ისინი, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და ნამდვილად რაღაც ხუმრობაა, რა არის ბრალდება და რა იქნება სასჯელი“, – აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

გერმანელმა დეპუტატმა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არჩევნების ჩატარებაა“.

„მიიღეთ სერიოზულად, ჩვენ დღეს არ გიხურავთ კარს, მაგრამ ძალიან მკაფიო და სერიოზულ გაფრთხილებას გაძლევთ, დაუბრუნდით ჩვენს ევროპულ გზას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გზას“, – აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

,,დიდი ხანია, ამ აქციების უკან „ნაცმოძრაობის“ ყურები მოჩანს”- ვლადიმერ ბოჟაძე

„რადიკალური ჯგუფები, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებსა და მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყვნენ ორგანიზებულები“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჯგუფ „დაიტოვეში“ ხატია დეკანოიძის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აქციების უკან „ნაცმოძრაობა“ დგას.

„26 ოქტომბრის არჩევნების მერე, ნებისმიერი აქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, ნებისმიერი პროტესტი, ეს იქნებოდა თბილისში თუ სხვა ქალაქებში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.

სწორედ იმიტომ ეფარებიან ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომ ძალიან კარგად იციან თავიანთი რეიტინგი და მათდამი დამოკიდებულება.

ალბათ, არასდროს ჩატარებულა ასეთი „საინტერესო“ აქციები, რომ ორგანიზატორი ვერ ბედავდეს სიტყვით გამოსვლასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ რადიკალური ჯგუფები, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებსა და მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყვნენ ორგანიზებულები.

მათი ოფისებიდან ამოღებულია შესაბამისი ინვენტარი და აღჭურვილობა. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ მართავდა და აფინანსებდა ამ პროცესს.

მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური და, რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მცდელობა, რომ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი. ამ პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა მათი რეალური სახე. დიდი ხანია, ამ აქციების უკან „ნაცმოძრაობის“ ყურები მოჩანს“, – აღნიშნავს ბოჟაძე. 

,,ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია”- მალხაზ ურთქმელიძე

ბრალდებულის [მზია ამაღლობელი] ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს, სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატორიულ კვლევებს და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციებს, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე. მისივე განცხადებით, ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

„გუშინ, ანუ 28 იანვარს ჩაუტარდა გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა. ამ ეტაპზე, მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები – ნორმის ფარგლებშია, ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ შეხვედრები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით.

ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია“, – აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.

„გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამ ეტაპზე, იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას“ – თეა წულუკიანი

„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში] იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას,“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

„ამ წუთში რასაც ვსაუბრობთ და თბილისს ველაპარაკებით სტრასბურგიდან, უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას. მიმდინარეობს კვლავ მსჯელობა და ხშირ შემთხვევაში დახურულ კარს მიღმა, რაც 15 წუთის წინაც იყო დათქმების შემცირებაზე ან მოხსნაზე.

ლიმიტირებულ უფლებამოსილებაზე – კი ხართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები, მაგრამ ვერ იქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის ხელმძღვანელი, ან სადღაც მომხსენებელი – ეს პრაქტიკაში ჩვენთვის დიდს არაფერს ნიშნავს, ვერ დაგიმალავთ, რომ ჩვენთვის არანაირი წუხილის საფუძველი არ არის, ვინაიდან იანვრიდან აპრილამდე ჩვენი დელეგაციის წევრები არც კი ვგეგმავდით რომელიმე თანამდებობაზე პრეტენზიის გაცხადებას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატები უნდა დაიწყოს, რის შედეგად უკვე კენჭისყრა გაიმართება. სწორედ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ რა შესწორებები შევა მონიტორინგის კომიტეტის პროექტში. ამ დროისთვის, გამოქვეყნებული დოკუმენტი კი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რიგი დათქმების შესრულებას, რის შემდეგაც დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა აპრილის სესიაზე განიხილავენ. პირობებს შორისაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება, საარჩევნო დარღვევების გამოძიება, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და დაკავებულების გათავისუფლება. უფლებამოსილების ყველანაირი დათქმის გარეშე შენარჩუნებას ითხოვს “ქართული ოცნება,” რომელმაც შესწორებები დაარეგისტრირა.