Home Blog Page 235

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში რიგ შემთხვევებში გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ -მამუკა მდინარაძე

მინდა, შევეხო „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გახმოვანებულ ნარატივს. ბუნებრივია, ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან, ვერაფერს ამბობენ. მაგრამ, რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში, იცით, რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, რიგით მოქალაქეს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაც ამ სფეროს ლობირებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ქსელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.

როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ ნარკოტიკების პრობლემას ვერავინ მოერია.

„ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან – როგორ, ამდენი ნარკომომხმარებელია, შესაბამისი ნარკოტიკი უნდა შემოვიდეს, ვიღაცამ უნდა გაყიდოს, მთელი სისტემაა, ხომ? ყველაზე დიდი მავნებლობა სად არის: გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება – „დადება“. ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება. რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა, მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. დამდებსაც, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს – ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი. რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები – მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ესე იგი შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფონდების ანგარიშების დაყადაღება არის სრული ფარსი, საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება -ნიკა გილაური

ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი. დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.

როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად – საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!

საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!“ – წერს ნიკა გილაური.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებს -პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეხება მხოლოდ უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს და არა სხვა სახის ინფრასტრუქტურას, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, პუტინმა გუშინვე, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშების შეჩერების ბრძანება გასცა და ის არ გაუუქმებია.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.

 ლევან ხაბეიშვილის ნებისმიერი განცხადება და დაპირება ნულის ტოლია -გურამ მაჭარაშვილი

ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რასაც თავის ამომრჩევლებს ჰპირდება, ვერაფერს ასრულებს.

„ხაბეიშვილი ამბობდა, რომ პარტიის თავმჯდომარე როცა გახდებოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიდა, რომელიც სასჯელს დამსახურებულად იხდის. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. შემდეგ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. შემდეგ ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ, თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 18 მარტს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმიან თავს. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა“.

თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა

შემეცნებითი პოდკასტების სერია – მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც ჰყავს შეკრებილი.

სწორედ, ამ საინტერესო პოდკასტის პარტნიორი გახდა თიბისი, რადგან ტრადიციულად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საკითხები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

მწარე პოდკასტში თქვენთვის საინტერესო თემას აუცილებლად იპოვნით. მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, წამყვანი – ნიკა ხოფერია ისტორიკოსებთან და მკვლევარებთან ერთად განიხილავს. ასევე, შეძლებთ კულტურის, ცივილიზაციების, სამხედრო თემატიკაზე შექმნილი პოდკასტების მოსმენასაც. 

მწარე პოდკასტის მოსმენას შეძლებთ შემდეგ პლატფორმებზე:

Youtubehttps://www.youtube.com/@BitterPodcast

Spotify

(R)

კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაცია უფასო წლიური სამგზავრო ბარათის ამოქმედებაზე, მოვუწოდებთ მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა -თბილისის სატრანსპორტო კომპანია 

ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.

„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია, თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან- დავით მათიკაშვილი

x

ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია. სიტყვების თამაში – თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, მცდელობაა, რომ საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ და წარუმატებლობა გეგმის არასწორ წარმართვას დააბრალონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს ოპოზიციასთან დაკავშირებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ლევან ხაბეიშვილი ჰაერში იქნევს მუშტებს და ეს გასაგებია. მათი თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, საკუთარი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს რაც არ უნდა დაარქვას, იმ ნულოვან რეიტინგს ვერ გაცდებიან, რაც მათ მიმართ საზოგადოებაში არსებობს. ისინი ვერ გაცდებიან დავალებასაც, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე „კოლექტიური ნაცმოძი“ დავალებების მიმცემებისგან იღებს. სიტყვების თამაში – თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, ეს ყველაფერი მცდელობაა, საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლონ და საკუთარი წარუმატებლობა გეგმის არასწორ წარმართვას დააბრალონ, თითქოს მათ თავდაცვით არაფერი გამოუვიდათ და ახლა თავდასხმით რამეს შეძლებენ. რას ნიშნავს თავდასხმა? – ეს ყველამ კარგად გაიაზროს როგორც გამოთქმაში, ასევე ქცევაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

18 მარტს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმიან თავს. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა“.

თიბისის მობაილბანკში სიახლეა – გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი – სმარტ პორტფელები დაემატა – შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

განაახლე თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია. შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი – კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ.რისკი და სარგებელი – დაბალი. 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე,ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი – საშუალო. 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ.რისკი და სარგებელი – მაღალი. 

პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა $20-ია.

გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად: https://link.tbc.ge/Smart-inv

R

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე.  ჩემი კავკასიონი – სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.

კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან – მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.

კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით  მუშაობს.

მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003),  ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).

კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,…ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში –  KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007);  Progressive Nostalgia – Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007);  Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).

სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).

გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია განხორციელდება

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, დაგეგმილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა. მათ შორისაა, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა.

„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს. ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, საავტობუსო ზოლები გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ. გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.

მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.

პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით მეორედ ისაუბრეს: რა შეთანხმებას მიაღწიეს მოსკოვმა და ვაშინგტონმა – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით მეორედ ისაუბრეს: რა შეთანხმებას მიაღწიეს მოსკოვმა და ვაშინგტონმა“, რიმელშიც განხილულია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბრის მთავარი მომენტები, მოცემულია „ბიბისის“ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული კომენტარები და ანალიზი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ისევ ისაუბრეს ტელეფონით – მეორედ მას  შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეუდგა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თავისი გეგმის შესრულება დაიწყო.

რა თქვეს კრემლში: „იყო გულახდილი საუბარი“

კრემლის მიერ გავრცელებული შეტყობინების თანახმად, პუტინმა და ტრამპმა „გააგრძელეს აზრთა ფართო და გულახდილი გაცვლა-გამოცვლა უკრაინის სიტუაციის იირგვლივ“ და დაადასტურეს განზრახვა სამომავლოდაც მიქციონ ყურადღება და მიმართონ ძალისხმევა კონფლიქტის დარეგულირებისათვის“.

ვლადიმერ პუტინმა განუცხადა დონალდ ტრამპს, რომ კრემლი მზადაა კონფლიქტის მოგვარების გზების ერთობლივი ძიება-შემუშავებისათვის და მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის იდეას – რუსეთმა და უკრაინამ ერთობლივად 30 დღით შეწყვიტონ ერთმანეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე არსებით მომენტს: „30-დღიანი პაუზის დროს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის მთელ ხაზზე, უნდა შეჩერდეს იძულებითი მობილიზაცია უკრაინაში და უკრაინის არმიის გადაიარაღება, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ვლადიმერ პუტინმა დონლდ ტრამპს აცნობა, რომ 19 მარტს მოხდება ტყვეების გაცვლა: რუსეთიც და უკრაინაც, თითოეული მხარე 175-175 ჯარისკაცს გაათავისუფლებს.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს „გააგრზელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისათვის“ და ამ მიზნით შექმნიან რუსულ და ამერიკულ საექსპერტო ჯგუფებს.

რა თქვეს თეთრ სახლში: უკრაინა მხოლოდ ორ აბზაცში

თეთრი სახლის განცხადება შედარებით მოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი დენ სკავინო აცხადებდა – მოლაპარაკება „კარგად მიდისო“, დასკვნით განცხადებაში უკრაინა მხოლოდ ორ აბზაცშია მოხსენიებული. ერთში ასეა ნათქვამი: „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისაკენ წინსვლა დაიწყება ცეცხლის შეწყვეტით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში, რომლის ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკება გაგრძელდება“.

ტელეფონით საუბრის დროს დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია, ისრაელისა და ირანის როლზე და ა.შ.

მოგვიანებით თავის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ საუბრის დროს „უკრაინის შესახებ ბევრი ელემენტი შეთანხმდა“ და აღნიშნა, რომ „კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“.

კომენტარი: რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ მოილაპარაკეს

BBC-ის კორესპონდენტის ელისაბედ ფოხტის თქმით, კრემლისა და თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში კი შეთანხმება რუსეთ-უკრაინის დარტყმების  დაუყონებლივი შეწყვეტის შესახებ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ასეთი ინიციატივები ომის დაწყებიდან რამდენჯერმე განიხილებოდა, მათ შორის, უკრაინის ინიციატივით. ზოგჯერ იყო მომენტი, რომ მოსკოვი და კიევი ახლოს მივიდნენ შეთანხმების გასაფორმებამდე, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა.

თუ კიევი შეთანხმებას მხარს დაუჭერს (და, ალბათ, ასეც მოხდება), ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება – პირველ რიგში უკრაინის მოსახლეობისათვის, რომლებიც უკვე ორი წელია ელექტროენერგიისა და წყლის მუდმივი გათიშვების პირობებში ცხოვრობენ.

რაც შეეხება ტყვეების გაცვლას, ესეც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ხასიათის მქონე ნაბიჯია, თუმცა მსგავსი გაცვლა ადრეც ბევრჯერ მომხდარა, ბევრად უფრო მასშტაბური სახით – დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე და ამაში რაიმე ზეგანსაკუთრებული არაფერი ჩანს.

სატელეფონო ზარის მთავარი ინტრიგა მაინც ამერიკული ინიციატივის ბედი იყო – ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის პერსპექტივა. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ პრინციპში ეთანხმება საომარი მოქმედებების შეჩერებას, მაგრამ იქვე თავისი პირობები წამოაყენა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მკითხაობდნენ, დათანხმდება თუ არა თეთრი სახლი კრემლის მოთხოვნების ნაწილზე მაინც – ვთქვათ, სუკრაინისათვის სამხედრო დახმარების სრულ შეჩერებაზე, ან უკრაინის ჯარში გაწვევის მიზნით მობილიზაციის შეწყვეტაზე… ან პირიქით, რას მოსთხოვს სანაცვლოდ მოსკოვს ვაშინგტონი. ჯერ-ჯერობით, როგორც განცხადებებიდან ჩანს, არცერთი არ მომხდარა და არც მეორე.

კრემლის შეტყობინებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი ძველებურად აქცენტს აკეთებს უკრაინისათვის დასავლეთის დახმარების შეწყვეტაზე, მათ შორის სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფაზე. თეთრი სახლის განცხადებაში არ ჩანს, რომ აშშ რუსეთის პრეტენზიას გაითვალისწინებს.

ლიდერები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისათვის ძალისხმევის გაძლიერების მიზნით საექსპერტო ჯგუფების შექმნაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ როგორ მონაწილეობას მიიღებს მათ საქმიანობაში კიევი, ეს არ არის გარკვეული. პრაქტიკაში ჯგუფების შექმნა ორ რამეს ნიშნავს: პირველი – უახლოეს კვირეებში ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ იმისა, რომ იქნება მეტი შეხვედრა მაღალ დონეზე. მეორე – ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე ლაპარაკობს, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას მხოლოდ დონალდ ტრამპის სურვილი აშკარად არ ჰყოფნის.

ანალიზი: თეთრი სახლის პოზიცია შერბილდა?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში BBC-ის კორესპონდენტის ტომ ბეითმენის აზრით, თეთრი სახლის განცხადება ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგების თაობაზე შეიძლება შეფასდეს როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის შერბილება იმასთან შედარებით, რომელიც მას ერთი კვირის წინ ჰქონდა.

როცა გასულ კვირაში ამერიკელთა დელეგაცია ჯედაში (საუდის არაბეთში) უკრაინელებს შეხვდა, მათ აიძულეს კიევი დათანხმებოდა თეტრი სახლის ინიციატივას ცეცხლის 30-დღიანი სეწყვეტის თაობაზე. იმ დროს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „ბურთი რუსების მხარეზეაო“, ანუ კრემლს უნდა ეთქვა თავისი სიტყვა. ახლა კი ძველებურ მოთხოვნას თეთრი სახლი უნდა დაემშვიდობოს – ფრაზა საერთოდ გაქრა აშშ-ის ადმინისტრაციის ლექსიკონიდან. 

ამის ნაცვლად დონალდ ტრამპის მთავრობა აცხადებს, რომ „მშვიდობისაკენ სვლა“ დაიწყება ორივე მხარის თანხმობით ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვების შეჩერებაზე, შემდეგ კი მოლაპარაკება გაფართოვდება ჯერ ესკალაციის შესუსტებით, ბოლოს კი ცეცხლის სრული შეწყვეტით.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პრიცესს დიდ პროგრესად წარმოსახავს, მაგრამ როგორ შეაფასებს უკრაინა? კიევი, ალბათ, იფიქრებს, რომ რუსეთს ჯერ დროის მოგება სურს, შემდეგ ახალ მოთხოვნებს დაამატებს და საბოლოოდ ამერიკას იძულებით უკან დაახევინებს. ვნახოთ.

წყარო

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით: იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს, – ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

„ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.

ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.

ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირეები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

პირდაპირი ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767“ ტიპის ავიახომალდებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.