Home Blog Page 24

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს – იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში – მეუფე შიო

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ქეთევან დედოფლის მოწამეობა არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ამბა ალავერდელო მიტროპოლიტო დავით, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან კახეთის დედოფლის ხსენებას.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას.

წმინდა დიდმოწამე ქეთევანი თავისი ღვაწლით გამორჩეულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის, არამედ მთელი საქრისტიანოს ისტორიაში.

როგორც იცით, შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამებრივი აღსასრულიდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მთელი წელიწადი მიეძღვნა მისი ღვაწლის აღნიშვნას. ეს თარიღი წინ უძღვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს, რომელიც გაისად, 2026 წელს, უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ამ თარიღისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდმოწამე ქეთევანის ღვაწლი და შევავედროთ მას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია.

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ წმინდა მოწამეები ყოველგვარ ციურ სხეულსა და ათას მზეზე უფრო მეტად ბრწყინავენ და ანათებენ. მათგან გამომავალი სინათლე იმდენად ძლიერია, რომ ეშმაკსაც კი უბრმავებს მზერას, ბოროტი სულები სადაც ნახავენ წმინდა მოწამეების სხეულებს, მათ ნაწილებს, მაშინვე გარბიან იქიდან, რადგან ისინი უმზერენ არა ადამიანის მომაკვდავ, უფრო სწორად, კაცობრივ მოკვდავ ბუნებას, არამედ ისინი ხედავენ ქრისტეს გამოუთქმელ დიდებას, რომელიც მოქმედებდა წმინდა მოწამეებში.

ამდენად, ვინც მონაწილეობს მოწამეთა დღესასწაულში, ისინი თავისუფლდებიან სულიერი შფოთისგან, ცუდი აზრებისგან, რაც მომდინარეობს ეშმაკებისგან. ვინც აქ დამწუხრებული მოდის, შინ გამხნევებული და დამშვიდებული ბრუნდება, რადგან აქ ტოვებს ყოფითი სიმძიმეების უღელს, – ასე გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც გარეშე მტრის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა შორის მრავალი ღალატობდა სარწმუნოებას და მაჰმადიანობას იღებდა. ბევრმა ეროვნებაც შეიცვალა, მრავალი ადამიანი კი ბრძოლის ველზე დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. აი, სწორედ ამ დროს მოევლინა ჩვენს ხალხს წმინდა დედოფალი ქეთევანი ქრისტეს რწმენის და სიმტკიცის მაგალითად.

მთელი მისი ცხოვრება სავსე იყო განსაცდელებით ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო მისთვის მისი შვილიშვილების მოწამებრივი აღსასრული და როდესაც შაჰ აბასმა მას შესთავაზა რჯულის გამოცვლა და მაჰმადიანობის მიღება. მისი ცხოვრების ბოლო წლები, რომლებიც მან ტყვეობაში გაატარა, სასტიკი წამებით დასრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სიმტკიცე ვერანაირმა წამებამ და ტანჯვამ ვერ შეარყია.

როგორც მოგვითხრობენ მისი წამების თვითმხილველნი და თანამედროვენი, შაჰის მსახურებმა თავიდან ტკბილი საუბრით სცადეს მისი დაყოლიება, რომ შეებრალებინა თავისი თავი და მიეღო მაჰმადიანობა; შაჰის სახელით ბევრ სიკეთეს ჰპირდებოდნენ: სიმდიდრეს, პატივს, მაგრამ შეუდრეკელმა დედოფალმა მიუგო, რომ ვერც სიმდიდრე, ვერც ვერანაირი დანაპირები, ვერც შიში და მუქარა, ვერც სიკვდილი, უარს ვერ ათქმევინებდა ქრისტეს რჯულზე.

შაჰის მსაჯულები აღფრთოვანდნენ მისი ასეთი სიმტკიცით, მაგრამ მაინც სცადეს, ერჩიათ, რომ შეეცვალა რჯული, ვინაიდან ასეთი ურყევი და მტკიცე გადაწყვეტილება აუცილებლად წამებამდე მიიყვანდა მას. მათ უთხრეს, რომ შაჰმა ბრძანა, უსასტიკესად ეწამებინათ იგი.

საოცარია დედოფლის სიტყვები, რომელსაც გადმოგვცემს იმჟამად იქ მყოფი კათოლიკე ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში: დედოფალმა უთხრა რომ ასეთ წმინდა და სამართლიან საქმეში რჩევა ზედმეტიაო და სთხოვა, მალე აღესრულებინათ შაჰის დავალება. მე მზად ვარ და ყოველგვარი მოცდა საქმის გაჭიანურებად მიმაჩნიაო. აი, რა საოცარი სულისა და სიმამაცის ადამიანი იყო! შემდეგ იგი სასტიკად აწამეს…

წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე. ამიტომ მისი მოწამეობა, ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ, არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, როგორც ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომ ქეთევან დედოფლის მოწამეობის საოცარმა მაგალითმა გვიჩვენა, როგორ უნდა იცავდეს ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას – მართლმადიდებლობას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც გადაარჩენს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. წმინდა ქეთევან დედოფლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, სრულიად საქართველო.

უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II. მადლობა ვუთხრათ მას მისი ღვაწლისთვის, რომ დაგვიბრუნდა ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ერთ-ერთი წმინდა ნაწილი. ეს არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი ღვაწლისა და ავტორიტეტის შედეგი.

ღმერთმა დალოცოს ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ამბა ალავერდელის, დავითის წინამძღოლობით, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ეპარქიას და ასევე, ამასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების საბჭოს, რითაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მონაწილეობს და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ერთად.

დიდი მადლობა, ძვირფასო მეუფე, თქვენი ღვაწლისთვის, ასეთი თბილი მიღებისთვის, დახვედრისა და ძმური სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის გახასიათებთ.

კიდევ ერთხელ აღტაცებას ვერ ვერ ვფარავთ ქეთევან დედოფლის პიროვნებით, მაგრამ მან აქ შეგვკრიბა, ძვირფასო ძმებო და დებო, არამხოლოდ იმისთვის, რომ გავოცდეთ მისი გმირობით, არამედ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას. სწორედ ასეთი უნდა იყოს მოწამეების თაყვანისცემა. ამიტომ ვეცადოთ, ასეთნაირად თაყვანი ვცეთ დიდმოწამე ქეთევანს და მაშინ, მივბაძავთ რა მის გზას, მოწამეთა შესაფერისი გვირგვინებიც მოგვეცემა უფლისგან, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი პატივი, დიდება და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ჩინეთ – საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო ეტაპზეა ისტორიაში – ჩინეთის ელჩი

ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებისთვის – ამჟამად ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ამჟამად ჩინეთი, საქართველო და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა მხარე დადებითადაა განწყობილი შუა დერეფნის განვითარების მიმართ, რაც მნიშვნელოვან საფუძველს უყრის სამომავლო თანამშრომლობას.

„ანაკლიის პორტის პროექტში ტენდერში მონაწილე ჩინური კომპანია აქტიურად არის ჩართული კონსულტაციებში, ქართულ მხარესთან და ჩვენ ვუჭერთ მხარს პროექტში მონაწილე ჩინურ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საბაზრო პრინციპების შესაბამისად.

ჩინეთ -საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო ეტაპზეა ისტორიაში. ორმხრივი ინვესტიციებისა და სხვა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენმა კომპანიებმა უკვე ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ე.წ. სამრეწველო პარკები, მათ შეიძინეს „ბაზის ბანკი“. ჩვენი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ ჩვენი კომპანიების კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ვურჩევთ ჩინურ კომპანიებს და მხარს ვუჭერთ მათ, რომ ინვესტიციები ჩადონ საქართველოში, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამჟამად კომპანია CRRC მონაწილეობს თბილისი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში, რომლის გეგმაა თბილისისთვის 111 ვაგონის მიწოდება 5 წლის განმავლობაში, დაწყებული 2026 წლიდან. ჩინური კომპანია სახელწოდებით Gold Wind მონაწილეობს ქარის ენერგიის პროექტში. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია ჩადებს ინვესტიციას საქართველოს პროექტებში, ახალ ენერგეტიკულ, მაღალტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მხოლოდ ამ სფეროებით არ შემოვისაზღვრებით, რაც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.“- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7077 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1593 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1863 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0270 ლარი შეადგინა.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე -ირაკლი კობახიძე

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა. 

„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. 

„ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა. 

„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. 

„ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა. 

„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. 

„ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ -გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდა, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ, ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.

„ნუ მადარდებთ იმაზე, „ნაცმოძრაობას“ რომ გეგმა არ აქვს. ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს. ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს ჰკითხეთ, რა უნდათ. თავად არ იციან, რა უნდათ. ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდათ, მაგრამ ამით რესურსი არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მეტიც, თავისივე მხარდაჭერების მხარდაჭერა არ აქვთ ძალადობრივი დამხობის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თვალისა და ყურის ინფექციები – როგორ ვიცნოთ და როგორ ვიმოქმედოთ

შემოდგომის დადგომისთანავე ჩვენი ქცევები, ცხოვრების რუტინა და ტემპი იცვლება. ზაფხულის თავისუფალი დღეების შემდეგ ცხოვრება თითქოს უფრო მკაცრ რიტმს უბრუნდება: ბავშვები საბავშვო ბაღში და სკოლაში მიდიან, სადაც ყოველდღიური ურთიერთობა თანატოლებთან მათთვისაც და მშობლებისთვისაც ახალ გამოწვევებს ქმნის. ტემპერატურის ცვლილება კი გვიბიძგებს ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეებში გადავინაცვლოთ, სადაც უფრო სივიწროვეა, შესაბამისად ინფექციებისა და ვირუსების გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.

გამომდინარე იქიდან, რომ თვალი და ყური ხშირად ხდება ინფექციების სამიზნე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოვლინდება ძირითადი სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო გაღიზიანება, რომელიც თვალის სიწითლითა და ცრემლდენით ვლინდება, ან მსუბუქი ყურის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას ასეთ ნიშნებს და ცდილობენ მათ იგნორირებას, თუმცა რეალურად სწორედ ამ მცირე სიმპტომებიდან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ანთებითი პროცესები.

თვალისა და ყურის ინფექციების თავიდან აცილება ყველაზე კარგად იწყება მცირე, მაგრამ რეგულარული ქმედებებით, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ჩვევის ნაწილი ხდება. მნიშვნელოვანია, ხშირად დავიბანოთ ხელები, მოვერიდოთ თვალთან და ყურთან ხელით კონტაქტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები საერთო სათამაშოებს ან ნივთებს იყენებენ, თუმცა მხოლოდ ამ რეკომენდაციების დაცვა საკმარისი არ არის. სანამ უშუალოდ ინფექციების მოგვარების გზებზე ვისაუბრებთ, ვეცდებით გაგაცნოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი გარემო ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა თვალისა და ყურის ანთებითი პროცესების განვითარება გამოიწვიოს და დროულად დაგეხმაროთ შესაძლო სიმპტომების ამოცნობაში.

მაგალითისთვის, დახურული აუზები ერთ-ერთი მთავარი კერაა ყურისა და თვალის ინფექციებისთვის, ქლორიანი წყალი და ხშირი კონტაქტი საერთო გარემოსთან ზრდის რისკს, რომ თვალის ლორწოვანი გარსი ან ყურის არხი გაღიზიანდეს და ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.

ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკვე ყველასთვის საყვარელ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე, როგორიცაა წამწამების დაგრძელება, პერმანენტული ან უბრალოდ ჰიგიენურად დაუმუშავებელი ხელსაწყოებით მაკიაჟის გაკეთება, რაც თვალის გაღიზიანებისა და ინფექციის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

შემოდგომის სეზონზე ბავშვების იმუნიტეტის დაცვა და გაძლიერება მშობლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბავშვები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში არიან: იყენებენ საერთო სათამაშოებს, იზიარებენ ერთსა და იმავე სივრცეს და ხშირად ეხებიან თვალებსა და ყურებს ხელებით, რაც ინფექციების გავრცელებას ამარტივებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

სამუშაო გარემოში, სადაც დასაქმებული მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერისა და მობილურის ეკრანებთან მუშაობს, ხშირად თვალის სიმშრალეს და დაღლილობას იწვევს, რაც მას ინფექციების მიმართ დაუცველს ხდის.

გაითვალისწინეთ, რომ თვალის ინფექციების დროს გარდა სიწითლისა და ცრემლდენისა, ხშირია ქავილი, წვის შეგრძნება, უცხო სხეულის განცდა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და მხედველობის გაბუნდოვანება. ყურის ინფექციები კი ხშირად იწყება სუსტი ტკივილით ან ყურში შეგუბების შეგრძნებით, რასაც შეიძლება დაემატოს გამონადენი და გადაიზარდოს ძლიერ ტკივილში. თვალისა და ყურის ინფექციების დროს მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების დროული შემჩნევა და სათანადო რეაგირება, რათა მძიმე გართულებები ავირიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებისთვის თუ ექიმთან დროულ ვიზიტს ვერ ვახერხებთ.

სანამ ხალხური ან სხვადასხვა მარტივი მეთოდებით ეცდებით პრობლემის მოგვარებას, გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის საჭიროა ადგილობრივი გამოყენების სპეციალური წვეთების, მათ შორის კომბინირებული საშუალებების გამოყენება. ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების კომბინაცია მოქმედებს ინფექციაზე, ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და ამცირებს  გართულებების რისკს.

ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება თვალის და ყურის ინფექციის დროს არის ვიზორელი, კომბინირებული პრეპარატი სამმაგი მოქმედებით, რომელიც ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ასევე მწვავე და ქრონიკული გარეთა თუ შუა ოტიტები. მისი უნიკალური ფორმულა სამი კომპონენტისგან შედგება: ანტიბიოტიკებიდან წარმოდგენილია ნეომიცინი და პოლიმიქსინი B, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის ბაქტერიებს, ხოლო დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და სიწითლეს. სწორედ ამ კომბინაციის წყალობით, ვიზორელი არა მხოლოდ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს, არამედ სწრაფად ამსუბუქებს სიმპტომებსაც, რაც მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის.

ვიზორელის მოხმარება მარტივია. თვალის ან ყურის მსუბუქი ინფექციების დროს ვიზორელის წვეთები გამოიყენება უშუალოდ დაზიანებულ უბანზე: მაგალითად, თვალის ინფექციის შემთხვევაში საკმარისია 1-2 წვეთი დღეში 4-6-ჯერ. თუ პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა და სიმპტომები მწვავეა, თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში.

ყურის ინფექციების შემთხვევაში სქემა განსხვავებულია: გარეთა ყურის ანთების დროს რეკომენდებულია დაახლოებით 4 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ხოლო უფრო სერიოზულ შემთხვევებში, შუა ყურის ინფექციური ანთებისა (ოტიტი) და ქირურგიული ჩარევების შემდეგ გართულებების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

®

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს -ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 600784-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9 524 -ჯერ.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 5-მა პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ – წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები – ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს.

„თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ჯობია მივუდგეთ ახალგაზრდებს, რა არის უკეთესი შედეგის მომტანი, როგორ გავხადოთ ლექციები უფრო ინტერაქციული და საინტერესო.“ „ერთია, გაჰყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს გეხმარება, იყო კრეატიული“ – ლუკა დარსალია.

AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო.

„ღირებული არა მხოლოდ ოლიმპიადის ამოცანებია, არამედ პროცესში იმ რეალური პრობლემების განხილვა, რასაც კომპანიებში ყოველდღიურად ვხვდებით. არ დამავიწყდება ის მომენტი – ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ ახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. ბოლოს, რომ დავინახეთ ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო“ – ნიკა მიქაბერიძე.

 და ბოლოს, თუ ხარ 9-12 კლასი მოსწავლე, 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ, რომ უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში

 თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა – ჭკვიანი თანატოლებისა და პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და პარტნიორებიც კი გახდნენ.

  • გინდა, მიიღო დასამახსოვრებელი გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს კარიერულ მომავალზე.
  • შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და წიგნებში იშვიათად გხვდება.
  • სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია – ანუ თვითრწმენა, რთულ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დაჯერება.

არ გამოგრჩეს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე რეგისტრაცია უფროსკლასელებისთვის 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობას.

 გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

 ®

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა-ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდაც, მათ შორის დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის კუთხით. ეს, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები მასშტაბით. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი მცირედით, თუმცა კვლავ წონასწორულ დონეზე სუსტი რჩება, რაც ლარის გამყარების არგუმენტია. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ლარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.

 უფრო დეტალურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, რომელიც ტურიზმიდან შემოსავლებს, საქონლით ვაჭრობასა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში, სეზონურად შესწორების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. ამავდროულად, საქსტატის მიერ იმპორტის წარსული მონაცემების ზრდის მიმართულებით გადახედვის შედეგად, გარკვეულწილად შემცირდა მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასებაც, თუმცა ტენდენცია უცვლელია და შემოდინებები ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად რჩება.

 განმსაზღვრელი ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია საქონლით ვაჭრობის დეფიციტის კლება. შემცირდა როგორც ექსპორტი (წლიურად 5.9%-ით), ასევე – იმპორტი (6.9%-ით). წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობის დინამიკას დიდწილად ავტომანქანები განაპირობებდა. საყურადღებოა, რომ, მაისიდან გაუმჯობესების შემდეგ, აგვისტოში ავტომანქანებით ვაჭრობა კვლავ შენელდა, მათ შორის, უარყოფითი იყო ექსპორტის წლიური ზრდა, რაზედაც გასული წლის საბაზო ეფექტიც მოქმედებს.

 რე-ექსპორტის შემცირების პარალელურად, მცირედით გაუმჯობესდა ადგილობრივი ექსპორტი, ძირითადად ფეროშენადნობების, სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტის შედეგად. ძვირფასი ლითონის მადნები მიმდინარე წელს ადგილობრივი ექსპორტის ზრდის წამყვანი კომპონენტია, რაც, მათ შორის, ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მატებას უკავშირდება. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა უარყოფითი რჩება სხვა ტრადიციული პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა ღვინო და, აგვისტოს გაუმჯობესების მიუხედავად, ფეროშენადნობები.

 წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი კომპონენტია ფულადი გზავნილებიც, რომლებიც აგვისტოში წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. ამასთან, მართალია, ზრდა ძლიერი რჩება, თუმცა გასულ ორ თვეში ევროკავშირიდან და აშშ-დან გზავნილების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქვეყნების წვლილი გზავნილების ზრდაში კვლავ ყველაზე დიდია.

 უახლესი ინდიკატორების თანახმად, აგვისტოს შემდეგ სექტემბერშიც ზრდას განაგრძობს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება. ამავდროულად, მიგრანტების კუთხით სურათი დიდწილად უცვლელია, ხოლო ჯამურად რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ხარჯვა, აგვისტოსთან შედარებით მცირედი შენელების მიუხედავად, სექტემბერშიც საკმაოდ ძლიერი რჩება.

 დეპოზიტების კონვერტაციების კუთხით, დღიური მონაცემები სექტემბრის მეორე ნახევრიდან უცხოური ვალუტის დეპოზიტების, ლართან შედარებით, უფრო სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. როგორც თიბისი კაპიტალის ბოლო პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რომლებიც მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, სტრუქტურულ ჭრილში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა სენტიმენტების ცვლილების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა. სენტიმენტების ფაქტორის შესაძლო გააქტიურებაზე მიუთითებს ივლისსა და, სავარაუდოდ, აგვისტოშიც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მატებაც. ამავდროულად, გასული წლისგან განსხვავებით, ლარის დეპოზიტები არ შემცირებულა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ჭარბი ზრდა კი შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა, რაც ლარის კურსის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობაა. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან დოლარის შესყიდვის კუთხით სავალუტო ინტერვენციები სექტემბერში უკვე შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მაინც დადებითი იქნება, უფრო მეტად თვის პირველი ნახევრის ხარჯზე. არსებული შეფასებით, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით სებ-მა დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

 სხვა უახლესი მონაცემების მხრივ, საქსტატმა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-დან 7.3%-მდე გაზარდა. შედეგად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 8.4%-ია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007127-macro-update-georgia

(R)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა,რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ახალი სამუშაო შეთავაზება, განსაკუთრებით თუ გაყიდვების, მარკეტინგის ან IT სფეროში მუშაობთ. ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. სექტემბრის ბოლოს ბიზნესმენ ვერძებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით წარმატებული გარიგებების დადების მეტი შანსი აქვთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად.

კურო

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხებსა და ფინანსებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახურ ბიუჯეტში მცირე ცვლილებები შეიტანოთ და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოთ. გამორიცხული არ არის ნათესავებისგან მცირე, მაგრამ ძალიან საჭირო დახმარება მიიღოთ. თქვენმა პირდაპირობამ და კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც ძალიან გააღიზიანოს და ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, სიტყვები კარგად აწონ-დაწონოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ტყუპები

ეს დღე შეხვედრებითა და ახალი ურთიერთობებით სავსეა. ეცადეთ, ეს შანსი ახალი ცოდნისა და უნარების მიღებისთვის გამოიყენოთ. სექტემბერში აქტიურ ტყუპებს ახალი სამსახურის მიღების უფრო მეტი შანსი აქვთ. ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის აღმოფხვრაში, რომელმაც ბოლო დროს ურთიერთობებში თავი იჩინა.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს, რათა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში ხელი არ შეგიშალოთ. ეს დღე ხელსაყრელია საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებისა და ოჯახის წევრებზე ზრუნვისთვის. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ლომი

ამ დღის ენერგია ლიდერის პოზიციის განმტკიცებას ხელს უწყობს. წარმატებას საჯარო გამოსვლებში, მოლაპარაკებებსა და გუნდურ მუშაობაში მიაღწევთ. არ გამოტოვოთ შანსი, რომ ჯგუფურ შეხვედრაზე ან პრეზენტაციაზე თავი გამოიჩინოთ. თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავთ, დღის პირველი ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ, საღამო კი სახლის მოწესრიგებას და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებას უნდა დაუთმოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა საკუთარი საქმეებისა და აზრების ორგანიზებისთვის. შესაძლებელია იღბლიანი გარიგება. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საბუთებსა და იურიდიულ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები, თორემ შეიძლება სექტემბრის ხარჯებმა შემოსავალს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს.

სასწორი

ახალი ნაცნობების შეძენისა და ურთიერთობების გაღრმავების დროა. ვარსკვლავები უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვინც კომპრომისს ეძებს და ცვლილებებისთვის მზადაა. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარში გამოფენას ან თეატრალურ წარმოდგენას დაესწროთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც თქვენს კარიერულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მორიელი

გაძლიერებული ინტუიციის წყალობით მოსალოდნელია საინტერესო აღმოჩენები. ხელსაყრელი დღეა ძველი პრობლემების გადასაჭრელად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აზარტულ თამაშებს თავი აარიდოთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თორემ შეიძლება თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადების სიმპტომების გამოჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. განათლების ან ტურიზმის სფეროში მომუშავე მშვილდოსნები საქმეში წინსვლას მიაღწევენ. ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორებისთვის. თუ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ, დროა, ბოდიში მოიხადოთ და აღადგინოთ ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდით. ნუ ცდილობთ, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ – სიმართლე მალე გაირკვევა და თავს უკეთ იგრძნობთ.

თხის რქა

ამ დღეს მთელი ყურადღება კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე გადაიტანეთ – თქვენი შრომისმოყვარეობა თვის ბოლოს ნაყოფს გამოიღებს. თხის რქებს ყველა სფეროში, განსაკუთრებით ბიზნესში, შეუძლიათ კოლეგებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ, ჯობია მოთმინება მოიკრიბოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. ასეთი სტრატეგია უპირატესობას მოგიტანთ და პრობლემების მოგვარებას გაგიადვილებთ.

მერწყული

ინტერნეტის ან სოციალური მედიის საშუალებით ახალი, უჩვეულო ნაცნობობა გელით. ეს დღე შესაფერისია ინოვაციებისა და სტარტაპ პროექტების დასაწყებად. მერწყულებს შეუძლიათ მეგობრების მხარდაჭერით შემოქმედებით საქმიანობასა და ქველმოქმედებაში მიაღწიონ. ეცადეთ, სხვის სურვილებსაც მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, თორემ შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

თევზები

ამ დღეს ემოციურ მდგომარეობას და ზოგადად, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა და იოგას. ეს დღე ასევე ხელსაყრელია ახლო ნათესავებთან პირადი კონფლიქტების მოსაგვარებლად. გახსოვდეთ, რომ მუშაობის დროს მეტი ყურადღება ხარისხს უნდა დაუთმოთ და არა რაოდენობას – კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენგან განსხვავებულ მიდგომას ელიან.

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი – პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ! -კახა კალაძე მოსახლეობას

“ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა – ბრძოლით მოვიპოვეთ, დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა” – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს” – ეს არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი და არა მხოლოდ, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ყოველდღიური მუშაობით, გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, ბრძოლით ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში, რადგან მშვიდობის, სიმშვიდის გარეშე ჩვენ დღეს აქ ვერ შევიკრიბებოდით, ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე, სამომავლო პროექტებზე. ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში როგორ გააქტიურებულია მტერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვერ ისვენებენ, ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ” დაიკავა პრინციპული პოზიცია და მტერს არ დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი და დღეს აქ გვქონოდა იგივე უბედურება, რაც უკრაინაშია, სამწუხაროდ. დიახ, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხებისთვის, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც შენ მოგიწოდებენ ვითომ მეგობრობით შეფუთული განცხადებებით, რომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმემ ზემოდან გვიყუროს და თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა – სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ! დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა” – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ოპონენტების განცხადებებიც გააკრიტიკა და მოსახლეობას მისი გუნდისა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ ოპონენტები – თუ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ყველაფერს გავაჩერებთ, მერია აღარ იმუშავებს, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხი ჯანდაცვის პროგრამებით ვეღარ ისარგებლებსო. იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ კალაძის გუნდი აკეთებს ათ რეკრეაციულ სივრცეს, პარკს, სკვერს, ჩვენ ოცს გავაკეთებთო, მხოლოდ და მხოლოდ მტრობა და ბოროტება ამოძრავებთ. შესაბამისად, მათ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, თბილისი და თბილისელები მიუჩენთ შესაბამის ადგილს. ისინი იქნებიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, უსამშობლო ადამიანების, მოღალატეების და აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. 4 ოქტომბერს მათ უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი. უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მერიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გაგრძელდება გზების, გამზირების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. შევიძინეთ ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გადავედით მეტროს ვაგონებზე. მთლიანად მოხდება მეტროს განახლება. მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, 2026 წლიდან დაიწყებს ეტაპობრივად შემოსვლას. მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი პარკები, სკვერები, ყველა უბანსა და რაიონში აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების არსებობა. ხომ გახსოვთ, 2017 წლამდე რა ვითარება იყო. დღეს გულს უხარია, როდესაც თბილისში დადის ადამიანი. ამდენი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე უბნებში, პარკები. რამდენიმე დღეში ვერის პარკი გაიხსნება, რომელიც ულამაზესია. გავაგრძლებთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეს აღზრდის შესაძლებლობა; გავაგრძლებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რათა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მას ზურგს უმაგრებს ძლიერი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს.

“მე ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ ქალაქისთვის, ერთად ვიბრძვით ყოველდღიურად, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს – უფრო მწვანე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეამაყება, რომ თქვენ საკრებულოში გეყოლებათ ასეთი წარმომადგენლები” – განაცხადა კახა კალაძემ.