Home Blog Page 233

“სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია”-The Hill

აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მართალია“ (ავტორი – ალან კუპერმანი, ტეხასის – ოსტინის – უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი). „ამჟამად უკრაინისათვის ნებისმიერი შეთანხმება უარესი იქნება იმ „მინსკის შეთანხმებებზე“, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის დროზე უარყო, უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების მოლოდინის გამო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მე იშვიათად ვეთანხმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ მისი ამასწინანდელი ძალიან გახმაურებული განცხადება უკრაინის შესახებ მთლიანობაში სწორია. აღშფოთების კორიანტელი კი იმან გამოიწვია, რომ უკრაინის საკითხში დასავლური საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში მკაცრ დიეტაზე ჰყავდათ და დეზინფორმაციით კვებავდნენ. მოვიდა დრო გავარკვიოთ სამი საკვანძო მომენტი, რომლებიც ნათელს ჰფენენ სიტუაციას – რატომ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დაწყების გამო არამარტო ვლადიმერ პუტინს, არამედ ჯო ბაიდენს და თვითონ უკრაინის ხელმძღვანელობასაც.

პირველი – როგორც ამას წინათ თვით კიევის სასამართლომ დაადასტურა, სწორედ უკრაინელმა შეიარაღებულმა მემარჯვენე რადიკალებმა გააჩაღეს ძალადობა 2014 წელს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ყირიმის ჩათვლით. იმ დროს უკრაინის პრეზიდენტი იყო პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც 2010 წლის არჩევნებში დემოკრატიულად გაიმარჯვა – იმიტომ, რომ იგი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა. 2013 წელს მან გადაწყვიტა ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან გაეღრმავებინა და არა ევროკავშირთან, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. ამის საპასუხოდ პროდასავლელმა აქტივისტებმა კიევის ცენტრალური მოედანი და რიგი სამთავრობო შენობები დაიკავეს, პრეზიდენტი იძულებული გახადეს მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო 2014 წლის თებერვალში.

პროტესტები უკვე თანდათანობით სუსტდებოდა, რაც მავანთ არ აწყობდათ. სწორედ ამ დროს კიევის მაღლივი შენობებიდან ულტრამემარჯვენე სამხედროებმა („ბოევიკებმა“) სროლა დაუწყეს მოედანზე ჯერ კიდევ დარჩენილ მომიტინგეებს და პოლიციელებს. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა „ბოევიკებს“, რომლებმაც შემდეგ სიცრუე განაცხადეს, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი დემონსტრანტები თვითონ პოლიციელებმა დახოცესო. რასაკვირველია, მოსახლეობა ისევ აუმხედრდა მმართველ პარტიას, მთავრობას და პრეზიდენტს, მათ ხელისუფლება დაამხეს, ვიქტორ იანუკოვიჩმა თავს რუსეთში გაქცევით უშველა.

ვლადიმერ პუტინმა კი ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მსხვილი სამხედრო ბაზები იყვნენ დისლოცირებულნი, ჯარები ქუჩაში გამოიყვანა (მათ პატრულირება დაიწყეს) და იარაღი მიაწოდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი არადემოკრატიული გზით დაამხეს. რასაკვირველია, ეს ისტორია რუსეთის ჩარევას არ ამართლებს, მაგრამ ამით ახსნილია, თუ რატომ არ შეიძლება მას „არაპროვოცირებული“ ვუწოდოთ.

მეორე – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ესკალაციაზე წავიდა კონფლიქტი გააღრმავა, დაარღვია რუსეთთან დადებული სამშვიდობო შეთანხმებები, დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააფართოვა და ნატოს წევრობა ოფიციალურად მოითხოვა.  ჯერ კიდევ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს, 2015 წელს, დაიდო ცნობილი „მინსკის შეთანხმებები“, რათა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში (დონბასში) ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობას და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარე დაპირისპირება ჩამქრალიყო და საომარი მოქმედებები დასრულებულიყო. „მინსკის შეთანხმებებით“ უკრაინა ვალდებულობდა დონბასისათვის შეზღუდული პოლიტიკური ავტონომია მიეცა. ვლადიმერ პუტინის აზრით, ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ რომ უკრაინა ვეღარ გახდებოდა ნატოს წევრი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოზიტივის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებას „მინსკის  შეთანხმებების“ ძირითადი მოთხოვნები არ შეუსრულებია.

პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებდა, რომ შეთანხმებების პირობებს შეასრულებდა და სისხლის ღვრას თავიდან აიცილებდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან უარი თქვა თავის პირობაზე. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ არა იმდენად ომის რისკი აღელვებდა, არამედ ის, რომ რუსეთი მას სუსტად ჩათვლიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ნატოს ქვეყნებიდან იარაღის იმპორტის ზრდა, რაც ვლადიმერ პუტინის „მოთმინების ფიალისათვის“ ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამის შემდეგ 2022 წლის თებერვალში რუსეთმა დონბასის „დამოუკიდებლობა“ აღიარა და მის ტერიტორიაზე ჯარები განათავსა „მშვიდობის დასაცავად’ და კიევს მოსთხოვა უარი ეთქვა დასავლეთისაგან იარაღის შესყიდვასა და ნატოს წევრობისაკენ სწრაფვაში.

როცა ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგი უარი თქვა, ვლადიმერ პუტინმა თავისი სამხედრო ოპერაცია მკვეთრად გააფართოვა და 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. ასე რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახდინა რუსეთის პროვოცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ამართლებს მოსკოვის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.

მესამე – გადამწყვეტი წვლილი სიტუაციის ესკალაციაში და საომარი მოქმედებების გაგრძელებაში შეიტანა ჯო ბაიდენმაც: 2021 წლის ბოლოს, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების თავმოყრა ის-ის იყო დაიწყო და მინსკის შეთანხმებების შესრულება მოითხოვა, აშკარა გახდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდებოდა, რუსეთი თავის ჯარებს შეიყვანდა და დონბასსა და ყირიმს შორის არსებულ სახმელეთო დერეფანს დაიკავებდა.

იმდენად, რამდენადაც უკრაინა პირდაპირ იყო დამოკიდებული ამერიკული იარაღის მიწოდებაზე, ჯო ბაიდენს რომ ეთქვა ზელენსკისათვის, დათანხმდი კრემლის მოთხოვნაზეო, კიევი აუცილებლად შეისმენდა თეთრი სახლის ნათქვამს. ამის ნაცვლად ჯო ბაიდენმა, დიდად სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღება ვოლოდიმირ ზელენსკის მიანდო და უფრო მეტიც – დაჰპირდა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვაშინგტონი მოსკოვს „სწრაფად და გადამწყვეტად“ უპასუხებდა. ზელენსკიმ ეს პოზიტიურ სიგნალად ჩათვალა და გაბედა მოსკოვის გამოწვევა.

ახლა კარგად ვხვდები – დონალდ ტრამპი რომ იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო ჯო ბაიდენის ნაცვლად, იგი ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთ კარტ-ბლანშს არ მისცემდა. ზელენსკი იძულებული გახდებოდა მინსკის შეთანხმებების რეალიზება დაეწყო და ამით საომარი მოქმედებების დაწყებას თავიდან აიცილებდა. და თუ ზელენსკი მაინც უარს იტყოდა და ამით რუსეთის ჯარების შეჭრის პროვოცირებას მოახდენდა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, უაზროდ არ მისცემდა მას ვეტოს უფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და არ დაიწყებდა განცხადებების გაკეთებას – „არაფერი თქვათ უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.

აშშ-ის მიერ მიცემულმა დაპირებამ უკრაინას ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმისაკენ უბიძგა – კიევს, დასავლეთისაგან და განსაკუთრებით, ამერიკისაგან სამხედრო დახმარების მიღების იმედით [რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმაც], გაბედულება მიეცა და ომის გაგრძელება გადაწყვიტა. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მას სამყოფი სამხედრო დახმარება არ გაუწია, ბირთვული ესკალაციის შიშით. მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ცრუ იმედები ჩაუნერგა და ამით კონფლიქტი გაჭიანურდა. ამჟამად ასეულ ათასობით დაღუპულია და თითქმის მილიონამდე დაჭრილი ორივე მხარეს, ფრონტის ხაზმა კი უკრაინის სიღრმეში გადაიწია. უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, ინფრასტრუქტურა კი მოშლილი, მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთაა გაქცეული ლტოლვილის სახით…

მომავალი სამშვიდობო შეთანხმების კონტურები უკვე აშკარად მოჩანს, რასაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრებიც ადასტურებს: რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს (დონბასს, ტავრიას და აზოვის პირეთს), უკრაინის დანარჩენი ნაწილი ნატოს შემადგენლობაში არ გაწევრიანდება, თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებისაგან უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს მიიღებს.

სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმა შეიძლებოდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ რეალიზებულიყო – ერთადერთი რამ იყო საჭირო ამისათვის: პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა ეთქვა ზელენსკისთვის, რომ თუ მას აშშ-ის მხარდაჭერა სურდა, მაშინ უნდა დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტაზე.

კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ ნებისმიერი სამშვიდობო დარეგულირება უკრაინისათვის მინსკის შეთანხმებებზე უფრო უარესი იქნება – იმ შეთანხმებებზე, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინდაუხედავად უარყო უზომო პოლიტიკური ამბიციებისა და აშშ-ის უსაზღვრო დახმარების გულუბრყვილო მოლოდინის გამო.

მოამზადა სიმოინ კილაძემ

წყარო

საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს -სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, „უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო“.

„2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს.

დამატებით გაცნობებთ, რომ განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@pdo.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში ან/და კონსულტაციის მიზნით, დაუკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს – 1481“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო – მას $170 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

2025 წლის 19 მარტს ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომელიც მას და მის ბიზნესპარტნიორებს – ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდას აკისრებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წელსაც.

ირაკლი რუხაძის სარჩელს ინგლისის უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, 113-გვერდიანი განაჩენის თანახმად, შვიდივე მოსამართლემ რუხაძის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. იქამდე სანამ საბოლოო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი კომპენსაციის Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ გადაცემა შეჩერებული იყო.

მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით უკვე 170 მილიონ დოლარს აღემატება. საქმეზე 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მოგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს.

როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ბენჟამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ.
სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით დაასრულეს. ამასთან, წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits). 2022 წლის 25 ივლისს სასამართლომ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 170 მილიონ დოლარზე მეტ თანხად შეფასდა, რასაც დროთა განმავლობაში პროცენტიც ემატება, ასევე მოპასუხე მხარისთვის იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაც.

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 50.5%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰანიველ ცემენტში” (ყოფილი ჰაიდელბერგცემენტი), სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. ირაკლი რუხაძე მის ბიზნესპარტნიორებთან ერთად ასევე ინარჩუნებს მინორიტარულ 10%-იან წილს საქართველოს უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთიში”.

bm.ge

სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია, ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი -შალვა პაპუაშვილი

სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია, ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა. სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია. ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს – სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსების შემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა – GetData

თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, GetData-ს სასწავლო პროგრამას იწყებს.

ციფრული ეპოქა, რომელშიც მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მიუხედავად ამ მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს ბაზარზე მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კადრების დეფიციტი შესამჩნევია.

სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს GetData-ს, სასწავლო პროგრამას, რომელიც 18 წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ, ხოლო ონლაინ სწავლება კი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან.

GetData ეს არის სრულიად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც სტუდენტები:

  • რეალურ მონაცემებთან იმუშავებენ და შეისწავლიან მონაცემთა ანალიტიკის პროცესებს;
  • თიბისის Data გუნდის ექსპერტებისგან მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
  • სიმულაციებისა და მონაცემთა მანიპულაციების მეშვეობით აითვისებენ მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს;
  • გუნდური და კოლაბორაციული პროექტების მეშვეობით განივითარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე რბილ უნარებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსთა გუნდში დასაქმებას, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობით გააგრძელებენ პროფესიულ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიამ ახლახანს დაასრულა მონაცემთა ინჟინერიის 5-თვიანი კომპლექსური ბუთქემფი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მუშაობას ასწავლიდა სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილი უკვე წარმატებით დასაქმდა და მონაცემთა ინჟინერიის სფეროში აგრძელებს კარიერას.

თიბისი ბანკისთვის მონაცემების სფეროს განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. თიბისი IT აკადემია და Data გუნდი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მონაცემთა სპეციალისტების ახალი თაობა. GetData და მონაცემთა ინჟინერიის ბუთქემფი ამ ეკოსისტემის გამყარებისა და ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ინიციატივებია, რომლებიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებს კვალიფიციურ ტალანტებს.

ეწვიე თიბისი IT აკადემიის ვებ-გვერდს და დარეგისტრირდი 30 მარტის ჩათვლით.

(R)

სიახლე PSP-სგან – პირველი ლოქერი ფარმაციაში

PSP-ს ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის; www.psp.ge საიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე აიღებს და PSP ლოქერით უფასოდ ისარგებლებს.

ონლაინ შეკვეთისას PSP-ს ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი აირჩევს სასურველ ლოქერს https://psp.ge/locker. ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი SMS-ის სახით მიიღებს დასასკანერებელ ბარკოდს, რომლის ნახვა ასევე შეუძლია www.psp.ge საიტის ან აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე.

“მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული დახვეწა, ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საზრუნავია. ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში, PSP-ს მომხმარებელს ონლაინ შოპინგის ახალ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. ლოქერით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, აღარ არის საჭირო კონკრეტულ მისამართზე კურიერს დაელოდო, ან აფთიაქში რიგში დადგე და ამასთან, ლოქერის მომსახურება სრულიად უფასოა“- აცხადებენ PSP-ში.

შეიძინეთ ონლაინ psp.ge-დან შერჩეული პროდუქტები, აირჩიეთ ლოქერი სასურველ მისმართზე და აიღეთ შეკვეთა 10 წამში ურიგოდ და უკონტაქტოდ.

(R)

თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის, საკრებულოს არჩევნებს, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს -ირაკლი კობახიძე

ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, პრემიერის თქმით, კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.

„მოლოდინები გვაქვს ძალიან ოპტიმისტური. ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მათ შორის, შეგიძლიათ, გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევას, ჩვენი კვლევის შედეგები არის იმის იდენტური, რაც იყო ბოლო კვლევაში დაფიქსირებული და არის მცირე გაუმჯობესებაც კი. იმდენად ჩამოშლილია ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერები არის მოკლებული. წინა არჩევნებზე ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ავიღეთ დაახლოებით 54,5%. ამაზე უკეთეს შედეგს ველოდებით ბოლო კვლევიდან გამომდინარე, რომელსაც ვადარებთ არჩევნებამდე ბოლო კვლევას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რადგან გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური საბჭო. თქვენ იცით, რომ მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვფიქრობ, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე არის უალტერნატივო -ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, რომ პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს.

„რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რადგან გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო. ვნახოთ, პოლიტიკური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თქვენ იცით, რომ მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია, გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია სამჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ დემარშს, კონკრეტული “ენჯეოები”, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ-ირაკლი კობახიძე

პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, პარტიები, წამყვანი ოპოზიციური რადიკალური პარტიები და პირდაპირ ამბობდნენ ტყუილს, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და გვემუქრებოდნენ ამის საფუძველზე გარედან სანქციებით და ა.შ. რომ საქართველო იყო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან არიდება ხდებოდა საქართველოს მეშვეობით და ა.შ. რაც მერე დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს დანაშაულია პოლიტიკური გაგებით და პროკურატურა იმსჯელებს სამართლებრივ მხარეზე.

„ევროპარლამენტში რა სამარცხვინო ტექსტებიც იწერებოდა, ყველაფერი კამპანიების და პირდაპირი ჩართულობის საფუძველზე ხდებოდა. ამით ტრაბახობდნენ, ამაყობდნენ კონკრეტული ადამიანები. იქ ესტონეთის სანქციები, იქ დიდი ბრიტანეთის სანქციები, ამერიკის, ლიეტუვის სანქციები. ამით ამაყობენ დღემდე. ეს ხომ არის მტრული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ. როდესაც ესტონეთის ხელისუფლება ასანქცირებს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და .ა.შ. ეს ხომ არ არის ინდივიდუალური სანქცია, რომ ვიღაცამ რაღაც დანაშაული ჩაიდინა, ან ადმინისტრაციული გადაცდომა და დაასანქცირე. პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება, ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ დემარშს და პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე. მტრობის აქტია ეს სინამდვილეში თავისი არსით. ჩვენ რომ დავასანქციროთ რომელიმე სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, ეს არის რეალურად ომის გამოცხადება, პოლიტიკურ, დიპლომატიურ ენაზე ეს არის ომის გამოცხადება. ეს არის მტრული აქტი პირდაპირი გაგებით, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით სხვა ქვეყნის მიმართ და შენ აცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში იღებდი მონაწილეობას. ამას აცხადებენ კონკრეტული „ენჯეოები“, პოლიტიკოსები. ეს არის პოლიტიკური სურათი. ეს არის პროკურატურის საქმე, ამას სჭირდება სამართლებრივი არგუმენტები, მტკიცებულებები. როდესაც ეს ადამიანები წუხან და ქილიკობენ, მათ შორის, ამ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მინიმუმ პოლიტიკურად ყველაფერი დევს ხელის გულზე, მტრული საქმიანობის მხარდაჭერაც, საბოტაჟიც, დაფინანსების მიღება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ა.შ. ეს არის შემდგარი ფაქტი, მათ შორის, რაც დაადასტურა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონკრეტული ძალები, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, გარედან ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია -პრემიერი

რაც შეეხება ცხრა პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა ცესკო-ს და სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სურდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ცესკო-ს გადაცემა ოპოზიციისთვის, მათ შორის, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როცა პირდაპირი სამართლებრივი რეკომენდაციებია, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე.

„ერთ შემთხვევაში უნდოდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, ანუ საუბარი იყო ე.წ. ვეტინგზე. „ვეტინგი“ ნიშნავს იმას, რომ ჩამოდიან უცხოელები, რომლებსაც შეუძლიათ, თანამდებობიდან გაუშვან და, ასევე, დანიშნონ ნებისმიერი მოსამართლე. ასეთ რამეზე დათანხმება არაფრის ფასად არ ღირს. მეორე მოთხოვნა იყო ცესკო-ს გადაცემა ოპოზიციისთვის. რეალურად, ითხოვდნენ კვალიფიციურ უმრავლესობას, კვალიფიციური უმრავლესობის წესით ცესკო-ს წევრების არჩევას პარლამენტის მიერ, რაც ნიშნავდა იმას, რომ სამ წევრს ვერ ვირჩევდით პარლამენტში, შესაბამისად, ოპოზიცია რჩებოდა უმრავლესობაში ცესკო-ში, წარმოიდგინეთ ოპოზიცია უმრავლესობით რომ იყოს წარმოდგენილი ცესკო-ში და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა ოპოზიციონერი, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როდესაც პირდაპირი რეკომენდაციებია სამართლებრივი, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც ლოგიკურია. პირდაპირ გვითხრა ვენეციის კომისიამ ეს სიგიჟე, შემდეგ ამას დაემატა ევროკავშირი, ჩინოვნიკები და ა.შ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რადიკალურ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა უმრავლესობა ცესკო-ში. ეს იყო ორი მოთხოვნა, რომელიც არ შევასრულეთ. დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, უნდა შეგვესრულებინა თუ არა. ყველაფერი დანარჩენი შევასრულეთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. აქედანაც ჩანს, რომ იქ არავის აინტერესებდა არც რეფორმა, არც სხვა რამ, ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, ეს იყო პირდაპირი ან ირიბი ფორმით კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა. ეს არ გავაკეთეთ და მერე გამოვიდნენ პირდაპირი საარჩევნო მოწოდებებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ რისთვის ვიბრძოდით 80-90-იან წლებში და მოგვიანებით? მუდმივად გვიწევს ბრძოლა ერთადერთი რამისთვის, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება. ასეთ დროს მოდის ვიღაც ჩინოვნიკი და გეუბნება, რომ პირდაპირ, მარტივად უნდა დათმო შენი სუვერენიტეტი, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა და ამაზე ვერავის გავყვებით, მათ შორის, ვერც ევროპელ ჩინოვნიკებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან მოქმედების სურვილს, გარემოს შეცვლისა და ინიციატივის გამოჩენის მოთხოვნილებას გრძნობთ. შესანიშნავი დროა გუნდური მუშაობის, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი პროექტებისთვის. თუ სწორად წარმოაჩენთ, თქვენს წინადადებებს, საყოველთაო მოწონება ელით. მთავარია ლიდერის უნარების გამოვლენის არ შეგეშინდეთ.

რჩევა: ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით – ამ დღეს თქვენს ქმედებებს დადებითი შედეგები მოჰყვება.

კურო

ამ დღეს გარემოს შეცვლა სასარგებლო იქნება. ხანმოკლე მოგზაურობა განახლების განცდასა და ახალ იდეებს მოგიტანთ. ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ახლა ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნება კი არა, არამედ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ. წყლის პროცედურები ან ძილის წინ გასეირნება დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ცვლილებები და სიახლეები ნუ შეგაშინებთ – ამ დღეს ახალი შთაბეჭდილებები თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება ისეთ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რომელიც დიდ შანსს ჰგავს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება. გარემოს შეცვლა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ისაა, რაც დღეს გჭირდებათ. ნუ ეცდებით მოვლენების მიმდინარეობაზე ზედმეტად გავლენა მოახდინოთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით.

რჩევა: იარეთ წინ – ახალი შთაბეჭდილებები მოულოდნელი პერსპექტივების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება თქვენში შემოქმედებითი პოტენციალი გამოაღვიძოს. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ბევრად მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გეგონათ. შესანიშნავი დროა ახალ საქმეში ძალების მოსინჯვისთვის. სულ ერთია, ეს რა იქნება: ხატვა, წერა თუ კულინარიული ექსპერიმენტები. ყველაფერი, რაც თვითგამოხატვას უკავშირდება, სიხარულს მოგიტანთ.

რჩევა: საკუთარ თავს ნება მიეცით, რომ შექმნას – დღეს თქვენმა შთაგონებამ შეიძლება საოცარ შედეგები მოიტანოს.

ლომი

ამ დღეს აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა აუცილებელია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და სიტუაციას ყველა მხრიდან შეხედოთ. თუ დიდი ხანია ახალი იდეის შეთავაზებას ან პროექტის განვითარებას გეგმავთ, ახლა მოქმედების დროა.

რჩევა: იმოქმედეთ – ამ დღეს თქვენი გაბედული ნაბიჯები შესანიშნავ შედეგს მოიტანს.

ქალწული

თუ მოვალეობებს სწორად გაანაწილებთ, გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა უფრო დიდ შედეგებს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით. დღეს უმჯობესია ახლოს იყოთ მათთან, ვისაც თქვენი ესმის. გულწრფელი საუბარი გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ. არც ფიზიკური აქტივობა დაივიწყოთ.

რჩევა: იმუშავეთ გუნდურად — ამ დღეს ერთობლივი ძალისხმევა გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე დამოუკიდებელი შრომა.

სასწორი

ამ დღეს რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება მოგიწევთ, მაგრამ თუ საქმეს ენთუზიაზმით მიუდგებით, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. განსაკუთრებით წარმატებული გუნდური მუშაობა იქნება. ეს დღე ფიზიკური აქტივობისთვისაც შესაფერისია. თუ დიდი ხანია ვარჯიშის დაწყება გსურთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას საყვარელი ადამიანების აზრიც უნდა გაითვალისწინოთ.

მორიელი

ამ დღეს ენერგიის მოზღვავება გელით, რომელიც შეგიძლიათ პროფესიული საქმიანობისკენ ან პირადი მიზნებისკენ მიმართოთ. დღეს უმჯობესია ახლოს იყოთ მათთან, ვისაც თქვენი ესმის. გულწრფელი საუბარი გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე წინსვლისთვის – ვარსკვლავები მიზნისკენ მიმავალ გზაზე დახმარებას გპირდებიან.

მშვილდოსანი

იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. მთავარია მისი განხორციელება სამომავლოდ არ გადადოთ და სწრაფად იმოქმედოთ. დღევანდელი დღე ინიციატივის გამოჩენისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი იმოძრაოთ – აქტიური ცხოვრების წესი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: შეეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და უფრო რეალისტური მოლოდინები გქონდეთ. ამ დღეს თქვენი ინიციატივები სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

თხის რქა

შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაწყვეტად. ხელიდან არ გაუშვათ შანსი კოლეგების ან ხელმძღვანელობის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.

რჩევა: ფიზიკური აქტივობა ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ – ფიტნესი ან, უბრალოდ, გასეირნება გაგამხნევებთ და შრომის ნაყოფიერებას აგიმაღლებთ.

მერწყული

დღეს თქვენ წინაშე ბევრი საინტერესო შესაძლებლობა გაიხსნება. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის — შეგიძლიათ ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუცვალოთ და ერთობლივი პროექტები დაგეგმოთ.

რჩევა: მიიღეთ კოლეგების რჩევები — ისინი რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, მაგრამ ეს წარმატების მიღწევაში ხელს არ შეგიშლით. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის — ხატვა, მუსიკა ან მწერლობა სიხარულს და შთაგონებას მოგიტანთ. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და დასვენებას.

რჩევა: ნუ დაუშვებთ, რომ ემოციებმა დაგძლიონ. ყველაზე კარგი, რაც ამ დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, საკუთარ თავზე ზრუნვაა.

ირაკლი კობახიძე – რაც შეეხება, ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა,  ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ უთხრა ქართველ ამომრჩეველს, რომ თუ გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება” და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, ევროინტეგრაცია იქნებოდა შეჩერებული.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა და ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ასეთი რამ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ არ იაქტიურებდნენ და გაიმარჯვებდა „ქართული ოცნება” და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, ჩვენი ევროინტეგრაცია იყო შეჩერებული. მან თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია. მან აქვე დაამატა, რომ უნდა იაქტიუროთ არჩევნების დღეს იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს მოცემულობა. ანუ, პირდაპირ უთხრა ამომრჩეველს, რომ თუ „ქართული ოცნება” დარჩებოდა ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში, დარჩებოდა შეჩერებულ მდგომარეობაში ევროინტეგრაციის პროცესი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა აღდგენილიყო ეს შეჩერებული პროცესი, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.