Home Blog Page 231

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

x

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქლაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს.

„მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩები.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს, ან ჯიმ რიში გაემიჯნება საკუთარ პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს -მამუკა მდინარაძე

სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში გაემიჯნება საკუთარ პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სენატორი ჯიმ რიში გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით.

„გუშინდელი „ნაცური“ აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს. თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად – „დიფ სთეითის“ ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.

შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია – სტივ უიტკოფი – ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„მთავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ოთხი რეგიონია, დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი და სხვა. იქ რუსულად საუბრობენ, ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მჯერა, ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური საუბრები“, – განაცხადა უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

უიტკოფის თქმით, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არავის სურდა.

„რუსები დე ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსული ტერიტორიებია? გადარჩება თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად, თუ ის ამას აღიარებს? ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი, აბსოლუტურად“, – განაცხადა უიტკოფმა.

2024 წელს მსოფლიოში 8938 მიგრანტი გარდაიცვალა

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით 2024 წელს მსოფლიოში 8938 მიგრანტი გარდაიცვალა, რაც აქამდე არსებულ მაჩვენებლებს შორის ყველაზე მაღალი ციფრია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მიგრანტი 2024 წელს აზიაში (2778), ხმელთაშუა ზღვის რეგიონში (2452) და აფრიკაში (2242) გარდაიცვალა.

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 მარტს, იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ხოლო კუროსა და თევზებისთვის ნაკლებად წარმატებული. ​

ჯანმრთელობის მხრივ, გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შესაძლოა უარყოფითად აისახოს ზოგად მდგომარეობაზე, გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი და უგუნებობა. რეკომენდებულია გადატვირთვის თავიდან აცილება, მეტი დასვენება და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკა. ასევე, სასურველია კვების რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტებით, ხოლო სტომატოლოგიური პროცედურებისგან თავის შეკავება. ​

ზოგადად, ეს დღე შესაძლოა გამოირჩეოდეს ემოციური ცვალებადობით და მოულოდნელი სიურპრიზებით. მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და ინტუიციის მოსმენა, რადგან მას შეუძლია ღირებული რჩევების მოცემა.

ვერძი: შესაძლოა, სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში გადაიზარდოს. ამიტომ, გააკონტროლეთ ემოციები. 

კურო: მაქსიმალურად შეიკავეთ თავი გართულებებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია. ​

ტყუპები: დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანების შენიშვნები. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები. 

კირჩხიბი: შესაძლოა, პერსპექტიული იდეების შტორმი დატრიალდეს თქვენს თავში. აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული იდეა და ეცადეთ მათ რეალიზებას.

ლომი: დღევანდელ დღეს მიმართულებადაკარგული მთვარის გავლენით, ყურადღების დაქვეითების ალბათობა მოიმატებს, რამაც შესაძლოა, ტრავმებისა და ავარიების რიცხვი გაზარდოს. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და სიყვარულს. ​

ქალწული: ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს; დაუმეგობრდით მათ. ​

სასწორი: ზედმეტად გაღიზიანებული, იმპულსური ხართ. მოთოკეთ ემოციები. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში განახორციელეთ. ​

მორიელი: დღე საოჯახო საქმიანობას, ნათესავების პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს მეგობრებს გემრიელად გაუმასპინძლდით. ​

მშვილდოსანი: გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა სულიერი განათლების მისაღებად. ​

თხის რქა: რომანტიკული შეხვედრებისა და მოგზაურობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. 

მერწყული: კარგი დღეა მეგობრებთან ერთად ვარჯიშისთვის. აგრეთვე მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ​

თევზები: კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთები სურვილების ასრულებას შეძლებენ. 

ილონ მასკი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის არჩევანის წინაშე დგას – ავთანდილ წულაძე

J

ილონ მასკის Tesla-ს აქციები მეცხრე კვირაა ვარდნას აგრძელებს. CNN-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ტესლა “ბრენდის კრიზისის ტორნადოში” მოხვდა.

ინვესტორები საჯაროდ მოუწოდებენ ილონ მასკს, მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად. გასულ დეკემბერში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შთამბეჭდავ $1,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის მარტში Tesla-ს საბაზრო კაპიტალი  $750 მილიარდამდე დაეცა და მისი აქციები კვლავაც იკლებს.

ექსპერტები და ინვესტორები ილონ მასკის კომპანიის პრობლემებს მის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, ილონ მასკის კომპანიების აქციებმა სწრაფად ზრდა დაიწყო. მასკმა დიდი როლი ითამაშა ტრამპის გამარჯვებაში და ინვესტორები ელოდნენ, რომ ლეგენდარული ბიზნესმენი გამოიყენებდა ურთიერთობას აშშ-ს პრეზიდენტთან ბიზნესის განვითარებისთვის.

თუმცა ვითარება სხვა მიმართულუბით წარიმართა. ილონ მასკმა დაიკავა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE-ს) ხელმძღვანელის თანამდებობა და ხელმძღვანელობს “ჯვაროსნულ ლაშქრობას” ვაშინგტონის ბიუროკრატიის წინააღმდეგ. მასკის მიზანია მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესება და ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. მასკი თვლის, რომ მთავრობა მსხვილი კორპორაციის მსგავსად უნდა იმართებოდეს და მას, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ყველაზე მეტად შეეფერება ასეთი როლი. სანამ ილონ მასკი ცდილობს ამერიკული ბიუროკრატია უფრო ეფექტური გახადოს, მისი საკუთარი ბიზნესი “ქარიშხალში” არის მოხვედრილი.

დონალდ ტრამპმა მასკის კომპანიის პროდუქციის თეთრი სახლის წინ გაზონზე რეკლამირება მოახდინა და ერთი მანქანაც კი შეიძინა. მაგრამ ამ სარეკლამო ღონისძიებამ ვერ შეაჩერა Tesla-ს აქციების დაცემა. ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰოვარდ ლუტნიკმა თავის ინტერვიუში ამერიკელებს მოუწოდა იყიდონ Tesla-ს აქციები. მაგრამ აქციების ვარდნა გრძელდება.

პოლიტიკის პირდაპირი გავლენა ილონ მასკის ბიზნესზე აშკარაა გერმანიაში. Tesla-ს მანქანების გაყიდვები 76%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც მასკმა სცადა ჩარეულიყო გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირა რადიკალურ მემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. კანადაში, რომელიც დონალდ ტრამპს სურს გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი, მომიტინგეები საღებავს ასხამენ Tesla-ს გაყიდვების ოფისებს.  Tesla-ს  არ მიეცა მონაწილეობის უფლება კანადის ქალაქ ვანკუვერის უდიდეს ავტომობილების გამოფენაში “უსაფრთხოების მიზეზების გამო”. მასკის პოლიტიკური საქმიანობით აღშფოთებული აქტივისტების მიერ Tesla-ს მანქანების დაწვა და ვანდალიზმი მთელ მსოფლიოში ხდება.

ილონ მასკმა აქციონერთა კრებაზე თავისი კომპანიის აქციების დაცემას “ოდნავ ცუდი ამინდი” უწოდა და თქვა, რომ გაკვირვებული იყო Tesla-ს მანქანების წინააღმდეგ მემარცხენეების ვანდალიზმით. ამით მასკმა აღიარა, რომ მისი კომპანიის პრობლემები პოლიტიკური ხასიათისაა.

შეშფოთებული აქციონერები ილონ მასკს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის არჩევანის გაკეთებას ითხოვენ. ან მან უნდა დანიშნოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი Tesla-სთვის და ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკაზე, ან უნდა დატოვოს პოლიტიკა და დაუბრუნდეს თავისი ბიზნესის მართვას.

რა არჩევანს გააკეთებს ილონ მასკი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირის პრობლემებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკაზე. თანამდებობის პირების რადიკალური გათავისუფლება, სატარიფო ომი აშშ-ს მოკავშირეებთან, ევროპაში მემარჯვენე რადიკალური პარტიების მხარდაჭერა – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამ და სხვა ქმედებებს ამერიკის პრეზიდენტის ოპონენტები უკავშირებენ მასზე ილონ მასკის გავლენას. თუ ილონ მასკი, თავისი კომპანიის პრობლემების გამო, შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ დონალდ ტრამპს მოუწევს სხვა ნაკლებად რადიკალური მრჩეველის ძებნა.

ტრამპი ცნობილია იმით, რომ ადვილად ცვლის ჩინოსნებს თავის ადმინისტრაციაში, თუ თვლის, რომ ისინი არაეფექტურია და აზიანებენ მის იმიჯს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის რეიტინგი კლებულობს და მისი რადიკალური რეფორმებისადმი წინააღმდეგობა იზრდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ილონ მასკი მალე დაუბრუნდება თავისი ბიზნესის მართვას. მასკს სურდა ამერიკის „გადარჩენა“ არაეფექტური ბიუროკრატიისგან, მაგრამ ახლა საკუთარი კომპანია გაკოტრების საფრთხისგან უნდა გადაარჩინოს.

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას – დავით მათიკაშვილი

ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის” მხარდასაჭერად დაორგანიზდა.

„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტს ცინიკურს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის აქტია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალების დასავლელმა მოკავშირეებმა დაარეგისტრირეს და რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციის საპირისპირო განწყობის გაღვივებაა.

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მხარდაჭერას – CPJ-ს ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი

მზარდად ავტორიტარული „ქართული ოცნების“ პირობებში, FARA-ს ძალიან ფართო დებულებებსა და სისხლის სამართლის სანქციებს, დამოუკიდებელი პრესისა და მედიის ადვოკატირების ჯგუფების სრულად გაუქმება შეუძლია, – ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი ავრცელებს.

„CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მხარდაჭერას. მზარდად ავტორიტარული მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პირობებში, FARA-ს ძალიან ფართო დებულებებსა და სისხლის სამართლის სანქციებს შეუძლიათ სრულად გააუქმონ დონორებზე დამოკიდებული ქართული დამოუკიდებელი პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები. საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების“ კანონის ნებისმიერი ფორმა უნდა უარყოს“, – განაცხადა საიდმა.

ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილის ანექსირებას მოახდენს, თუ „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

JPG resized with https://ezgif.com/resize

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილის ანექსირებას მოახდენს, თუ „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა ღაზას სექტორის დამატებითი ტერიტორიების დაკავება, ამავდროულად ამ ტერიტორიებზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

„თუ „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაცია განაგრძობს მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმას, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე დამატებითი ტერიტორიების დაკავება, მოსახლეობის ევაკუაცია და ღაზის გარშემო უსაფრთხოების ზონის გაფართოება ისრაელის თემებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების დასაცავად, ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის მუდმივი კონტროლის გზით. ვიდრე „ჰამასი“ უარზეა, ის დაკარგავს უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას, რომელიც ისრაელს დაემატება“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი გააძლიერებს „ჰამასის“ წინააღმდეგ თავის სამხედრო კამპანიას, მათ შორის სახმელეთო მანევრის გაფართოების გზით, ვიდრე მძევლები არ გათავისუფლდებიან და „ჰამასი“ არ დამარცხდება.

ცინიკურია ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“, რაც აშშ-ის ძველი ადმინისტრაციის მეცადინეობით და ხელმძღვანელობით შეიმუშავეს – ირაკლი ზარქუა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუამ ე.წ. „მეგობარ აქტს“, რომელიც აშშ-ის ძველი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით არის შემუშავებული ცინიკური უწოდა.

„ცინიკურია ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“, რაც ძველი ადმინისტრაციის მეცადინეობით და ხელმძღვანელობით ამერიკაში შეიმუშავეს. ვერ ეშვებიან, ეტყობა გადახდილია ლობისტური კომპანიებისთვის სერიოზული თანხა და ბოლომდე უნდა გაიყვანონ და გავიდნენ აბა. მთელმა საქართველომ იცის მდიდარი „ენჯეოშნიკები“ რას ემსახურებოდნენ, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისგან გახდა ეს კიდევ უფრო მეტად ცნობილი და ცხადი. ამის შემდეგ ახლა ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ რაც იქნება წარმოდგენილი, რომელიც პირდაპირ მტრული აქტია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, დაველოდოთ და ვნახოთ „ენჯეოშნიკების“ მხარდაჭერა თუ არის პატრიოტიზმი და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა აგერ ქართული საზოგადოება მაგაზე კიდევ უფრო მეტ წარმოდგენას და პოზიციას შეიქმნის“, – განაცხადა ზარქუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტს ცინიკურს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის აქტია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალების დასავლელმა მოკავშირეებმა დაარეგისტრირეს და რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციის საპირისპირო განწყობის გაღვივებაა.

მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც NYT-თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ – ილონ მასკი

J

მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ სტატიასთან დაკავშირებულ კომენტარს აზიარებს.

„The New York Times-ი სუფთა პროპაგანდაა. მოუთმენლად ველოდები პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ. მათ იპოვნიან“, – წერს მასკი.

The New York Times-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პენტაგონი აპირებდა მასკისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აშშ-ის სამხედროების გეგმის შესახებ ნებისმიერ ომთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთთან დაიწყოს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა და პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ უარყვეს, რომ შეხვედრაზე სამხედრო გეგმების განხილვა იგეგმებოდა.

„ჩინეთს არც კი ახსენებენ და განიხილავენ. რა სამარცხვინოა, რომ დისკრედიტებულ მედიას შეუძლია ასეთი ტყუილის მოგონება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი სრული სიცრუეა!!!” – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 მარტს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7738 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7738 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7743 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0043 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0096 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.