Home Blog Page 24

როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა – გია ვოლსკი

როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაიზიარებს იმ კრიტიკულ პოზიციას, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება.

მისივე თქმით, ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩვენებლებს, შესაბამისად, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე.

„როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას.

ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს. მაგალითისათვის, საყურადღებოა, რომ ლიტვის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის წლიურ მოცულობას და საოცარია, მაგრამ ღვინის მიწოდების მოცულობითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არათუ თბილისიდან 40 კილომეტრში, არამედ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციებიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფება (ესეც საქართველოს წინა ხელისუფლებისაგან დატოვებული კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა!)

საქართველოს ხელისუფლება ვერც იმ კრიტიკულ პოზიციას გაიზიარებს, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რამეთუ ჩვენთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება.

ერთ-ერთი თემაა, ასევე, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხი, რაც არაა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში და რასაც ოპოზიცია ბრალად გვიყენებს.

ამავე დროს, მაგალითისათვის, ჩინეთთან რიგი ევროპული ქვეყნების და კანადის ურთიერთობაში წარმოშობილი ახალი, პოზიტიური ტენდენციების კვალდაკვალ, სიახლეებია ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთის ურთიერთობებში: აგერ, ორი დღის წინ დასრულდა ფინეთის პრეზიდენტის ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მთავრობის წევრებთან ერთად იგი პეკინსა და შანხაიში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხთა ირგვლივ ორი ქვეყნის პოზიციები საპირისპიროა, მთავრობებს შორის შეთანხმდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში 2025-2029 წლების პერიოდში; ცხრა მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და დაიდო თხუთმეტი სავაჭრო ხელშეკრულება. დღეისათვის ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მოცულობა რვა მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთანავე, ვიზიტის მიმდინარეობისას, ჩინურმა მხარემ ცალმხრივად გააუქმა სავიზო ვალდებულებები ფინეთის მოქალაქეებისათვის. ჩინეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიეროს ფინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. განცხადებულ იქნა, რომ ფინეთის მთავრობა განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი ერთგულებას.

განსხვავებებია ევროკავშირისა და საქართველოს პოზიციათა შორის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ცნობილ საკითხზეც. ცნობილია ისიც, რომ რიგ საკითხებზე პოზიციათა შორის განსხვავებები არსებობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩვენებლებს.

ამ მოკლე მიმოხილვიდან გამომდინარე დასკვნა ერთადერთია, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამ პათოსის მატარებელია ლოზუნგი “მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისაკენ”, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი არჩევნებისას “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა“, – წერს გია ვოლსკი.

ჩვენ მივალთ სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე

არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომლის გატარებაც ქვეყნის მთლიან ოკუპაციას გამოიწვევს.

“ჩვენ, “ძლიერი საქართველო” იყო ინიციატორი და არამარტო ინიციატორი, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები. თქვენ იცით, რომ იდენტიფიცირებული და ხელმოწერილი ჩეკები ინახება ცალკე. ამ ბაზის გახსნა ავტომატურად მოგვცემს საშუალებას, შევადაროთ იმ ადამიანების ჩართულობა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ, თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ყველა ოლქში გავასაჩივრებთ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით, რომ სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავდივართ, რათა ქართველ ხალხს დავანახოთ, რომ არაფერი დაგვიკლია, რომ ეს არჩევნები მოპარულია და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას დაიბრუნებს იმიტომ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომლის ასე გატარება გამოიწვევს ჩვენს მთლიან ოკუპაციას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის – ლიეტუვის ელჩი

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პროგრესი არ არის.

„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” – წერს ვიტკაუსკასი.

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია – ანა დოლიძე

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, „ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“.

„არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებს გააცნობენ იმ „სქემებს და ინსტრუმენტებს, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება“.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ფორმით წინააღმდეგობას, რომელიც მშვიდობიანი იქნება.

„შესაბამისად, კარვები იქნება თუ მშვიდობიანი შეკრება, მივესალმებით. ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, ვისაც შეუძლია განცხადებების წერა და გასაჩივრება, დაწეროს, დიპლომატები დიპლომატებს ესაუბრონ“, – განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“ – დავით ქართველიშვილი

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერის ჰერბერტ კიკლის მიერ ვენის დეკლარაციაზე ხელის მოწერის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირის სივრცეში შეიმჩნევა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სურათი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში განვითარდა – საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დაწყებით.

„ევროკავშირის სივრცეში აშკარად შეიმჩნევა გარკვეული „დეჟა-ვიუ“, ანუ ჩვენთვის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისიდან კარგად ნაცნობი სურათი: საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დასაწყისი. იმ საბჭოთა კავშირიდან, რომლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა სსრკ-დან მასში შემავალი სუბიექტების გასვლის პროცედურას, მაგრამ რეალურად ეს უფლება სისხლით უნდა მოგეპოვებინა – როგორც ეს საქართველომ გააკეთა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს მსგავსი მოვლენები ვითარდება ჩვენს თვალწინ – „ევროსაბჭოთა კავშირის“ მაგალითზე, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“. ამ ვითარებაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის. საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და, ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში”- გიორგი ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი არათუ უნდა მიდიოდეს საგამოძიებო სტრუქტურებში და აძლევდეს შესაბამის მასალასა და ინფორმაციას, რაც ხელთ აქვს, არამედ უნდა მოუწოდებდეს ყველა შესაბამის სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ სასწრაფოდ, გადაუდებლად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება. მაგრამ ვინაიდან რევიზია ჩატარებულია, აუდიტი ჩატარებულია, ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, რასაკვირველია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7264 ლარი ეღირება, ევრო – 2.9595 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5203 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7427 ლარი ღირდა, ევრო – 2.9810 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5622 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ნოემბერს ამოქმედდება.

,,ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში, ოღონდ ისე, რომ ეს სხვას დაბრალდეს”- იაგო ხვიჩია

“გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, ეს არის გეგმა, ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს შვებიან,” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს.

ხვიჩია ხაზს უსვამს, რომ “ეგზიტპოლები გაყალბებული იყო”.

“წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ “4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო”, “ქარტიაო”, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ “4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო”, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან, გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს – დაშალეს, არაფერი არ უთხრეს. გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, არჩევნები გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან.

გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის [ოპოზიციას], ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, ეს არის გეგმა. ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, მიშა გაძარცვეს, ყველას თავი მოგებული ჰგონია. ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ შვებიან, თორემ მართლა რა უნდა გეგმის თქმას ახლა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 ,,ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი”- თაკო ჩარკვიანი

200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი.

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი – მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინც გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანშიშესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნისმოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს, თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან – არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.