Home Blog Page 230

შალვა ნათელაშვილი: სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“-ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი

„სომხეთში ქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რომ ამაში მაინც მიბაძოს იმ ხალხს, საიდანაც წარმოიშვა, თუმცა ამის აღიარებაც ესირცხვილება.

„სომხეთში ქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. ზუსტად იგივე ხდება ბანკირ—ოლიგარქ ხაზარაძის—- ტვ პირველზე—-,იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას. ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი, მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნულის აღიარებაც გეგრეხება“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

“როდესაც “აიაქსს” ვწვრთნიდი, ჟორჟი არ იყო საუკეთესო ფორმაში, ჩვენ გვყავდა ორი სხვა შემტევი, ჟორჟისთვის კი ადგილს ნახევარდაცვაში ვეძებდით” – სომხეთის ნაკრების მწვრთნელი 

სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვან”ტ სხიპმა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. მან აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც “აიაქსში” ერთად მუშაობა მოუწიათ, მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა და მისთვის ადგილს არა შეტევაში, არამედ ნახევარდაცვაში ეძებდნენ.

“იმ 4 კვირის მანძილზე, როდესაც “აიაქსს” ვწვრთნიდი, ჟორჟი არ იყო საუკეთესო ფორმაში. ჩვენ გვყავდა ორი სხვა შემტევი – ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი. ისინი გოლებს იტანდნენ, ჟორჟისთვის კი ადგილს ნახევარდაცვაში ვეძებდით, ფორვარდების უკან. სამწუხაროდ, მასთან დიდი ხნით არ მიმუშავია, თუმცა აშკარაა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.

რეალურად, მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია – ის ყოველთვის შესანიშნავად ვარჯიშობდა. ვფიქრობ, ჟორჟის საფრანგეთში დაბრუნება მისთვისაც და “აიაქსისთვისაც” საუკეთესო გამოსავალი იყო,” – განაცხადა ჯონ ვან”ტ სხიპმა.

ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება – გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის” მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

„თავად „მეგობარი აქტზე“ თუ ვისაუბრებთ რასაკვირველია გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, უწოდო ანტიევროპული, ანტიდასავლური, მაშინ როდესაც ამდენი ხნის მანძილზე ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ტანჯავდა ადამიანებს, სიცოცხლეს, ღირსებას და ჯანმრთელობას ართმევდა, პირად ქონებას ართმევდა, საკუთრებას ართმევდა და პრაქტიკულად არავითარი დემოკრატიული და ევროპული იმ ხელისუფლებას არ ეტყობოდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც 20% დათმო ტერიტორიების და დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის. აი ამ რეალობასთან შეჭიდებულები ვართ დღეს, აი ამ მძიმე მემკვიდრეობით მოვედით დღევანდელ დღემდე, სტაბილურობა შევინარჩუნეთ და რასაკვირველია ცა და დედამიწაა განსხვავება იმ რეალობაში, რაც დღეს არის, იმ რეალობისაგან განსხვავებულია, რაც 2012 წლამდე გვქონდა, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ აქტმა დღის სინათლე იხილოს, იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს.

მანვე აღნიშნა, რომ გამოხმაურებას, რომელიც „მეგობარი აქტს“ მოჰყვა, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა აღლუმი.

„ადამიანების ჯგუფი ვინც აი ამას განაპირობებს, ორგანიზებას უკეთებს, სურს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ აქტმა დღის სინათლე ნახოს, რასაკვირველია ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე უსამართლობაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება აქ გამოხმაურებას და ესეთ გაცხოველებულ და გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა რაღაც აღლუმი, რომელიც მე მაინც მგონია, რომ დამთავრდება უშედეგოდ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არათუ კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურ ველზე მებრძოლებმა, არამედ უკვე ლიდერებად იქცნენ და ამ ლიდერობას პრაქტიკულად ვერც ვერავინ ვერ წაართმევს პოლიტიკური პარტიებიდან. მდიდრებიც არიან, უშველებელი რესურსია მობილიზებული და კვლავ სიტყვა, სათაური „დიფ სთეითი“ გამოდის წინა პლანზე. საქართველო ინარჩუნებს დამოუკიდებელ მმართველობის პრინციპებს და აი ამ რეალობას ვერ უსწორებენ თვალს და ებრძვიან ამ რეალობას. ეს არის ფაქტი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას გარკვეული შეფასებები ექნება, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენს ეგრეთწოდებულ ოპოზიციას გააჩნია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს.

„დამორჩილებისთვის, საკუთარი თავის შეთავაზება, ეს ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას”- გიორგი ვოლსკი

არჩევნებში მონაწილეობს მიიღებენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმატში, – განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„დამორჩილებისთვის, საკუთარი თავის შეთავაზება, ეს ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას და ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ფიცის დადება, იმასთან დაკავშირებით რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, პოლიტიკურ მიზნებს, დადგებიან ცალ ფეხზე, მოიჭრიან ყურს, მოიხრიან ქედს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რადიკალები ვერ თანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს, კოლეგებისგან იმავე პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ.

,,რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი”- ლევან მაჭავარიანი

რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში განსახილველ „მეგობრულ აქტზე“ საუბრისას.

„გავიხსენოთ იქ „ჰელსინკის კომისიის მუშაობა გავიხსენოთ, როდესაც აქედან ჩადიოდნენ, ე.წ. ორჯონიკიძეები – ერთ-ერთ მოსმენაზე დაპატიჟებული ჰყავდათ ქალბატონი, კაპიტანი გიგაური, რომელიც თურმე, საქართველოს სახელით საუბრობდა და აჟღერებდა იქ თურმე, რა პრობლემებია საქართველოში. კი, ბატონო, გააგრძელონ ასეთ ფარსსა და აბსურდში ცხოვრება!“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატში „მეგობრული აქტის“ განხილვის მხარდასაჭერად, მდიდარი „ენჯეოები“ მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვისას ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ ნარატივების მხარდაჭერას გეგმავს.

,,მეც და მიქაუტაძესაც გოლები საქართველოსთვის გაგვაქვს”- ხვიჩა კვარაცხელია

ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების გარდა, „პარის სენ-ჟერმენში“ გადასვლასა და იტალიაში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

„სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძე სტადიონიდან რომ გადიოდა ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი მეთქი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს.

მხითარიანთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ სომხეთის ნაკრები კარგი გუნდია, ვითარდება და მომავალში უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.

ჩემ ძმას (თორნიკეს) რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში? მას ვუსურვებ, რომ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

პსჟ-ში ბედნიერი ვარ თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება. პარიზში თამაშის შემდეგ მაქვს თუ არა კვირის მატჩისთვის მოტივაცია? საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია და აქ გამოსვლა ყოველთვის დიდი მოტივაციაა.

მადლობას გადავუხდი იტალიას, იქ კარგად მიმიღეს და კარგი სამი წელიწადიც გავატარე. ნაკრებში ბევრი მოთამაშეა ტოპ 5 ლიგიდან და დროა საჭირო, რომ ჩვენგან კიდევ ბევრი მოთამაშე მიიწვიონ.

შესაძლოა, ახლა ტალანტებით არგენტინისავით მდიდრები არ ვართ, მაგრამ ბევრი ლეგენდა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვეყოლებიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი“ – ვილი სანიოლი

ერთი დღე საქართველო-სომხეთის შეხვედრამდე – ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. კაპიტანი ბრუნდება – ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გურამ კაშია ითამაშებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს და სხვა მოთამაშეებისთვისაც აპირებს შანსის მიცემას, – ამის შესახებ ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანიოლი, გუნდთან ერთად, სომხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებულია.

“ვფიქრობ, საპასუხო მატჩში არ იქნება მოტივაციის პრობლემა. გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი. ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ მაღალი კონკურენციაა და თუ თავს კარგად არ წარმოაჩენ, შენი შანსები შემცირდება. მე სხვადასხვა პოზიციაზე არაერთი ძლიერი მოთამაშე მყავს და მათ მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.

კი, ჩვენ პირველი მატჩი 3:0 მოვიგეთ, თუმცა ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხვალ ოფიციალური მატჩი გვაქვს და მე არ ვაპირებ მთელი გუნდის შეცვლას და გადახალისებას. კაშია ბრუნდება – ტაქტიკის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მომავალში ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც სომხეთთან ვითამაშეთ. კაშია პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, კარგად მოერგება ტაქტიკას,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.

“ამერიკის ხმა”დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

„ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

„მსოფლიოს ბევრ ნაწილში გაქრა ობიექტური ახალი ამბების მიწოდების უმნიშვნელოვანესი წყარო და ამ სიცარიელეს მხოლოდ ცენზურის ქვეშ მყოფი სახელმწიფო მედია შეავსებს“, – აღნიშნულია ჟურნალისტების განცხადებაში.

ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დირექტორმა, კლეიტონ ვაიმერსმა განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა კრემლი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, ხმამაღლა მიესალმებიან „ამერიკის ხმის“ სიკვდილს.

ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლება“) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას და რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის, მარკ ქულსის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდა.

გამოქვეყნებული დასკვნის ანალიზის ნაწილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და მითითებულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.

დასკვნით ნაწილში, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აძლიერებს მაჟორიტარულ კომპონენტს ადგილობრივ საარჩევნო კანონმდებლობაში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი განმტკიცება.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ევროპული სტანდარტები, რომლებიც ავალდებულებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას ადგილობრივი საბჭოების არჩევისთვის, ეს ცვლილებები, თუ უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ხელს არ უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებას. გარდა ამისა, მათ შეიძლება, ზიანი მიაყენონ თანასწორი ხმის მიცემის პრინციპს, განსაკუთრებით, საარჩევნო უფლების სამართლიანი განაწილებასა და საარჩევნო პროცესში თანაბარი შესაძლებლობებთან მიმართებაში“, – აღნიშნუმულია კომისიის დასკვნაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:

„2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების საზღვრების მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელიც უნდა ადგენდეს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს საარჩევნო ოლქების განსაზღვრისთვის; მომავალი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზღვრების დადგენის მინდობა მიუკერძოებელი სასაზღვრო ორგანოსთვის; საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი დამატებითი ცვლილება უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ რეფორმას, ხშირი და ფრაგმენტული კორექტირებების ნაცვლად, და უნდა პატივს სცემდეს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს; საარჩევნო კოდექსის ასეთი ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და პასუხობს წინა რეკომენდაციებს; ფართო კონსენსუსს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შემდეგ; და პოლიტიკურ ვალდებულებას სრულად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებით და საშუალებებით, რომლითაც დროულად შეფასდება ნებისმიერი სავარაუდო შეუსრულებლობა“, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

ამასთან, როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის განკარგულებაში ამ საკითხზე შემდგომი დახმარებისთვის.

ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს-კახა კალაძე

აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ფესტივალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას და მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამს. ეს არის განახლების, სიკეთის, სიხარულის დღესასწაული. ჩვენ, ყველამ ერთმანეთს უნდა ვუსურვოთ სიხარული, სიყვარული და სიკეთე. მე, როგორც თბილისის მერი, როგორც ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ძალიან ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ როგორც თქვენ, ასევე მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ნოვრუზ ბაირამის ფესტივალი ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში აბანოთუბანში გაიმართა ერთ-ერთი მთავარი ტრადიციული ცერემონია – კოცონის დანთება. იქვეა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილია ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. ასევე, დამთვალიერებლებისთვის დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული საბრძოლო ხელოვნება, ცეკვები, მუსიკალური ნომრები.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

„მივედი დასკვნამდე, რომ შემდეგ პირებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან წვდომა ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს.

კამალა ჰარისთან და ჰილარი კლინტონთან ერთად სიაში ასევე არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რესპუბლიკელი კონგრესმენები ლიზ ჩენი და ადამ კინზინგერი. ასევე ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში რუსეთის საკითხებში მრჩეველი ფიონა ჰილი და ჯეიკ სალივანი.

ცნობისთვის, 2021 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს, როგორც თავის წინამორბედს, დაზვერვის მონაცემებზე წვდომა შეუზღუდა და ეს ტრამპის „არამდგრადი ქცევებით“ ახსნა.

თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ან მისი ფეხზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან მისი აგენტობა -ნიკა გვარამია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ან ხალხის ნების არცოდნაა, ან მისი ფეხებზე დაკიდება, ან ბიძინას სასარგებლო იდიოტობა, ან ბიძინას აგენტობა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ერთადერთი ვარიანტს განიხილავენ, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„იმედი მაქვს, არ მოინახება არცერთი ოპოზიციური პარტია (და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5%-ბარიერგადალახული არაა), რომელიც, რომელიმე საფუძვლით, თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება.

ჩვენი კოალიციისთვის კი ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციით, და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი ბიძინას თამაშებია და უკანა რიცხვით მისი რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

პ.ს. ფბ-ზე დამირეპორტეს ყველა ვიდეო, მათ შორის, გუშინ დადებული ვიდეო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ არეპორტებს ყველაფერს, რომ პოსტების გავრცელება შეგვეზღუდოს“, – წერს გვარამია.