Home Blog Page 2287

გააგზავნე და დასაჩუქრდი – თიბისის და რიას ერთობლივი აქცია

თიბისი მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებით წახალისებას განაგრძობს და ფულად გზავნილებზე ახალ აქცია-გათამაშებას სთავაზობს.

პირველი აპრილიდან სამი თვის განმავლობაში, „რიას“ სისტემით გზავნილის გაგზავნისას, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს 25%-იანი ფასდაკლებით და მოიგოს პრიზები: ტელეფონის პორტატული დამტენი და ელექტროსკუტერი.

აქციაში მონაწილეობა და ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც რიას სისტემით საქართველოდან უკრაინაში ან სომხეთში თანხის გაგზავნისას პრომო კოდს RIA25GE მიუთითებს.

აქციის ფარგლებში ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გათამაშდება საჩუქრები, რომლებიც გადაეცემათ იმ პირებს, ვინც თიბისიში ყველაზე მეტი რაოდენობის რიას გზავნილს გააგზავნიან უკრაინის ან სომხეთის მიმართულებით.

დღეიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა

მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება – ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში”

გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნო რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას.

„გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნო რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით. აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას. მემარცხენე დემოკრატებმა აურიეს შინ და გარეთ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ძალიან სავალალოა!“ – წერს აბაშიძე.

თებერვალში საქართველოში მშენებლობის ღირებულება შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7-პროცენტიანი კლებით, რამაც 0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

თუმცა, უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ბრენდული სარეცხი საშუალებების გაყალბების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “PERSIL”-ს, “ARIEL”-ს, „ABC”-ს, “TIDE”-ს, „BINGO”-ს, “OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს.

თიბისი კონცეპტი  და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი

  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი
  • 00 სთარ სთეიჯი– ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)

10 მაისი

  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
  • 00 სთარ სთეიჯი –  გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
  • მაისი
  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
  • 00 სთარ სთეიჯილეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.

კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

 ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

(R)

“ღმერთო, დამიცავი ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს მტრებს თავად გავუმკლავდები”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

„ღმერთო, დამიცავი ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს მტრებს თავად გავუმკლავდები!
ქალბატონო ელჩო დეგნან, დაგენგრათ თავზე „დემოკრატიის ხუხულა“! მტრებს ვეღარ წვდებით, მეგობრებს დაერიეთ. ერთ და იგივე საქმეზე, ერთ შტატში პორნოვარსკლავს რომ სდებთ ბრალს, მეორეში – პრეზიდენტს, ეს არის თქვენი ამერიკული სამართალი?!“, – წერს გოგა ხაინდრავა TWITTER-ზე.

“დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას”

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის, მათ შორის, მის დასანქცირებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არც ერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – წერს ვალერი ცერცვაძე.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

“არ არსებობს არანაირი კორუფცია, არსებობს მხოლოდ ერთი რამ – საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც ვისჯებით”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა ავლენს სისუსტეს და შიშს რუსეთის მიმართ” და მისივე თქმით, ეს ფაქტორია მოსამართლეების სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, კორუფცია არ არსებობს და საქართველო რუსეთთან მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ისჯება.

„საქართველოს მთავრობა ავლენს სისუსტეს და შიშს რუსეთის მიმართ” – წერს ამერიკელი დიპლომატი ფრიდი და ამ ფაქტორს ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეების სანქცირების. ყველაფერი დღესავით ნათელია – არ არსებობს არანაირი კორუფცია. არსებობს მხოლოდ ერთი რამ – საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც ვისჯებით და ალბათ, ეს დასჯა კიდევ უფრო გაძლიერდება!“ – წერს გვენეტაძე.

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

“ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის” – დავით არახამია

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ დავით არახამიამ ტელეგრამარხზე დაწერა.

„ბოლო გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ოთხ ქართველ მოსამართლეს, პირველად, აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. პირველ ჯერზე არ შეისმინეს. იმედია, ახლა შეისმენენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უშუალო ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურების საშუალებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება, ველოდოთ სიახლეებს“, – წერს დავით არახამია.

„კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს”

ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.

„აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტ მცდელობებზე, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით“, რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

„ამ ამოცანების პრაქტიკული განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.