Home Blog Page 24

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციით წარმოდგენილი არ ვიქნებით, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს -შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზილუციაში რაც ვნახეთ, საბჭოთა სტილის აქტი იყო, როდესაც სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით PACE-მ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საბჭოთა სტილის ქცევა ვირუსივით შეეპარა, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს.

„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა ფორუმზე ხდება, სადაც ძირითადად ვხედავთ, რომ გავლენა აქვთ პოსტსაბჭოთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე ადვილად მართულები აღმოჩნდნენ იმ ქსელის მიერ, რომლებიც დღეს ომის აქტივისტები არიან. ამ გავლენებზე ყველაზე მოწყვლადი ზუსტად ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომლებიც დღეს ევროკავშირს აფარებენ თავს. ქვეყნების სუვერენიტეტის, ხალხების სუვერენიტეტის უპატივცემულობის საბჭოთა მიდგომებს იმეორებენ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაში, იყო საბჭოთა სტილის აქტი, როცა სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით  ამ ორგანიზაციამ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებმა დელეგაცია დატოვეს. PACE-ში დღეს დელეგაციით წარმოდგენილი არ ვართ იქამდე, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რთულია, აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. PACE-ში იმავე ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. საბჭოთა სტილის ქცევაა, რომელიც ვირუსივით შეეპარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს. 9 აპრილის აღნიშვნის ფონზე, იმისთვის არ ვიბრძოდით და არ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ესტონეთმა  გვიკარნახოს, ხან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა ან შვედმა დეპუტატმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე „მაიდანს“ ითხოვდა, უკარნახოს ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო -ციცინო შავაძე როინ შავაძის მკვლელობაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილება, ციცინო შავაძე მეუღლის მკვლელობის დეტალების შესახებ საუბრობს.

კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის კითხვის საპასუხოდ, თუ ვინ და სად მოკლა როინ შავაძე, ციცინო შავაძე აღნიშნავს, რომ მისი მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდათ.

„ასე ვიცი, რომ რუსების მიმართ გზა იყო ჩაკეტილი. ის თბილისში გადმოჰყავდათ. როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო. ვფიქრობ იმიტომ, რომ -გზა დაკეტილი, მიჰყავთ, სად მიჰყავთ? თუ დაიჭირეს, შემდეგ გაირკვა, ჩემს მეუღლეს არც ნარკოტიკი ჰქონია, არც არავითარი გარღვევა ჰქონია, რატომ არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატოვება?! მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

“როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე”-BBC

„როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბიბისიმ“ (BBC)  თავის ვებ- გვერდზე, სტატია, რომლის ავტორია ანალიტიკოსი ბენ ჩუ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი რეალობა ხდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური პროდუქციის იმპორტზე 104%-იანი საბაჟო ტარიფები შემოიღო.

თავის მხრივ, ჩინეთმა განაცხადა, რომ იბრძოლებს ბოლომდე და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს აშშ-ის იძულებითი მოქმედების წინაშე. ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ უკვე გაზარდა თავისი საკუთარი სავაჭრო ბარიერები აშშ-ის წინააღმდეგ: 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციის იმპორტზე 84%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა.

რას ნიშნავს სავაჭრო კონფლიქტის გამწვავება მსოფლიოს ეკონომიკისათვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის გადავხედოთ აშშ-სა და ჩინეთის ვაჭრობის მოცულობას ერთმანეთთან.

585 მილიარდი დოლარი: დისბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ

გასულ 2024 წელს მსოფლიოს ორ ეკონომიკურად უძლიერეს სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი მოახდინა (440 მილიარდი დოლარის), ვიდრე ჩინეთმა აშშ-დან (145 მილიარდი დოლარის).

შესაბამისად, 2024 წელს აშშ-ის ჩინეთთან ვაჭრობის დეფიციტმა (ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის განსხვავებამ) 295 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანია და აშშ-ის ეკონომიკის 1%-ის ეკვივალენტს შეადგენს. მაგრამ ეს ბევრად მცირეა ერთ ტრილიონ დოლარზე, რასაც დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა.

ალბათ, უპრიანია გავიხსენოთ, რომ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა ჩინეთის პროდუქციაზე უკვე მოამატა საბაჟო ტარიფები, ხოლო ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაზარდა. ერთობლიობაში ამ ზომებმა შეამცირა იმ პროდუქციის წილი, რომლის იმპორტს აშშ ჩინეთიდან ახდენდა – 21%-იანი მაჩვენებლიდან (2016 წელს) 13%-იან მაჩვენებლამდე (2024 წელს).

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულში აშშ-ის დამოკიდებულება ჩინურ საქონელზე ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საყურადღებოა ერთი ფრიად ანგარიშგასაწევი გარემოება: ზოგიერთი პროდუქტის წარმოება, რომლის ექსპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახდენს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშია განაწილებული. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ვთქვათ, ვიეტნამში ჩინური კომპანია თავის პროდუქციას აწარმოებს და როცა შემდეგ ამ პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში ხდება, ეს შედის აშშ-ვიეტნამის და არა ჩინეთ-აშშ-ის   ვაჭრობაში, ანუ ტარიფების გვერდის ავლა ხდება.

2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 30%-იანი ტარიფები დააწესა ჩინური მზის პამელების იმპორტზე, მაგრამ 2023 წელს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ წარადგინა იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ჩინურმა კომპანიებმა მზის ბატარეების წარმოების საბოლოო ოპერაცია (აწყობა) გადაიტანეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალაიზია, კამბოჯა და ვიეტნამი, შემდეგ კი მზა პროდუქციას აშშ-ში გზავნიდნენ, რითაც გვერდს უვლიდნენ ტარიფებს.

ბუნებრივია, ახალი ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრაპმა შემოიღო ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მიმართ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინური კომპანიების მიერ წარმოებულ საქონელზეც.

ამერიკული სოია ჩინელი ღორებისათვის

2024 წელს ამერიკული პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიად ჩინეთის იმპორტში ითვლება პარკოსანი მცენარეების, კერძოდ, სოიას მარცვლები, რომელსაც ჩინელები თავიანთი 440 მილიონი ღორის საკვებად იყენებენ.

ღორის ხორცი ჩინეთში ერთობ პოპულარულია: ქვეყანა აწარმოებს 51 მილიონ ტონა ღორის ხორცს, რაც მსოფლიო წარმოების ნახევარს შეადგენს.

ამერიკიდან ჩინეთში ასევე შეაქვთ ფარმაცევტული პრეპარატები და ნავთობპროდუქტები.

ჩინური ტელეფონები ამერიკელებისათვის

გასული წლის მონაცემებით, ჩინეთისაგან ამერიკა ძირითადად ელექტრონულ საქონელს ყიდულობდა, კერძოდ, კომპიუტერებს და სათამაშოებს, ასევე ლითიუმის აკუმულატორებს, რომლებიც აუცილებელია ავტომობილებისათვის. და მაინც იმ სამრეწველო პროდუქციის ყველაზე დიდ რაოდენობას (მთლიანი ვაჭრობის 9%-ს), რასაც აშშ ჩინეთისაგან ყიდულობდა, მობილური ტელეფონები – სმარტფონები შეადგენდა. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამერიკული ტრანსეროვნული კომპანიის Apple-ს სმარტფონების უდიდესი ნაწილი ჩინეთში მზადდება.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩინურ პროდუქციებზე საბაჟო ტარიფების ზრდა მათ გაძვირებას იწვევს. 104%-იანი ტარიფების დაწესება იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული ფასები, ვთქვათ, ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ Apple-ს მობილურ სმარტფონებზე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ანუ დაზარალდება ამერიკელი მომხმარებელი.

რასაკვირველია, ჩინეთის მიერ საპასუხოდ დაწესებული 84%-იანი ტარიფები ასევე გააძვირებს ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქციას, ანუ ამჯერად დაზარალდება ჩინელი მომხმარებელი.

ჩინური იშვიათ მიწა ლითონები

თუმცა, ტარიფების გარდა, ჩინეთს და აშშ-ს აქვთ კიდევ სხვა მეთოდები და ბერკეტები, რომ ერთმანეთი რაც შეიძლება მეტად დააზარალონ ვაჭრობის მეშვეობით.

ჩინეთს ცენტრალური როლი აქვს დაკავებული მრეწველობისათვის ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ლითონის წარმოებაში – ჩვეულებრივი სპილენძიდან და ლითიუმიდან დაწყებული, იშვიათ მიწა ელემენტებით დამთავრებული.

ესე იგი, პეკინს შეუძლია პრობლემები შექმნას ამ ლითონების ექსპორტში აშშ-სათვის. მსგავსი აკრძალვა ადრეც შეეხო ორ ლითონს – გერმანიუმს და გალიუმს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო მრეწველობა თბოვიზორებსა და რადიოლოკაციური აპარატურის წარმოებისათვის იყენებს.

თავის მხრივ, ამერიკას შეუძლია გაამკაცროს ჩინეთის საწინააღმდეგო მიმართული ტექნოლოგიური ბლოკადა, რომელიც ჯერ კიდევ ჯო ბაიდენმა დაიწყო – გაართულოს მიკროჩიპების (ინტეგრალური სქემების) ექსპორტი ხელოვნური ინტელექტისათვის, რომელთა წარმოება ჩინეთში ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის.

ახლახან დონალდ ტრამპის მრჩეველმა ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავარომ ივარაუდა, რომ ამერიკას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რიგ ქვეყნებზე, მაგალითად, კამბოჯაზე, მექსიკაზე და ვიეტნამზე, რომ მათ, თუ აშშ-სთან ვაჭრობა სურთ, უარი უნდა თქვან ჩინეთთან ვაჭრობაზე.

აშშ-ის ანტიჩინური ნაბიჯის ნეგატიური გავლენა მსოფლიოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის 43%-ს შეადგენს.

თუ ორი სახელმწიფო ერთმანეთთან სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს გააგრძელებენ, რომელიც ექსპორტ-იმპორტის ზრდას დააყოვნებს ან სულაც რეცესიას გამოიწვევს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებსაც დააზარალებს, ვაჭრობის გლობალური ზრდის შენელების ფონზე. ასევე, სავარაუდოდ, შემცირდება საერთაშორისო ინვესტიციების ჩადება-დაბანდება.

არის სხვა პოტენციური ნეგატიური შედეგებიც.

ჩინეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იმაზე ბევრად მეტ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც საჭიროა შიდა მოთხოვნილებისათვის. პეკინს უკვე აქვს ტრილიონამდე სასაქონლო-სავაჭრო პროფიციტი, ანუ ჩინეთი უფრო მეტს გზავნის საზღვარგარეთ, ვიდრე საზღვარგარეთიდან თავისთან შეაქვს. ყურადღება მივაქციოთ: ჩინური პროდუქცია იწარმოება ძალიან იაფად, ანუ მისი თვითღირებულება დაბალია. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს დახმარებას უწევს იაფი კრედიტებით და სუბსიდიებით. ერთ-ერთი ასეთი საექსპორტო დარგია ფოლადის წარმოება.

არსებობს რისკი იმისა, რომ თუ ამგვარი საქონელი გაზრდილი ტარიფების გამო აშშ-ის ბაზარზე ვერ მოხვდებიან, მაშინ ჩინური კომპანიები შეეცდებიან მათი დემპინგი საზღვარგარეთიდან განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედება ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს, საბოლოო ჯამში მაინც დააზარალებს იმპორტიორი ქვეყნის ეკონომიკას, შემცირებით დაემუქრება სამუშაო ადგილებს და შრომის ანაზღაურებას.

ლობისტურმა ჯგუფმა UK Steel-მა უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ჩინური ფოლადის ჭარბმა ნაწილმა შეიძლება ამერიკული ბაზრიდან ბრიტანულ ბაზარზე გადაინაცვლოს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ტოტალური სავაჭრო ომის გვერდითი შედეგები მთელი მსოფლიოსათვის საგრძნობი გახდება და როგორც ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის, მათი გავლენა  უკიდურესად ნეგატიური იქნება.

წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება

თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მიმართულებები.

თიბისი კამპუსი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. ეს არის უმაღლესი სასწავლებლისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სფეროს პროფესიონალების მენტორობით თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას და გამოცდილებას იღებენ.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამის სიახლეებს სთავაზობს. წელს თიბისი კამპუსის მონაწილეებს, არსებულთან ერთად, IT ბიზნეს ანალიზის და ბაზრის კვლევის ახალ კურსები ელოდებათ.

10-დან 25 აპრილის ჩათვლით შეარჩიე და დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ონლაინ კურსებიდან ერთ-ერთზე:

თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

“ჭიქა” — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდიტრო ნაწარმით, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელებული და ადამიანები ახალ რეალობასთან ადაპტირდებოდნენ. ალექსეი მამულაშვილმა გადაწყვიტა, ტურიზმის ბიზნესს ჩამოშორებოდა და სრულიად ახალი მიმართულებით წასულიყო, ანუ კაფე გაეხსნა.

იმისათვის, რომ სექტორში გამორჩეული ყოფილიყო და უბრალოდ მორიგ სტანდარტულ კაფედ არ ჩაწერილიყო სიაში, დამფუძნებელი უნიკალურობის პრინციპზე კონცენტრირდა. უფრო კონკრეტულად, „ჭიქაში“ ვერ შეხვდებით ისეთ ყავას, რომლის დაგემოვნებასაც ნებისმიერ კაფეში შეძლებთ. სანაცვლოდ, ალექსეიმ დამატებით ყავის მოხალვის ცეხი გახსნა. ყავის ცეხშიც ყველაფერი ნულიდან დაიწყო — ჯერ მიწის ნაკვეთი იპოვეს, სადაც არაფერი იყო, შემდეგ კი თავად ააგეს შენობა, სადაც ყავის მოხალვა და დამუშავება დაიწყეს. აქვეა „ჭიქას“ საკონდიტროც მოწყობილი — გარდა ყავისა, საკონდიტრო ნაწარმიც სპეციალურად შემუშავებული რეცეპტებით მზადდება.

„როგორც ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე, ამ ნაწილშიც თიბისი დაგვეხმარა. სხვაგვარად ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღებას. ასევე, შევქმენით ჩვენი დისტრიბუცია, რომელიც მხოლოდ „ჭიქასთვის“ მუშაობს, რაც დადებითად აისახება დროის ფაქტორსა და მომსახურების ხარისხზე. შესაბამისი ფინანსური რესურსით ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც ძალიან გამართულად მუშაობს”,— ალექსეი მამულაშვილი, „ჭიქას“ დამფუძნებელი.

დღეისთვის „ჭიქას“ წარმოების ყავა არა მხოლოდ მის ფილიალებში იყიდება, არამედ ალექსეი რამდენიმე ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთანაც თანამშრომლობს.

ამ დროისთვის, კაფე „ჭიქა“5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება, განსხვავებული კონცეფციითა და გარემოთი.

(R)

PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი

PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებში, 2022 წლიდან უკვე საქართველოშიც, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა.

საკონტროლო აუდიტი განხორციელდა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე GDP ინსპექტორების მიერ. უკვე მეორედ, PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობმა საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც საქართველო მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებულ ამ საერთაშორისო მოთხოვნას შეუერთდა, PSP-ს საწყობი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც პირველივე აუდიტის შედეგად ხარისხის უზრუნველყოფის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭა.

„Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.

#PSP – ხარისხის გარანტი

(R)

ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ფიქრობდა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როდის გაჩნდა ეს იდეა და რა გაითვალისწინეს ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვეტილების მიღებისას.

„ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვფიქრობდი ამაზე. ვსაუბრობდი სკოტთან, ჰოვარდთან და სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან პროფესიონალები არიან. და ვფიქრობ, ეს ალბათ დილით ჩამოყალიბდა. უბრალოდ დავწერე. ეს დაიწერა გულიდან. არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება. გვინდა, სწორად მივუდგეთ. გვინდა, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეც. მაგრამ ეს იყო რაღაც, რაზეც ნამდვილად ვსაუბრობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი. მათ გააკეთეს ეს დღეს და კმაყოფილები ვართ ამით. არ ვიცოდი, თუ ასეთი გავლენა ექნებოდა, მაგრამ, იცით, ეს არის საფონდო ბაზრის ისტორიაში უდიდესი ზრდა. ეს საკმაოდ კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ „თრუს სოშიალზე“ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ათობით ქვეყანაზე დაწესებული ტარიფები 90 დღით შეაჩერა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი -გურამ მაჭარაშვილი

x

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ადამიანები მოდიან და ჰყვებიან იმ ისტორიებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე შემზარავია, ეს ეხება წამებას ციხეში, დაპატიმრების პროცესებს, საპატიმროს გარეთ წილების წართმევას და ათასგვარ უბედურებას. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის გარდაუვალი პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე როინ შავაძის საქმეს და ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის საკითხს განიხილავენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის

როდის გამოიდარებს საქართველოში

11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მომდევნო დღეებში, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

meteo.gov.ge-ს ცნობით, თბილისში, მომდევნო 10 დღის მანძილზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდები. 13 და 14 აპრილს შენარჩუნდება უნალექო ამინდი. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, 20 აპრილიდან გამოიდარებს

ზღვისპირა რეგიონში, ასევე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება 19 აპრილის ჩათვლით. 20 აპრილიდან კი გამოიდარებს.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.

კურო

შესაძლოა, დახმარებისთვის მოგმართონ, ან მანიპულაციის გზით, თავი შეგაცოდონ, ნურაფერს მოიმოქმედებთ ნაჩქარევად და გაუაზრებლად, რადგან თქვენი ქმედება, შესაძლოა, ახლა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ .

ტყუპები

მიენდეთ ცხოვრების დინებას და თამამად მიჰყევით გულის კარნახს, დარწმუნებული იყავით, რომ ის სწორედ იმ ნაპირთან, სწორედ იმ ადგილას მიგიყვანთ, სადაც დღეს ყველაზე სასურველი და საჭირო ხართ.

კირჩხიბი

გარდაუვალია კამათი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკეთესიცაა, რადგან თავისთავად გამოჩნდება თქვენი უპირატესობა და ლიდერის საუკეთესო თვისებები. მთავარია, დაიცვათ საზღვარი პირადსა და საქმიან სფეროს შორის.

ლომი

ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს პროფესიონალიზმსა და სამომავლო საქმიანობას, შეეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად მიიღოთ, არანაირი ზედმეტი ჩაღრმავება, ან შელამაზება არ არის საჭირო. მხოლოდ სიდინჯე და ობიექტურობა.

ქალწული

ნუ აჰყვებით უსიამოვნო ფიქრებს და ნებისმიერ გარემოებაში შეეცადეთ, მართოთ თქვენი ემოციები, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი შედეგები და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და კამათს.

სასწორი

დღეს თქვენი წამოწყებები და პრეზენტაციები საკმაოდ ეფექტურად ჩაივლის, პროექტს, რომელსაც წარადგენთ, დიდი ინტერესი მოჰყვება და ხელმძღვანელობასაც, შესაძლოა, აზრი შეაცვლევინოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გაიზრდება თქვენი პოპულარობა.

მორიელი

ნუ დაკარგავთ ამ დღეს წვრილმან და უმნიშვნელო საქმეებზე, შეგიძლიათ, თავი ნებისმიერი სირთულის საქმეს გაართვათ და წარმატებით გადაჭრათ ყველა ამოცანა.

მშვილდოსანი

დღეს, სჯობს, თავი შორს დაიჭიროთ არაკეთილმოსურნეებისგან, თუმცა, მათმა იერიშმა შესაძლოა, თქვენამდე მაინც მოაღწიოს, თავდაჭერა და ზომიერება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ავტორიტეტი.

თხის რქა

სასურველია, არ გარისკოთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ ფრთხილი ნაბიჯებით. ნელ-ნელა გამოჩნდება, რა უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოგიტანთ საქმეში, ახლა დროული კორექტივები უნდა შეიტანოთ თქვენს გეგმებში.

მერწყული

შესაძლოა, სამსახურში გარკვეულ დაპირისპირებაში ჩაერთოთ და მოგიწიოთ პოზიციების დათმობა. ნუ გაჯიუტდებით და მშვიდობიანი გზებით შეეცადეთ, პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ.

თევზები

ეს დღე სჯობს, საკუთარ თავს მიუძღვნათ, მოერიდეთ კომუნიკაციებს, მართეთ ემოციები, თქვენი ენერგოტონუსი დასვენებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

დონალდ ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აჩერებს, – ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი.

ინციდენტი საქართველო – სომხეთის მატჩზე – უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება, ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.

აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.

უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.