Home Blog Page 236

AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში  

თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.  

AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული ამოცანების გადაჭრაზე გუნდურ რეჟიმში ემუშავათ.   

თიბისის თანამშრომლებსა და IT აკადემიის სტუდენტებს სამუშაო პროცესში მენტორობას უწევდნენ AWS-ს ინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები.    

ჩვენთვის AWS GameDay-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია DevOps ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. AWS-ის გუნდის ჩართულობა აძლიერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კულტურას, რაც პირდაპირ აისახება როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე,” –  ამბობს თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.   

AWS GameDay საქართველოში DevOps ეკოსისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია. თიბისი და AWS ერთობლივად ქმნიან სივრცეს, სადაც მომავალი და მოქმედი DevOps სპეციალისტები რეალურ გამოწვევებს უმკლავდებიან, სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტებს და იღებენ უმაღლესი დონის მენტორობას. ეს ინიციატივა აძლიერებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სფეროს განვითარებისთვის.   

თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ახალი თაობის IT პროფესიონალების განვითარებას.   
თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.   

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა – Associated Press

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ამასთან, პროკურატურამ დაახლოებით, 100 ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გამოსცა.

ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

ცნობისთვის, გუშინ, სტამბოლის უნივერსიტეტმა თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა.

კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს – დონალდ ტრამპი

კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ. ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს კანადის საყოველთაო არჩევნებში.

„ვფიქრობ, „ლიბერალებთან“ საქმის დაჭერა უფრო ადვილია და შესაძლოა, გაიმარჯვონ, მაგრამ არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში – ვახტანგ ჩოჩია

მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია მედია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების დაცვა, მათი ინტერესის გატარება და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე შეიმუშავა ახალი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დახვეწას და გამკაცრებას. ეს არ არის მარტივი პროცესი, კომპლექსური პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანას, არამედ მმართველი გუნდის ინიციატივით განხორციელდება შესაბამისი პროექტები, რომელიც მიმართული იქნება ახალგზარდა თაობისთვის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაში“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას-ზელენსკი

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა პოზიციას, რომ ნებისმიერი იარაღით არ დაერტყათ ენერგეტიკისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს გააგრძელოს დარტყმა სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მხარე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გაიგოს და ნახოს, რა სურს პუტინს. პუტინს სურს განახორციელოს რამდენიმე შეტევითი მოქმედება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვისა და სუმის მიმართულებებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და მხოლოდ ამის შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები ძალის პოზიციიდან“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ რჩებიან კურსკის ოლქში. მისი თქმით, ისინი იქ იქნებიან მანამ, სანამ კურსკის ოპერაცია უკრაინას დასჭირდება. 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა.

როგორც კრემლში აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე 30 დღით უარის თქმის შესახებ.

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს. ბედის მინიშნებები დაგეხმარებათ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავლის გზა უკეთ გაიგოთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემო განვითარებულ მოვლენებს — ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიგიყვანოთ. თუ უკვე დიდი ხანია კითხვებზე პასუხებს ეძებთ, არსებობს შანსი, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღოთ.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას — ამ დღეს ბედმა შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება გამოგიგზავნოთ.

კურო

ამ დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ წარსულის ზოგი გადაწყვეტილება არასწორი იყო. ნუ შეშინდებით — ახლა შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ და ცხოვრება გაცილებით ჰარმონიული გახდება. სამუშაო თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები სხვებს არ მიანდოთ და თავად აკეთოთ — დღეს უყურადღებობის ან გაუგებრობის გამო შეცდომების რისკი მაღალია.

რჩევა: ეცადეთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ. არ იდარდოთ — პირიქით, ბედი გაძლევთ შანსს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოთ.

რჩევა: მზად იყავით იმისთვის, რომ წარსული თავს შეგახსენებთ და შეცდომა აღარ გაიმეოროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, რათა ბედის მინიშნებები დაინახოთ. გრძნობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა, მაგრამ ჯერ არ იცით, საით უნდა წახვიდეთ. ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის. თუ საშუალება გაქვთ, აკეთეთ ის, რაც სულს სიმშვიდეს ანიჭებს.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ შინაგან შეგრძნებებს — ისინი სწორ მიმართულებას დაგანახვებენ.

ლომი

ეს დღე თქვენგან მოთმინებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. შესაძლოა, მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებების სისწორეზე დაგაფიქრებთ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს გადახედოთ და ზედმეტი ტვირთი მოიცილოთ. სამსახურში უმჯობესია, კონფლიქტებს და დისკუსიებს თავი აარიდოთ — ეს არაფერში გჭირდებათ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს — ზოგჯერ შორიდან დაკვირვება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ქალწული

სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება მძიმე შედეგები და ფინანსური დანაკარგები მოჰყვეს. სანამ ვიღაცის ნათქვამს დაიჯერებთ, ეცადეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან, ყურადღებით გადაამოწმოთ.

რჩევა: იზრუნეთ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენაზე – თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება იგრძნოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენგან ზედმეტად ბევრს ელიან. პირადი საზღვრების დაწესებისა და „არას“ თქმის ნუ შეგეშინდებათ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ეს დღე შესაფერისია განმარტოებისა და ფიქრისთვის.

რჩევა: ეცადეთ, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოთ.

მორიელი

ამ დღეს ბედი შანსს გაძლევთ, რომ ილუზიებს მოსწყდეთ და რეალობა დაინახოთ. სიმართლის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის უსიამოვნო იყოს. შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზებები, რომლებიც მიმზიდველად მოგეჩვენებათ, მაგრამ დაფარული საფრთხეები ახლდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ და ყველა ინფორმაცია ყურადღებით გადაამოწმეთ.

რჩევა: ინტუიციას ენდეთ – დღეს ის რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, მოულოდნელად მიხვდეთ, რომ დიდი ხანია არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. სამსახურში დიპლომატიურობაა საჭირო — შესაძლოა, ვიღაცამ კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით.

რჩევა: ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, მოკავშირეების მიერ შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ..

თხის რქა

ეს დღე შეიძლება თქვენთვის ნამდვილი კარმული გაკვეთილი იყოს. გამორიცხული არ არის, რომ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც გაჩვენებთ, რომ წარსულის შეცდომები თქვენს ცხოვრებაზე კვლავაც გავლენას ახდენს. ნუ მიიღებთ ამას როგორც სასჯელს — პირიქით, ეს შანსია, მოვლენები გააცნობიეროთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ამ დღეს სამსახურში უმჯობესია ინიციატივის გამოჩენას თავი აარიდოთ .

რჩევა: დღევანდელი გამოცდილება გამოიყენეთ იმისთვის, რომ გაიგოთ, რა იყო წარსულის შეცდომის მიზეზი.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება ახალი იდეები ან მოულოდნელი შთაგონება გეწვიოთ, რომელიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ექსპერიმენტების და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. სამსახურში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ სწრაფი ადაპტაციის უნარი პრობლემების წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ.

რჩევა: თქვენს პრობლემებს არავინ მოგიგვარებთ — დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.

თევზები

ამ დღეს გრძნობებსა და ემოციებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.

რჩევა: კარგად გააანალიზეთ საკუთარი მოქმედებები — დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორი ამინდი იქნება 19 მარტს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში +11 წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +9 – წვიმა

სოხუმი +10 – წვიმა

ზუგდიდი +9 – წვიმა

მესტია +4 – თოვლი

ფოთი +10 – წვიმა

ბათუმი +10 – წვიმა

ოზურგეთი +9 – წვიმა

ქუთაისი +9 – წვიმა

ამბროლაური +7 – წვიმა

ახალციხე +6 – წვიმა

ბორჯომი +2 – თოვლი

ბაკურიანი 0 – თოვლი

გორი +8 – წვიმა

ცხინვალი +6 – თოვლი

სტეფანწმინდა +4 – თოვლი

გუდაური 0 – თოვლი

თელავი +14 – წვიმა

რუსთავი +13 – წვიმა

თბილისი +11 – წვიმა

ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა – დოკუმენტი FARA-ზე გამოქვეყნდა

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.

„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს ფირმას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით (ავანსი) განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

“ჩემი სატელეფონო საუბარი პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო”-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა:

“ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმის გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად. 

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!” – აღნიშნავს დონალდ ტრამპი. 

საერთაშორისო ფორუმები კარგი შესაძლებლობაა, რომ პარტნიორებს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რეალურად რა წუხილები გვაქვს და რისთვის ვიბრძვით -მაკა ბოჭორიშვილი

უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ დელიში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინდოეთში ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა პარტნიორებისთვის იმის საჩვენებლად, რომ საქართველო არის სწორედ ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც აქვს საქართველოს, საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს საქართველოს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს სწორედ ეს მდგომარეობა, მდებარეობა და შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, მაშინ როდესაც, საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, საერთაშორისო ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის და იმისათვის, რომ მათ მიაწოდოს რეალური ინფორმაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

„ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ კიდეც. ეს ასევე არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, მივაწვდინოთ ჩვენს პარტნიორებს ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ პოზიციებზე, რის გამოც საქართველო უსამართლო კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ასეთი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, რათა, სცადონ რეალობას შეხედონ კარგად, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რაზეც ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე, რომ ძალიან რთულია აღქმების შეცვლა. რა თქმა უნდა, თუ ისინი შექმნიან ამ აღქმებს, შემდგომ უკვე ძალიან რთულია ამ აღქმებთან გამკლავება. ამიტომ, კარგი შესაძლებლობაა, რომ მათ მივაწოდოთ რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. რეალურად, თუ რა წუხილები აქვს საქართველოს, რა უნდა საქართველოს და რისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით-თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე.

„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

 რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ დგას ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა -ვატო შაქარიშვილი

რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა, – განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

„ეს იყო პიროტექნიკა, რომელიც ჩვენი გმირი პოლიციელების დაწვისთვის იყო და რუსთაველზე ცეცხლის გაჩაღებისთვის იყო. ეს იყო სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აგრესიული, ძალადობრივი პროტესტისთვის იყო საჭირო. რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა.

იმალებოდნენ, საკუთარი ოფისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს შეიძლება ითქვას მოუწოდებდნენ, რომ ჩქარა ბავშვებო, წადით მიტინგზე, მსხვერპლი უნდოდათ, სისხლი უნდოდათ და ამაში ხარჯავდნენ ამ ფულს. დღეს გამოდიან და ეს პოლიტიკური აფერისტები, ეს პოლიტიკური მეძავები, გამოდიან და ამბობენ, რომ ქველმოქმედებას ეწევიან. რა ქველმოქმედება, ნანუკა ჟორჟოლიანი და ქველმოქმედება ისეთი შეუთავსებელია, ისეთი ოქსიმორონია, მეორე ძნელად მოიძებნება”, – შაქარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.