Home Blog Page 25

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ვალდებული ვართ, ეს მღელვარება ჩავაქროთ – ნათია თურნავა

მე მოსახლეობას ავარიდე გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს.

„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე სავალუტო დეფიციტი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება.

„ჩვენ, 8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას – პრემიერი

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც  სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს.  მას ძალიან კარგად  ესმოდა  საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. 

თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა  საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.

ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო 4 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – პრემიერი

xr:d:DAFTUNmfRks:3,j:42489315507,t:22112909

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც  სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს.  მას ძალიან კარგად  ესმოდა  საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. 

თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა  საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.

ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო 4 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – პრემიერი

ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე.

„იყო საკმაოდ რთული ვითარება, გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით. იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას. აქაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში (ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში) გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, კომერციული ბანკების, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტაზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტაზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს.

„ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავასრულოთ ეს ომი, თუ დავინახავთ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც საკითხს გადაწყვეტაზე დაფუძნებული პერსპექტივით მიუდგება. მეტი დიალოგი, დიპლომატია, შეთანხმება მშვიდობას კარს გაუღებს და არა იარაღსა და კონფლიქტს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპი აქტიური რეფორმების გატარებისთვის ემზადება – CNN

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დასაკავებლად აქტიურად ემზადება და საკუთარ გუნდთან პირველ გასატარებელ ნაბიჯებს განიხილავს, ვინაიდან თვლის, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მას წინასაარჩევნო პროგრამის რეალიზების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„სახალხო არჩევნებში გამარჯვება ყველაფერს ცვლის. ის იძლევა მანდატსა და საერთო ეროვნულ ნდობას იმის რეალიზებისთვის, რის გაკეთებასაც ის ოვალური კაბინეტიდან აპირებს“, – განუცხადა ტელეარხს ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა.

ტელეარხის ცნობით, ტრამპი საკუთარ მრჩევლებთან და თანაშემწეებთან განიხილავს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოება, ეკონომიკის აღდგენა და რიგი ენერგეტიკული შეზღუდვების გაუქმება.

CNN-ს წყარო უყვება, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, ახლა ტრამპი საკუთარ გუნდს სკრუპულოზურად შეარჩევს, რათა საკვანძო პოზიციებზე აღმოჩნდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კომპეტენტური, არამედ ერთგულები იქნებიან.

კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მსჯავრდადებულებიდან მალხაზ აბულაძეს, რომელიც აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, ძებნაში იმყოფება და სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა.

ციცინო შავაძის განცხადებით, 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, ისინი მხოლოდ „შემსრულებლები“ არიან.

მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ისინიც უნდა დაისაჯონ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ჩინეთი აშშ-სთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლებს, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მეტოქეობას გააძლიერებს”-Reuters

დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „როიტერმა” (Reuters) გაავრცელა სტატია სათაურით: “ჩინეთი აშშ-სთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლებს, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მეტოქეობას გააძლიერებს” (ავტორი – ლორი ჩენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკას ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. დონალდ ტრამპს ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიაში 295 ხმა აქვს. მიმდინარე პროცესებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან და გამოთქვამენ სურვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.

პირველი განცხადება გაკეთდა პეკინშიც. ჩინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ მზად არიან ამერიკის ახალ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

„ჩვენი პოლიტიკა შეერთებული შტატების მიმართ არის თანმიმდევრული“,- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა გავლენას იქონიებდა ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებში.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს პატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად“,- თქვა ნინგმა.

„როიტერთან“ საუბრისას ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ და მისმა, მათი თქმით, იზოლაციონისტურმა, საგარეო პოლიტიკამ შესაძლოა ჩინეთს ვაკუუმი შეუქმნას თავისი გლობალური გავლენის გაფართოებისთვის.

„პეკინი ელოდა ახლო რბოლას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვება ჩინეთისთვის არ არის სასურველი შედეგი და ეს იწვევს შეშფოთებას, ეს შედეგი პეკინისთვის სრულიად მოულოდნელი არ არის,“- ამბობს „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი ტონგ ჟაო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ცენტრის დირექტორი და ვეი განმარტავს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკულ-ჩინური ურთიერთობებისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

„ტრამპის მაღალი არაპროგნოზირებადობის გამო, ვფიქრობ ჩინეთისთვის რთულია იმის თქმა, რომ არსებობს ჩამოყალიბებული გეგმა,“- ამბობს და ვეი და განმარტავს, რომ როგორ განვითარდება ქვეყნებს შორის კავშირები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკა ექნება ჩინეთთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად აშშ-სთან მოსალოდნელი სავაჭრო ომი აშფოთებს.

ჩინეთი ყოველწლიურად აშშ-ში 400 მილიარდი დოლარის საქონელს ჰყიდის და კიდევ ასობით მილიარდი დოლარის მაკომპლექტებელ პროდუქციას, რასაც (ჩინეთის მიერ დამზადებულს) ამერიკელები სხვა ქვეყნებში ყიდულობენ.

„სამომავლოდ პეკინი, სავარაუდოდ, შეადგენს იმ გარიგებებისა და კომპრომისების მკაფიო ჩამონათვალს, რომელთა განხილვას ვაშინგტონთან დააპირებს. ჩინეთს იმედი აქვს, რომ სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის სიტუაციაში გაერკვევა, პეკინი თავის საშინაო-ეკონომიკურ საკითხებში, ამერიკასთან მიმართებით, მკაფიოდ ჩამოყალიბდება“, – ამბობს ბრაიან ვონგი, ჰონკონგის უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც ვარაუდობს, რომ ჩინეთი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ურთიერთობას გააფართოებს გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან.

რაც შეეხება ტაივანის საკითხს: როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ტაივანის მმართველები გაანაწყენა, როცა განაცხადა, რომ კუნძულმა ამერიკას ფული უნდა გადაუხადოს თავდაცვაში დახმარებისთვის და იმისათვის, რომ ამერიკას ნახევარგამტარების დამზადების პრიორიტეტი წაართვა.

გასულ თვეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანს 2 მილიარდი დოლარის იარაღით შეღავათიანად დაეხმარა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი ტაივანს სამომავლოდ ასეთნაირ დახმარებას გაუწევს“, – ამბობს შენ დინლი, შანხაის უნივერსიტეტის თანამშრომელი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება”-Le Figaro

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგარო“-ში (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინელები შიშობენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდება” (ავტორი – სტანისლას პუაიე).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უკრაინა გაურკვევლობაში იძირება. კიევში, ისევე როგორც ფრონტზე, უკრაინელები დაუფარავად აღიარებენ თავიანთ შიშს იმ ფონზე, როცა ამერიკის სათავეში მმართველობის სადავეებს არაპროგნოზირებადი ადამიანი იღებს. „დონალდ ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ უკრაინისადმი დახმარების გაწევა ამერიკელებს ძალიან ძვირი უჯდებათ. და თუ ხვალ იგი დახმარების შემცირებას გადაწყვეტს, ყველაფერი უბრალოდ დასრულდება – ჩვენ [რუსების შემოტევას] დიდხანს ვერ გავუძლებთ“, – ამბობს სატელეფონო საუბრის დროს კაპიტანი ვადიმი (გვარის დასახელების გარეშე), რომელიც ამჟამად პოკროვსკში, დონბასში იმყოფება.

„უკრაინელებს ეშინიათ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აიძულებს უკრაინას რუსეთთან შეთანხმება გააფორმოს და დათმობებზე დათანხმდეს, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ უკრაინელები მზად არ არიან ამგვარი პირობების მიღებაზე“, – განმარტავს ოქსანა კოვალენკო, პოლიტიკური ანალიტიკოსი.

დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას განზრახული აქვს ამერიკის დახმარება დაუკავშიროს უკრაინის თანხმობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით.

„დონალდ ტრამპმა სამხედრო დახმარება რომც არ შეამციროს, მაინც ცუდია, როცა ასეთი არაპროგნოზირებადი მოკავშირე გყავს. საბრძოლო მოქმედებისათვის საკვანძო მომენტად დაგეგმვა ითვლება, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაგეგმვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს“, – ხაზს უსვამს კაპიტანი ვადიმი.

დადგა რა ამერიკის დახმარების შეწყვეტის რისკის წინაშე, უკრაინა აცნობიერებს, რომ მას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს ევროპელი მოკავშირეების დასარწმუნებლად – შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვებს.
„უახლოეს წლებში უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ევროპის იმედად ყოფნა მოუწევს. შესაბამისად, იგი ბრიუსელისაკენ უნდა შებრუნდეს. იმიტომ, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი რისკები გვაქვს, თანაც ევროპა უკრაინის უსაფრთხოებით მოგებული დარჩება“, – თვლის ანტონ გერაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი.

უკრაინელები დაიღალნენ ევროკავშირის უუნარობით რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლის საკითხში. დასამალი არაა, რომ უკრაინაში ამგვარი განწყობა ფართოდაა გავრცელებული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: